ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კამერონ დიასმა მკერდში სილიკონი ჩაიდგა. დიასი სპორტული აღნაგობით ყოველთვის გამოირჩეოდა, მის სხეულს დღემდე მრავალი ქალი შენატრის, თუმცა კამერონის მკერდის ზომა თვალშისაცემი არასდროს ყოფილა. ამ დღეებში მსახიობი პაპარაცებმა ჰავაის პლაჟზე გადაიღეს - ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ პლასტიკურმა ქირურგმა მსახიობის სხეულს მეტი სექსუალურობა და ქალურობა შესძინა. მას შემდეგ, რაც კამერონი საყვარელმა მამაკაცმა მიატოვა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. სხვა მრავალი ქალის მსგავსად, განახლების ძიებაში დიასმა იმიჯი შეიცვალა. მკერდთან ერთად მას ახალი ვარცხნილობა აქვს.
39 წლის კამერონი ყოველთვის აცხადებდა, რომ პლასტიკური ოპერაციის წინააღმდეგია, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში.
"ცხვირი სამჯერ მაქვს გატეხილი, ორჯერ სერფინგის გაკვეთილების დროს, ბოლოს კი შინ, მინის კარს შევეჯახე", - ასე განმარტა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა პლასტიკურ ქირურგთან საკუთარი ვიზიტები.
მკერდის გადიდების სურვილი მსახიობს სპორტსმენ ალექს როდრიგესთან დაშორების შემდეგ გაუჩნდა. დაშორებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში როდრიგესი მექსიკის სანაპიროზე ახალ საყვარელთან ერთად ირუჯებოდა. ქერათმიანი გოგონა დიასზე ათი წლით ახალგაზრდა ჩანდა და მკერდიც უფრო დიდი ზომის ჰქონდა. ამან კამერონის თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედა.