მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 25 » Just The Way You Are. Part=22=
7:02 PM
Just The Way You Are. Part=22=
Just The Way You Are. Part =22=
for KoreanPrincess
 







-რათქმაუნდა, ოღონდ მაცადე ჯერ გონს მოვიდე, ჩეისის როლის გათავისებას ვცდილობ და ცოტა მიჭირს-ნამიოკი ჩავურტყი  ჩეისს და ზუსტად ვიცი მიხვდა რის თქმასაც ვცდილობდი, ამაზე კი მისი კიდევ უფრო ჩამქრალი და მიბნედილი გამომეტყველება, მკაცრი და შეუვალი იერი მეტყველებდა, მეც ჩემი საქციელით კმაყოფილი ოთახისკენ დავიძარი, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და სააბაზანოში შევედი, თუმცა ჯერ ნახევრად სველი ტანსაცმელი არ მქონდა გახდილი, რომ ოთახში ჩეისი შემოვარდა....
-ჩეის შხაპი უნდა მივიღო, გადი!-ნახევრად აწეული ზედატანი ისევ ქვევით ჩამოვწიე და ჩეისს კარისაკენ მივუთითე
-აქედან არ წავალ სანამ ყველაფერს არ ამიხსნი-ადგილიდან არ დაძრულა
-ასახსნელი არაფერია ჩეის! გადი! დროზე!
-ვერ ვხვდები შენი უეცარი გახელების მიზეზი რა არის? რატომ იქცევი ასე, როცა სინამდვილეში გინდა სხვაგვარად მოიქცე
-ჰაჰ!-გულზე ხელები დავიკრიბე და ირონიულად ჩავიცინე-როდის შემდეგ ხვდები როგორ მინდა მოქცევა?.. შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ ჩეის
-კარგი რა ბლეიქ! შენი ზედმიწევნით კარგად ცნობა სულაც არ არის საჭირო, რომ მივხვდე შენი სპექტაკლების მთელს სერიას
-აჰა, ანუ ახლა მე გამოვდივარ მსახიობი, ჩეის ხომ არ გგონია, რომ სარკეში იხედები?
-მეც იმიტომ მოვედი, რომ ასე ვფიქრობ, ნუ გააკეთებ იმას, რასაც მერე ინანებ
-შენი საქმე არ არის რას, როდის და ვისთან ერთად გავაკეთებ
-ისევ ცდები ბლეიქ! როგორც ყოველთვის კვლავ ცდები...-ნელ-ნელა მშვიდდებოდა, მე კი დამშვიდებისა არაფერი მეტყობოდა
-როგორც ყოველთვის სხვის გრძნობებზე მანიპულირებას ცდილობ-როგორც კი ეს სიტყვები ვუთხარი მაშინვე  ვინანე 
-ასეც ვიცოდი, ვიცოდი, რომ  ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობდი და რომ დღევანდელი „big wish about the sex between me and Taylor was a fake from you”-კმაყოფილების ღიმილი გადაეფინა სახეზე
-სულ ტყუილად ხარობ „აღმოჩენით", იმიტომ რომ მწარედ ცდები, შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ და ამის დასამტკიცებლად ისე მოვიქეცი, როგორც ალბათ შენ, როცა ყოფილებს ემშვიდობები-ვტყუოდი, მაგრამ ამ მინიშნებით ვცდილობდი მასში ეჭვიანობის, ბრაზის ან მსგავსი გრძნობის გაღვიძებას
-შენი არ მჯერა, ქალებს ერთხელ უყვარდებათ და ბოლომდე მისი ერთგულნი რჩებიან
-ისევ სასაცილო ხარ ჩეის, განა შეიძლება ვინმემ მართლა გულწრფელად შეიყვაროს შენნაირი..-ავათვალიერ-ჩავათვალიერი და ცინიკურად ჩავიცინე, შესაბამისად საუბრის გაგრძელებაც აღარ ჩავთვალე საჭიროდ, ჩეისმაც დიდხანს მიყურა ისე, რომ ხმა არ ამოუღია-დადექი და მიყურე მთელი დღე, ბარემ საშხაპეშიც ხომ არ დაგპატიჟო??-გვერდულად ავხედე, რადგან ვგრძნობდი მისი ფიქრები სულ სხვაგან ქროდა, ბოლოს როგორც იქნა გასასვლელად შებრუნდა
-Thanks god!-ჩავილაპარაკე და მეც მის საპირისპირო მხარეს შევბრუნდი, რომ უეცრად მკლავზე შეხება ვიგრძენი, ეს ჩეისი იყო, მისკენ მიმატრიალა, სხეულთან ძალიან ახლოს მიმიზიდა, ჯერ თვალებში ჩამხედა, შემდეგ ჩემს ტუჩებს დააცქერდა და ძალიან ვნებიანად მაკოცა
-აღარასოდეს გაბედო ჩემთან მოკარება-დროზე მოვეგე გონს, მისგან თავი გავინთავისუფლე და მთელი ძალით გავარტყი სახეში, გულის მოოხება მინდოდა მთელი დღისათვის მას კი არაფერი უთქვამს, არც გაბრაზებულა, მხოლოდ მსუბუქად ჩაიღიმა  და მომღიმარი სახით დატოვა ოთახი
-იდიოტი-დავიყვირე, როგორც კი კარები გაიხურა, მინდოდა გაეგო, მაგრამ არც ამაზე მოახდინა რეაგირება-ხხხ-მუშტი ნიჟარაზე დავარტი და ხელიც ვიტკინე, ჩეისმა ნამდვილად გადააბიჯა ზღვარს, ახლა ჩვენს შორის ნამდვილი კატა-თაგვობანას თამაში დაიწყო...
შხაპს ვიღებდი და თან დღევანდელზე ვფიქრობდი, რამაც ეს პროცესი კიდევ უფრო გააჭიანურა.
შერჩეული შორტი და მაისური ჩავიცვი, სველი სამოსი კი სარეცხ მანქანაში შევყარე და ქვევით ჩავედი. დანარჩენები ტელევიზორთან მოკალათებულიყვნენ და გაფაციცებით უსმენდნენ ნიუსს
-ვინმე მომაქცევს ყურადღებას?-ფეხებს ძლიერად ვაბიჯებდი და ისე ჩამოვდიოდი კიბეზე
-ჩშ..-გამაჩერა ლიამმა
-დღეს გადაღებებზე მომხდარმა ტელევიზიაში გაჟონა-ამიხსნა მაილიმ, მეც იქვე ტახტის კიდეზე, მაილის გვერდით ჩამოვჯექი, ნიუსის ბოლოს კი ისტერიული სიცილი ამიტყდა
-ბლეიქ, შენ მართლა ფხიზელი ხარ?-სერიოზულად მკითხა ლიამმა, მაგრამ შემდეგ მისი ყურადღება ჩეისმა მიიპყრო, რომელიც ასევე ისტერიულად იცინოდა ჩემთან ერთად
-თქვენ შერიგდით და არ გვეუბნებით არა?-ცალი წარბი ასწია მაილიმ
-არა!-უცებ სერიოზული სახე მივიღე
-შენ მაინც რა გჭირს ძმაო? დავიჯერო ცოლი ასეთ ზეგავლენას ახდენს შენზე?-ირონიულად და ოდნავ შეფიქრიანებულად იკითხა ლიამმა
-ცოლი იმიტომ შევირთე, რომ იმიჯი ოდნავ მაინც გამომსწორებოდა, არადა შეხედე საკუთარი ცოლი ყოფილზე მეუბნება "Have a nice sex”, თანაც სახალხოდ
-განქორწინება შეგვიძლია, ტეილორს შეირთავ ცოლად და აღარავინ გეტყვის შენს ყოფილზე "Have a nice sex-ს"
-დამატებითი მილიონების გადახდა დამდვილად არ მინდა გმადლობთ-სამზარეულოში მიდიოდა და ისე ლაპარაკობდა
-ამაზე ადრე გეფიქრა ძვირფასო-მეც შევყევი, ვიფიქრე ცოტას გამოვაჯავრებთქო
-არ გაგებრაზებინე ასე ძალიან და ახლაც იმ შენს ცხრაკლიტულ ოფისში იჯდებოდი-სამზარეულოდან წვენი გამოიტანა და დაისხა
-დამიჯერე იმ ცხრაკლიტულში ჯდომა და მუშაობა ბევრად ჯობია შენთან ერთად უზრუნველად ცხოვრებას-ჭიქა ხელიდან გამოვტაცე და მოვსვი
-კარგი მოსწავლე ხარ-ქორწილის წინა ღამე გამახსენა
-ზოგჯერ მოსწავლე მასწავლებელს ჯობია
-სხვა შემთხვევაში შეიძლება, მაგრამ არა მაშინ, როცა მასწავლებელი ჩეის კროუფორდია
-ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს თავზე?-მაცივრიდან კრემი და მარწყვი გადმოვიღე და ჭამა დავიწყე, ჩეისიც ამყვა
-სრულებითაც არა-თვალი ჩამიკრა
-მეგონა უკვე დახოცეთ ერთმანეთი- ოთახში ჯერ მაილი შემოვიდა, მერე კი მას ლიამიც შემოჰყვა
-მსგავს არაფერს ვაპირებდით-კიდევ ერთი მარწყვი ავიღე და გასასვლელისკენ გავედი
-მოიცა შენ რა ვახშმობას არ აპირებ-მომაძახა მაილიმ
-არა მადლობა-ვუთხარი და გარეთ გავედი, უკვე ბნელოდა, ამიტომ შორს არ წავსულვარ, იქვე ქვიშაზე გასვლამდე რამდენიმე საფეხურიანი კიბე იყო და მეც ბოლო საფეხურზე ჩამოვჯექი
-You can’t be okay!
-რატომაც არა!-იხტიბარი არ გავიტეხე და მხიარულად ვუთხარი
-კარგი, თუ არ გინდა არ დაგაძალებ ლაპარაკს-სახლში შესასვლელად წამოდგა
-მართალი ხარ, კარგად კი არა საშინლად ვარ,ვერ ვიტან ჩეისს, ეგ ტეილორი ხომ საერთოდ ჭკუიდან მშლის-შინაგანად ისე ვიყავი, ლამის ვიტირე, მაგრამ ბრაზი ცრემლებზე ძლიერი აღმოჩნდა და მათი შეჩერება შეძლო
-ტეილორს ნურც მიხსენებ, მაგის გამო მე და ლიამმა ერთმანეთს საშინელებები ვუთხარით-ისევ გვერდით მომიჯდა
-არადა ნაჩხუბრების არაფერი გეტყობათ-თმაში ხელი შევიცურე, თავი მუხლებზე დავდე და მაილის გვერდულად გავხედე
-ეს იმიტომ, რომ ლიამს საკუთარ თავმოყვარეობაზე მეტად ვუყვარვარ-გაეღიმა მაილის
-საშინლად მშურს შენი
-სულ ტყუილად, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სიყვარულის კარები ისე ფართოდ გაგეღება, რომ შესვლისთანავე შეგეშინდება ბედნიერების  იმ გიგანტურობისა, რომელსაც შიგ აღმოაჩენ
-ახლა კი ამ კარებს ბოქლომი ადევს და შიგ შეღწევაზე ოცნებაც კი ზედმეტია
-იმდენად ღრმად გწამს, რომ სიყვარული მარტო ოცნებებში შეიძლება არსებობდეს,  ვერც კი ხვდები, რომ გასაღები იქვე, კართან გელოდება და ერთადერთი რაც გევალება მისი კარისათვის მორგებაა
-და თუ ეს გასაღებიც ილუზიის ნაწილია?
-შეუძლებელია ბედნიერების მოპოვა მცირედი რისკისა და რწმენის გარეშე
-მაგრამ როცა უეცრად ამ რწმენას გულის კარს ვუღებ, თითქოს რეალობა აიძულებს ფანჯრიდან გავიდეს და უიმედოდ, მარტოდმარტო დამტოვოს მტანჯველ ფიქრებთან ერთად
-ასე სამუდამოდ არ გაგრძელდება, სიყვარულის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის ორი ადამიანის ძალისხმევაა საჭირო, მთავარია შენ შენი გასაკეთებელი გააკეთო და ეს მასშიც თავისთავად ჰპოვებს გამოხმაურებას
-სწორედ ეს არის გადაუჭრელი პრობლემა,  ის არც კი ფიქრობს ჩემს შეყვარებას
-არ ფიქრობს კი არა, არ უნდა, მან შენში ის დაინახა, რაც სხვაში არავიში დაუნახავს, თვით ტეილორშიც კი და სწორედ ეს აშინებს და აიძულებს შენზე ფიქრი თავიდან მოიშოროს
-კარგად გამოსდის, მაგრამ იცი რა.. უკაცრავად-მობილურმა დამირეკა, ნიკი იყო-Hi Nick! How are you doing?
-Hello granddaughter! I’m fine and how are you?
-კარგად-სწრაფად ვუპასუხე
-მმ..-როგორც ჩანს ხმაზე კარგად ყოფნა არ მეტყობოდა და მანიშნა მისთვის სიმართლე მეთქვა
-ხო კარგი, უკეთესადაც შეიძლებოდა-მსუბუქად გამეღიმა
-მაინც რა არის შენი ასეტი განწყობის მიზეზი, ალბათ ძალიან მოგენატრე არა?? მაშინ შემიძლია მხოლოდ იმითი განუგეშო, რომ გითხრა მეც მენატრები
-სულელო.. შენზე სულაც არ ვფიქრობდი
-დარწმუნებული ხარ? ამას იმიტომ გეკითხები, რომ ახლა ხელში სამზარეულოს დანა მიჭირავს და..
-არ მითხრა, რომ თავის მოკვლას აპირებ-შევიცხადე უცებ
-საერთოდ ვაპირებდი მეკითხა სალათას ვაკეთებ და ხახვის დაჭრა გრძლად აჯობებს თუ კუბიკებადთქო
-აჰ, მეც არ დავმშვიდდი, თორემ მთელი ცხოვრება თავს დავიდანაშაულებდი
-აბა, აბა თან გადაყვებოდი მაგაზე დარდს
-ნუ ეხა..-გავიცინე-ისე მგონი კუბიკებად აჯობებს
-მეც ასე ვფიქრობდი
-ხო ისე, აქ ჩემთან ერთი გოგონაა, რომელიც მალე შემიკლავს თუ ყურმილი არ გადავეცი
-...
-ვერაფერს ვიტყვი ნიკ, ნამდვილად მიხვედრილი ხარ
-...
-აჰ, ესე იგი ასე არა?
-...
-შენ არასოდეს შეიცვლები
-...
-ნუ როგორც ყოველთვის-არ მესმოდა ნიკი რას ეუბნებოდა, მაგრამ მაილი პერიოდულად მთელი გულით იცინოდა
-...
-აუცილებლად! .. კარგი!.. აჰამ!... ახლა ყურმილს ბლეიქს დავუბრუნებ, გკოცნი-მაილიმ მობილური მომაწოდა
-ხო ნიკ
-დასამშვიდობებლად გადმოგცეს ყურმილი,იმედია მიხვდი
-მიხვედრილობაში ნამდვილად არ ჩამოგივარდები... ხო და მარტო ხარ სახლში?
-აჰამ, რატო მოსვლას აპირებთ ქალბატონო?
-რომც მოვინდომო 4-5 სთ მაინც დამჭირდება მთელი სამზადისებით
-ამიტომაც არ გპატიჟებთ.. და რატომ იკითხე?
-რავიცი გამიკვირდა ეგ ემილისთან ერთად თუ ბედავს ჩემთან დარეკვასთქო
-ბლეიქ!
-ხო კაი, პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ეგ რომ არ მეთქვა არ შემეძლო
-არადა ემილის შენზე ცუდი არც ერთხელ არ დასცდენია
-მაგაში ეჭვის შეტანა როგორ შემიძლია
-ასეთი ხასიათი რომ არ გქონდეს, ახლავე გაგითიშავდი
-მეც მაგიტომ მიყვარხარ.. ხო ნიკ, ბებია ელისაბედი სად ისევ ნიუ-იორკშია?
-არა, დღეს ლონდონში დაბრუნდა
-უსინდისო ხარ! იქ მარტო უნდა იქნეს?
-რატომ მარტო? ჩემი დაც მასთან არ ცხოვრობს?
-„ჩემი დაც მასთან არ ცხოვრობს?"-გამოვაჯავრე მისივე ხმით-თითქოს ოდესმე გეთქვას, რომ და გყავს
-უი არ მითქვამს? ხოდა ახლა გაიგე.. ბლეიქ, ახლა უნდა დაგემშვიდობო, ემილი მოვიდა
-რათმქუნდა..
-ბლეიიიიქ!
-რა იყოოო?
-ხომ შევთანხმდით
-კარგი ხო როგორ ვერ იხუმრებს რა შენთან კაცი
-ჩემთან ხო.. კარგი
-ნუ სერიოზულდები ხოლმე რა ასე უეცრად, ნახვამდის და ემილის აკოცე ჩემგან, ოღონდ ლოყაზე
-ეგ კი ნამდვილად არ შემეშლება, აბა ჭკვიანად-ყურმილი დამიკიდა
-ესეც რომ ჭკვიანად იყავიოს გეტყვის-ვუთხარი მაილის და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე
-ეგ არ თქვა-ჩემთან ერთად გაეცინა, მერე კი ისევ დასერიოზულდა-ნიკი ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ემილის გამო ჩემთანაც არ გაწყვიტა კონტაქტი
-შენთანაც არ გაწყვიტა?? არ მესმის რაზე ლაპარაკობ
-მგონი დრო დადგა ნიკზე მოგიყვე....


ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა ეს თავი, ბევრმა ჩემმა "ერთგულმა" მკითხველმა მგონი ეს მოტხრობა საბოლოოდ დაივიწყა, მაგრამ ეს მოტხრობა იმდენად მიყვარს მანამდე მაინც გავაგრძელებ წერას, სანამ უკვე დაგეგმილ სიუჟეტს არ განვავითარებ.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე დიდად არც ამ თავზე მიფიქრია, მგონია რომ თითქმის არაფრისმომცემი იყო და ვერ გამართულობაზე გეტყვით რამეს, მაგრამ მაინც.. იმედია მოგეწონათ <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 885 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-05-26 Spam
dzalian magaria <3 amis gulistvis shemovedi) didi tavi iyo sxvata shoris <3 momewona <3 malde dade! dzaliann magariaaaa <3 dzaan momwons)