მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 9 » Just The Way You Are. Part =3=
4:57 PM
Just The Way You Are. Part =3=
JusThe Way You ArePart =3=
"საქორწილო სამზადისი"
ეს თავი ჩემს უსაყვარლეს mariko01-ს


 



-რას აკეთებ?!! რა გინდა ჩემს ცხოვრებაში? არ შეგიძლია თავი დამანებო??-მთელს ხმაზე დავუყვირე და ისე, რომ პასუხს არც დავლოდებივარ ფეხით გავუდექი გზას. 
-ჰეი! მოიცა-ჩეისი უკან დამედევნა და ჩემოდნისთვის ხელი გამაშვებინა
-უკვე ზედმეტი მოგდის! თავი დამანებე, მხოლოდ იმას გთხოვ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე
-დავიჯერო ასეთი საზიზღარი ვარ?-ცალი წარბი ასწია და გამიღიმა
-იმაზე უარესი ვიდრე გგონია-ჩემოდანს ხელი დავავლე და გზის გაგრძელება გადავწყვიტე, მაგრამ ბედი არ გინდა? მთელს ჩემს უბედურებას ამინდის გაუარესებაც დაემატა, საშინლად იქუხა და მალე წვიმამაც დაუშინა, ქუჩაში მანქანები არ ჩანდნენ და ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრებაზე უარი ვთქვი
-არც ახლა აპირებ დანებებას?-არ ცხრებოდა ჩეისი
-იცი რა? ძალიან მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი რა გინდა? რომ სამსახურზე დაგთანხმდე? მშვენიერია ჩათვალე, რომ შენსას მიაღწიე, დამიყოლიე და თან ჩემთვის ყველაზე საძულველ ადამიანად იქეცი
-რას იზამ, ზოგჯერ სიძულვილიც უნდა აიტანო, რომ ბოლოს სიყვარული მიიღო
-სიყვარული? შენ რა დამცინი?
-სულაც არა! შენ მე პროდიუსერობაზე დამთანხმდი, მაგრამ ეს აღარ მაკმაყოფილებს
-უკაცრავად?
-საუბარს მხოლოდ მაშინ გავაგრძელებთ, როცა მანქანაში ჩავჯდებით-იქვე მოშორებითმდგარ მანქანაზე მიმითითა და თან დაამატა-რატომღაც წვიმაში დგომის პერსპექტივა არ მხიბლავს-ისე რომ არაფერი მიპასუხნია მანქანისაკენ გავემართე, ვიგრძენი როგორ მალე გამომყვა უკან ჩეისიც, თუმცა სვლა არ შემინელებია და მხოლოდ მაშინ გავჩერდი, როცა დანიშნულების ადგილამდე მივედით,
 ჩეისმა ჩემოდანი საბარგულში ჩადო, მანქანის კარი გამომიღო და რამდენიმე წამში თვითონაც ჩაჯდა
-რას გულისხმობდი, როცა მითხარი ეს აღარ მაკმაყოფილებსო?-თვალებში ჩავხედე და ისე ვკითხე, ის კი უკანა სავარძლისკენ გადაიხარა, საქაღალდე აიღო და გამომიწოდა
-ეს წაიკითხე-საქაღალდე ისე გამოვართვი, რომ თვალები მისი სახისთვის არ მომიშორებია
-ეს საქორწინო კონტრაქტია!-ვთქვი გაოცებულმა, ისე რომ თავი არ ამიწევია და კიტხვა განვაგრძე-ჩემი და შენი საქორწინო კონტრაქტი!!-ვცდილობდი ყველაფერი კარგად გამეანალიზებინა, მაგრამ მოთმინება მღალატობდა და ტონს ვეღარ ვაკონტროლებდი-იმედია ხუმრობ და არ ფიქრობ, რომ შეიძლება ცოლად გამოგყვე..
-მმ..-თავი გააქნია და კმაყოფილმა გაიღიმა
 
-რა?!
-შენც მარტო ხარ, ისევე როგორც მე, შენ კარიერის აწყობაზე ოცნებობ, მე კი შემიძლია ის ერთი ხელის მოსმით დავანგრიო, თუ არ დამეხმარები ძველი იმიჯის დაბრუნებაში, რისთვისაც საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენი ქორწილია
-ჰაჰ-თავი გავაქნიე და მწარედ გამეცინა-და რატომ მაინცდამაინც მე?-ვკითხე მცირე ხნის დუმილის შემდეგ
-იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც წინააღმდეგობა გამიწია, ასეთი ტიპის ქალები კი ცოტანი არიან.. შენ მე გამომიწვიე და ამ გამოწვევაზე უარს ვერ ვიტყვი..აბა რა გადაწყვიტე?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ
-5 მილიონი
-რა?
-ხომ გინდა ცოლად გამოგყვე, ჰოდა წელიწადში ორი მილიონი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ შენთან ცხოვრება შევძლო-გამოვუცხადე ჩემი ნათქვამით კმაყოფილმა, რადგან დარწმუნებული ვიყავი გადაიფიქრებდა
-იყოს 5 მილიონი, იმ პირობით, რომ ქორწილი ერთ კვირაში გაიმართება
-1 კვირაში? რატომ უნდა გავწელოთ ასე, როცა ერთმანეთი არც ერთს არ გვეხატება გულზე, ქორწილი ხვალისთვის იყოს, მხოლოდ მეჯვარეები და ჩვენ
-დიდი წვეულების გადახდას არც მე ვაპირებდი, მაგრამ მანამდე ჯობია სახლში წავიდეთ, იქიდან აეროპორტში უნდა გავიდე, ჩემი და ჩამოდის და საქორწილო სამზადისში დაგვეხმარება
-საქორწილო სამზადისი-გავიმეორე და გამეცინა, ცხოვრებაში მეორედ ვდგამდი ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად და აქედანვე ვიცოდი, რომ პირველი შემთხვევის მსგავსად, არც ეს იქნებოდა ბედნიერი თანაცხოვრების დასაწყისი
-ეს ჩემი დის ოთახია, შეგიძლია შხაპი მიიღო და გამოიცვალო-სახლში მისვლისას ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა და თვითონაც გამოსაცვლელად წავიდა
მარტო დარჩენილმა ოთახი მოვათვალიერე, საწოლზე დავჯექი და ცხოვრების იმ ეტაპზე დავფიქრდი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ახლა იწყებოდა, ვიცოდი ეს სულაც არ გამაბედნიერებდა, მაგრამ უკვე შეგუებული ვიყავი, რომ აღარასოდეს შემიყვარდებოდა, ამიტომ დიდაც არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ უსიყვარულოდ ვთხოვდებოდი, უფრო მეტად კი ის მამშვიდებდა, რომ ამ ქორწინებას ისე ვუყურებდი, როგორც სამუშაოს.
ფიქრებიდან დროზე გამოვერკვიე და სააბაზანოში შევედი, შხაპი მივიღე და გამოსვლისას, როცა პირსახოცის ძებნა დავიწყე ვერსად ვიპოვე, ბოლოს ხელზე შეხება ვიგრძენი და ვიღაცამ პირსახოცი ხელში დამაკავა და ეს ვიღაც ვინ უნდა ყოფილიყო თუ არა ჩეისი, მეც სასწრაფოდ გამოვართვი, წელზე მოვიხვიე და დუშკაბინის კარი ბოლომდე გავაღე
-მომისმინე ჩაკ!-ვაპირებდი ჩხუბი დამეწყო, რომ ხელში ძალიან საყვარელი უცნობი გოგონა შემრჩა-იცით მეგონა..-უხერხულად გავიღიმე და თავის მართლება დავიწყე, თან უკვე წარმომედგინა რას ფიქრობდა ეს გოგო ჩემზე
-არაფერია, მესმის შენი-ალბათ მიხვდა როგორც ვგრძნობდი თავს და გულთბილად გამოღიმა-ხო მართლა, მე ლეიტონი ვარ, ჩეისის და, უფრო სწორად ნახევარდა-ხელი სწრაფად გამიწოდა
-ბლეიქ ლაივლი, სასიამოვნოა-და საპასუხოდ მეც გავუწოდე ხელი
-ჩემმა ძმამ მითხრა რომ დაქორწინებას აპირებთ და ჩემი დახმარება გჭირდებათ
-ალბათ იმასაც გეტყოდა როგორ გივყვარს ერთმანეთი-რაც შემეძლო ირონიულად გავიღიმე, რადგან დარწმუნებული ვიყავი ლეიტონმაც ყველაფერი იცოდა ჩვენი „ურთიერთობის" შესახებ
-ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ერთადერთი ხარ, ვისზეც ასე სერიოზულად მელაპარაკა-მთელი სერიოზულობით მითხრა
„მისთვის არაფერი უთქვამს"-გავიფიქრე ჩემთვის და ძალიან დამწყდა გული, რომ მთელი ეს ფარსი წამოვიყე
-უუჰ!-უკმაყოფილომ ხმამაღლა დავიყვირე-დავიღალე! მეტი არ შემიძლია, შენ მისი და ხარ და ყველაფერი უნდა იცოდე, ჩვენ არ ვართ ისეთი შეყვარებული წყვილი, როგორადაც ჩეისს უნდა ხალხს წარვუდგეთ, ჩვენ მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე ვქორწინდებით და მეტი არაფერი, მხოლოდ კონტრაქტი..-ვიმეორებით ხმამაღლა და თან ლეიტონის რეაქციას ვადევნებდი თვალს, რომელმაც თავიდან არ იცოდა რა ეთქვა, შემდეგ კი მკითხა
-თუ ასე იტანჯები და არ გინდა მისი ცოლი გაყვე, რატომღა დასთანხმდი თუნდაც კონტრაქტის საფუძველზე შეგექმნათ ოჯახი?
-2 დღეში ყველა პერსპექტიულ კლიენტს უარი ათქმევინა ჩემთან მუშაობაზე, სახლიდამაკარგვინა და კიდევ არ ვიცი რაზე იყო წამსვლელი, რომ მის პირობებს დავთანხმებოდი
-რა?!!-ჩემი ძმა ასეთი არ არის, ის ქალებს არაფერს აიძულებს
-როგორც ჩანს შეცდი-კვლავ ჩემსას ვიმეორებდი
-არა! არ დავუშვებ რომ ეს მოხდეს!-მტკიცედ გაიმეორა და ოთახიდან გავიდა, მე კი თითქოს იმედი მომეცა და ისე, რომ არც გამომიცვლია საწოლზე მჯდარმა მის დაბრუნებას დავუწყე ლოდინი.....


 
ესე იგი რა ხდება ბავშვებო, პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხეთ და განსაკუთრებით წინა თავზე დაწერილი კომენტარებისთვის, მართალია ცოტა იყო, მაგრამ ძალიან გამეხარდა, როცა თქვენი აზრი გავიგე
mariko01-აბსოლიტურად მართალი ხარ, რატომღაც მეზარებასავით წერა, მაგრამ ისეთი მიზანი მაქვს, რომ როგორც კი იმ თავებამდე მივაღწევ დარმწუნებული ვარ ეს მოთხრობა ძალიან შეგიყვარდებათ, ამიტომ ისღა დამრჩენია გითხრათ
Keep eye on this story and
keep waiting for the greatest chapters ever <3 :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 711 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-04-10 Spam
Dzalian kargi iyoo ^^ )