მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » თებერვალი » 1 » Just The Way You Are. Part=33=
1:28 PM
Just The Way You Are. Part=33=
Just The Way You Are. Part =33=
"Paris is always a good idea!"

 








  


-დილა მშვიდობისა-მომღიმარი სახით მომესალმა ჩეისი, როცა ოთახში შემოჭრილმა მზის სხივმა თვალების გახელა მაიძულა

-დილა მშვიდობის-მშვიდობიანი დილა ვუსურვე, მუცელზე ვაკოცე და თავი ისევ მის მკერდზე მოვათავსე

-კარგად გეძინა?-თმები სახიდან გადამიწია და ძლიერად მომეხვია

-აჰამ-წუხანდელი ღამის გახსენებისას უნებურად გამეღიმა და მის სხეულს უფრო ძლიერად მივეკარი, რადგან ოდნავ დამორცხვებულს არ მინდოდა მისთვის თვალებში შემეხედა-ზუსტად ვიცოდი მთლიანად ავხურდებოდი და სახეც საშინლად ამიწითლდებოდა, ჩეისსაც აღარაფერი უპასუხნია, ჩემი თმით თამაში განაგრძო, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ახლა სახეზე სიამოვნების ღიმილი დასთამაშებდა

-მგონი დროა ავდგეთ. არა?-მკითხა მცირე ხნის დუმილის შემდეგ

-კიდევ ცოტაც რა..-უდარდელი ბავშვის ხმით ვუთხარი და წელზე ხელები ძლიერად მოვხვიე

-მაშინ შენ იყავი, მე გადავივლებ და ვეტყვი საუზმე ამოგვიტანონ-თავზე მაკოცა და საწოლიდან წამოდგა, მე საწოლშივე მოვიხარე წელში, თავზე ზეწარი დავიფარე, რომ მძინარის იმიტაცია შემექმნა, სინამდვილეში კი ჩეისის სრულყოფილ სხეულს ვადევნებდი თვალს, რომელიც ნელ-ნელა სააბაზანოს კარში გაუჩინარდა.

-ბლეიქ, საუზმე მზად არის-მიჩურჩულა ჩეისმა და შუბლზე მაკოცა

-ვდგები..-მძინარი ხმით ჩავილაპარაკე, სინამდვილეში კი მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ თვალები მქონდა დახუჭული

ზეწარი სხეულზე მჭიდროდ მოვიხვიე და სააბაზანოში შევედი, ჩეისი ამ დროს  თმას იწესრიგებდა, ამ პროცესს კი იგი ნახევარ საათს მაინც უნდებოდა.

კბილები გამოვიხეხე, შხაპი გადავივლე და პირსახოცაფარებული სველი თმებით გავედი საძინებელში. მცირე ხნით საძინებელსა და სააბაზანოს შორის არსებულ კარებში გავჩერდი და ჩეისს დავაცქერდი, რომელსაც საუზმობა უჩემოდ დაეწყო, როგორც კი შემამჩნია ოცდაათი გრადუსით ჩემსკენ მობრუნდა, მარჯვენა ხელი სკამის საზურგეს დააყრდნო და ნდომით სავსე თვალებით ამათვალიერ ჩამათვალიერა

-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ თვალებით უკვე გამაშიშვლე?-ვიკითხე სიცილით და მისკენ დავიძარი

-ალბათ იმიტომ, რომ ეს ასეც არის-კალთაში ჩავუჯექი, ისე რომ მისი ფეხები ჩემს ფეხებს შორის იყო მოქცეული, ხელები კისერზე მოვხვიე და ტუჩებზე ნაზი კოცნა დავუტოვე

-მშია-ვეუბნებოდი და კოცნას არ ვწყვეტდი

-და რა გინდა?.. საჭმელი თუ..?-კოცნებს შორის ეღიმებოდა ისე მეუბნებოდა

-თუ!-მოკლედ მოვუჭერი და ვიგრძენი როგორ ძლიერად შემოეჭდო მისი მტევნები ჩემს ბარძაყს.

ჩეისი წამოდგა, მე კი ფეხები უფრო ძლიერად მოვხვიე, რომ ძირს არ აღმოვჩენილიყავი და მთელი სხეულით ჩეისს ავეკარი. ჩვენი კოცნა უფრო ვნებიანი გახდა, ხელები კი ინსტიქტურად სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე მონაცვლეობდნენ, წამის უსწრაფესად ჯერ ჩემი პირსახოცი აღმოჩნდა იატაკზე, შემდეგ ჩეისის სამოსი და ჩემი საყვარელი მამაკაცი კიდევ ერთხელ შევიგრძენი

-შენ ისეთი ცხელი და ვნებიანი ხარ-მითხრა ქოშინით და გვერდით გადაწვა

-დარწმუნებული ვარ ყველა ქალს ამას ეუბნები-ორაზროვნად ვუთხარი და ზეწარი გადავიფარე-ჩემთან ალბათ იმის ნახევარსაც ვერ გრძნობ, რასაც სხვა ნებისმიერთან, რომლებიც ალბათ ისეთი გამოცდილები არიან..-არ ვჩერდებოდი და იმავდროულად ჩემს თავზე ვბრაზობდი, მე ხომ ბლეიქ ლაივლი ვარ, ერთადერთი და განუმეორებელი, რატომ უნდა შევადარო თავი სხვებს, მითუმეტეს ისეთ საკითხში როგორიც სექსია?

-ჰეი, ჰეი, ბლეიქ-ჩეისმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაიძულა მისთვის თვალებში ჩამეხედა-არ აქვს რამდენი ქალი მყოლია, რადგან არც ერთთან არ განმიცდია იმის მეასედიც, რაც შენთან, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მამაკაცური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მსიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ სულითაც და სხეულითაც მე მეკუთვნი, მსიამოვნებს შენი სიყვარულით სავსე თვალების, საოცარი ღიმილის დანახვა, შენი ყოველი შეხება ჭკუიდან მშლის და რაღაც არაამქვეყნიურ სამყაროში გადასვლას მაიძულებს.. არ ვიცი რამდენად გადმოვცემ ჩემს გრძნობებს, მე ძალიან იშვიათად ვამბობ სიტყვა მიყვარხარს, არც რომანტიკულობით გამოვირჩევი დიდად, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ დედამიწაზე ერთადერთი ქალი, რომლის სიყვარულსაც ჩემი გული ბედავს და რომელთან ყოფნასაც რისკავს შენ ხარ.. ძალიან მიყვარხარ ბლეიქ ლაივლი და მინდა სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიყო და ხშირად გაგიმეორო რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის..მიყვარხარ ბლეიქ, მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით..-მეუბნებოდა და ძლიერად მიკრავდა გულში, მე კიდევ მის სხეულს ჩაბღაუჭებული გულაჩვილებული ბავშვივით ავტირდი

-პატარავ! შენ რა ტირი?-მკითხა და თავი ამაწევინა

-მე.. უბრალოდ.. ღმერთო ჩეის ჩემთან ასე ლამაზად არასოდეს არავის ულაპარაკია, არავის უთქვამს რომ ვუყვარდი.. ყოველთვის მეგონა, რომ მარტოობისთვის ვიყავი განწირული, რომ არ ვიმსახურებდი გვერდით სავარელი მამაკაცი, ოჯახი, სანდო მეგობრები მყოლოდა, შენ კი.. შენ კი ის ნათელი ხარ, რომლის წყალობითაც სიბნელეს თავი დავაღწიე, შენ ის ჰაერი ხარ, ურომლისოდაც სიცოცხლეს ვერ შევძლებ..ჩეის მე..-ცრემლები მახრჩობდნენ და საუბრის საშუალებას არ მაძლევდნენ

-არ ვიცი რა მოხდა შენს წარსულში, მაგრამ იცოდე, რომ შენი მომავალი ჩემთანაა დაკავშირებული, ხელს ძლიერად ჩაგჭიდებ და გპირდები არასოდეს გაგიშვებ, არ მოგცემ უფლებას თავი მძიმე ფიქრებთ დაითრგუნო, შენ იმსახურებ სიყვარულსა და ბედნიერებას..

-I’m happy.. I really am-დავიჩურჩულე და როცა ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვების აზრს ჩავწვდი უნებურად ჩამეღიმა

* * *

იმავე დილით მე და ჩეისი პარიზის დასათვალიერებლად გამოვედით, ამჯერად პაპარაცებს ჩვენთვის აღარ შეუძლიათ ხელი, შეიძლება ჩვენი დევნით დაიღალნენ ან უბრალოდ ვერ შევამჩნიე ისინი, რაც მთავარია ჩვენმა პირველმა ოფიციალურმა ტურმა პარიზში ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა: ვეწვიეთ ლუვრს, გავისეირნეთ ტუილერის ბაღში,  ვიყავით ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში, დავათვალიერეთ იმპერიონისტ და პოსტიმპრესიონისტთა ნამუშევრები The Musée de l'Orangerie-ში, საღამოს ეიფელის კოშკზე ვივახშმეთ და სასტუმროში ემოციებით დატვირთული დავბრუნდით.

მეორე დღე მთლიანად პარიზის დისნეილენდს დავუთმეთ, სადაც ჩეისის წყალობით ისეთ ატრაქციონებზე ვისხედით, რომლებზე გაფიქრებაც კი მზარავდა, რადგან ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასად მიმაჩნდა, თუმცა ჩეისის გვერდით ყოველგვარი შიში თითქოს სადღაც გაქრა და მეც პატარა ბავშვივით ვევედრებოდი მეორე, იშვიათად მესამე წრეებზე დასხდომას.

მესამე დღეს Théâtre de la Ville-სა და Théâtre du Châtelet-ს ვეწვიეთ, პირველ მათგანში სპექტაკლის პრემიერას დავესწარით, მეორე თეატრში კი იტალიიდან გასტროლებზე ჩამოსული ოპერის მომღერლების მოსმენის შესაძლებლობა მოგვეცა.

მეოთხე დღეს ჯერ მდინარე სენაზე ნავით ვიცურეთ, მოგვიანებით კი ბოტანიკურ ბაღს ვეწვიეთ.

ჩვენდა, უფრო სწორად ჩეისის საბედნიეროდ პარიზს მისი საყვარელი გუნდი, ბარსელონა ესტუმრა, რომელსაც ადგილობრივ საფეხბურთო გუნდთან მატჩი უნდა ჩატარებინა, ჰოდა მომდევნო დღეც მატჩზე დასასწრებად ვემზადებოდით, საყიდვლებზე ჩეისმა ბარსელონას ორი ფორმა იყოდა, ერთი ჩემთვის, ერთი თავისთვის, დიდხანს ვაპროტესტები, ბარსელონას მაისურს არ ჩავიცვამთქო, მაგრამ ისე მომიხდა, რომ მთელი დღე ამავე მაისურით დავდიოდი.

არაჩვეულებრივი თამაში შედგა. ყველა ფეხზე იდგა და საყვარელი გუნდისა თუ ფეხბურთელის სახელს გაჰყვიროდა, სახიფათო მომენტები არაერთხელ შეიქმნა და ირგვლივაც გამაყრუებელი ყვირილი ისმოდა, რომელსაც მეც ვუერთდებოდი, ამხელა ადრენალინი დიდი ხანია არ გამომიყვია, მართლა საცორება იყო..

მატჩი ბარსელონას სასარგებლოდ ორით ერთი დასრულდა, რაც პრინციპში მოსალოდნელიც კი იყო, თუმცა რამაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა მესისთან შეხვედრა იყო.. არასოდეს დავინტერესებულვარ ფეხბურთითა და ფეხბურთელებით, მაგრამ ამ საკითხში თანამედროვე უცოდინრებსაც კი სმენიათ მესისა და რონალდოს სახელი, დღეს კი ერთ-ერთ მათგანს შევხვდი, თან იმდენად უშუალო, მხიარული, კონტაქტური აღმოჩნდა, რომ ჩემი გული ნამდვილად დაიპყრო, დღევანდელმა დღემ კი ბარსელონას გულშემატკივრად მაქცია..

ჩვენი პარიზული არდადეგები ნელ-ნელა იწურებოდა, ამიტომ ბოლო დღეს გადავწყვიტეთ მეგობრებისთვის სუვენიები აგვერჩია, მაილის, ლიამს, ლეიტონს, ედსა და ჯეიკს სხვადასხვა, მათი გემოვნების შესაბამისი საჩუქრებული ვუყიდეთ, არც ჩვენთვის დაგვიწყვნია სამახსოვრო ნივთების არჩევა და სასტუმროში ხელდახვავებულნი დავბრუნდით.

გაფრენა დილის 7 საათზე იყო დაგეგმილი, შადღისათვის კი წესით ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავით, წინასწარ არავისთვის გვითქვამს ჩასვლას რომ ვაპირებდით, რადგან სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა, იმედია ამაში პაპარაცები არ შეგვიშლიან ხელს.

წასვლამდე ყოველი შემთხვევისთვის მაილის დავურეკე, როგორც მითხრა დღეს ლეიტონთან და ედთან სტუმრობას აპირებდა, რომლებიც კანადიდან ორი დღის წინ ჩამოვიდნენ, რაც შეეხება ლიამს, მას ჯერაც გადაღებები აქვს და მაიამიში უწევს დარჩენა.



რამდენი ვინერვიულე წინა თავზე როგორ მიიღებენ ბავშვები, არ გარვყვნა ეგენითქო და რა ვნახე კომენტარებში?! :დ მეგის დავესესხები და ჩვენი თაობის პატიოსნებაში სულ უფრო ვრწმუნდები :დ ლოლ))
ე.ი რაღაც ძალიან მიგრძელდება ამ წყვილის შეხმატკბილებულად ყოფნა, ჩემთვის ცოტა უჩვეულოა, მაგრამ იმედია მოგწონთ მაინც..არა?
მოკლედ მადლობა ყველას ვინც აკომენტარებს,გმადლობთ რომ არ გეზარებათ და თან არ ივიწყებთ ჩემს მოთხრობას
აბა თქვენ იცით.. დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტებში
პს. საკმაოდ სწრაფად დავდე ისე შემდეგი თავი თუ შენიშნეთ :დ
<3))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 932 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4
2014-02-02 Spam
Magaria dzaan biggrin :D biggrin biggrin
male ra biggrin biggrin
dzaan nichieri xar happy