კირსტენ დანსტი ამერიკელი მსახიობი. პირველი მნიშვნელოვანი როლი 12 წლის ასაკში შეასრულა და ოქროს გლობუსზეც იყო წარდგენილი. 2011 წელს ლარს ფონ ტრიერის ფილმ „მელანქოლიაში" შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. კირსტენს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ტრილოგმა 'ადამიანი-ობობა'(2002-07). დანსტმა კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო,როგორც მოდელმა.ის სხვადასხვა კომერციულ გადაცემებში მონაწილეობდა. მან ხელი მოაწერა კონტრაკტს Ford Models და Elite Model Management-თან. როდესაც კირსტენს 6 წელი შეუსრულდა,მან თავისი შესაძლებლობები კინოში მოსინჯა:დანსთმა მიიღო 'პატარა' როლი ვუდი ალენის ფილმში 'ნიუ-იორკის ისტორიები'(1989). გთავაზობთ მცირე ბიოგრაფიულ მონაცემებს,გამონათქვამებს და ფოტოებს.
კირსტენი 2012 წლიდან ხვდება ამერიკელ მსახიობ გარეტ ჰედლანდს.
✓ გამონათქვამები 'არ არსებობს ადამიანი,რომელსაც არავინ არ უყვარს. უკიდურეს შემთხვევაში მას საკუთარი თავი უყვარს.'
'მე მიყვარს ლოს-ანჯელესი,მაგრამ არ ვნანობ,რომ ნიუ-იორკში გადმოვედი,რადგან ძალიან კარგი შეგრძნება მაქვს.აქ ხალხს არ აინტერესებს მსახიობი ხარ თუ არა.'
'მე ნამდვილად არ ვისურვებდი ცოლად გავყოლოდი იმ ადამიანს,რომელიც ჩემი პროფესიისაა,ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია,რომ თითოეული თავისი საქმით იყოს დაკავებული'
'მსახიობი,რომელიც ოცნებობს მომღერლისკარიერაზე-ძალიან სასაცილოა,ამაზე მე არც ვიფიქრებ.'
'ყველაზე მეტად ვეგეტარიანელებში არ მომწონს ის,რომ ისინი თითქოს საკუთარ ცხოვრებას აკონტროლებენ'
✓ ფაქტები
კირსტენის საყვარელი ტელესერიალია 'მეგობრები' (Friends)
კირსტენს ეშინია სიმაღლის
კირსტენი Maroon5-ის ფანია.ის კარგად იცნობს ჯგუფის წევრებს და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
1995 წელს ჟურნალმა People კირსტენი 50-დან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადამიანად დაასახელა. მიუხედავად იმისა,რომ მაშინ დანსტი მხოლოდ 13 წლის იყო.
დანსტის თქმით, Bulgari Mon Jasmine Noir-ის არომატი,რომლის სახეც ის გახდა,სწორედ მისთვისაა შექმნილი.
როგორც ჩანს,კირსტენი საკუთარ თავს ლამაზად არ თვლის,ამიტომ მან ერთხელ გულახდილად განაცხადა:'მე ვისურვებდი,რომ ლამაზი ვყოფილიყავი'
ჯეიკ გილენჰოლმა მას დაბადების დღეზე აჩუქა მონაცრისფრო კატა,რომელსაც კირსტენმასოფი დაარქვა.