მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 26 » Justin Bieber
10:29 PM
Justin Bieber
imageJustin Bieberimage
ყველაფერი ბიბერის შესახებ
სიახლე ნამდვილი , ჭეშმარიტი ბილიებერებისთვის
ვუძღვნი და ვჩუქნი ჩემს -NinniKunnaa-ს))
 

გეგმიური ბიოგრაფია:
ნამდვილი სახელი:ჯასტინ დრიუ ბიბერი
  დაიბადა:1 მარტი,1994(ასაკი 18)
 წარმოშობის ადგილი:სტრეტფორდი
ჟანრები:პოპ მუსიკა, თანამედროვე რ’ნ’გ
საქმიანობა:მომღერალი,კომპოზიტორი,მუსიკოსი
ინსტრუმენტები:ვოკალი,გიტარა,ფორტეპიანო,დრამები,პერკუსია(ეს რაღა ჯანდააბაა :დ)
აქტიური:2009-დღემდე
 ასოციაციები:აშერი
ვებ-გვერდი:Justinbiebermusic.com
   

   

მოკლე ბიოგრაფია
ჯასტინ დრიუ ბიბერი (ინგლ. Justin Drew Bieber, IPA: [ˈbiːbər]; დ. 1 მარტი1994ლონდონიონტარიოკანადა) — კანადელი პოპ/რ’ნ’ბ მომღერალი. მისი კარიერა დაიწყო Youtube–ით, სადაც 2007 წლიდან დაიწყო საკუთარი ვიდეოების გამოქვეყნება. ის მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა, რომელმაც რჩევა ჰკითხა აშერს, სანამ ბიბერმა ხელი მოაწერა Island Records"-თან. საგულისხმოა, რომ ბიბერმა თავისით ისწავლა დაკვრა პიანინოზე, დოლზე, გიტარაზე და საყვირზე.

ბიოგრაფია(ამჯერად ნორმალური:დ)
ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს სტრეტფორდში, კანადის პროვინცია ონტარიოში დაიბადა. მუსიკალური მონაცემები ჯასტინს მშობლებისგან გამოჰყვა: მამა, ჯერემი ბიბერი, გიტარაზე დაკვრით იყო გატაცებული, ხოლო დედა, პეტი მალეტე, რომელსაც ამას წინათ ჟურნალმა „ფლეიბოიმ" შიშველი ფოტოსესიის მოწყობისთვის საკმაოდ საინტერესო ჰონორარი შესთავაზა, ერთ დროს იმედისმომცემ ვოკალისტად ითვლებოდა. რთული დასაჯერებელია, რომ სიმღერით ჯასტინი სულ რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა, მით უმეტეს, რომ 2 წლის ასაკიდან იგი ინტერესს ავლენდა სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის, განსაკუთრებით კი – დასარტყამი ინსტრუმენტების მიმართ. ბავშვობაში იგი მუსიკის გაკვეთილებზეც დადიოდა და ამჟამად მას პროფესიონალურ დონეზე შეუძლია დაკვრა დასარტყამ, სიმებიან და კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. 12 წლის ასაკში ჯასტინმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ვოკალურ კონკურსში „სტრეტფორდ აიდოლი" და, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონკურენტები კონკურსამდე სერიოზულად იყვნენ დაკავებულნი მუსიკით, ხოლო ჯასტინი მხოლოდ დედის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში მღეროდა, მან მეორე ადგილის დაკავება მოახერხა. იმავე პერიოდში ახალი გახსნილი იყო მუსიკალური პორტალი „Youtube", სადაც სხვადასხვა კატეგორიის ვიდეოფაილების განთავსება იყო შესაძლებელი. სწორედ ამ საიტზე განათავსა ჯასტინის დედამ სახლში გადაღებული რამდენიმე სამოყვარულო მუსიკალური რგოლი. ამ რგოლებს ძალიან მალე გაუჩნდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია, რომლებიც ჯერ კიდევ 2007 წელს ამტკიცებდნენ, რომ ჯასტინ ბიბერი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა.
კარიერა

სწორედ „Youtube-დან" დაინტერესდა მენეჯერი სკუტერ ბრაუნი ჯასტინით და ინტერნეტის საშუალებით ბიბერების ოჯახს დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. იმავე წელს ჯასტინი ბრაუნთან ერთად ატლანტაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი რეპერი და პროდიუსერი აშერი გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ჯასტინი აშერთან შეხვედრის დროს 13 წლის იყო, ვარსკვლავმა ირწმუნა მისი ნიჭი და აღფრთოვანებული დარჩა მისი ვოკალური შესაძლებლობებით. აშერთან ერთად ჯასტინი „Island Records-ში" მივიდა, სადაც მას მოუსმინეს და 2008 წელს პირველი ოფიციალური კონტრაქტი გაუფორმეს. საინტერესოა, რომ კონტრაქტის მიხედვით, ჯასტინს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, ვისთან სურდა თანამშრომლობა, – აშერთან თუ ჯასტინ ტიმბერლეიკთან. საბოლოოდ ჯასტინმა აშერთან თანამშრომლობა არჩია და როგორც მუსიკალური ექსპერტები წერენ, მან სწორი არჩევანი გააკეთა. იმავე წელს ჯასტინ ბიბერი აშშ–ის ყველაზე იმედისმომცემ პოპ-შემსრულებლად დაასახელეს, ხოლო მსოფლიოში მას „Teen Singing Sensation"-ს ანუ „თინეიჯერ მომღერალ სენსაციას" უწოდებდნენ.

2009 წელს ჯასტინ ბიბერმა პირველი სინგლი – „One Time" გამოუშვა, რაც უმალვე გახდა მსოფლიო დონის ჰიტი. მისი არანორმალური ფანი-გოგონები ჩხუბობდნენ კიდეც მუსიკალურ მაღაზიებში, რათა დაესწროთ ერთმანეთისთვის სინგლის შეძენა, რომელიც გამოსვლისთანავე დეფიციტური გახდა. გამოსვლიდან ორ კვირაში სინგლმა მე-12 ადგილი დაიკავა „კანადის ცხელ პოპ-ასეულში", ხოლო პირველი ალბომი, სახელწოდებით „My World", ჯასტინ ბიბერმა 2009 წლის შემოდგომაზე გამოუშვა. ალბომმა მალე მოიპოვა პოპულარობა თინეიჯერებს შორის, ხოლო კლიპებმა სიმღერებზე „One Time" და „One Less Lonelygirl", „ემტივის" ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს.

2010 წლის მარტში გამოვიდა ჯასტინ ბიბერის პირველი ალბომის სრული ვერსია – „My World 2.0". ალბომის გამოსვლას წინ უძღოდა სინგლისა და კლიპის – „Baby-ს" გამოსვლა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ააფეთქა მუსიკალური ჰიტ-აღლუმები. კლიპი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მარტო „Youtube-ზე" ის 250 მილიონმა ადამიანმა ნახა, რითაც საიტის რეკორდი დაამყარა და წინა რეკორდის მფლობელი – ლედი გაგა მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა. აღსანიშნავია, რომ ჯასტინ ბიბერი გახდა პირველი პოპ-შემსრულებელი, რომლის ერთდროულად შვიდი სიმღერა ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ ჩარტში – „ბილბორდ ტოპ 100-ში" მოხვდა.

ის არის ყველაზე პატარა ვარსკვლავი, რომლის შესახებ მხატვრულ ფილმს იღებენ. ფილმის რეჟისორი, ჯონ ჩუაა,რომელიც ავტორია პოპულარული ფილმების „ნაბიჯი წინ 2:ქუჩები" და „ნაბიჯი წინ 3D"-ის.ფილმის გადაღებები ჯასტინის კონცერტების დროს, კულისებში და სცენაზე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ფილმი, ჯასტინის ალბომების მსგავსად, წარმატებული გახდება. სხვათა შორის, ჯასტინის ჰობი ფილმების ყურებაა და მისი უსაყვარლესი ფილმებია: „მერვე მილი" და „ეშმაკის განდევნა ემილი როუზიდან". გარდა ამისა, თავისუფალ დროს ჯასტინს უყვარს ფეხბურთის, გოლფის, ჰოკეის თამაში, სკეიტბორდით სრიალი და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობა „Facebook-სა" და „Twitter-ის" დახმარებით.

გარდა მუსიკისა, ჯასტინ ბიბერის სახელი კოსმეტიკურ საშუალებებსა და სუნამოებსაც უკავშირდება. კერძოდ, 2011 წლის მარტში გასაყიდად გამოვა ქალებისთვის განკუთვნილი სუნამო, რომლის შექმნაში ჯასტინსაც აქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო იმავე წლის ზაფხულში გაიყიდება ფრჩხილების ლაკი, რომელიც ჯასტინის კომპოზიციების სახელს ატარებს.

2011 წლის 14 თებერვალს გამოდის ფილმი ჯასტინის მონაწილეობით ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს. იგი ასახავს მომღერლისს ცხოვრებას, მოღვაწეობას,ჰობის. ასევე ფილმში მაყურებელი იხილავს მისი კონცერტების ნაწყვეტებს.


Facts (50)
1)ჯასტინის გეგმა 2012 წლისთვის არის გრემის აღება 
2)ის არის ყველაზე ნახვადი პიროვნება გუგლის 2011 წლის მონაცემებით 
3)ის არის 2011 წლის ტოპ ტრენდი თვითერზე 
4)ჯასტინს გონია,რომ ჩრდილოეთ პოლუსი კონტინენტია
5)მისთვის საჩუქარია,რომ შეუძლია გაატაროს ბევრი დრო ოჯახთან 
6)მან ყველაზე საუკეთესო საჩუქარი მაშინ მიიღო როდესაც 7 წლის იყო - 2 ველოსიპედი 
7)ინტერვიუერი:"Mac თუ PC?" ჯასტინი:"Mac" 
8)მის ოჯახს საახალწლოდ ყოველთვის აქვს "ყალბი" ნაძვის ხე 
9)როდესაც სელენა ეუბნება მას,რომ აიწიოს შარვალი ის იცინის 
10)მას უყვარს პოპი,R&B და კლასიკური როკ მუსიკა
11)მას უნდა რომ დაქორწინდეს ვალენტინობაზე 
12)მას სურს,რომ იყოს ახალგაზრდა მამა და ყავდეს 30 შვილი 
13)ჯასტინი ქრისტიანია 
14)მას უყვარს სატელევიზიო შოუ "Dexter" 
15)ის ფიქრობს,რომ თუ როდისმე იქნება "X-Factor"-ის მოსამართლე იქნება მკაცრი ზოგიერთ ადამიანთან : )

16)ადამიანი ვისაც ყველაზე ძალიან შეუძლია ჯასტინის რამეში დარწმუნება დედამისია 
17)არსებობს კანადური ფაქტი,რომელიც ჯასტინს ყველგან ემახსოვრება - Tim Hortons 
18)ჯასტინის ბილეთები მედიოსნის მოედნის ბაღში 22 წუთში გაიყიდა 
19)საყვარელი ფერი: ლურჯი 
20) საყვარელი ფერი ტანსაცმელზე: იასამნისფერი
21)მას მოსწონს ვიტამინიანი წყალი 
22)მისი საუკეთესო მეგობარია Ryan Butler 
23)მისი საყვარელი ციფირი არის 6 
24)საყვარელი შოუ: Smallville 
25)საყვარელი კინო: Rocky 

26)მან დრამებზე დაკვრა 2 წლის ასაკში დაიწყო 
27)მისი საყვარელი სიმღერა არის "Single and Ready to Mingle" 
28)ის თავისუფლად საუბრობს ფრანგულად : )) 
29)სანამ ის სიმღერას დაიწყებდა,სურდა რომ გამხდარიყო ჰოკეის მოთამაშე, როგორც მისი კერპი Wayne Gretskey 
30)მან თვითონ ისწავლა პიანინოზე,დრამებზე,საყვირზე დ აგიტარაზე დაკვრა
31)მისი ყველაზე უხერხული მომენტი: ის იყო გოგონასთან ერთად იტალიურ რესტორანში.მას ეცვა თეთრი პერანგი. მათ სპაგეტი შეუკვეთეს,რომელიც მოტანისთანავე ჯასტინმა ზედ გადაისხა : ) იმ ამბის შემდეგ ისინი აღარ წასულან... 
32)რა მას მოსწონს ამ გოგონაში: კარგი ღიმილი,ლამაზი თვალები,კარგი პიროვნულობა და იუმორის გრძნობა. 
33)მისი საყვარელი საგნებია მათემატიკა და ინგლისური 
34)მას არ მოსწონს შოკოლადი (მაგრამ უყვარს Twix-ი 
35)ჰყავს ძაღლი სახელად Sammy (Pappillion) 

36) ის მომხადებას 20-30 წუთს ანდომებს : ) 
37)საყვარელი რომანტიკული ფილმი: A Walk To Remember(სხვა წყაროთი - The Notebook) 
38)ის როდესაც პატარა იყო ლიფტში ჩარჩა : ) 
39)უყვარს ცისფერთავლებები 
40)მისი საყვარელი გოგონების სახელებია: Alyssa, Jasmine, Caitlin, Erica, Kelly, და Samantha 
41)თინეიჯერი ბიჭები ხარჯავენ $159-ს რომ მისნაირი ვარცხნილობა დაიყენონ 
42)ის და კეშა ერთ დღეს არიან დაბაებულნი - 1 მარტს
43)მისმა პირველმა ალბომმა My World ,გამოსვლიდან 3 თვეში პლატინუმი აიღო! 
44)ჯასტინს კვირაში Facebook-ზე საშუალოდ 207,788 ფანი ემატება 
45)ჯასტინს თავისი დატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ 6 საათს ძინავს 

46)როცა ჯასტინის დედა პატარა იყო მსახიობობა სურდა 
47)ჯასტინს აქვს Skype 
48)ჯასტინმა აღიარა,რომ ერთხელ მან hater-ის კომენტარზე იტირა : ) 
49)ჯასტინის პირველი თვითი იყო 2009 წლის 11 მაისს, საღამოს 8:27 წუთზე 
50)ჯასტინის მშობლები განქორწინდნენ მაშინ,როდესაც ის 11 თვის იყო 
 
 



მეტი მედო მაგრამ დედას გეფიცებით მართლა არ დაატია















კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 848 | დაამატა: -Marie♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-06-27 Spam
5.    ( Belieber❤[??????]

es yvelaferi zepirad vici...kargi siaxlea...