მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 23 » Just The Way You Are. Part=29=
11:21 AM
Just The Way You Are. Part=29=
Just The Way You Are. Part =29=
მოთხრობის ყველა მკითხველი სრულიადში, 
სტილიდან ამოვარდნილი თავი))
 


ზედმეტი კითხვები არ დამისვამს ისე ჩამოვედი ტაქსიდან, ეს ვითარება უკვე მაშინებდა და მეც აღარ ვიცოდი რა მექნა, მობილური ამოვიღე და ჩეისთან ვცადე დარეკვა, ზარი გადიოდა, თუმცა არავინ მპასუხობდა, წითელი ღილაკისთვის თითის დაჭერა და მობილურის ჩანთაში ჩადება ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ თითქმის არსაიდან გაჩნდა თეთრებში ჩაცმული გოგონა წითელი ვარდით
-Someone out there-ხელით მის ზურგს უკან მიმანიშნა-is waiting for you and loves you with all his heart-ვარდი მომაწოდა და გზა განაგრძო, მეც უკან მივიხედე და ახლაღა შევამჩნიე, რომ უკნიდან სამოსზე თეთრი ფრთები ჰქონდა დამაგრებული.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხე, რომ ამჯერად თეთრწვერება მოხუცი გამოჩნდა, თეთრებში ჩაცმულს წითელი ვარდი ეჭირა და სიტყვასიტყვით გაიმეორა რამდენიმე წამის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა, უცნობი გოგონას სიტყვები-Someone out there is waiting for you, loves you with all his heart and adores you-გაოცებული მივშტერებოდი მოხუცს და უკუსვლით მივდიოდი კიდევ ერთხელ მითითებული ადგილისაკენ, სადაც რამდენიმე დაახლოებით ხუთი-შვიდი წლის გოგო ბიჭები შემომეგებნენ, იგივე ჩაცმულობითა და ხელში წითელი ვარდებით:
-Someone out there is waiting for you-პირველმა მათგანმა თავისი ვარდი გამომიწოდა და გზა მეორე მათგანს დაუთმო, მეც ოდნავ დავიხარე, რომ ღიმილით მაინც გამომეხატა მადლიერება, რადგან ჯერაც დაბნეული გონზე მოსვლას ვერ ვახერხებდი-loves you with all his heart-განაგრძო მეორე ბავშვმა, ძალიან საყვარელმა ქერათმიანმა გოგონამ და ვარდი გამომიწოდა-adores you-დაამატა მესამემ და დანარჩენების ქცევისამებრ მანაც გადმომცა ვარდი-Wants to make you happy-მითხრა მეოთხემ-he will makes all he can to make you feel as the best and the happiest women in the world-არც მეხუთე გაჩერდა-And all you have to do is to say "Yes, I Do.. I Love You Too”-მეხუთე ვარდის მიღებისას ბავშვები სიტყვის უთქმელად გამშორდნენ, რამდენიმე წამი მათ სიტყვებზე ვფიქრობდი და ნელ სიარულს უკნიდან ვადევნებდი თვალს.
უეცრად ქუჩაში ლამპიონები ჩაქრა, არც ერთ შენობაში შუქის ნასახიც არ იყო, უეცრად ჩემს პირდაპირ წარწერა განათდა: „Open your heart  and make me come in”. რამდენიმე წამში წარწერის ნათებაც სადაც გაქრა, შენობის უზარმაზარი კარებ გაიღო და ანთებული სურნელოვანი სანთლებისაგან წითელ ხალიჩაზე გაკეთებული ბილიკი გამოჩნდა. ირგვლივ მიმოვიხედე, მაგრამ არავინ ჩანდა, ამიტომ სხვა გზა არც მქონდა, ორი თუ სამი დეკორაციული კიბის საფეხურები სწრაფად ავიარე, წითელ ხალიჩაზე შევდგი ფეხი და ბილიკს გავყევი, მის ბოლოს უზარმაზარი ოთახი გამოჩნდა, რომლის შუა ნაწილში ორი კაცისათვის გაწყობილ მაგიდასთან შავებში ჩაცმული მამაკაცი ჩემგან ზურგით იდგა
-I feel strange..-ჩემი ხმა ოთახში ექოსავით გაჟღერდა, იმდენად რომ ჩემმა ნათქვამმა ლამის მევე შემეშინდა
-Strange of what?-მამაკაცი ჩემსკენ მოტრიალდა და ღიმილიანი სახე არც დაუფარავს
-Of everything, that happened a few minutes ago, for everything that happened last night..-ოდნავ დარცხვენილი სახით დავიწყე მისკენ სვლა
-იცი? თავს მეც უცნაურად ვგრძნობ, მაგრამ კარგი გაგებით..წუხელ მივხვდი, უფრო სწორად ვაღიარე, რომ ნამდვილი სიყვარული მეწვია და ვალდებული ვარ მას გულის კარები კიდევ უფრო ფართოდ გავუღო-არაფერი მითქვამს, ამიტომ თავადვე განაგრძო-მაგრამ ის კია, რომ შეიძლება ჩემს ამ მდგომარეობაში დამნაშავისაგან ისეთი პასუხი ვერ მივიღო, როგორსაც ველი
-და მაინც როგორ პასუხს ელი? ან უფრო სწორად როგორს ელოდები რომ მიიღებ
-მაგალითად შეიძლება მიპასუხოს, რომ სიყვარულის ახნის მცდელობა ალკოჰოლის ზემოქმედების შედეგი იყო-ერთმანეთის პირისპირ დავსხედით
-მაგრამ ამ პასუხის დიდად არ გჯერა არა?-ჭიქიდან შამპანიური მოვსვი
-რამდენადაც მას ვიცნობ, ველოდები, რომ უარეს პასუხს მომცემს
-არ ენდობი?
-მე მას არც კი ვიცნობ იმდენად რომ ბოლომდე ვენდო-თვითონაც მოსვა და თვალებში დამაცქერდა
-არასწორი პასუხია კროუფორდ, უნდობლობა უსიყვარულობას ნიშნავს-რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ შევაჩერე  და განვაგრძე-დამნაშავეს მშვენივრად ახსოვს, რაც თქვა და გააკეთა წუხელ ღამით და სასმელის ბრალი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მეტი გამბედაობა შესძინა მას
-ესე იგი..
-ესე იგი მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რასაც აკეთებდა და ფხიზელი მდგომარეობა მას მთელი ამ დროის განმავლობაში თავშეკავებისკენ მოუწოდებდა
-ნიშნავს, რომ სიყვარულზე დადებით პასუხს მივიღებ?-ხელზე ხელი დამადო და მაკოცა, მე ჩემის მხრივ ხელი წავართვი და განვაგრძე
-სანამ პასუხს გეტყოდე, მინდა გითხრა, რომ ამ ყველაფერზე დიდხანს ვფიქრობდი და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვამბობ.. ნუ მაწყვეტინებ-როგორც კი სიტყვის ამოღება სცადა ტუჩებზე ხელი დავადე და გავაჩუმე-ჩემი გრძნობები ურყევი და მტკიცეა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მას თავად არ დაანგრევ, დარწმუნებული ვარ ჩემს შენდამი სიყვარულში და ამის აღიარებას არც გავურბივარ, მაგრამ შენს თვალებში, რომლებიც არასოდეს ტყუიან, ვერ ვხედავ ისეთ ღრმა სიყვარულს, როგორიც მჭირდება და როგორსაც შენგან ველოდები, დარწმუნებული ვარ ჩემს მიმართ გრძნობა გაგაჩნია და რადგან ეს გრძნობა იმ ლტოლვაზე სულ ოდნავ მეტია, რომელსაც სხვა ხუთი თუ ათი გოგონასადმი განიცდიდი დაუფიქრებლად არქმევ ამ გრძნობას სიყვარულის სახელს
-არც ვიცი რა გიპასუხო, ასეთი რამ ჩემთვის ჯერ არავის უთქვამს
-მეგონა უკვე მიხვდი, რომ ნებისმიერი სხვა გოგონასავით ჩეის კროუფორდის პირველივე „მიყვარხარზე" არ დავდნებოდი-სერიოზული ტონი და გამომეტყველება მაცდურმა ღიმილმა შემიცვალა
-რამდენადაც ვხვდები მთელი გეგმები ჩამეშალა
-როგორც ყოველთვის ნაადრევი დასკვნები გამოგაქვს, მე არ მითქვამს, რომ მოხიბლული არ ვარ მთელი ამ საღამოთი და..
-და?..-როგორც ჩანს ჩეისს იმედი მიეცა
-და წუხანდელი შენი საქციელით.. ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავიდან როცა გავაანალიზე, რომ ღამის ერთად გატარებაზე უარი მითხარი, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი, ღმერთო ჩემო როგორ მრცხვენია ამისი..-მაგიდას ორივე იდაყვით დავეყრდენი და გაწითლებული სახე ხელებში ჩავმალე, მომღიმარმა ჩეისმა კი ხელები ჩამომაწევინა და მკითხა:
-შემდეგ?
-მოგვიანებით, როცა უკვე ფხიზელი გონებით დავფიქრდი, შენით აღფრთოვანებული დავრჩი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი შენგან მსგავს საქციელის დანახვასა და მსგავსი სიტყვების მოსმენას
-როგორც ჩანს კარგად არ მიცნობ-კმაყოფილებისაგან ჩაეღიმა
-საქმე ის არ არის, რამდენად კარგად ან ცუდად  გიცნობ, იმიტომ რომ ამისათვის ძალიან მცირე დრო გვქონდა, ამის მიუხედავად ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი მაიამიში ჩამოსვლამდე რომ მომხდარიყო, ასე არ მოიქცეოდი, წინააღმდეგობას არ გამიწევდი, იმიტომ რომ შენი ბინძური სურვილების შესახებ ადრეც მელაპარაკე-ამ ნათქვამზე გულიანად გაეცინა-და რადგან შენში ასეთ ცვლილებას ვხედავ, გადავწყვიტე შანსი მოგცე
-ჩემმა ნერვიულობამ შედეგი გამოიღო, გმადლობ ღმერთო-ხელი ხელს გადააჭდო და მაღლა აიხედა-გპირდები არ ინანებ-ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა, ჩემს გვერდით მუხლებზე დადგა, ხელი დამიჭირა და ტუჩებში კოცნა სცადა
-როგორც ყოველთვის ზედმეტად ჩქარობ, მე ჩემს მეგობრობას გთავაზობ
-ოუ-წამიერად შეცბა და სახე ოდნავ უკან გასწია
-თუ რათქმაუნდა თანახმა იქნები და ჩემს ნამდვილ ხასიათს შეეგუები, ამასობაში კი  შეძლებ შენს გრძნობებში დარწმუნდე და კიდევ ერთხელ გვექნება შანსი მსგავს საღამოს ნამდვილ გრძნობებზე ვილაპარაკოთ, თუ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ვფიქრობ სამუდამოდ დავემშვიდობებით ერთმანეთს და უკანასკნელი დღე, როდესაც შევხვდებით, ეს ჩვენი გაყრის თარიღი იქნება თანახმა ხარ?
-მხოლოდ იმიტომ გთანხმდები, რომ ამ წუთას შენ უფრო გენდობი, ვიდრე საკუთარ თავს, ამავდროულად კი ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ საღამო, რომელსაც შენც და მეც მოუთმენლად დაველოდებით, ძალიან მალე დადგება, ახლა კი ნება მომეცი-ფეხზე წამოდგა, ცალი ხელი წელს უკან დაიდო, მეორე მე გამომიწოდა, თავი ოდნავ დამიკრა და საცეკვაოდ გამიწვია
-სიამოვნებით-ჩემი ხელი ხელზე დავუდე, ფეხზე წამოვდექი და ოდნავ შემაღლებულ ადგილზე მასთან ერთად დავდექი, ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე, თავი მხარზე დავადე და მასთან ერთად დიდხანს, ძალიან დიდხანს ვვცეკვავდი, სიმღერას სიმღეა მოსდევდა, ცეკვას ცეკვა, დაღლა კი არც ერთს გვეტყობოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში დღევანდელ საღამოზე, რომანტიკულ დახვედრაზე, ჩემი და ჩეისის საუბარსა და შეთანხმებაზე, სავარაუდო მომავალზე ვფიქრობდი და სასიამოვნო მომავლის მოლოდინში, რომლისიც უფრო მჯეროდა, ვიდრე ჩვენი სამუდამო დაშორებისა, მეც ღიმილსა კმაყოფილების შეგრძნებას ვერ ვიშორებდი
-I think it’s time for..-უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც  მე და ჩეისი უზარმაზარ ოთახში მარტონი ვტკბებოდით რომატიული საღამოთო, ამიტომ ვანიშნე, რომ წასვლის დრო მოვიდა
-Right-გამიღიმა და წინ გამიძღვა, შესასვლლთან ვერცხლისფერი ბეემვეს ჯიპი ეყენა, ჩეისმა კარი გამომიღო, ისევე როგორც ნამდვილ ჯენლტმენებს სჩვევიათ, თვითონ მანქანას უკნიდან მოუარა და მალე დაქოქა მანქანა
-რატომღაც მახსოვდა, რომ ტაქსისტმა სხვა გზით მომიყვანა-ვუთხარი, როცა მანქანა სულ სხვა მიმართულებით დაადგა გზას
-ასეც არის-მომღიმარმა გამომხედა და მართვა განაგრძო
-ჩეის რა ხდება?-ვკითხე, როცა მივხვდი, რომ თავისი ნებით არაფერს მეტყოდა
-Another surprise baby……


ე.ი სტილიდან ამოვარდნილი თავი იმიტომ, რომ ამ წყვილისთვის მსგავსი რომანტიკული სცენები არ მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ წინ რა გელით.. ეს თავი "ამოვარდნების" დასაწყისია, მაგრამ დიდ სიხარულს დიდი სევდაც მოსდევსო ხოლმე და ვნაოთ ეს ბედნიერება როდემდე გაგრძელდება (რა ბოროტი ვარ :დ)
იმედია მოგეწონათ და ისეთი თავია, რომ ყველა მკითხველს მოუნდება დაკომენტარება(მიხვდეს ვისაც ვგულისხმობ))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1080 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-07-03 Spam
მაგარიააააა <33