მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » კეტი პერის რიანა ანუგეშებს
5:36 PM
კეტი პერის რიანა ანუგეშებს
კეტი პერი რამდენიმე დღეს ბარბარდოსზე, თავის საუკეთესო მეგობართან, რიანასთან გაატარებს.
როგორც ცნობილია, ცნობილი პოპ-მომღერალი კეტი პერი ქმარს, ბრიტანელ მსახიობს რასელ ბრენდს შორდება.

 Daily mail-
ის ცნობით, რასელ ბრენდმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი და მომღერლის ქონების ნახევარსაც ითხოვს

გაიგო თუ არა, რომ რასელმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, პერიმ მაშინვე თავის საუკეთესო მეგობარს, რიანას დაურეკა. მომღერლის ახლობლები ამბობენ, რომ კეტის არავისთან უნდა ურთიერთობა, გარდა რიანასი: კეტის მშობლებთანაც კი უჭირს თავის განქორწინებასთან დაკავშირებით საუბარი, მით უმეტეს, რომ მომღერლის მშობლები დიდად არ სწყალობენ სიძეს. აი, რიანა კი ყოველთვის გვერდში ედგა მეგობარს, მაშინაც, როცა რასელზე დაქორწინება გადაწყვიტა და ახლაც, როცა განქორწინებაზე მიდგა საქმე. რიანამ მაშინვე შესთავაზა მეგობარს, მასთან, ბარბადოსზე ჩასულიყო და გული გადაეყოლებინა.
ამ დროს რასელ ბრენდი ლონდონში იმყოფება. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს, მსახიობი პასუხობს: "შესანიშნავად"! არადა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ უმტკიცებდა პრესას, რომ კეტი პერისთან კარგი ურთიერთობა აქვს და ცალ-ცალკე იმიტომ არიან, რომ საქმე მოითხოვს ამას.

წინა საახალწლოდ კი რასელმა განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი და მიზეზად "ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი" დაასახელა. ასე რომ, ახალი წლის არდადეგებს კეტი პერი საყვარელ მეუღლესთან კი არა, ერთგულ მეგობართან, რიანასთან ერთად გაატარებს.


კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 685 | დაამატა: Bieber | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-01-07 Spam
chemi gogoebii ♥♥ orive uzomod miyvars ♥ katy-s ki amas vetyodi "Screw HIM! He doesn't deserve you!" biggrin :))))))