მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » Just The Way You Are. Part =8=
7:54 PM
Just The Way You Are. Part =8=
Just The Way You Are. Part =8=
ეს თავი-PerfectBelieber 

-ლეიტონი შენი დაა, ედი კი საუკეთესო მეგობარი იყო, როგორ დაუშვი მათი დაშორება, როცა იცოდი, რომ ერთმანეთი ისევ ისე ძლიერად უყვარდათ
-ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევის უფლება არავის აქვს, მითუმეტეს ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გგონია, უფრო სწორად, როგორც ლეიტონს ჰგონია
-რას ნიშნავს „როგორც ლეიტონს ჰგონია"?-სკამიდან წამოვდექი და ჩეისს მივუახლოვდი
-აი ეს უკვე შენი საქმე არ არის, ისედაც იმაზე მეტი გაიგე, ვიდრე უნდა გცოდნოდა
-არა, არა.. იმედია არ ფიქრობ, რომ ასე ადვილად მოგეშვები, რას უმალავ, უფრო სწორად უმალავთ ლეიტონს?-ჩეისი კედელს მოშორდა და კომპიუტერთან დაჯდა, ისე იქცეოდა, თითქოს მისთვის არაფერი მითქვამს-ჩეის შენ გელაპარაკები-წელზე დოინჯი შემოვირტყი და მისგან პასუხს დაველოდე
-ყველაფერი ისე მიდის როგორც დავგეგმე-ინტერნეტში რაღაცას ეძებდა
-რას გულისხმობ?-ცნობისმოყვარეობამ თითქოს გაბრაზებაც და წინანდელი ინტერესიც სადღაც გააქრო
-მოდი, ნახე!
-მთელი ინტერნეტ-სივრცე ჩვენზე წერს..-ჩეისი მივაჩოჩე და მის გვერდით სკამზე მოვკალათდი, თან პირდაღებული ვლაპარაკობდი
-Happy marriage to Chace and Blake-ტვიტერის ტრენდებშია უკვე ორი დღეა-ჩეისი თავის ფან-ფეიჯს ათვალიერებდა, აი მთავარი ფოტოც Hollywoodlife-სთვის..ნახე Hollywoodgossip-ზე რამხელა სტატია დევს ჩვენს იდუმალ ქორწილთან დაკავშირებით-მუშტი პირთან ჰქონდა მიტანილი და სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა, რაც შემეხება მე.. თითქოს მომწონდა ეს სიტუაცია, მომწონდა, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავი, რომ გვერდით ძლიერი ადამიანი მყავდა, რომელიც მართალია მთელი ეს დრო მეგონა მძულდა, თუმცა ჩვენი ქორწილის ფოტოების თვალიერებისას პირველად შემეპარა ეჭვი ამ სიძულვილში.
„არა ბლეიქ, შენ ასე ადვილად ვერ მოლბები"-ჩავაგონებდი ჩემს თავს და იმავე სიამოვნების ღიმილისაგან განთავისუფლებას ვცდილობდი, რომელიც ამ წუთას მე და ჩეისს გვაკავშირებდა
-და მაინც.. ლეიტონზე უნდა გეთქვა რაღაც-ვიცოდი ამ წინადადებით ამ დროებით ჩამოვარდნილ მყუდროებასა და სიმშვიდეს დავარღვევდი, თუმცა ეს ქაოსი და არეულობა ბევრად ახლობელად მიმაჩნდა, როგორც ჩემი, ასევე ჩეისისა და ჩვენი საერთო თანაცხოვრებისათვის.
-და მაინც რა გაინტერესებს?-გამომეტყველება შეეცვალა, თუმცა თვალი კომპიუტერისთვის არ მოუცილებია და სტატიებს უაზროთ ათვალიერებდა
-სიმართლე!-ხელი ნიკაპზე ძლიერად მოვკიდე და ჩემსკენ მოვახედე-რატომ დაშორდნენ ლეიტონი და ედი?
-ნუ ყოფ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმება-მაჯაზე ხელი ძლიერად მომიჭრა და მისი ნიკაპისთვის გამაშვებინა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, მაისური გადაიცვა და ფეხსაცმლის ძებნას მოჰყვა
-ლეიტონი ჩემი მეგობარია! მჭირდება, რომ ეს ვიცოდე-ხელით ნატკენ მაჯას ვისრესდი და ისე ველაპარაკებოდი
-ნუ მაცინებ! დღეს მეგობრები ხართ, ერთი წლის შემდეგ კი.. ვინ იცის, ჩვენი განქორწინება ყველაფერს შეცვლის, მათ შორის შენს „მეგობარსაც" დაგაშორებს
-შენ ვერ გადაწყვეტ ვისთან ვიმეგობრო და ვისთან არა-სახეში ვუყურებდი, თუმცა იმდენად იყო დაკავებული სასურველი ფეხსაცმლის ძიებით, რომ ვერც ჩემს დაჟინებულ მზერას ამჩნევდა და მგონი არც ჩემს საუბარს აქცევდა დიდ ყურადღებას
-გაემზადე მივდივართ!-მითხრა ბოლოს, როცა ბოლოსდაბოლოს ნაპოვნი ფეხსაცმლის მორგება დაიწყო
-რა?! სად?-ვკითხე გაოცებულმა
-სასაუზმოდ! სად უნდა წავიდეთ
-არ მინდა, დილით არ ვსაუზმობ ხოლმე-ვიცრუე, რომ ჩემი ჯიუტობით კიდევ უფრო გამეღიზიანებინა
-არ მიკითხავს რა გინდა და რას აკეთებ ჩვეულებრივ-როგორც კი თასმები შეიკრა ფეხზე წამოდგა და საჩვენებელი თითით სააბაზანოსკენ მიმითითა-დროზე!-იმხელაზე იღრიალა, შიშისაგან შევხტი და მეც დავემორჩილე მის ნებას
-მზად ვარ-რამდენიმე წუთში უკანვე შემოვბრუნდი, თუმცა მზადებისთვის დიდი დრო არც მომინდომებია, ვიცოდი სასაუზმოდ MC-ში ან სადმე ასეთ ადგილას წავიდოდით და საკმაოდ უბრალოდ ჩავიცვი
-მეგონა აღარ გამოხვიდოდი
-ნუ აზვიადებ რა..-ჩანთა ავიღე და კარებთან მივედი
-ამ კარს იქით ჩვენ მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ვართ-შემახსენა ჩეისმა და კარები გამომიღო
-მადლობა საყვარელო-ირონიულად გავუღიმე, თუმცა კარის ზღურბლს გადაბიჯებულს უკვე მომბეზრდა ჩემი როლის თამაში და უკმაყოფილი და სევდიანი შეხედულება მივიღე, ზუსტად ისეთი,  ჩემს მდგომარეობას რომ შეეფერებოდა
-ღიმილი, ღიმილი-თითებით ჩემი ტუჩები ოდნავ ზემოთ ასწია და როცა წარმოვიდგინე, რომ ასეთ დროს ალბათ ჯამბაზს ვგავდი მასთან ერთად გამეცინა-ასე უკეთესია-დაატანა, ხელი წელზე მომხვია და ლიფტისკენ წამიყვანა, რომელიც ჩვენი მისვლისთანავე გაჩერდა და იქიდან ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა გამოვიდა
-შეგიძლია თვალები მოაცილო?-მომღიმარმა გადავუჩურჩულე და ლიფტში შევედი, რომელიშიც დაახლოებით 55-60 წლის შეჭაღარავებული, საკმაოდ საყვარელი ქალბატონი მომღიმარი სახით გვიცქერდა
-ახალშეუღლებულები ხართ?-ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა უცნაბმა ქალმა
-დიახ, გუშინ დავქორწინდით
-უხდებით ერთმანეთს-გადამილაპარაკა მოხუცმა იმ კმაყოფილებით, რომელიც ალბათ გუმანის გამართლებამ გამოიწვია მასში
-მადლობა-უხერხულად გავიღიმე, რაც შეეხება ჩეისს ის თავს საკმაოდ მოუხერხებლად გრძნობდა, ალბათ ახლა სიამოვნებით ინებოდა აქედან შორის თავის რომელიმე „სათამაშოსთან" ერთად, მაგრამ თავის თავს დააბრალოს, ამ სიტუაციით დიდად არც მე ვიყავი კმაყოფილი, რაც შეეხება მოხუც ქალბატონს, მის მიმართ დადებითად განვეწვე და საუბრის წამოწყება ახლა მე გადავწყვიტე
-თქვენ აქ მარტო ხართ ჩამოსული?-ჩეისმა გაკვირვებით შემომხედა, არ მოელოდა, რომ უცნობით ასე დავინტერესდებოდი, ან უფრო სავარაუდოა, რომ ჩემი უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა, რომელსაც იშვიათად ვიჩენდი ძალიან აღიზიანებდა
-შვილიშვილთან ერთად. საქმეებზე ჩამოვიდა, მე კი მეუღლის საფლავის მოსანახულებლად გამოვყევი-ოდნავ დასევდიანდა, მაგრამ როგორც ჩანს ვინმესთან დალაპარაკების სურვილი ჰქონდა
-დიდი ხანია რაც მეუღლე გარდაგეცვალათ?-მხარზე ხელი დავადე და ისე ვკითხე
-იმდენად დიდი ხნის წინ, რომ აღარც კი მახსოვს-თვალცრემლიანმა ჩაიცინა, ისე თითქოს თვითონვე სურდა ამაში დარწმუნება, მეც აღარ ვიცოდი რა მეპასუხნა, ვინანე, რომ წარსულის გახსენებით ტკივილი მივაყენე და უბრალოდ გავჩუმდი, რაც მთავარია ჩემდა გასაკვირად სიბრალული თვით ჩეისსაც აღბეჭდვოდა, თუმცა კი ამის დამალვას ყველანაირად ცდილობდა
-უნდა გაიცნოთ..-მოხუცმა ლოყაზე გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა და განაგრძო-ჩემი შვილიშვილი აუცილებლად უნდა გაიცნოთ.. დარმუნებული ვარ მალე დამეგობრდებით
საპასუხოდ მე და ჩეისმა გავუღიმეთ
-ჰო მართლა მე ელისაბედი ვარ-გაგვეცნო მოხუცი, როცა ლიფტი პირველ სართულზე გაჩერდა-და აი ჩემი შვილიშვილიც-სასტუმროში ახალ შემოსულ მამაკაცზე მიუთითა, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა
-ბებია!-გადაეხვია-წუხელ ვეღარ დაგირეკე და ვერ გითხარი, რომ დაბრუნებას ვერ ვახერხებდი..-ბოდიშის მოხდას ცდილობდა, როცა ელისაბედმა შეაწყვეტინა და ჩვენსკენ მიუთითა
-არაფერია საყვარელო.. მინდა ვიღაცები გაგაცნო, ესენი..-ჩვენსკენ ხელი გამოიშვირა, თუმცა სახელები ჯერ მანაც არ იცოდა, რაზეც ორივეს გაგვეღიმა, ჩეისი კი უემოციოდ იდგა და ამ სიატუაციიდან თავის დაღწევას ლამობდა
-ბლეიქი!-ხელი გავუწოდე
-ნიკი-თბილი ხელი ძალიან ნაზად ჩამომართვა და როცა თვალებში შემომხედა, ლამის ადგილზე გავშრი, საკვირველად ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა, რომლებიც საოცრად კაშკაშებდნენ და ჯერ ამოუცნობ ბედნიერებას ასხივებდნენ
-სასიამოვნოა-ჩემდა უნებურად გამეღიმა და მანაც იგივე ღიმილი შემაგება
-ჩემთვისაც
-ეს ჩეისია, ჩემი ქმარი-ცერა თითი გვერდულად ჩეისისკენ მივმართე და მისი ხელი გასაშვებად ძლივს გავიმეტე
-სასიმაოვნოა ჩეისი-ხელი გაუწოდა ჩეისმა, თუმცა მის სახეზე სიხარული სულაც არ იხატებოდა
-საისამოვნოა, ნიკი
-კარგით, ახლა უნდა დაგტოვოთ, მე და ნიკს საქმეები გვაქვს-ელისაბედი დაგვემშვიდობა და თან სურვილი გამოთქვა ჩვენთან შეხვედრისა:
-27-ე სართულზე მარცხენა ბოლო ოთახი, იმედია მალე შემომივლით-გადაკოცნისას გვითხრა და მეც ჩემის მხრივ მიპატიჟებაზე უარი არ მითქვამს
-არ მითხრა, რომ მოგეწონა-მითხრა ჩეისმა სასტუმროდან გამოსვლისას
-არც გეუბნები-მივხვდი ჩეისს ნიკი დიდად არ მოეწონა და მეც ამით სარგებლობა და მისი გამოჯავრება გადავწყვიტე, ამიტომ ხელახლა დაველოდე შესაფერის დროს, რათა სიტყვა ახალ გაცნობილზე ჩამოგვეგდო.
როგორც ჩანს ჩეისს მანქანა ჰქონდა ნაქირავები და მეც მისკენ გამიძღვა, ბოლოს როგორც იქნა მანქანა დაძრა და ჩემთვის ჯერ უცნობი მიმართულებით წავედით
-თვალები.. მისი თვალები ნახე? ან ღიმილი..ღმერთო! საოცრად მიმზიდველია-ისე აღფრთოვანებული ვლაპარაკობდი თითქოს ნიკი პირველივე შეხვედრისთანავე თავდავიწყებით შემიყვარდა
-ვისზე ამბობ?-ნახევრად გაკვირვებითა და ნახევრად ზიზღით იკითხა ჩეისმა თითქოს ვერ ხვდებოდა ვისზე ვამბობდი
-ნიკზე! ვისზე უნდა ვამბობდე?
-კარგი რა.. ტიპიური მექალთანეა-შეეცადა უემოციოდ ეთქვა, თუმცა აშკარად ვგრძნობდი რომ არ სიამოვნებდა
-ყველას შენი საზომით ნუ ზომავ!-იხტიბარს არ ვიტეხდი, თუმცა ღამით სასტუმროში არ დაბრუნება და დილით, უფრო სწორედ ლამის შუადღისას გამოჩენა, მაცდური ღიმილი ქალთან საუბრისას.. ყოველივე ეს მართლაც ეჭვის გამომწვევი იყო
-არც ვზომავ, უბრალოდ ქალებმა ცოტა თვალები უნდა გაახილოთ ხოლმე და პირველივე გაღიმებაზე, ან თვალის ჩაკვრაზე მამაკაცის საწოლში არ ამოჩნდეთ
-რატომ მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მექალთანე ამჟამად საკუთარ თავზე ლაპარაკობს? ნუთუ უკვე მოგბეზრდა საყვარლების ხშირი ცვლა?
-არაფერი შეგეშალოს საყვარელო! მე მომწონს ჩემი ცხოვრება და მისი ყველა პერსონაჟი
-პერსონაჟი? ცხოვრება თამაში არ არის ჩეის
-ისევ ცდები! ასეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი სუსტი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი
-და შენ გგონია სუსტი ვარ?
-შენ რა ეჭვი გეპარება?-დამცინავი ტონით მითხრა
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს რისი გადატანა მომიხდა იმისთვის, რომ იმისთვის მიმეღწია, რაც დღეს მაქვს, იმისთვის რასაც დღეს წარმოვადგენ. იცი რა.. გააჩერე-არ ვიცი ასე რატომ გამაბრაზა მისმა ნათქვამმა, მინდოდა პირიქით მე გამეღიზიანებინა, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც მან მომიგო
-რა??!!-გაოცებულ ჩეისს ღიმილი სახეზე შეახმა
-გითხარი გააჩერეთქო!-საჭეს გადავწვდი და კიდისკენ მიბრუნება ვცადე
-ბლეიქ! ბლეიქ!-მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა, ისე, რომ თავი ძლივს შევიმაგრე რაიმესათვის არ მიმერტყა-შენ რა გაგჟდი?-დამიყვირა, როცა მანქანიდან გადმოვედი-ჰეი დაბრუნდი!-ყვიროდა, სანამ თავად გადმოვიდოდა, მაგრამ მალევე დამედევნა, მაჯით დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა
-შენ რა ტირი?-უცებ მოლბა და ხელი გამიშვა
-ყოველთვის, როცა ასეთ თემაზე ვლაპარაკობთ მახსენდება, მახსენდება, რომ..-საუბრის გაგრძელება ვეღარ შევძელი, მომიახლოვდა და ძლიერად მიმიკრა მკერდთან
-არ ვიცოდი ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, ისეთი არაფერი მითქვამს-თავზე ხელს მისვამდა და ასე ცდილობდა ჩემს დამშვიდებას.
როცა ოდნავ მოვეგე გონს, რომ ამ წუთას ჩეისის თვალში ყველაზე უსუსური არსება ვიყავი, რომელსაც თავისი ნათქვამის შესრულებაც კი არ შეუძლია, თავი კიდევ უფრო უარესად ვიგრძენი, ამიტომ ცრემლები სრაფად შევიმშრალე, მისგან თავი გავინთავისუფლე და ფეხით დავუყუევი იმ გზას, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მანქანით მივუყვებოდით
-სად მიდიხარ?-მკითხა ჩეისმა
-აქვე ახლოს პატარა კაფე უნდა იყოს-გავუღიმე და გზა განვაგრძე, ისიც მალე ამედევნა, თუმცა შიგ შესვლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია
-რძიანი კაკაო თუ შეიძლება-შევუკვეთე ოფიციანტს, რომელიც შესვლისთანავე თავზე დაგვადგა
-მეც იგივე-რძიანი კაკაო შეუკვეთა ჩეისმაც და ოფიციანტმაც შეკვეთის მოტანამდე დაგვტოვა
-შენი ცრემლების მიზეზი შენი სისუსტის შეფასება არ უნდა ყოფილიყო არა?-მსუბუქად შემაპარა ჩეისმა
-ოღონდ ახლა არა, გთხოვ!-მუდარით სავსე თვალებით შევხედე
-კარგი, კარგი! როგორც გინდა-ჩეისმა ხელები ასწია და ჯერ ოფიციანტის მოსვლამ, შემდეგ კი ტელეფონის ზარმა საუბარი შეგვაწყვეტინა
-Hey Bro!-ჩეისმა ზარს უპასუხა
-...
-დღეს? და.. ისიც იქნება?
-...
-ძალიან კარგი! კი, კი აუცილებლად მოვალთ.. მასაც გადავცემ..კარგი მაშინ შევედრამდე-ჩეისმა მობილური გათიშა და მე მომიბრუნდა
-ერთ ადამიანს შენი ნახვა ძალიან უნდა
-„ერთ ადამიანს"?-კაკაო მოვსვი და ცნომისმოყვარეობა მორეულმა ვკითხე-და ვის?


პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და იმედია ეს თავი მოგეწონათ. არ მინდოდა ასეთი გამოსულიყო, მაგრამ ძალიან ვჩქარობდი..
ყველას დიდი მადლობა წინა თავზე დაკომენტარებისთვის, მართლა არ მეგონა, რომ ზოგიერთ თქვენგანს მართლა გულით მოგწონდათ ეს მოთხრობა და რადგან ეს დავინახე გპირდებით, რომ არ დაგაღალატებთ..
არ ვიცი რა მემართება, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ამ მოთხრობაზე და იდეა იდეაზე მაფიქრდება, ასე რომ წინ ძალიან ბევრი თავგადასავლები გელით.
კიდევ ერთხელ მადლობა და კომენტარები არ დაგავიწყდეთ :დ <3
-არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მართლა ძალიან გამახარეთ ბავშვებო და მინდოდა ეს თავი ყველა 
თქვენგანისთვის ერთად მომეძღვნა, მაგრამ "პირველი კომენტარის ავტორს სასურველი თავი :დ"
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 708 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 181 2 »
2013-04-25 Spam
Esec ase yvela tavi wavikitxe da dzalian momewona ♥
siujeti, personajebi, weris stili ♥ dzalian kargia ♥
Male male maleee ♥