მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » მარტი » 1 » Just The Way You Are. Part=35=
6:40 PM
Just The Way You Are. Part=35=
Just The Way You Are. Part =35=



-მე და ედი.. მოკლედ ჩვენ დაქორწინება გადავწყვიტეთ-შეგვატყობინა ლეიტონმა

-კიდევ ერთხელ-სწრაფად დაამატა ედმა და გაგვიღიმა

-კარგით რა.. მეგონა რაიმე განსაკუთრებულს იტყოდი.. მაგალითად „იცით? მე ფეხმძიმედ ვარ" ან რაიმე მსგავსს.. ქალს კაცი უყვარს, კაცს-ქალი, ჰყავთ უსაყვარლესი შვილი, ერთხელ დაქორწინდნენ და რაღა უშლით ხელს მეორედ დაქორწინებაში?-წამოროშა მაილიმ და ყველა პირდაღებულნი მივაჩერდით-მაგრამ მეორე ჰეფი ენდი ისე იშვიათად ხდება და ისეთი გახარებული ვარ!!-წამოიყვირა უცებ, ადგილს მოსწყდა და ჯერ ლეიტონს, შემდეგ კი ედს გადაეხვია

-არ გიცნობდე მაინც მაილი-მსუბუქად ჩავიღიმე, როცა მაილის ვეჩურჩულებოდი და მალე მას მე და ჩეისმაც მივბაძეთ.

სადილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით ქორწილის დეტალებზე. აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ სურდა ისეთი გრანდიოზული ქორწილი, როგორსაც მე და მაილი აღვწერდით, ამიტომ შევთანხმდით, რომ სანაპიროზე პატარა საქორწინო ცერემონიალს მოვაწყობდით და სტუმართა სიაშიც მხოლოდ უახლოესი მეგობრები იქნებოდნენ.

ერთმა თვემ მალე გაიარა. ამასობაში ედის სახლშიც დასრულდა რემონტი და რასაკვირველია დიზაინის შექმნაში ლეიტონთან ერთად მე და მაილიმაც მივიღეთ მონაწილეობა, ასე რომ ქორწილის შემდეგ ედი და ლეიტონი ჩვენივე გემოვნებით მოწყობილ სახლში განაგრძობენ ცხოვრებას.

ერთი თვის შემდეგ

ქორწილი ზუსტად ისეთივე გამოვიდა, როგორსაც ვგეგმავდით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადეთ, ლეიტონი და ედი ვერაფრით დავითანხმეთ საქორწინო მოგზაურობაზე.

ქორწილის შემდეგ ყველა ჩვენ-ჩვენს საქმიანობას დავუბრუნდით. მე კომპანიაში დავბრუნდი, სადაც სარას წყალობით საქმე საკმაოდ კარგად მიდიოდა, ჩეისს გადაღებები დაეწყო, მაილიმ ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა, ლეიტონმა დიზაინს მიჰყო ხელი და პირველი ოფიციალური კოლექციისთვის დაიწყო მზადება, ედის კომპანიამ რამდენიმე ახალი კონტრაქტი გააფორმა და სულ უფრო წინ მიიწევს, რაც შეეხება ჯეიკს, ის წელს პირველად წავიდა სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ძალიან გაუჭირდა შეჩვევა, ყველა მის გვერდით ვიყავით და მალევე გადალახა სკოლასთან დაკავშირებული ყოველგვარი დაბრკოლება.

სამი თვის შემდეგ

-მე და ლიამი დავშორდით!-ღამის სამი-ოთხი საათისთვის თმებაჩეჩილი, უსუფთაო სამოსში გამოწყობილი მაილი ჩემი და ჩეისის სახლის კარებში იდგა და ასეთ სერიოზულ სიახლეს სრულიად უემოციოდ, მეტიც, მომეტებულ ცინიზმთან გაზავებული კარგად შენიღბული იუმორით გვაცნობდა

-ნასვამი ხარ?-ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე, მაგრამ ყველაფერი ისედაც აშკარა იყო-შემოდი-ხელმკლავი გავუყარე, კარი დავხურე და მისაღებში ტახტზე დავსვი-რა მოხდა? რატომ დაშორდით?-ფრთხილად ვკითხე, რადგან ასეთ მდგომარეობაში მყოფი მაილი აქამდე არასოდეს მენახა

-ჩემმა ძვირფასმა საქმრომ.. ხო მართლა ამ იდიოტური ბეჭდის მოხსნა დამვიწყნია-არათითიდან ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა და გაურკვეველი მიმართულებით ისროლა-მოკლედ სხვასთან მიღალატა..-სანამ მაილი საუბარს განაგრძობდა მე ბეჭდი ავიღე და ხალათის ჯიბეში მოვათავსე- არა უბრალოდ სხვასთან კი არა, ჩემს მეგობართან, ჯენიფერთან მიღალატა.. ის ძუკნა, ცხოვრებაშიც მშვენივრად იყენებს თავის მსახიობურ ნიჭს

-ჯენოფერ ლოურენსზე ამბობ? ახალ ფილმში ლიამის პარტნიორზე?

-ხედავ?იმ ძუკნაზე შენც კი გსმენია რაღაც

-სხვათაშორის შენგან-ვუთხარი და გვერდით მივუჯექი

-ხო ალბათ მხოლოდ კარგს ვამბობდი მასზე..მე სულელი ვერც კი ვამჩნევდი ის ბოზი როგორ მართმევდა საქმროს

-მაილი გეყოფა, როდის შემდეგ იყენებ ამ სიტყვებს?ან რა დღეში ხარ? დაგავიწყდა, რომ შენ მაილი საირუსი ხარ?

-მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავიგე და საერთოდ რა დღეში უნდა ვიყო?საქორწინოდ თითქმის ყველაფერი მზადაა, ერთადერთი საქმროს ადგილია თავისუფალი, კარგი იქნება მართლა დამავიწყდეს ვინ ვარ-ისტერიული სიცილი აუტყდა

-მაილი!-ოდნავ მკაცრად მივმართე, შემდეგ კი წამოდექი, მაილიც წამოვაყენე და სააბაზანოსკენ გავემართე

-ჰეი ჩეის, გაგაღვიძე?-უდარდელად ჰკითხა მაილიმ, როცა ჩვენი საძინებლიდან გამომავალი ჩეისი შეამჩნია

-მაილი კარგად ხარ? ბლეიქ რა მოხდა?-თვალების ფშვნეტით იკითხა ჩეისმა

-ნასვამია, ხვალ ვილაპარაკოთ-ვუპასუხე ორივეს ნაცვლად

-არა რატომ?-მაილიმ ხელი გამაშვებინა და ბარბაცით წავიდა ჩეისისკენ-რა არის დასამალი იმაში, რომ საქმრომ ვიღაც ძუკნაში გამცვალა?

-აშკარად რაღაც გეშლება-უთხრა ჩეისმა და მაილი ამჯერად მან იხსნა წაქცევისაგან-ლიამი ასე არ მოგექცეოდა, მას შენ უყვარხარ

-უნდა მცოდნოდა, სადაც მოვდიოდი, თქვენ ყველანი ყოველთვის ლიამის მხარეს ხართ!-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა-არ მომეკარო ჩეის-მაილიმ ჩეისისგან თავი გაითავისუფლა და ძლივს გადადგა ერთი-ორი ნაბიჯი, რომ ისევ ჩემს მკლავებში აღმოჩნდა

-არავინ არავის მხარეს არ არის, მაგრამ ამაზე საუბარს დღეს აზრი არ აქვს-ცალი მკლავი მხარზე გადავადებინე და სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებლისკენ დავიძარი-შენ დაიძინე ჩეის, ნუ დამელოდები-მივმართე ჩეისს და საძინებლის კარი მივიხურე.

მაილის ცივმა შხაპმა ნამდვილად უშველა, ჩემი ტანსაცმელიც მშვენივრად ერგებოდა, ამიტომ ჩემს ღამის პერანგში გამოეწყო და საწოლში თბილად ჩაწვა, მეც გვერდით მივუწექი და მის გვერდით ვიყავი სანამ ორივეს არ ჩაგვეძინა.

დილით ადრე გამომეღვიძა. სამზარეულოში ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, მალე ჩეისიც შემომიერთდა და როგორც კი მსუბუქად ისაუზმა სახლიდან გავიდა, მე კი მაილისთვის საუზმე ლანგარზე დავაწყვე და საძინებელში ავედი.

-დილამშვიდობისა ძილისგუდავ-როგორც კი ლანგარი ტუმბოზე დავდე, მაშინვე ფარდები გადავწიე, რომ ჩაბნელებულ ოთახში მზის სხივებს შემოეღწია

-დილამშვიდობის-მიპასუხა ნამძინარევი ხმით-შეგიძლია მითხრა თავი რატომ მისკდება?-ბუზღუნით ოდნავ წამოიწია და თვალები მოიფშვნიტა

-სავარაუდოდ მსგავსი სიმპტომი ნაბახუსევისთვისაა დამახასიათებელი

-რაზე ვფირობდი, როცა ვსვამდი?-უკმაყოფილოდ წამოიძახა, ლანგარი საწოლზე დაიდო და ცივი წვენი მოსვა-მმ.. რა გემრიალია ყველაფერი-შემაქო ომლეტის გასინჯვის შემდეგ

-როგორც ყოველთვის-ნიშნისმოგებით ვუთხარი და მარწყვი ავიღე-ახლა ის მითხარი რა მოხდა გუშინ?

-ვიცოდი, რომ ამას ვერ ავცდებოდი-ჩანგალი თეფშზე დადო და თავი ჩახარა

-მისმინე, არმომიდგენია როგორ გიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, შეგიძლია ბოლომდე გულახდილი იყო, რომ როგორმე შევძლო შენი, უფრო სწორად თქვენი დახმარება, არამგონია ყველაფერი ისე იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

-ლიამისთვის სიურპრიზის მოწყობა მინდოდა და გადასაღებ მოედანზე წავედი, მთელი ქასთი ისვენებდა და მეც ლიამის საგრიმიოროში შევედი, დამიჯერე სცნენას, რომელსაც შევესწარი ვერაფრით აღგიწერ იმაზე ნაკლებ ამაზრზენად, როგორადაც მე მეჩვენა

-და რათქმაუნდა ლიამს არაფრის ახსნის შანსი არ მიეცი

-ბლეიქ არ გადამრიო! რა შანსზეა საუბარი, როცა ტახტზე წამოგორებულები ერთმანეთის კოცნით იყვნენ გართულნი

-მისმინე! ლიამის ადგილას ჩეისი რომ ყოფილიყო მსგავს სიტუაციაში, ყოველგვარ ახსნა-განმარტებაზე ზედმეტი იქნებოდა საუბარი და მაინც, ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ ასეთ შემთხვევაშიც მზად ვარ ჩეისს მოვუსმინო და მითუმეტეს როცა საქმე ლიამს, ერთგულ, მოსიყვარულე, თბილ, შენზე გაგიჟებით შეყვარებულ ბიჭს ეხება როგორ შეიძლება ელემენტარულად არ მოუსმინო და არ გაერკვე რა მოხდა სინამდვილეში

-თვალები არასოდეს მატყუებენ, ყველაფერი ზედმეტად აშკარაც კი იყოო და საერთოდ, ძალიან გთხოვ ლიამ ჰემსვორთის სახელიც კი არ მიხსენო, ჩვენ ერთმანეთს საბოლოოდ დავშორდით და არ ვაპირებ მის გამო ცრემლები ვღვარო

-ხო იმედია არც ალკოჰოლში დაიწყებ ხსნის ძებნას და არც სიგარეტში

-არაფერი მაგის მგავსი-გაიცანა მაილიმ, თუ რათქმაუნდა დღეს რამე მეშველა და თავის ტკივილისაგან არ განვუტევებ სულს

-ნუ გეშინია, ახლა ისაუზმე, მოწესრიგდი, ტანსაცმელიც შეგირჩიე უკვე, ლეიტონს გავუაროთ და ლანჩისთვის სადმე ერთად წავიდეთ-საპასუხოდ მაილიმ თავი დამიქნია და მეც მოსაწესრიგებლად ჩემს ოთახში დავბრუნდი

-ჩეის პირველი საათისთვის მაილისთან ერთად Gulfstream-ში ვიქნებით, შენ სად ხარ? ელაპარაკე უკვე ლიამს?

-კი ლიამმა მითხრა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, პროდიუსერებს ნდომებიათ ამათი წყვილის შექმნა და რადგან ლიამმა უარი თქვა ჯენიფერს დაუწყია აქტიურობა, ლიამი იფიცება ძალით მაკოცა და ვცადე მაილისთვის ამეხსნა, მაგრამ ყურიც არ მათხოვაო

-ვიცოდი რაღაც მსგავსი რომ იქნებოდა, იმედია მაილი ჩვენზეც არ გაბრაზდება და ყველაფერი კარგად დამთავრდება

-იმედია.. კარგი ახლა საჭესთან ვარ და გავთიშო უნდა, რესტორანში შეგხვდები-ჩეისმა ყურმილი დაკიდა და მეც მომზადება დავიწყე..



გამარჯობა ბავშვებო, როგორ ხართ?
მაპატიეთ, რომ შემდეგი თავის დადება ასე დამაგვიანდა, ერთი კვირაა, რაც ფბ გავაუქმე და კომპთანაც ამდენივეა რაც არ ვმჯდარვარ, მაგრამ სინდისმა შემაწუხა და გადავწყვიტე კვირაში ერთხელ მაინც შემოვიდე და დავდო მოთხრობა, რომელიც სხვათაშორის არც ისე დიდხანს გაგრძელდება, ასე რომ ნურაფერს გამოტოვებთ :დ
ე.ი ეს თავი სულ სხვანაირად მქოდა დაწერილი, მაგრამ როცა გადავიკითხე რაღაცამ შემომიქროლა და სულ სხვა რაღაც დავწერე თავიდან..
იმედია მოგეწონებათ :*
თუ ძალიან გამახარებთ, შეიძლება შუა კვირაშიც დავდო შემდეგი თავი
<3:*))))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 992 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2014-03-07 Spam
Magariaa happy
male raa <3