მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 28 » Just The Way You Are. Part=24=
8:07 PM
Just The Way You Are. Part=24=
Just The Way You Are. Part =24=
for ninaa
 


http://24.media.tumblr.com/tumblr_m3vma875991qii7i0o2_500.png
-რა ხდება?!-უეცრად საუბრის ხმა შემოგვესმა, მე და იანი ფეხზე წამოვდექით და ფანჯარასთან მივედით, სადაც ტაქსი და ტაქსიდან გადმომავალი „ჯგუფი" დაგვხვდა
-Are you kidding me?-გვერდულად ჩაეღიმა, სიხარულისაგან თვალები გაუბრწყინდა და ელვის უსწრაფესად გაქანდა მომავალთაკენ. მეც უკან გავყევი და შემოსასვლელ კარებთან დაველოდე
-Can I hug you miss beauty?-ხელებგაშლილი გაემართა ქერათმიანი, საშუალო სიმაღლის, მომხივლელი გოგონასაკენ, რომელიც იანთან შესახვედრად ლამის გამოიქცა, მანაც ხელში აიყვანა და დაატრიალა, ამის შემდეგაც კი დიდხანს იყვნენ ჩახუტებულნი
-Hey, I’m here!-ჩაახველა ღია წაბლისფერი თმის, მაღალმა და ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა, რომელიც დაახლოებით 25-30 წლის თუ იქნებოდა 
-How are you doing man?!-გადაეხვია და მამაკაცებისთვის დამახასიათებლად ერთმანეთს ზურგზე გადაჰკრეს ხელი-Claire!
-ამჯერად არანაკლებ მომხიბვლელი ქერა ლამაზმანის დრო დადგა, რომელსაც იანი ისევე შეეგება, როგორც პირველს-Zach
Уменьшить
-ეს უკვე მეოთხე მათგანის სახელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც გულითადად მიესალმა-არ ვიცოდი ჩამოსვლას თუ აპირებდით-თქვა მაშინვე, როგორც კი მისალმებას მორჩა და ტაქსიც უკანა გზას დაადგა
-სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა და მგონი გამოგვივიდა კიდეც-გოგონამ, რომლის სახელიც როგორც მივხვდი კლერი იყო იანს ლოყაზე აკოცა და გვერდით დაუდგა. იმდენად გახარებულები იყვნენ არ მინდოდა ხელი შემეშალა, მაგრამ მივხვდი დრო მოვიდა დამშვიდობებისა, რამდენიმე საფეხური ნელა ჩავიარე და იანს ხმადაბლა დავუძახე
-ბლეიქ, მოდი ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო-წელზე ხელი მომხვია და მისკენ მიმწია-ეს ქენდისია, ქენდის აკოლა
-მაშინვე მიმვხვდი ახალგაცნობილს არ მოვეწონე, რადგან ჩემი გამოჩენისთანავე თვალებმა უცნაური ელვარება შეიძინეს და გამომტყველება მეტად პირქუში და უსიამოვნო  გაუხდა-ეს კლერია-კლერ ბევრად უკეთ შემხვდა, ვიდრე ქენდისი, გადამკოცნა კიდეც, მაგრამ სახეზე ძველებური ღიმილი აღარ დასთამაშებდა,
 რასაც ვერ ვიტყვით ბიჭებზე, ჯოზეფ მორგანსა და ზაკ როერიგზე, რომლებიც გულთბილად გადამეხვივნენ და გულწრფელი სიხარული გამოხატეს ჩემი გაცნობის გამო, რამაც როგორც ჩანს ჩემს მიმამრთ გოგონების დამოკიდებულება კიდევ უფრო დაამძიმა
-ძალიან სასიამოვნოა-ვუთხარი მეც ბოლოს, შემდეგ კი იანს მივუბრუნდი-იან, მგონი დროა წავიდე, მოგვიანებით გნახავ-გადავკოცნე, დანარჩენებს გამომშვიდობების ნიშნად გავუღიმე და სახლისკენ გზას დავადექი
-ბლეიქ! მოიცა-დამიძახა უცებ იანმა-ხვალ საღამოს სანაპიროზე "Crazy party”-ს ვატარებთ და ძალიან გამეხარდება თუ შემოგვიერთდები
-მმ.. სიამოვნებით-ვუპასუხე რამდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ და როგორც კი გავაანალიზე ჩეის ხვალ უფრო დიდი დროით ვერ ვნახავდი, ჩემი თანხმობით კმაყოფილი დავრჩი, შემდეგ კი მაილიც გამახსენდა, რომელიც ახლაც მოწყენილობით კვდებოდა ალბათ, ამიტომ იანს სწრაფად ვუთხარი მის შესახებ
-იან, შეიძლება ჩემი მეგობარიც წამოვიყვანო? მარტო იქნება და..
-რაც მეტნი ვიქნებით მით უკეთესი, ოღონდ ერთი პრობლემაა
-რა პრობლემა?!
-წვეულებაზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ერთად მოსვლა აუცილებელია, ამიტომ ორივეს პარტნიორები „დაგჭირდებათ"-ოღონდ ეს არა, გავიფიქრე უცებ, რადგან ერთადერთი ვისთან ერთადაც მოსვლა შემეძლო, ეს ჩეისი გახლდათ, მე კი ის მიხაროდა მცირე ხნით დავშრდებითთქო, მაგრამ მერე თავი დავიმშვიდე იანის გვერდით დროის გატარება ნამდვილად სასიამოვნო იქნებათქო და აქედანვე შევეგუე ჩეისის გვერდით ყოფნას
-რა პრობლემაა-ვუთხარი უცებ, თითქოს შინაგანი კომფლიქტი წვეულების ამ აუცილებელი პირობის გამო არ განმეცადოს-და რომელი საათისთვის მოვიდეთ?
-ხუთზე
-საღამოს წვეულებისთვის ხუთი საათი ადრე არ არის?-ჩავიცინე
-როცა მოხვალ ყველაფერს გაიგებ, მთავარ კოზირს ვერ გაგიმხელ საღამოსას, ის კი ვიცი, რომ ეს დღე ძალიან დიდხანს გემახსოვრება
-მიყვარს სიურპრიზები-მისმა იდეამ უკვე მომხიბლა, ამიტომ მზად ვიყავი ნებისმიერ ფასად მოვსულიყავი ხვალინდელ წვეულებაზე.
იანთან უკვე ყველაფერი გავარკვიე და ვანიშნე უკვე სახლში შესული სტუმრებისთვის მიეხედა, მე კი ჩემი სახლისკენ მიმავალ გზას დავადექი
-Heeey! Anybody home?-ვიკითხე სახლში შესვლისას
-კი ბლეიქ, ზევით ვარ-მეორე სართულიდან მაილის ხმა მომესმა
-Yoga girl-შევარქვი მაილის ოთახში შესვლისას, რადგან ამ დროს სწორედ იოგას ვარჯიშებს აკეთებდა და მეტად სახიფათო პოზაშიც იყო
-არ გინდა შენც სცადო?-მკითხა, როცა დამინახა, რომ საწოლზე წამოწოლილი მისკენ ძლივს ვიხედებოდი
-მადლობთ! მე და იოგა ერთმანეთთან მწყრალად ვართ-ვუთხარი, იქვე ტუმბოზე ნაპოვნ ჟურნალს ხელი დავავლე და უინტერესოდ დავიწყე ფურცვლა
-დღეს საშოპინგოდ მინდა წავიდეთ-მითხრა მაილიმ და დაამატა-თორემ ყველა რაღაცით ერთობა და მე კიდევ მოწყენით ვკვდები
-ჩემი დაჩაგრული..-მივედი და ლოყაზე ძლიერად ვაკოცე
-ლოყა!-დაიყვირა მაილიმ
-კაი რა ეგრე ძლიერადაც არ მიკოცნია-გამეცინა-იცი, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი და ზუსტად ვიცი გაგეხარდება
-ბოდიშს მიხდი არა?-სასაცილო ხმით მკითხა
-ხო-ვუპასუხე მისივე ხმით, ცოტა ხანი არაფერი უთქვამს, როგორც ჩანს ყოყმანობდა, მაგრამ უცებ დაიწყო:
-კაი დროზე, თორემ ვეღარ ვითმენ-სწრაფად წამოდგა ფეხზე და საწოლზე, ჩემს გვერდით მოკალათდა
-ესე იგი იანმა წვეულებაზე დამპატიჟა და..
-ეს იანი ზედმეტს აქტიურობს ხომ იცი..-არ გამაგრძელებინა მაილიმ
-მაილი!-თვალები დავუბრიალე
-ხო მერე?-ისევ სმენად იქცა
-ესე იგი, წვეულებას თვითონ აწყობს, დღეს მეგობრები ჩამოუვიდა და ისინიც იქნებიან, მითხრა თითოეული სტუმარი პარტნიორთან ერთად უნდა მივიდესო და კინაღამ გადავიფიქრე, როცა მივხვდი ჩეისთან ერთად მომიწევდა წასვლა
-ეგ შენი იანი მომწონს უკვე-წარბები უცნაურად აათამაშა
-ეხ მაილი, მაილი-შუბლზე ხელი მოვისვი იმის ნიშნად აღარაფერი გეშველებათქო
-უკვე წარმომიდგენიხართ შენ და ჩეისი ერთად, ვაიმე რა საყვარლები იქნებით.. იცოდე ყველაფერს დეტალებში მომიყვები-საჩვენებელი თითით გამაფრთხილა
-შენ რა არ გინდა ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო?-ნაძალადევი ბუზრუნით ვკითხე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი კვდებოდა ისე უნდოდა წამოსვლა
-რა?!-დაეჭვებით გამომხედა
-რაც გაიგე! შენ და ლიამიც მოდიხართ წვეულებაზე
-მადლობა ღმერთო, რომ სამუდამო მოწყენილობისთვის არ გამომეტე-ხელი ხელს გადააჭდო და ზევით აიხედა, შემდეგ კი გადამეხვია, წამოდგა, ხელი მომკიდა და კარებამდე მიმაცილა
-მითუმეტეს უნდა წავიდეთ საშოპინგოდ, გაემზადე-კარები ცხვირწინ მომიხურა
-ახლავე მაილი-ვუთხარი კარს მიღმიდან ისეთი ტონით, რომ აშკარად ვანიშნებდი უფრო ზრდილობიანადაც შეიძლებათქო
-დროზეეე!-გამომაძახა
-მივდივარ, მივდივარ-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ოთახში შევედი.
ბევრი არ მიფიქრია როგორ ჩამეცვა: თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ჩავიცვი, ფეხზე კი ჩემი საყვარელი სანდლები მეცვა და რადგან ამჯერადაც მე მომიწია მაილისათვის ლოდინი, შესაბამისად ტაქსის გამოძახებაც მე მხვდა წილად
-ძლივს!..მოვიდა უკვე ტაქსიც-ვთქვი, როცა საფეხურებზე ფეხის ხმა გავიგე
-Sorry-თქვა დამნაშავის სახით და ჩემთან ერთად სწრაფად ჩაჯდა ტაქსიში
მაიამი მართლაც გასაოცარი იყო, მე და მაილიმ ბევრი ვიარეთ, მაღაზიიდან მაღაზიაში დავდიოდით, რომ რამე შესაფერისი შეგვერჩია და რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იმაზე ბევრად მეტი შევიძინეთ, ვიდრე ერთი წვეულებისთვის იყო საჭირო.
-OMG! I will die, if I won’t buy that high heels-ვიტრინიდან ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი დავინახე, როგორის ყიდვაც დიდი ხანია გადაწყვეტილი მქონდა, ამიტომ დიდი ხნით არ ვმდგარვარ ვიტრინასთან, მაილის ხელი ვტაცე, მაღაზიაში ლამის ძალის-ძალად შევიყვანე და კონსულტანტის მიერ მოწოდებული შერჩეული ფეხსაცმლის მოზმანება დავიწყე
Уменьшить
-როგორია მოგწონს?-ვეკითხებოდი მაილის, რომელიც თავისთვის იყო გართული სხვა ფეხსაცმლის ძებნით
-შენთვის არის შექმნილი-კმაყოფილების ნიშნად ცერა თითი ამიწია,შემდეგ კი გაოცებული გამომეტყველება მიიღო და მეც მის მზერას მივადევნე თვალი
-მაილიიიი-ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ მაილის ფეხსაცმელი ხელში ეჭირა, ეს მართლა რაღაცით გამორჩეული, სადა და დახვეწილი იყო და სიამოვნებით ვიყიდდი მაილის რომ არ დაესწრო, თუმცა შევთანხმდით, რომ როცა დაგვჭირდებოდა ჩვენ ჩვენ შენაძენს ვათხოვებდით ხოლმე ერთმანეთს.
Уменьшить
საბოლოოდ ამ მაღაზიიდანაც გამოვედით და თითქმის თვალდახუჭულნი, რომ კიდევ არ გაგვეგრძელებინა ჩვენი ისედაც ასე გახანგრძლივებული საშოპინგო პროცესი და იქვე კაფეში შევედით, მსუბუქად ვისადილეთ, გამოსვლისას იქვე ნაყინები შევნიშნეთ და თუმცა კაფეში გვეგონა ჩვენი „მსუბუქი" სადილის შემდეგ ვეღარაფერს დავიტევდით, ნაყინებსაც სიამოვნებით შევექეცით. მოგვიანებით ტაქსიც დავიქირავეთ და სახლში დავბრუნდით, სადაც ჩვენები ჯერაც არ გამოჩენილიყვნენ, ჩვენც ჩვენი შენაძანი ზევით ავიტანეთ, ჩემს ოთახში და მოზმანება დავიწყეთ, თან ერთმანეთს ვაჯავრებდით ხან რაზე და ხან რაზე.
დღის ამ მონაკვეთმა საკმაოდ მხიარულად ჩაიარა. ოდნავ მოგვიანებით სახლში ჩეისი და ლიამი დაბრუნდნენ, მაილი ჩეისს გადაეხვია და განვლილ დღეზე ჰკითხა ჩვენც მოვუყევით დღევანდელ შოპინგზე და შემდეგ წვეულებაზეც ჩამოვაგდე სიტყვა
-ხვალ მეგობარი წვეულებას აწყობს და დამპატიჟა, მე და მაილის წასვლა გვინდა, მაგრამ პარტნიორების გარეშე არ შეგვიშვებენ, ამიტომ გვჭირდება რომ წამოხვიდეთ
-ლიამ გთხოვ-დაამატა მაილიმ
-ლიამ, მაილი ხომ რაც მაიამიში ჩამოვიდა არსად ყოფილა, მთელი დღეები სახლში ზის და..-კიდევ ერთხელ ვთხოვე ლიამს
-და დამაცდით გიპასუხოთ?-ჩვენ სმენად ვიქეცით, მაილიმ თავიდანვე მითხრა ლიამს არ უყვარს წვეულებებიო და ძალიან მინდოდა მისი დარწმუნება წამოსულიყო, როგორც ჩანს ამას ლაიმიც ხვდებოდა და ჩვენს მოთმინებას სცდიდა, რადგან კარგა ხანს სიტყვა არ დაუძრავს-კარგი, რა სახეები გაქვთ?! წამოვალ აბა რა-გაიცინა ლიამმა ბოლოს და შეჭმუხნილი შუბლიც გაეხსნა
-I love you Liam!-აკოცა და ამით მადლობა გადაუხადა მაილიმ
-იმედია კარგად გაერთობით-დააყოლა ჩეისმა და სამზარეულოში გავიდა
-შენ რა არ აპირებ წამოსვლას?-ვკითხე გაოცებულმა, რადგან არც მიფიქრია, რომ ჩეისი წამოსვლაზე უარს იტყოდა
-ხვალ მთელი დღე დაკავებული ვიქნები, ასე რომ უჩემოდ მოგიწევთ წასვლა-სამზარეულოდან მომღიმარმა ჩეისმა გამოყო თავი და მალე უკანვე შებრუნდა
-შენ რა სერიოზულად ამბობ?!-ვიცოდი ასე ჩემს გასაბრაზებლად იქცეოდა და არ მინდოდა ავყოლოდი, მაგრამ ამ წვეულებაზე წასვლა ძალიან მინდოდა, ჩეისი კი მთელს ჩემს, უფრო სწორად ჩვენს გეგმებს ცვლიდა, რადგან მის გარეშე ჩვენ სამსაც დარჩენა გვიწევდა...


ვიცი არაფრისმომცემი თავი იყო, ვაპირებდი იმ სიუჟეტის ამ თავში მოქცევას, რომელზეც წინა თავში დავწერე, მაგრამ ამ თავის წერა რომ დავიწყე ვეღარ მოვახერხე, იმედია მიხვდებით.
წინასწარ ვიცი რომ ჩეისისა და ბლეიქის სცენები დაგაკლდათ, ოღონდ არ თქვათ პატარა იყოო-5 გვერდია :დ
*ninaa-ნაგლობაში ძაან :დ რომც არ დაგეწერა მაინც ვაპირებდი მოძღვნას, როგორც ახალი მკითხველისთვის :*
*ლელუკა 16-ის ვარ ჯერ <3
*მეტი კომენტარი აღარ მახსოვს
ფეხსაცმლები დიდი არაფერი, უბრალოდ უკეთესი ვერ ვიპოვე და..
ხო ზოგიერთს შეიძლება ტვდ ქასტის შემოსევა არ მოგეწონათ, მაგრამ "მჭირდებოდა", რომ მოთხრობაში ეგენი მყოლოდა: 1. ვგიჟდები მათზე(არც ისე დამაჯერებელი მიზეია :დ) და 2. სიუჟეტისთვის მჭირდება
იმედია მოგეწონათ და კომენტები არ დაგავიწყდეთ :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 913 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-31 Spam
კაი იყოო <33 ახლა შემდეგი :დ