მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 18 » Just The Way You Are. Part=27=
5:14 PM
Just The Way You Are. Part=27=
Just The Way You Are. Part =27=
 


სანაპიროს მალე მივუახლოვდით, სწრაფად გადმოვედით და ყუთიდან ამოტანილი გულის ფორმის გულსაკიდით ჰორიზონტალური ბოძისკენ გავიქეცით, რომელიც საკმაოდ მაღლა მდებარეობდა, ამიტომ ჩეისმა ხელში ამიყვანა და ლურსმანზე გულსაკიდის დაკიდებისთანავე თამაშის დასრულების მანიშნებელი სასტვენის ხმა გაისმა. გახარებულმა ჩეისმა ხელში კიდევ ერთხელ ამიტაცა, დამატრიალა, მეც ჩემის მხრივ მიხაროდა, რომ გავიმარჯვეთ, მიხაროდა რომ ჩეისის გვერდით ვიყავი და არ ვჩხუბობდი, მიხაროდა, რომ ჩეისიც გახარებული იყო, მიხაროდა.. მიხაროდა.. და ამ სიხარულს სასმელის მცირე დოზაც დაემატა, რამაც ბიძგი მომცა და როცა ჩეისს ხელში ვყავდი აყვანილი, სხეულთან მიკრული და  ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული, მე კისერზე შემოვხვიე ჩემი ხელები და იმ უხერხულ მომენტში, როცა თვალი თვალეში გავუყარეთ და ღიმილსაც ერთგვარი შიში, თუ სხვა არაერთი ბარიერი აქრობდა, სრულიად დაუფიქრებლად და სწრაფად მივიტანე ჩემი სახე მის სახესთან ახლოს და მაშინ როდესაც ჩვენი ტუჩები სანტიმეტრითღა იყვნენ დაშორებული კიდევ ერთხელ შევხედე თვალებში, მის სახეს დავუყევი და  მის მზერას გავუსწორე თვალი, თუმცა სანამ გადავიფიქრებდი ჩეისმა იმარჯვა, ცალი ხელით თავი დამიჭირა, ძალიან ვნებიანად მაკოცა და ეს კოცნა ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ მოახლოებული სტუმრების შეძახილებსა და იანის მოსალოც სიტყვას არ მოვეყვანეთ გონს
-Congratulations Blake and Chace!-ხმამაღლა წარმოთქვა იანმა, მეც სანამ ჩეისს მოვშორდებოდი კიდევ ერთხელ გავუსწორე თვალი მის მზერას და დაბნეული ისე, რომ ვერც ვაანალიზებდი რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა იანს გადავეხვიე, ჩეისი კი მომღიმარი სახით იმავე ადგილას იდგა და დანარჩენებთან ერთად უკრავდა ტაშს.
რამოდენიმე წუთში, როდესაც უკვე დანარჩენი მონაწილეებიც ნაპირს მოადგნენ იანმა იქვე, გარეთ მდგარი მაგიდიდან გულსაკიდად შეკრული თაიგულები აიღო, სათითაოდ ყველა მონაწილეს კისერზე დაგვკიდა და კიდევ ერთხელ გადაგვიხადა მადლობა თამაშში მონაწილეობისა და სტუმრობისათვის.
მილოცვა/დაჯილდოების ცერემონიალი  მალე დასრულდა, ჩვენც გამოსაცვლელი ოთახისაკენ დავიძარით. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩეისთან სიტყვაც არ დამცდენია, ის კი არა მასთან ახლოს ყოფნასაც კი გავურბოდი, ერთადერთს მაილის გადავუჩურჩულე რომ სალაპარაკო მქონდა, მან კიდევ უზომოდ გახარებულმა კმაყოფილება გამათქვა და მომილოცა არა იმდენად თამაშში გამარჯვება, რამდენადაც ჩემი და ჩეისი მორიგი შერიგება და კოცნა.
-გილოცავ ბლეიქ, ნამდვილად დაიმსახურე!-თამაშის ერთ-ერთი მონაწილე, ანა ბარნესი მოვიდა და გადამეხვია
-დიდი მადლობა ანა, თქვენც მშვენივრად ითამაშეთ-ჩემის მხრივ მეც მოვუწონე თამაში
-მაგრამ თქვენ გვაჯობეთ და ამ თამაშსაც ღირსეული გამარჯვებული ჰყავს-საპასუხოდ რა მეთქვა არ ვიცოდი, ამიტომ უბრალოდ გავუღიმე და ანამაც ოთახი დატოვა, ამჯერად გასახდელში მხოლოდ მე და კლერი დავრჩით
-მგონი მეც უნდა მოგილოცო არა?-უხერხული ღიმილით დაიწყო კლერმა
-თამაშის ბედი მხოლოდ დრომ გადაწყვიტა, ესეც რომ არა გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყავით და შეგიძლია თამამად იამაყო შენი და ზაკის თამაშით
-შენგან მსგავს კომენტარს ნამდვილად არ ველოდი
-უკვე მივხვდი, რომ შენ და ქენდისს დიდად არ გეხატებით გულზე, მაგრამ მიზეზი ჯერაც ვერ გამიგია
-Hey Claire!-ოთახის კარი ქენდისმა შემოაღო-ბლეიქ, შენც აქ ხარ?-იკითხა მოულოდნელობისაგან დაბნეულმა და ამჯერად უფრო ნელი და მოზომილი ნაბიჯებით განაგრძო სვლა
-კი, მაგრამ უკვე მივიდვარ, შეგიძლიათ მშვიდად ილაპარაკოთ-თმები შევისწორე და გასასვლელისკენ დავიძარი და მაშინ, როდესაც კარები გამოვაღე ადგილზე ქენდისის ხმამ შემაყენა
-მოიცა ბლეიქ!, მინდა ბოდიში მოგიხადო-მისგან ამ სიტყვების მოსმენამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა, მეც მექანიკურად დავხურე კარი და ქენდისს გაოგნებული დავაშტერდი-ხო ბლეიქ..-განაგრძო ქენდისმა-ბოდიში მინდა მოგიხადო იმისთვის, რომ თავიდანვე აგითვალწუნე, მეგონა იანის შეყვარებული იყავი, რასთან შეგუებაც არც ერთი ჩვენგანისთვის არ იყო მარტივი-კლერს გადახედა და მანაც თანხმობის ნიშნად თავი გააქნია
-მე და იანი? შეყვარებულები?-ჩამეცინა-ასეთი რამე გამორიცხულია, მითუმეტეს რომ გათხოვილი ვარ-ბეჭედი ვაჩვენე და ჩემივე წარმოთქმულმა წინადადებამ გამაოგნა, არ მეგონა ჩემი გათხოვების ამბავს ვინმეს ასე ამაყად და თავდაჯერებულად ვეტყოდი
-გათხოვილი?-ორივეს თვალები გაუფართოვდა
-აჰამ-თავი გამარჯვებულის იერით დავუქნიე
-არც ვიცი რა ვთქვა..-ლამის ქენდისსაც დაება ენა
-ნურაფერს იტყვი, მესმის თქვენი, გეტყობათ რომ იანი ძალიან გიყვართ, მაგრამ ვერც თქვენს საქციელს გავამართლებ, მე რომ მართლა იანის შეყვარებული ვყოფილიყავი და ერთმანეთი ძალიან გვყვარებოდი არც მე და არც მას არ დაავიწყდებოდა თქვენი პირველადი დამოკიდებულება ჩემდამი
-არა, შენ არ გესმის, საქმე ბევრა უფროსერიოზულადაა ვიდრე გგონია, შეიძლებოდა უკეთესადაც მოვქცეულიყავით დარწმუნებული რომ არ ვიყოთ იანს სხვა უყვარს და სისულელის გამოა მისგან შორს
-ყოველთვის მეგონა, რომ მის ხმაში გაჟღერებული სევდა სიყვრაულისაგან მიყენებული იარის შედეგი იყო
-ნამდვილად ასეა..-კლერს საუბრის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ქენდისმა შეაჩერა:
-მაგრამ ამაზე ვერაფერს გეტყვით, არა კლერ?-კლერს თვალები დაუბრიალა და ისიც მაშინათვე გაჩუმდა-თან ხომ არ დაგავიწყდა ჩვენ ათვალწუნებული რომ გვყავხარ-თვალი ჩამიკრა და სამივეს ერთდროულად გაგვეცინა, შემდეგ კი ლამის ხელიხელჩაკიდებულები გავედით გარეთ და დანარჩენებს გაჩაღებულ კოცონთან შევუერთდით
-ცოტაც და შენს საძებნელად ვაპირებდი წამოსვლას-მითხრა მაილიმ, როცა მის გვერდით ჩამოვჯექი
-საბედნიეროდ უკვე აქ ვარ და კლერსა და ქენდისთანაც მოვაგვარე ურთიერთობა
-მოსაგვარებელი რა გქონდა, შენ ხომ მათთვის არაფერი დაგიშავებია? თუ რამე მოელანდათ პრობლემა საკუთარ თავში ეძებონ..-სწრაფად ჩამიკრა თვალი
-ეძებეს და იპოვეს კიდეც-გავუღიმე-თურმე იანის შეყვარებული ვეგონე და როგორც ჩანს ეს არ მოეწონათ
-შენ იყავი იანის შეყვარებული, თორემ ეგენი ხომ არა? რა სულელური მიზეზია..-თავი გააქნია მაილიმ
-მარტო ეს არ არის, სიმართლე ბოლომდე არ უთქვამთ, მაგრამ გული მიგრძნობს თუ ეგენი არა, იანი მაინც გადამიშლის გულს-წარბები გამომწვევად  ავწიე და მიმტანის ლანგრიდან ლუდი ავიღე
-ბლეიქ, მერამდენე ბოთლია თუ ითვლი?-გვერდით მომღიმარი ჩეისი მომიჯდა და იმ ადგილისაკენ გამახედა, სადაც მაილი და ლიამი ცეკვავდნენ
-გეტყობა ჩემს ნაცვლად ამას შენ აკეთებ-მეც გავუღიმე, თმებში ცალი ხელი შევიცურე და გვერდულად გავხედე
-სერიოზულად გეუბნები, გეყოფა-უკანასკნელი ბოთლის გამორთმევა სცადა, რა დროსაც წინააღმდეგობა გავუწიე, რაც საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ ააფებული სითხე ორივეს თანაბარ წილად გადაგვესხა სამოსზე, მეც სიცილი ვერ შევიკავე და კარგა ხანს გულიანად ვიცინოდი-ეხ ბლეიქ, ბლეიქ!-როცა მიხვდა ლაპარაკით არაფერი გამოვიდოდა ხელში ამიყვანა და უკანა გასასვლელისკენ წავიდა
-ეი, ჩეის დამსვი, ჯერ არ მივდივარ!-ვუთხარი ფორმალობისთვის, რადგან ფეხზე დადგომის თავი ნამდვილად არ მქონდა, თან საშინლად მეძინებოდა და ამ სიტყვების პარალელურად ჩეისს ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და თავი მკერდზე მივადე
-როგორ არა პატარავ, უკვე გსვამ-გავიგე როგორ ჩაეცინა, შემდეგ  ლიამი მოგვიახლოვდა, ჩეისმა მასაც რაღაც უთხრა, მაგრამ წესიერად ვერ გავიგე რა, რადგან თავს მოსმენას ვერ ვაძალებდი და ძილი სულ უფრო მერეოდა
-ჩეის, კოცნა მოგეწონა?-ვერ ვაზროვნებდი ისე დაუფიქრებლად ვკითხე, მანამ სანამ სახლს მივუახლოვდებოდით, მან კი საპასუხოდ მხოლოდ ჩაიცინა, რამაც კიდევ უფრო მომანდომა მისგან პასუხის გაგება-რატომ არ მპასუხობ? მითხარი.. მითხარი, რომ ეს იყო ყველაზე ვნებიანი, ყველაზე ლამაზი და გრძნობით სავსე კოცნა.. მითხარი, რომ მოგეწონა..-უკვე ჩვენს ოთახში ვიყავით
-კი ბლეიქ, ეს ყველაზე ლამაზი, ყველაზე ვნებიან კოცნა იყო ჩემს ცხოვრებაში-როგორც კი საწოლზე დამაწვინა  უკან გაბრუნება სცადა, მაგრამ ხელი მაჯაზე მოვკიდე და წამოვჯექი, ჩეისიც დაიხარა, ბალიში გამისწორა და მკითხა
-რამე გინდოდა?
-კი-ვუპასუხე და დაუფიქრებლად ვაკოცე-მიყვარხარ ჩეის!-ვუთხარი და კოცნა განვაგრძე, ჩეისს პერანგის ღილები შევუხსენი, მთელი გრძნობით ვკოცნიდი, ხელები თმებში შევუცურე და როცა პერანგი გავხადე ისიც გულაღმა გაწვა საწოლზე, მეც ზევით მოვექეცი, ჩეისმა სარაფანი გამხადა, გულაღმა გადამაწვინა, ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორეთი ფეხებზე მეფერებოდა..ჯერ კისერზე მკოცნიდა, შემდეგ მხრებზე, ტუჩებში..


ისე ეს თავი ასე მალე რატომ დავდე არ ვიცი, ცოტა უნდა შევისვენო ხოლმე, თორემ ასე ხშირად დადება მეტისმეტია არა?? :დ
მთლიან თავზე არაფერს გკითხავთ, ის მაინტერესებს ბოლო როგორი იყო? ერთი კია, რომ საიტზე ძირითადად 13- ხართ და ეს სცენა კიდევ მინიმუმ 16+ ია, უბრალოდ ჩემს მეგობარს ველაპარაკე და მითხრა თუ დაწერ "მოხდა რაც მოსახდენი იყოო" მაშინვე შევწყვეტო მოთხრობის კითხვას და თუ ამ თავს კითხულობ ჩემო ძვირფასო მეგობარო ფბ-ზე მომწერე გააგრძელებ თუ არა კითხვას :დ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 920 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-20 Spam
es motxroba sul miiviwye xoo ?? ra wesia..gaagrdzele male momwons))
dzaan magarii tavii iyoo,boloshi gansakutrebiit biggrin