მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 29 » Just The Way You Are. Part=30=
2:08 PM
Just The Way You Are. Part=30=
Just The Way You Are. Part =30=
"Love is the strongest force the world prossesses"
 


-რატომღაც მახსოვდა, რომ ტაქსისტმა სხვა გზით მომიყვანა-ვუთხარი, როცა მანქანა სულ სხვა მიმართულებით დაადგა გზას
-ასეც არის-მომღიმარმა გამომხედა და მართვა განაგრძო
-ჩეის რა ხდება?-ვკითხე, როცა მივხვდი, რომ თავისი ნებით არაფერს მეტყოდა
-Another surprise baby-ნიკაპზე ხელი მომისვა და ისევ გზას გახედა, მე სახე ღიმილმა გამიპო და სასიამოვნო სიახლის მოლოდინში სიჩუმის შენარჩუნება ვამჯობინე-მოვედით-დაამატა რამდენიმე წუთის შემდეგ და მანქანა სადგომზე გააჩერა
-ჩეის, აეროპორტთან მომიყვანე?-ღვედი ნელა გავიხსენი, ამასობაში ჩეისი მეორე მხრიდან მოვიდა, კარი გამიღო, ხელი შემაგება და მანქანიდან ჩამოსვლაში მომეხმარა
-აჰა-ხელი ჩამკიდა და აეროპორტის შენობისკენ წამიყვანა
-სადმე მივფრინავთ?
-არა, აეროპორტის დასათვალიერებლად მოგიყვანე
-ჰაჰა ძალიან სასაცილოა
-ვიცი-მკლავზე ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა
-მაილი?! ლიამ?!-შესასვლელში მაილი და ლიამი დამხვდნენ
-როგორც კი ჩეისმა დამირეკა მაშინვე აქეთ გამოვქანდით, არ შემეძლო დაუმშვიდობებლად გამეშვი-მაილი გადამეხვია-თან საჭირო ნივთებიც უნდა მომეტანა, მგონი ყველაფერი ჩავალაგე რაც ამ დროის განმავლობაში დაგჭირდება
-„მთელი ამ დროის განმავლობაში"? ჩეის!-დაბნეული სახით გადავხედე, იმას ნამდვილად ვხვდებოდი, რომ სადღაც მივემგზავრებოდით, მაგრამ სად, ჯერ არავინ ამბობდა
-მალე გაიგებ-თვალი ჩამიკრა ჩეისმა
-შენ არ დამემშვიდობები?-ლიამმა ჯიბეებიდან ხელები ამოიწყო და ხელგაშლილი  წამოვიდა ჩემკენ
-ისე ძალიან კი არ მინდა თქვენი, უფრო სწორად შენი გაშვება, უშენოდ მაილიც მოიწყენს და მეც, ყოველდღე ხომ არ „ვთამაშობთ" კეტჩუპებით, სპაგეტებითა თუ ტორტებით-ოთხივეს გაგვეცინა, ლიამმა კი მუცელში მსუბუქი მუშტიც მიიღო ჩემგან
-მეც მომენატრება სერიოზული და მაილისთვის გაბავშვებული ლიამის დანახვა-მაილიმ ლიამს წელზე მოხვია ხელი და ოდნავ წამოწითლებულს ჩემს ნათქვამზე კიდევ ერთხელ გაეცინა
-იმედია ეს მოგზაურობა ისეთ შედეგს მოგცემს ძამიკო, როგორსაც ელოდები-მაილი ჩეისთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა
-მეც ვიმედოვნებ-გადაუჩურჩულა ჩეისმა
რამდენიმე წუთში ჩასხდომა დაიწყო, ჩვენც კიდევ ერთხელ გადავეხვიეთ ერთმანეთს და რამდენიმე დღით დავემშვიდობეთ, შემდეგ ბარგი ჩავაბარეთ, რეგისტრაცია გავიარეთ და მცირე ხანში უკვე თვითმფრინავიც აფრინდა, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, მეც მთელი დღის განმავლობაში ძალიან დავიღალე, ამიტომ მალევე ჩამეძინა. როგორც ჩანს დიდხანს მეძინა, რადგან უკვე თენდებოდა, როცა ჩეისმა გამაღვიძა და მითხრა, რომ მალე თვითმფრინავი დაიშნულების ადგილზე დაეშვებოდა.
-ჩეის პარიზში ვართ??-აეროპორტში დიდ კარებს ფრანგულად „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საფრანგეთში" ეწერა და მეც აღტაცებულმა ვკითხე ჩეისს, მან კი საპასუხოდ თავი დამიქნია და მეც ლოყაზე ძალიან სწრაფად ვაკოცე, შემდეგ კი მკერდზე მივეხუტე.
მზემ უკვე ამოანათა, როდესაც დაჯავშნილ სასტუმრომდე მივედით, გზაში ტაქსიდან ვათვალიერებდი საფრანგეთს და ერთი სული მქონდა მე და ჩეისი მის დასათვალიერებლად წავსულიყავით, მაგრამ ორივენი დაღლილები ვიყავით, განსაკუთრებით ჩეისი, რომელიც თვითმფრინავში თურმე ვერ იძინებდა და მთელი ღამის გათევა მოუხდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ქალაქის დათვალიერება მომდევნო დღისთვის გადაგვედო.
-აი შენი ოთახის გასაღები-შესაბამისი სართულის დერეფანში ჩეისმა ჩემი ოთახის გასაღები მომცა
-მოიცა, ჩვენ რა ერთ ოთახში არ ვრჩებით?-ვიკითხე გაოცებულმა და ვიგრძენი, რომ ერთგვარად გულიც დამწყდა
-ახლა უკეთ მესმის შენი, ამიტომაც არ მინდა ერთ ოთახში დარჩენა გაიძულო-რა მეპასუხა არ ვიცოდი, ამიტომ უბრალოდ გავუღიმე და რამდენიმე წამში ჩემი ოთახის კარში გასაღები გადავატრიალე-მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ჩემი ოთახის კარი შენთვის ღია არ არის-ორაზროვნად მითხრა და თავისი ოთახის კარი გაიხურა.
ტანსაცმლის ამოლაგება-დალაგების თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ პირდაპირ საწოლისკენ დავიძარი და კარგადაც გამოვიძინე. როდესაც თვალები გავახილე ჯერ ისევ მზე ანათებდა, საათს დავხედე, ჯერ ხუთი არ იყო შესრულებული. სააბაზანოში შევედი, შხაპი გადავივლე, გამოვიცვალე და უფრო თავისუფლად ჩავიცვი.
ჩეისს ალბათ უკვე ეძინა, მისი გაღვიძება არ მინდოდა, ამიტომ დროის გასაყვანად ტელევიზორი ჩავრთე, თუმცა საიტერესო ვერაფერი ვნახე და ისევ გამორთვა ვამჯობინე.
ოთახში წინ და უკან დავდიოდი, მერე გამახსენდა, რომ ტანსაცმელი მქონდა ამოსალაგებელი და მცირე ხნით ამ საქმიანობას მივყავი ხელი, როცა ყველაფერი მოვაწესრიგე თვალში მობილური მომხვდა და მაილის დავურეკე
-არ მითხრა, რომ უკვე იჩხუბეთ და ჩეისის სახელის გაგონებაც არ გინდა-სალამის ან მოკითხვის ნაცვლად მაილიმ პირდაპირ პესიმისტური შეხედულება გამაცნო
-შენნაირი ოპტიმისტისაგან მიკვირს თორემ..-გამეცინა და საწოლზე წამოვწექი
-კარგი ხო ვიხუმრე, რადგან ჩეისმა შენთან ამდენს მიაღწია, არამგონია ასე ადვილად წაგეჩხუბოს, თან არც შენ გავხარ უაზროდ წაკიდების მოსურნეს
-კარგი რა ჩხუბზე მელაპარაკები მომიყევი შენ და ლიამი როგორ ხართ?
-მშვენივრად ძლივს არ გვეღირსა მარტოდარჩენა?
-ერთი ამას დამიხედეთ?-მისმა ნათქვამმა ორივე გაგვაცინა
-კარგი ხო.. უკვე ძალიან გვენატრებით, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვებით თამაში მოგვენატრა
-ცოტაც მოიცადეთ და როგორც კი დავბრუნდები დაგეტყობათ ბლეიქ ლაივლის ხელი
-მაგაში ეჭვიც არ მეპარება... ხო მართლა, ცოტა ხნის წინ ლეიტონს ველაპარაკე სკაიპით და თქვენზე მოვუყევი
-უსინდისო! რამდენი ხანია არ დამლაპარაკებია, მოკლედ ედის გვერდით როცაა აღარავინ აღარ ახსოვს
-სხვათაშორის შენთან უნდოდა დალაპარაკება, საყვარელ რძალს მოვიკითხავო, მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს თქვენი ამბავი შეიტყო, გადაწყვიტა ხელს აღარ შევუშლიო
-თორე ისე ძალიან შემიშლიდა.. დაველაპარაკები დღეს ალბათ..-კარზე ზარი გაისმა და მეც საუბრის პარალელურად კარის გასაღებად გავემართე-მოგვიანებით დაგირეკავ-სწრაფად გავუთიშე და კარებთან ორ კაცზე გაწყობილ მაგიდას დავაშტერდი, რომელიც ყვავილებითა და სანთლებით იყო მორთული, მალე კი  მაგიდის მეორე ბოლოში, ჩემგან ზურგით მდგარი მამაკაცი შემობრუნდა, ხელში ერთი ცალი წითელი ვარდი ეჭირა, შემობრუნებისას ვარდის გვირგვინს აკოცა და გამომიწოდა
-სულ მცირედი, რითიც ჩვენი პარიზული ცხოვრების დასაწყისი მინდა აღვნიშნოთ..


ბოდიში დაგვიანებისთვის, მინიმუმ 2-3 დღის წინ მაინც უნდა დამედო, მაგრამ ბევრი მიზეზი ერთდროულად დამიგროვდა და..((
იმედია მოგეწონათ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა თავია, დიდი ხნის წინ დავიწყე ამ თავის წერა და მანამ შევწყვიტე, სანამ უზარმაზარი თავი გამოვიდოდა, შემდეგ ეპიზოდში ბლეიქისა და ჩეისის გულახდილი საუბარი გელოდებათ, ცოტა მეტს გავიგებთ ჩეისისა და ბლეიქის წარსულის შესახებ..
კომენტარები არ დაგავიწყდეთ <3:*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 896 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-10-05 Spam
11.    ( -Trixy♥[??????]

Es Motxrobaa Agar grdzeldebaa??? :((((