მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » კრისტენ სტუარტს ღალატის გამო ავიწროებენ
9:19 PM
კრისტენ სტუარტს ღალატის გამო ავიწროებენ

კრისტენ სტუარტის ღალატის სკანდალური ისტორია მსახიობის კარიერაზე უარყოფითად მოქმედებს. ამჯერად შესაძლოა, კრისტენს ბრენდ Balenciaga-სთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწიოს. კრისტენი ამ ბრენდის სახეა. 

Balenciaga-ს ახალ კრეატიული დირექტორი ალექსანდრ ვონგი რუპერტ სანდერსის მეუღლის, ლიბერტი როსის მეგობარია. კრისტენმა კი კინაღამ დაანგრია რუპერტ სანდერსის ოჯახი. 

მსახიობმა და მოდელმა ლიბერტიმ ალექსანდრეს ერთ-ერთ ბოლო ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და დიზაინერის ახალი კოლექციის პრომო-ვიდეოშიც გამოჩნდა. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ვონგი ერთ კომპანიაში კრისტენსა და ლიბერტის არ გააჩერებს. 

რა თქმა უნდა, ჰოლივუდში კრისტენის წინაააღმდეგ ყველა არ ამხედრებულა. მისი მხარე ცნობილმა როკ-შემსრულებელმა, ჯიმი ჰენდრიქსის ახლო მეგობარმა, სტივი ნიქსმა დაიკავა. 64 წლის სტივი "ბინდის" თაყვანისმცემელია და ამ ფილმზე სიმღერაც დაწერა. 

"როდესაც კრისტენის ასაკის ვიყავი, მეც შემემთხვა მსგავსი რამ სამჯერ თუ ოთხჯერ. ღალატს ყველა პარტნიორი მპატიობდა, ვინაიდან პატარა ვიყავი. როდესაც ვინმეს ხვდები და შენს ცხოვრებაში სხვა გამოჩნდება, რომელიც ყველაფერს სასწაულით ავსებს, მაშინ ყველაფერი იცვლება... ესაა ცხოვრება", - განაცხადა სტივიმ.
რა უნდოდა ამ კრისტენს კიდე გაიფუჭა საქმე, მაგის ადგილზე მასეთ რამეს გააკეთებდით? მე ნაღდად არ

-NiniKunna
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 667 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2012-12-20 Spam
Sali --, უიიი ბოდიში