მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » კომენტატორების სასაცილო ფრაზები
12:40 PM
კომენტატორების სასაცილო ფრაზები
ბურთი ღელავს.. ხალხი ბადეშია.. 
 მანჩესტერ-ბაიერნი. ობოლაძე ამბობს : 
 ძვირფასო ტელემაყურებლებო , სამწუხაროდ დღეს მანჩესტერს რუნი არ ყავს ტრამვის გამო , აი დაიწყო თამაში , ბურთს დაეუფლა რუნი 
 ოდნავ მარჯვნივ ოდნავ ძლიერად და ოდნა ზუსტად რო დაერტყა ალბათ გოლს გაიტანდა 
 ობოლაძე : მსაჯმა , მეორე ნახევარს , 40 წუთი დაამატა 

შეიჭრა მორიენტესი საჯარიმოში, მოატყუა მცველი, შეილება დარტყმა, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია "როდასკონი", დარტყმა და მეკარე თამაშობს ბრწყინვალედ

ობოლაძე: პორტოს მომენტი არ ქონია,მაგრამ გოლის გატანა შეეძლო

1/4 ფინალის მეორე მატჩი: დღეს ისეთი პირი უჩანს რომელიღაცა გუნდი გავა ნახევარფინალში

სათადარიგო სკამი ფეხზე წამოხტა

ოჰჰ სასწაულიიი, პირდაპირრ სასწაულიააა! ფეხით გაიტანა ბურთი!

მიმდინარეობს თამაშის 35-ე წთ და 35 წუთი-დან 55 წუთი ბურთს ფლობდა ლივერპული

გარდა ათასზე მეტი გოლისა, პელეს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტიცა აქვს გატანილი

უინტერესო თამაშია და ჩვენ რითი გაგამხიარულოთ ,ანეგდოტებს ხომ არ მოგიყვებით, თქვენ სხვა არხზე გადართვა მაინც შეგიძლიათ და ჩვენ ბოლომდე უნდა ვუყუროთ

საკმაოდ მძიმე მშობიარობა ჰქონდა ამ ლელოს, მაგრამ როგორც იქნა დაიბადა და დაიბადა 5 ქულა

ისეთი დაძაბული თამაშია, რომ მეც კი ვუშვებ შეცდომებს

ჯოვანი დოს სანტოსი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ არის ცალფეხა.

გერმანელი ფეხბურთელები თამაშის წესების დარღვევას სიგნალიზირებენ.

ადებაიორმა ბურთის მიმართ აგდებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

მანჩესტერმა სრულიად ბოლტონი აღგავა პირისაგან მიწისა

როცა ევერტონი გოლს არ უშვებს, იგი პრაქტიკულად არ აგებს.

ლივერპულის შეძენა გადაწყვეტილი აქვს მავან შეიხს, რომელსაც გრძელი სახელი და გვარი აქვს და სიმართლე რომ ვთქვა, არ მახსოვს. არცაა სავალდებულო ყველას პირზე ეკეროს მისი სახელი.

გაუგებარია, ისეთი დონის გუნდს, როგორიც რეალია, რატომ ყავს დაცვის ცენტრში ორი ისეთი ფეხბურთელი, როგორებიცაა ივან კამპო და ფერნანდო სანსი. გასაგებია, რომ ეს უკანასკნელი კლუბის პრეზიდენტის შვილია, მაგრამ, ივან კამპო ხომ არავის შვილი არაა

წყევლა და კრულვა ალდაირს

ჰესკი უკნიდანაც კარგად იბრძოლებს

რამხელა გამორბენს აკეთებს ბლანკო, გზაში არ დაიღალოს, კაცო

ფაბიო კანავარო არაბეთში ორი კაპიკის საშოვნელად წავიდა

გაშვებული გოლის შემდეგ ლივერპული დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, რომელსაც მანამდეც ფლობდა მეტ-ნაკლები უპირატესობით

ფარქვეშ შეიჭრა, მაგრამ მისი სამქულიანი მიზანს აცდა

როსენბრგმა 60 თამაში მოიგო ზედიზედ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა თამაშში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი

ყოველთვის საინტერესო გამოდის მატჩები როცა ორივე გუნდს გოლის გატანა სურს
იუვენტუსი გაპატიოსნდა

ანგარიში კვლავ უცვლელია 0-0. თუმცა სრულიად შესაძლებელია პირიქითაც ყოფილიყო

თუ შენ საჯარიმოში ხარ და არ იცი რა უყო ბურთს, შეაგდე ის კარებში და მერე განიხილე სხვა ვარიანტები

თუ მოწინააღმდეგე გიტანს ერთ გოლს, მაშინ შენ უნდა გაიტანო მინიმუმ ორი რომ მოიგო

ამ ფეხბურთელს ვერტიკალურად სირბილი სულაც არ ეპიტნავება
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 815 | დაამატა: tako♥♥♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2012-02-08 Spam
momewona...kargi siaxle iyo..