მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 2 » Katy Perry
5:08 PM
Katy Perry
ბიოგრაფია
ქეითი პერი (ინგლ. Katy Perry) (ნამდვილი სახელი - კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი, დ. 1984 წლის 25 ოქტომბერს) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. დაიბადა სანტა-ბარბარაშიკალიფორნიის შტატში,ქრისტიანულ ოჯახში.

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ქეითი პერი ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს  დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან ქეითის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.

2007 წელს ქეითიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay", რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომი გახლავთ One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში . ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო ქეითის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა ქეითი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში.

პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. ქეითის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1 ადგილს. ქეითი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა. კეიტმა გადაწყვიტა, რომ გამოსცეს მისი ბოლო ალბომის Teenage Dream-ის რე-რეალიზი,რომელსაც ერქმევა Teenage Dream: The Complete Confection. რე-რეალიზის პრემიერა მოხდება 2012წლის 26მარტს. პირველი სინგლი ალბომიდან არის Part of Me, რომლის რეალიზაციაც ქეითმა 12თებერვალს Grammy Award-ის 54-ე დაჯილდოებაზე მოაწყო, ხოლო 13თებერვალს სიმღერა გაყიდვაში ჩაეშვა და პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში. კეიტს სულ გაყიდული აქვს სიმღერების 37.6 მილიონზე მეტი ციფრული ასლი მხოლოდ ამერიკაში და 11მილიონზე მეტი ალბომის ასლი მსოფლიოს მასშტაბით.

ქეითმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr" და „Meow". მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.





ქეითი დაბადებისდღეზე

 

 

ქეითი ფერი იასამნისფერში

  

ქეითი Elle -ს ფოტოსესიაზე

  







კატეგორია: ♥ ბიოგრაფიები ☆ | ნანახია: 699 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-09-02 Spam
უსაყვარლესიი<3
ცოტა რო გაგევრცო უკეთესი იქნებოდა