Kesha კეშას სკოლაში მარსიდან ჩამოფრენილს ეძახდნენ
ეს 25 წლის გოგონა სკოლაში ექსტრავაგანტული გარეგნობით გამოირჩეოდა. თმა იისფრად ჰქონდა შეღებილი და უზარმაზარი წითელი შარვალი ეცვა.დირექტორი ხშირად აძლევდა შენიშვნვებს,კლასელები კი მარსიდან ჩამოფრენილს ეძახდნენ. კეშა 17 წლის ასაკში ლოს ანჯელესში ცხოვრობდა.იგი ზოგჯერ ვერ იხდიდა ბინის ქირას და მეგობრის მანქანაში უხდებოდა ღამის გათენება.ფული რომ ეშოვა ხან ოფიციანტად მუშაობდა ხან კი ტელემარკეტის რეკლამებში მონაწილეობდა. ერთხელ ვარსკვლავ"პრინცის" სახლში შეიპარა და სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, თუმცა დაცვამ მაშინვე გამოაგდო! 2006 წელს კეშას მუსიკა ამერიკულ ტელესერიალებში გამოიყენეს. ბრიტნი სპირსის ბექ-ვოკალისტიც გახდა. შემდეგ კეიტი პერიმ კეშა გადაიღო თავის კლიპში I Kissed a Girl. სწორედ აქედან დაიწყო მათი მეგობრობა! 25 წლის კეშას როუზ სებერტს წარმატება მოუტანა ჰიტმა Right Round. ფანებს განსაკუთრებით უყვართ კეშას Tik Tok და We R Who We R.
ფოტოები
|