მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 24 » Justin Bieber
7:13 PM
Justin Bieber

Justin Bieber
Interview
ეს არის ჟურნალ 'US'–ში გამოქვეყნებული ინტერვიუ...


ჟურნალისტი: პირველი დიდი საფეხური: შენ 18ის გახდი!
ჯასტინი: იცით რა? ძალიან აჟიტირებული ვარ, რომ აღარ მიწევს დედაჩემისგან ავიღო ნებართვა ღამე სადმე წასასვლელად. [იცინის] ყოველთვის როცა სადმე მივდიოდი, დედაჩემს აუცილებლად უნდა სცოდნოდა. ის ღელავს; მაგრამ ახლა როცა 18ის ვარ აღარ არის აუცილებელი ყოველთვის მისგან ავიღო ნებართვა სადმე წასასვლელად. არაჩვეულებრივია. 
ჟურნალისტი: ის ისევ ბავშვივით გექცევა? 
ჯასტინი: ძნელია მისთვის იმის გააზრება რომ მე გავიზარდე. ჩვენ ზოგჯერ ვჩხუბობთ იმისთვის რომ ის ბავშვივით მეპყრობა. მაგრამ მე მაინც ვიცი რომ მას უბრალოდ ჩემი დაცვა უნდა და ძალიან ვუყვარვარ. 
ჟურნალისტი: შენ ამ გასული წლის განმავლობაში ნახევარზე მეტი სულ ლოს–ანჯელესში გაატარე...
ჯასტინი: კი... და წლიური სეზონები მენატრება. აქ ყოველთვის თბილა. კანადის სეზონები მენატრება – სტრატფორდი საერთოდ. მენატრება იქ დაბრუნება და ოჯახის და მეგობრების მონახულება ძალიან. ალბათ სახლს შევიძენ სტრატფორდში, საბოლოოდ. და ისევ იქ დავბრუნდები საცხოვრებლად... მე ასე მინდა. მაგრამ არვიცი როგორ გამომივა. 
ჟურნალისტი: დადებითი თვისება ლოს–ანჯელესში ცხოვრების ის მაინც არის რომ სელენასთან დიდ დროს ატარებ. რა გიყვარს მასში? 
ჯასტინი: არვიცი... მას ძალიან ელეგანტური ქცევები აქვს. და ჩემს ოჯახსაც ძალიან უყვარს ის – რაც ჩვეულებრივ ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ დედაჩემი ზედმეტად პრეტენზიულია. დედაჩემს უნდა, კარგი ქრისტიანი გოგონა კარგი მანერებით.
ჟურნალისტი: ახლა უფრო კარგად გესმის გოგონების? 
ჯასტინი: ყველა გოგონა განსხვავებულია. ამიტომ ძნელია გაუგო მათ. მაგალითად, კაცებს დაახლოებით ყველას ერთნაირი ფსიქიკა აქვს. მაგრამ არა ქალებს. ვერ ვუგებ მათ! მაგრამ მე ვიცი რომ გოგონებს მოსწონთ როცა ხშირად ეუბნები თუ როგორ გიყვარს ის ან როგორ ლამაზად გამოიყურებიან. ამიტომ მე ვცდილობ ასე მოვექცე გოგონას რომელთან ერთადაც ვარ. მე მას ისე ხშირად ვეუბნები რამდენადაც შემიძლია. 
ჟურნალისტი: ყველაზე რომანტიული საჩუქარი რაც გაგიკეთებია გოგონასთვის?
ჯასტინი: არ გეტყვით ვისთვის მაგრამ – ამ რამოდენიმე ხნის წინ ერთ გოგონას ძალიან ძვირიანი ბრილიანტის ბრასლეტი ვაჩუქე, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. ვიცოდი რომ მას მოეწონებოდა!
ჟურნალისტი: აპირებთ შენ და სელენა დუეტის ჩაწერას? 
ჯასტინი: კი. მე ვფიქრობ ის ძალიან ნიჭიერია. და კარგი იქნება. თუმცა ჯერ არაფერია დაგეგმილი – მე დუეტის ჩაწერის მოწინააღმდეგე არ ვარ. 
ჟურნალისტი: ახლა კი მოდი ქორწინებაზე ვისაუბროთ...
ჯასტინი: მე არ ვფიქრობ ქორწინებაზე ჯერ! ძალიან ადრეა. მაგრამ რათქმაუნდა მე მინდა შვილები – დიახ, ერთზე მეტი. იმიტომ რომ მე ერთადერთი შვილი ვიყავი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. მე მინდა ჩემს შვილებს ძმები და დები ყავდეთ. მაგრამ მე არც ისე ბევრი [შვილი] მინდა როგორც ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის. [იცინის]. 
ჟურნალისტი: ისევ დედასთან ერთად ცხოვრობ ხომ?
ჯასტინი: კი – და ჩემი მასწავლებელიც ჩვენთან ერთად რჩება გარკვეული მიზეზების გამო. 
ჟურნალისტი: შენი საყვარელი გაკვეთილი?
ჯასტინი: ამერიკის ისტორია. ეს უფრო საინტერესოა ვიდრე კანადურ სკოლებში რა ისტორიასაც ასწავლიან. უფრო მეტი რამ ხდებოდა აქ – ამდენი ომები... მე ეს მიმაჩნია გასაოცრად. ყველაზე ნაკლებად საყვარელი საგანი... მე მძულს მათემათიკა. არც ვიყენებთ ცხოვრებაში! სერიოზულად, როდის გამოგადგა ალგებრა ბოლოს ცხოვრებაში? [იცინის] კალკულატორები რისთვის არსებობს...
ჟურნალისტი: როგორია შენი საწოლი ოთახი? 
ჯასტინი: ძალიან სადა სიმართლე გითხრათ. 62 დიუმიანი ტელევიზორი, თეთრი კომოდი, რამოდენიმე ჩემი საყვარელი ლამპა – ეს არის. მაგრამ მე აქვს ალბათ ყველაზე დიდი საწოლი მთელს სამყაროში! კოსმოსურ ხომალდს გავს – მოდურია, ორ მხარეს ამოტვიფრულები აქვს. ფირმა Tempur-Pedic–ის მატრასით და თეთრი თეთრეულით. 
ჟურნალისტი: გეგმავ რომ ცალკე იცხოვრო? დედაშენი გაგიჟდება... 
ჯასტინი: დედაჩემს არაფრის გაკეთება არ შეუძლია თუ მე ეს მოვინდომე. მაგრამ, მე არ მგონია ცალკე ვიცხოვრო სანამ 19ის ან 20ის არ ვიქნები. ამას გადავწყვეტ როცა საჭირო იქნება... 
ჟურნალისტი: ამასობაში შენ ახალ ალბომს უშვებ... 
ჯასტინი: დიახ, ძალიან აღელვებული ვარ. Believe–ით მე მინდა გამოვიკვეთო, ყველა ჟანრის მსმენელს მოვაწონო თავი. ისეთი რამ მინდა იყოს რაც მათ არ წარმოუდგენიათ. ჩემი წინა ალბომი ჩემი პირველი იყო, [ფაქტიურად] ამიტომ მე არც ვიცოდი რას ვაკეთებდი. ახლა კი უფრო ვერკვევი– პროდუსერობაში, ვსწავლობ პროგრამერობას, უკეთესობისაკენ შემეცვალა ხმა. ვიმედოვნებ ეს ალბომი ისტორიაში დარჩება. 
ჟურნალისტი: სხვათაშორის შენი სკოლის დამთავრების თარიღი ახლოვდება...
ჯასტინი: შეიძლება ტრადიციულ ცერემონიას დავესწრო სკოლაში, მაგრამ აშერი ფიქრობს რომ მე ჩემს მეგობრებთან ერთად უნდა ავღნიშნო. ზუსტად ასე ქნა მანაც როცა სკოლა დაამთავრა, ამიტომ, უფრო მეტად ვფიქრობ პატარა წვეულება მექნება ახლო მეგობრებისთვის. 

                                            წყარო:Justin Bieber Georgian Fans
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 938 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-04-25 Spam
anastasia anaStassiiaaa, xoo raaa biggrin