მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » Just The Way You Are. Part=26=
10:32 PM
Just The Way You Are. Part=26=
Just The Way You Are. Part =26=
 




-კიდევ კარგი დროზე მოგისწარით, ლიამი და მაილი სად არიან?-ჩეისის ხმა იყო, თუმცა თავი არ ამიწევია-ბლეიქ, გძინავს?-მომიახლოვდა და მხარზე ხელი შემახო
-Leave Chace! Now!-დავიყვირე მკაცრი და შეუვალი ტონით, თუმცა თავადვე შევნიშნე საკუთარი ცრემლნარევი ხმა
-Hey! მე აქ ვარ, შეგვიძლია წავიდეთ-მკლავზე კიდევ ერთხელ შემახო ხელი-მოიცადე, შენ რა ტირი?-მკითხა, როცა ხელი გავაშვებინე და ბალიშიანად, რომელშიც თავი მქონდა ჩარგული საწოლის მეორე კიდისკენ გავჩოჩდი
-არა-სწრაფად ვუპასუხე და კიდევ ერთხელ მივუთითე გასასვლელისკენ, მალევე გავიგე მისი ნაბიჯების ხმა, რომელიც უმალვე მიწყდა, მცირე ხნის შემდეგ, როცა გადავწყვიტე, რომ უკვე წასული იქნებოდა თავი ბალიშიდან ავწიე, ცრემლები მოვიწმინდე და საწოლზე წამოვჯექი, როცა მისი ხმა კვლავინდებურად ახლოს ჩამესმა:
-სრულებითაც არ ტიროდი
-ხომ გითხარი არ ვტირითქო
-ხო და მეც დაგიჯერე-დამნაშავესავით უხერხულად ჩაეღიმა და გვერდით მომიჯდა
-მშვენიერია, მე კიდევ მეგონა, რომ უკვე გასული იყავი, შეგიძლია წახვიდე-არც ვყვიროდი, არც მბრძანებლის კილოთი ვეუბნებოდი, არც ნიშნისმოგებით საუბარი მიცდია, უბრალოდ გამოფიტული ვიყავი და სრულიად უემოციოდ ვსაუბრობდი
-მართალი ხარ: შემიძლია წავიდე, მაგრამ არ მინდა
-შენი ნებაა-ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი
-ბოდიში უკვე მოგიხადე დაგვიანებისთვის, გადაუდებელი საქმე მქონდა და ამ დრომდე ვერ მოვედი
-არაფრის ახსნა არაა საჭირო, მე შენთვის არავინ ვარ, ისევე როგორც შენ ჩემთვის..ასე რომ,  შეგიძლია იმ შენს „გადაუდებელ საქმეს" დაუბრუნდე-ონკანი მოვუშვი და სახის ჩამობანა დავიწყე
-ყოველთვის იმას ამბობ, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობ
-ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობ-არ დავუთმე
-არც ახლა გინდა ჩემთან კამათი, მაგრამ სიამაყე და სიჯიუტე გასაქანს არ გაძლევს-განაგრძო ისე, რომ ჩემი ნათქვამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია
-ამაყი და ჯიუტი აქ თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს, პირველ რიგში შენ-ონკანი დავხურე და პირსახოცს ვწვდი
-კამათს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ამაშიც გჯობნი: შენზე ამაყიც ვარ და ჯიუტიც, ამიტომ რადგან შენს გამო უარი ვთქვი საქმის გარკვეულ ნაწილზე, არ დავუშვებ, რომ ამ ყოველივემ ფუჭად ჩაიაროს-მცირე ხნით გაჩუმდა და შემდეგ სწრაფადვე დაიწყო- შეგიძლია გამოხვიდე და ერთად წავიდეთ იმ წვეულებაზე
-წვეულება უკვე დაიწყო, თანაც უჩვენოდ.. როგორმე დამთავრებასაც უჩვენოდ მოახერხებენ-სააბაზანოდან გამოვედი, საძინებლის სარკეში ჩავიხედე და საყურეების მოხსნა დავიწყე
-თუ ფიქრობ, რომ წვეულება უშენოდ ნორმალურად გაგრძელდება იმ ფონზე, როცა მაილი ყოველ ხუთ წუთში მირეკავს და..
-ნუღარ გააგრძელებ!.. რომ არა მაილი დარწმუნებული ვარ ჩემს თხოვნას აინუშიაც არ გაივლებდი-ირონიულად გამეცინა
-სხვათაშორის პირველი ზარი მაშინ დავაფიქსირე, როცა კარის ზღურბლს გადმოვაბიჯე
-აჰამ.. როგორ არა-საყურეები ზარდახშაში შევინახე და თმა გავიშალე
-ბლეიქ, ვიცი რომ წამოსვლა გინდა და არასოდეს დაგავიწყდება, თუ ამ დღეს სახლში გაატარებ, მითუმეტეს რაც დავქორწინდით ნორმალურად არც ერთს დაგვისვენია
-კიდევ კარგი თუ ხვდები, რომ ამ ქორწინებას ახალი პრობლემების მეტი ჩემთვის არაფერი მოუტანია-თმის სამაგრი იქვე დავდე, რომ უეცრად იმავე ხელზე ჩესის ხელის შეხება ვიგრძენი
-ამაზეც დავილაპარაკებთ, ოღონდ არა ახლა-სავარცხელი აიღო და გამომიწოდა-თმა გადაივარცხნე, გაშლილი უფრო გიხდება-თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდე-ქვემოთ დაგელოდები დიდხანს არ მალოდინო-ამის სათქმელად კარებთან შეჩერდა და მის მიღმა სწრაფადვე გაუჩინარდა.
დიდხანს ვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა: ერთის მხრივ ძალიან მინდოდა წასვლა, იანის ნახვა და მის მეგობრებთან დაახლოება, თან მაილი და ლიამიც იქვე იქნებოდნენ, მეორეს მხრივ კი არ მინდოდა ჩეისს ასე მალე დავთანხმებოდი.
-ბლეიქ მოდიხარ?-ქვევიდან ჩეისის ხმა გავიგე, რამაც ფიქრებიდან სწრაფად გამომიყვანა, სავარცხლით ხელში წინ და უკან სიარულს მოვრჩი, სარკესთან მივედი და სწრაფად დავივარცხნე თმები, შემდეგ ზარდახშიდან ახალი საყურეები ამოვიღო, რომლებიც ჩემს ვარცხნილობას უფრო მოუხდებოდა. როდესაც კაბაზე დავიხედე მასზე ნაკეცები შევნიშნე, თუმცა გაუთოვების დრო ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ კარადაში დღეს ნაყიდი კიდევ ერთი კაბა, რომელიც მაილის აზრით ბევრად უფრო მიხდებოდა სწრაფად გამოვიღე და მალევე გამოვიცვალე.
10-15 წუთში მზადებას მოვრჩი და ქვევით ჩავედი. კიბეებზე ჩასვლისას ჩეისს ჩემთვის თვალები არ მოუცილებია, თუმცა განსაკუთრებულად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, უბრალო, ძალიან სადა სარაფანი მეცვა, ზუსტად ისეთი სანაპირო წვეულებებს რომ შეეფერება, როგორც კი ბოლო საფეხურზე ჩავდგი ფეხი ჩეისმაც ხელის შეშველება არ დააყოვნა, ისევე როგორც ჩვენი ქორწილის დღეს, თან არ დავიწყნია შეეხსენებინა მისი წვლილის შესახებ:
-ვიცოდი რომ დამთანხმდებოდი-ხელმკლავი გამოვდე და კარებისკენ ასე ვიწყეთ სვლა
-და ამას აქედანვე ვნანობ
-ჰოდა სულ ტყუილად, დარწმუნებული ვარ ეს დღე შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება
-შენს გვერდით ამაში ეჭვი მეპარება-გამომწვევად გავუღიმე, მისი ხელი მოვიცილე და კარში პირველი გავედი, რამდენიმე წამის განმავლობაში მარტო მივდიოდი, როგორც ჩანს ჩეისი ადგილიდან არ დაძრულა, „ან წამოსვლა გადაიფიქრა, ან გამოწვევას იღებს"-გავიფიქრე, თუმცა სვლა არ შემინელებია და არც უკან მიმიხედავს.
„როგორც ჩანს გამოწვევა მიიღო"-გავიფიქრე საბოლოოდ, როდესაც წამომეწია და ჩემს გვერდით იწყო სიარული. არც ერთს ხმა არ ამოგვიღია მანამ, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით, რაც დაახლოებით ხუთ-შვიდ წუთში მოხდა.
როდესაც იანის სანაპირო სახლს ვუახლოვდებოდით მუსიკის ხმა გავიგეთ, როგორც ჩანს წვეულება უკვე დაწყებული იყო, ხალხი კი სანაპიროზე ირეოდა, ესენი ალბათ სტუმრები იქნებოდნენ, მეც ჩეისს დავავლე ხელი და იანის მოსაძებნად მათ შევერიეთ, იქვე შორი-ახლოს კი იანსაც წავაწყდი, რომელიც ჩემგან ზურგით იდგა და ქენდისსა და კლერს ელაპარაკებოდა, მეც გადავწყვიტე „ორიგინალური" ვყოფილიყავი და სანამ იანი ჩემს ხმას გაიგებდა, ან გოგონები ეტყოდნენ, რომ მეც მოვედი მანამდე მასპინძელს თვალებზე ხელები ავაფარე:
-წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, მაგრამ სავარაუდოდ გოგო უნდა იყო-ჯერ თითებზე გადამისვა ხელი, შემდეგ კი მაჯამდე ჩაასრიალა, მაჯაზე ხელი მსუბუქად მომკიდა, ჩემგან თავი გაინთავისუფლა და უკან მობრუნებულმა ჩემი დანახვაც მოახერხა
-ბლეიქ! როგორ გამეხარდა რომ მოხვედი-ორივე ხელი ძლიერად მოვხვიე კისერზე და დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები, რომ ქენდისმა ჩაახველა და ჩვენც სწრადვე, ოდნავ დამორცხვებულები მოვცილდით ერთმანეთს, სიამოვნებისა და ბედნიერებს ღიმილი კი სახიდან ჯერ არ წაგვშლოდა. როდესაც იანს მოვშორდი ამჯერად კლერისაკენ გავიწიე და მისალმების ნიშნად ჯერ მას, შემდეგ კი ქენდისს ვაკოცე
-იანმა გვითხრა ცუდად არის და ვერ შემოგვიერთდებაო..-მითხრა ქენდისმა, თითქოს რამეში მადანაშუალებდა
-თავს ოდნავ შეუძლოდ ვგრძნობდი, მაგრამ უკეთ გავხდი და გადავწყვიტე მოვსულიყავი
-კარგი ქენი, რომ მოხვედი-უღიმღამოდ გაიღიმა კლერმაც, რამაც ცოტა არ იყოს შემანაღვლიანა, რადგან ორივეს მხრიდან ცივი დამოკიდებულების ასე აშკარა გამოვლინება ჩემში სურვილს აღძრავდა მენანა, რომ ჩეისს დავთანხმდი და წვეულებაზე მოვედი, თუმცა იანმა სწრაფადვე სცადა ამ მსუბუქად რომ ვთქვათ უხერხულობის გაფანტვა და აქცენტი ჩეისისკენ გადაიტანა
-ბლეიქ, შეგიძლია ჩვენი ახალი სტუმარი გაგვაცნო?
-Hi! I’m Chace!-სრაფად მოისაზრა ჩეისმა და იანს ხელი გაუწოდა
-I’m Ian! Nice to meet you-გულთბილად გაუღიმა, ისე როგორც ჩვევია ხოლმე, რასაც ჩეისმაც ღიმილი შეაგება, თითქოს ერთმანეთი გაცნობისთანავე მოეწონათო, რაც ჩეისის შემთხვევაში ცოტა არ იყოს გამიკვირდა
-Nice to meet you too Ian-უპასუხა მანაც და ამით მათი მოკლე დიალოგიც დამთავრდა.
იანმა სახლში შეგვიპატიჟა, სადაც მაილი და ლიამიც დაგვხვდნენ, ორივეს გაუხარდა ჩვენი დანახვა, მე და მაილი ისე გადავეხვიეთ, თითქოს საათი კი არა, საუკენე არ გვყავდეს ერთმანეთი ნანახი.
იანმა მალევე დაგვტოვა და დანარჩენ სტუმრებს შეუერთდა, ჩეისი და ლიამიც განმარტოვდნენ, ამიტომ მეც „იძულებული" გავხდი მაილისთვის ჩეისზე ყველაფერი დეტალებში მომეყოლა, ისიც თავის მხრივ ჩეის მიერ გამოვლენილი „ჯენლტმენობით" იყო აღტაცებული და კიდევ ერთხელ მოჰყვა მის დადებითად დახასიათებას სიტყვებით: „ნახე რა საყვარელია", „ვერ მეტყვი, რომ მისი მხრიდან გულგრილობას გრძნობ", „თქვენს შორის საოცარი ქიმიაა და ეს უნდა შეინარჩუნო".. და სხვა მარავალი, რომელთა ჩამოთვლა უხერხულიც კია.
ზედმიწევნით კარგი წვეულება გამოვიდა. ჯოზეფსა და ზაკსაც შევხვდი, მათ მაილი გავაცანი და დიდხანსაც ვისაუბრეთ ერთად. ვიცეკვეთ ძალიან ბევრი, არც ალკოჰოლურ სასმელებზე გვითქვამს უარი. ხოლო როცა იანის ხმა გაისმა ყველა სმენად ვიქეცით:
-ახლა კი წვეულების მთავარი, უკვე ტრადიციადქცეული თამაში და მისი ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათი..-აქ მცირე ხნით შეყოვნდა და მაცდურად გაიღიმა-ვინაიდან დღეს არაერთი ახალი სახე შემოგვიერთდა, თამაშის წესებსაც თავიდან განვმარტავ-იქვე მაგიდისაკენ დაიხარა და წყალქვეშა სათვალეები აიღო-ამ წყალქვეშა სათვალეებისა და ამ ნათურების მეშვეობით-თავზე დასამაგრებელ ბატარეებზე მიუთითა-რომლებიც წყალქვეშა სივრცის განათებაში დაგეხმარებათ გევალებათ, რომ სანაპიროსაგან 500 მეტრის სიღრმეში ჯერ კატერებით შეცუროთ, შემდეგ კი ზემოთჩამოთვლილ საგანთა დახმარებით ზღვის ფსკერზე ჩაძირული ყუთის ამოღება, სანაპიროზე დაბრუნება, ყუთის გახსნა და ჩვენს მარჯვნივ მოთავსებულ მაღალ ხის მორზე შიგ არსებული ნივთის ჩამოკიდება გევალებათ, ვინც ყველაზე ადრე შეასრულებს ამ დავალებას, გამარჯვებულიც ის იქნება, მაშ ასე, უკვე შევარჩიეთ მოთამაშეები, რომლებსაც წველებაზე გამოჩენის თანმიმდევრობის შესაბამისად მიენიჭათ ნომრები და მაშ ასე, ესენი არიან:
1. ზაკ როერიგი და კლერ ჰოლტი იღბლიანი ნომრით 14-როგორც მოსალოდნელი იყო მათ ერთმანეთს აკოცეს და იანს გვერდით ამოუდგნენ, მან კი თავის მხრივ განაგრძო
2.ანა ბარნესი და ჯორჯ ვესლი იღბლიანი ნომრით 6-ამჯერად კიდევ ერთი წყვილი დადგა იანის გვერდით
3...და ბოლო წყვილი ჩეის კროუფორდისა და ბლეიქ ლაივლის სახით იღბლიანი ნომრით 47
ჩემი და ჩეისის სახელის გაგონებამ ძალიან დამაბნია, მანაც კიდევ ერთხელ შემომხედა, მომიახლოვდა და სცენაზე ჩემთან ერთად ავიდა, მაგრამ ჩემგან განსახვავებით მას ნასიამოვნები სახე ჰქონდა
-წარმატებები სიხარულო-გადამიჩურჩულა იანმა და როგორც კი კლერისა და ზაკის გვერდით დავდექით კვლავ განაგრძო მიმართვა-მაშ ასე, მონაწილეთა ვინაობა უკვე ვიცით, მათ ეძლევათ 10 წუთი მოსამზადებლად, ამ დროის გასვლისთანავე გაისმება სასტვენის ხმა-ჯიბიდან სასტვენი ამოაძვრინა-და თამაშიც დაიწყება, ამ დროიდან უკვე გაქვთ უფლება თქვენ-თქვენი კატერების გამოყენებით ზღვაში შეხვიდეთ და მონიშნულ ადგილამდე მიაღწიოთ, მანამდე კი დანარჩენებს მოგმართავთ: ერთად გავიდეთ სანაპიროზე და საგულშემატკივროდ ადგილები დავიკავოთ.
მისი ნათქვამი და სტუმრების გარეთ გასვლა ერთი იყო. იანმაც გოგოებს ცალკე, ბიჭებს კიდევ ცალკე ოთახი გამოგვიყო, რათა სწრაფად გამოგვეცვალა, თუმცა სანამ შევიდოდით, მანამ ჩეისმა ჩამჩურჩულა:
-ეს პრიზი ჩვენია, სასტვენის ხმის გაგონებისთანავე გარეთ უნდა იყო, იმედი მაქვს დროს არ გაწელავ და ზოზინს არ მოჰყვები-ამ სიტყვებისათვის დავეჭყანე და გოგოებს შევუერთდი, ორივეს წარმატება ვუსურვე, მათგანაც მსგავსი პასუხი მივიღე და ძალიან სწრაფად დავიწყე გამოცვლა. მალე სასტვენის ხმაც გაისმა და მთელი სისწრაფით, პირველი გავვარდი ოთახიდან, დანარჩენებიც უმალვე გამომყვნენ, ჩეისი სანაპიროზე მიცდიდა, როგორც კი დამინახა ხელი შემაშველა, რომ კატერში ნორმალურად ავსულიყავი
-ყოჩაღ-შემაქო სისწრაფისთვის და პირველმა დაქოქა კატერი. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად მივიწევდით წინ, დანარჩენებიც ფეხდაფეხ მოგვყვებოდნენ. სწრაფად მოვირგე ყვინთვისთვის საჭირო სათვალეები და ფანარი, რადგან უკვე საკმაოდ ბნელოდა და წყალში მითუმეტეს.
მე და ჩეისი ერთდროულად გადავეშვით ზღვაში და ღრმად ჩავყვინთეთ, ჩვენთვის მონიშნულ ზოლში(რომელიც მონიშნული იყო წყალში მწვანე ბურთულების მრგვალად გაწყობილი ჯაჭვით) სწრაფადვე მოვახერხე ყუთის პოვნა, თუმცა სუნთქვის შეკავება დიდხანს არ შემეძლო, ამიტომ ჰაერის ჩასასუნთქად ამოვყვინთე, ჩეისი კვლავ ფსკერზე იყო, მეორე ჩაყვინთვაზე წინასწარ განზრახული მიმართულებით გავცურე და ყუთის ამოღებაც მოვახერხე, შესაბამისად ჩემსა და ჩეისს შორის კატერზე პირველი მე ავედი და ყუთის გახსნა დავიწყე, როდესაც ჩეისმაც საბოლოოდ ამოყვინთა ჩემს მონაპოვარზე მივუთითე და ისიც მალე ამოვიდა, კატერიც უკანა გზაზე დასაბრუნებლად პირველებმა ჩვენ დავქოქეთ და გვიანღა შევკიდე თვალი ყუთით კატერზე ამავალ ზაკს, რომელმაც ჩვენმა შემხედვარემ ფარ-ხმალი დაყარა და რომ არა კლერი, ალბათ დიდხანს აღარ დაძრავდა კატერს.
სანაპიროს მალე მივუახლოვდით, სწრაფად გადმოვედით და ყუთიდან ამოტანილი გულის ფორმის გულსაკიდით ჰორიზონტალური ბოძისკენ გავიქეცით, რომელიც საკმაოდ მაღლა მდებარეობდა, ამიტომ ჩეისმა ხელში ამიყვანა და ლურსმანზე გულსაკიდის დაკიდებისთანავე თამაშის დასრულების მანიშნებელი სასტვენის ხმა გაისმა. გახარებულმა ჩეისმა ხელში კიდევ ერთხელ ამიტაცა, დამატრიალა, მეც ჩემის მხრივ მიხაროდა, რომ გავიმარჯვეთ, მიხაროდა რომ ჩეისის გვერდით ვიყავი და არ ვჩხუბობდი, მიხაროდა, რომ ჩეისიც გახარებული იყო, მიხაროდა.. მიხაროდა.. და ამ სიხარულს სასმელის მცირე დოზაც დაემატა, რამაც ბიძგი მომცა და როცა ჩეისს ხელში ვყავდი აყვანილი, სხეულთან მიკრული და  ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული, მე კისერზე შემოვხვიე ჩემი ხელები და იმ უხერხულ მომენტში, როცა თვალი თვალეში გავუყარეთ და ღიმილსაც ერთგვარი შიში, თუ სხვა არაერთი ბარიერი აქრობდა, სრულიად დაუფიქრებლად და სწრაფად მივიტანე ჩემი სახე მის სახესთან ახლოს და მაშინ როდესაც ჩვენი ტუჩემი სანტიმეტრითღა იყვნენ დაშორებული კიდევ ერთხელ შევხედე თვალებში, მის სახეს დავუყევი და  მის მზერას გავუსწორე თვალი, თუმცა სანამ გადავიფიქრებდი ჩეისმა იმარჯვა, ცალი ხელით თავი დამიჭირა და ძალიან ვნებიანად მაკოცა


როგორც იქნაა.. :დ
ამ თავზე ვფიქრობ წინა თავის დადების შემდეგ და თამაშის რამდენი ვარიანტი მომაფიქრდა ვინ იცის, მაგრამ წერა რომ დავიწყე უეცრად ეს მომაფიქრდა თავში და აი..:დ
ninaa-რამდენჯერ მომწერა არ მახსოვს, უერთგულესი მკითხველია და მრცხვენია რომ მაშინვე ვერ დავდე, როცა შეგპირდი. PerfectBelieber-შენზეც იგივეს ვიტყვი, დანარჩენებსაც დიდი მადლობა ერთგულებისთვის და ბოდიში დაგვიანებისთვის(
ე.ი. მალე დაიწყება კონკურსი მიმდინარე მოთხრობების შეწყვეტაზე და რადგან ნატალის "დამხმარე" ვარ ობიექტურობამ მოითხოვა ეს მოთხრობაც ამ სიაში შემეტანა, ჰოდა კიდევ რამდენი თავის დადების საშუალება მომეცემა არ ვიცი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ პოზიტიური შთაბეჭდილება დაგიტოვოთ(რამდენადაც გამომივა), ვერ დაგპირდებით, რომ კონკურსამდე მოთხრობას დავამთავრებ, იმიტომ რომ უბრალო ჩხუბებსა და შერიგებებზე მეტის ჩადება მინდოდა ამ მოთხრობაში, რამდენად გამომდის არ ვიცი, მაგრამ ლეიტონისთვის ცალკე ისტორია მქონდა, ტეილორისთვის ცალკე, ისევე როგორც მაილისა და ლიამისთვის(რაც ჯერ არ ვიცით)..
ნუ მოკლედ რაც იქნება იქნება..
მადლობა კიდევ ერთხელ თბილი კომენტარებისათვის, იმედია გესმით ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის <3:*))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 915 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-06-15 Spam
rogorc iqna :d didi madloba, rom pativi dagvde da dade! :@ :d axla damtavrda skola, gamocdebic damtavrdeba da sul dadeb icode! biggrin
vegirsse amat kocnasac, amis shemdeg tavshi ar gamagijo icode:@ ar tqvas es shecdoma iyoo, tore mogklav shenc da amatac biggrin :@
male dadeeeeeeee<333333