მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 23 » Just The Way You Are. Part=21=
6:39 PM
Just The Way You Are. Part=21=
Just The Way You Are. Part =21=
for new reader: leluka
 










-ერთ შესწორებას შევიტან: „ჩვენ"-არც არასოდეს არსებობდა და მითუმეტეს აღარასოდეს იარსებებს.. აჰ რაღაც უნდა დამემატებინა-უცებ მოვბრუნდი და მარტო დარჩენილ ტეილორსა და ჩეისს მივაძახე-Have a nice sex !!
მართალია ეს იმდენად ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, რომ დარწმუნებული ვარ ყველა ცნობისმოყვარე ყურმა გაიგონა, რომლებიც კი ცნობისმოყვარე თვალებით რამდენიმე წუთია შემოგვცქეროდნენ, მაგრამ დიდად ამის ფიქრით თავი არ შემიწუხებია, მე უფრო ტეილორთან დარჩენილ ჩეისზე ვფიქრობდი და გაბრაზებული მივიკვლევდი გზას ქვიშაში. მალე გავცდი გადაღებებისთვის შემოსაზღვრულ ტერიტორიას, ხმაურიც მალე მიწყდა, მე კი არ ვჩერდებოდი, თვალებიდან ჩემდაუნებურად მომდიოდა ცრემლები, ეს კი ალბათ სიბრაზის ნაპერწკლები უფრო  იყო. ზუსტად ვიცი ასე მძიმედ ნამდვილად არ განვიცდიდი დღევანდელს, წუხელ რომ ჩეისს სულელური რომანტიული საღამო არ მოეწყო ჩემთვის.. მართლა რა სულელი ვიყავი, როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მე და ჩეისს ნორმალიზებული ურთიერთება შეიძლება გვქონოდა, ან რატომაც არა, შეგვიძლია დილაობით მივესალმოთ ხოლმე და მეტი არაფერი, ისიც ხომ ძალიან ცივად მექცევა ხოლმე, როცა ამის ხასიათზე, მეც სწორედ ამგვარ ხასიათზე დავდექი და მისი გაბრაზება, მისთვის გულისტკენა მომინდა, ზუსტად ისე, როგორც დღეს მან მატკინა გული, მაგრამ იქნებ ვერც ხვდება რამდენს ნიშნავდა ჩემთვის წუხანდელი ღამე? ალბათ ასეა და ეს კიდევ უფრო მეტ მიზეზს მაძლევს მასზე ვბრაზობდე, თუმცა რატომ მასზე, მე ბევრად უფრო დამნაშავე ვარ, რომ მას ჩემთან მოახლოების საშუალება მივეცი.. საშინელებაა, როგორ შეძლო ერთი-ორი ტკბილი სიტყვით მოვეთაფლე და ჩემში გაეღვიძებინა გრძნობა, რომელიც ახლა ასე მტანჯავდა. ალბათ შევცდი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩეისს ტეილორის მიმართ ნამდვილი გრძნობა არ გააჩნია, რომ ის მხოლოდ თავს იტყუებს და ცდილობს თავის დარწმუნებას, რომ უყვარს, სულ ტყუილად ვეძახდი ჩეისს მაზოხიტს, ტეილორი ხომ ერთადერთია ვის მიმართ გრძნობასაც ჩეისმა სიყვარული დაარქვა, მე კი მწარედ ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ მისი შემეცვლა შემეძლო, თუმცა ვის ვატყუებ,  ამაზე აქამდე არასოდეს მიფიქრია, არ ვცდილვარ მის ცხოვრებაში ტელორის ადგილი დამეკავებინა.. რა მემართება? ნუთუ ჩვენი ჩხუბი აუცილებელია იმისათვის, რათა მთელი გულით მომინდეს მის გვერდით ყოფნა, ეს კი სწორედ მაშინ, როცა მისგან ასე შორს ვარ, როცა ჩემში სიძულვილს აქამდე უცნობი გრძნობა ებრძვის, ეს ბრძოლა კი შიგნიდან მკლავს და ყვირილის, ტირილისაკენ მიბიძებს
-რატომ არ გინდა ჩემი ცხოვრებიდან გაქრე ჩეის კროუფორდ, იქ ხომ შენ არავის დაუპატიჟებიხარ?-დავიყვირე, შემაღლებულ ქვიშას ფეხი ვკარი, ახლახან დაწყებული ხშირი წვიმისაგან დასველებულ თმაზე ხელი გადავისვი და აცრემლებული აღმოვჩნდი სანაპიროზე დაჩოქილი
-ჩვენ არ ვირჩევთ როდის მოდის სიყვარული
-რატომ იმას მაინც არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდეს?-საცოდავად გავიხედე იმ მხარეს, საიდანაც ხმა შემომესმა
-ალბათ იმიტომ, რომ ეს უცილობლად გამოიწვევს პირველი პუნქტის დარღვევას
-ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა ეს ორი პუნქტი რომ არ არსებობდეს-ჩემსკენ მომავალს თვალებს არ ვაშორებდი და მისგან თანხმობას ველოდი
-რთულია დაგეთანხმო, მაშინ ხომ ცხოვრება ასე უინტერესო, უმიზნო და შავ-ბნელი იქნებოდა
-რატომ? ცხოვრებაში ხომ იმდენი რამაა ბედნიერებისთვის: ფული, პოპულარობა, გართობა, ნუთუ ეს არ კმარა სრულყოფილებისთვის
-მაინც არ მჯერა, რომ ეს გულიდან წამოსული სიტყვებია-ხელი მომკიდა და წამომაყენა
-ყველა იმას იჯერებს, რისი დაჯერებაც უნდა-თვალებში ვუყურებდი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიდექით, წვიმა კი თანაბარი წილადობით გვეალერსებოდა სხეულებზე
-მართალია, მაგრამ ამქვეყნად უკიდურესი რეალისტებიც არსებობენ, რომელთა რიგებშიც უდაოდ წამყვან პოზიციებზე ვარ
-არც მე მჯერა, რომ უკიდურესი რეალისტები არსებობენ, უკიდურესობების გამოვლენა ცხოვრებაში მარტივია, მაგრამ არა ხანგრძლივად
-შენ ალბათ მერყევ ადამინებზე აკეთებ აქცენტს, დამიჯერე იშვიათად, მაგრამ მათგან რადიკალურად განსხვავებული მედგარი და ურყევი პრინციპების მქონენიც არიან
-მაშინ აღარ ვიცი რითი დაგაინტერესო, იმიტომ, რომ მე და მეორე კატეგორიას უფრო მივეკუთვნები და გამოუსწორებელ ოპტიმისტსა და პესიმისტს შორის ხშირად ვმერყეობ
-მემგონი პირველი ნაბიჯი უკვე გადადგი ჩემი დაინეტერესების კუთხით მე იანი ვარ და უკვე ძალიან მომწონს ღიმილი, რომელმაც ასე საძულველი ცრემლები შეგიცვალა
-ბლეიქი!-ნაზად გამეღიმა-ადამინებს ადვილად არ ვუცხადებ ხოლმე ნდობას, შენ კი იღბლიანი პირველი აღმოჩნდი
-იმედია უკანასკნელიც, იმიტომ რომ ყველა მე ნამდვილად არ მგავს-წელში მედიდურად გაიმართა, რათა თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა, მაგრამ თავიდანვე შევატყვე, რომ იმ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნება, რომლებიც გამუდმებით ბაქიაობასა და თავის ქებას მოჰყვებიან ხოლმე, ამიტომ მორცხვად ჩამეცინა და თავი დავხარე.
წვიმას უკვე გადაეღო.
-სწორედ ახლა უნდა შემომეთავაზებინა იქნებ შემოფარებული ვიპოვოთ სადმეთქო
-აშკარად რეაქცია არ გივარგა-იმის სათქმელად ვუთხარი ზედმეტად ადრე მოგივიდა ნათქვამითქო
-იმედია ამასაც გამოვასწორებ, მაგრამ როგორც ჩანს დიდად არც შენ გამოირჩევი სიმარდით
-ეს ჩემი პატარა სისუსტეა-ამჯერად უკვე სეირნობას განვაგრძობდით-სხვა უამრავ სისუსტესთან ერთად-ამოხვნეშით დავამატე, როცა ჩვენი გაცნობისას ჩემი მდგომარეობა გამახსენდა
-მაგაზე არ ღირს დარდი.. სისუსტეები ყველას გვაქვს, მაგრამ მათი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, შესაბამისად ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის-მომღიმარმა კიდევ ერთხელ გამომხედა
-„ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის"-ჩემთვის გავიმეორე
-უკაცრავად?-აშკარად ვერ მიხვდა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას და მანიშნა მარტო არ ხარო
-იცი რა??-მისი კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე შორიდან დავიწყე შემოვლა-მგონი მართალი ხარ, არის შემთხვევები, როცა ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის, ან როგორც ვაიძულებთ ჩვენს თავს, რომ ვაიძულოთ დარჩენა
-როცა გოგო ასე იწყებს საუბრას აშკარად მეორე ნახევარმა ატკინა გული და აშკარად რამე სერიოზული ჩაიფიქრა
-შენ აშკარად ძალიან მიხვედრილი ხარ და აშკარა სიმართლესაც ღაღადებ-ორივეს ერთდროულად გაგვეღიმა
მზე უკვე ამოსულიყო, საოცარია რა სწრაფად გამოყო თავი ღრუბლებიდან, რომლებიც წვიმას არ იშურებდნენ ჩვენთვის.
ტანსაცმელი ზედ მოგვეკრო. როცა წვიმაში ვიდექი ამას ასე აშკარად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა უკვე სერიოზულად მაწუხებდა, ისევე როგორც იანს, რომელმაც თავს მაისურის გახდით უშველა, რათქმაუნდა ჩემთან ბოდიშის მოხდის შემდეგ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პიროვნება ჩემს თვალში.
-აქვე ჩემი სახლია, მგონი ჯობია ცოტა ხანი მოისვენო, შხაპი გადაივლო, მანამდე კი ტანსაცმელს საშრობში გავაშრობთ და..
-არა მადლობა, მაგრამ მეც აქვე ვცხოვრობ-იანი ერთ მხარეს მაჩვენებდა თავის სახლს, მე კი საწინააღმდეგო მხარეს გავიშვირე ხელი
-მაშინ იმედია იმის საშუალებას მაინც მომცემ გაგაცილო
-შენ რომ არ გეთქვა უცილობლად გთხოვდი გაცილებას-ხელმკლავი გავუყარე და გზა განვაგრძეთ.
-დიდი ხანია ჩამოხვედი?-მკითხა საუბრის ასაწყობად
-ორი-სამი დღეა შენ?
-მე ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე მაიამიში.. სამუშაოდ და დასასვენებლად ამაზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვი
-სამუშაოდ? და შეგიძლია მითხრა რას საქმიანობ?
-ვწერ-მოკლედ მიპასუხა, თან აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარდა
-Wow! მწერალი ხარ?-შეკითხვა გავუმეორე, საპასუხოდ თავი დამიქნია-.. და დიდი ხანია წერ?-კიდევ ერთხელ ვკითხე
-საკმაოდ
-და შეგიძლია შენი ნამუშევრები გამაცნო?
-ერთ დღეს აუცილებლად
-და ეს დღე რომ ხვალ დადგეს-მუდარით სავსე თვალებით ავხედე
-დადგეს ხვალ-ჩაეცინა
-მაშინ ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს ხვალ, ზუსტად ვიცი ნაწარმოებებიც ისეთივე იქნება როგორიც მათი ავტორია
-კომპლიმენტის მიღება მშვენიერი ქალბატონისაგან ორმაგად სასიამოვნოა-
არაფერი მიპასუხია. უკვე ჩვენს სახლს მივუახლოვდით-აი ჩემი სახლიც, უფრო სწორად ჩემი მეგობრის.
-ერთად ჩამოხვედით?-მკითხა და ჩემს პირდაპირ დადგა-ალბათ ეს ისაა, ვის გამოც..
-ერთ-ერთი ნამდვილად-ვიცოდი იმის თქმას აპირებდა, ვის გამოც ტიროდი ან ვის გამოც ასე იტანჯბოდიო, ამიტომ მე დავასრულე-ოთხნი ვართ და აუცილებლად გაგაცნობ, მაგრამ დღეს არა, საშინლად დაძაბულები ვართ ყველა
-hey! მგონი დაპატიჟება  არ მითხოვია-მსუბუქად გამკრა მხარი
-და მაინც..-ჩემსას არ ვიშლიდი
-ხვალ გნახავ, მაგრამ მანამდე იმედია მობილურის ნომერს მაინც დამიტოვებ დასაკავშირებლად
-რათმქუნდა! შენიც ჩამაწერინე...-მობილური ჯიბიდან ამოვიღე, ნომრები გავცვალეთ და დამშვიდობების დროც დადგა, მე ჩვენი სახლის პირისპირ ვიდექი, იანი კი მისგან ზურგით, ამიტომ როგორც კი ჩვენი ოთახის ფანჯარაში ჩეისი გამოჩნდა გაუაზრებლად მივკიდე ხელი მკლავზე უკვე უკანა გზაზე წასვლის მოსურნე იანს, ცერებზე დავდექი, ლოყაზე ვაკოცე და გადავეხვიე
-ის აქ არის?-მიჩურჩულა
-შენი მიხვედრილობა დაგღუპავს-ჩუმად გავუმეორე და მოვშორდი
-See you tomorrow-ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა
-Ian! Sorry, I didn’t mean it-გვიან მივხვდი, რომ ძალიან დავაშავე და ბუნებრივია უნდა სწყენოდა, რომ სხვის საეჭვიანებლად გამოვიყენე. „კიდევ კარგი თავდაპირველი გადაწყვეტილებისამებრ ტუჩებში არ ვაკოცე"-გავიფიქრე და თვალი მივადევნე
-შენ კიდევ ეგ ბავშვურობა დაგღუპავს-გულწრფელად გამიღიმა და ნიკაპზე ხელი მომისვა
-I’m not a child!!-უკვე მეორე ადამიანი იყო, ვინც ამას მეუბნებოდა და მეც გაჯიუტებით ვუთხარი
-ყოველთვის ის იქნები ჩემთვის, რაც შენ გინდა რომ იყო-რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი, მხოლოდ გავუღიმე და როგორც კი ჰორიზონტს მიეფარა ჯერ ზევით ავიხედე, ჩეისი უკვე მოშორებოდა ფანჯარას, ამიტომ მეც მომღიმარი სახით თითქოს დღეს მომხდარი სრულიად დამევიწყებინოს შევედი მისაღებში, ერთი შეხედვით ეს მართლაც ასე იყო, თან იანთან შეხვედრამ ჩემზე დადებითად იმოქმედა, იმდენად დადებითად, რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუმცა ცხადია მხოლოდ ერთი გასაუბრება და ტბილი, გულწრფელი საუბარი ბოლომდე ვერ შეცვლიდა ჩემს უგუნებობასა და ბრაზს, რომელსაც მაქსიმალურად ვფარავდი.
-შეიძლება ვიკითხო სად ჯანდაბაში იყავი მთელი დღე? ან რას გავხარ ბლეიქ? წვიმაში დახეტიალობდი?-როგორც კი ლიამის კალთაში მოკალათებულმა მაილიმ დამინახა ფეხზე წამოდგა, გულზე ხელები დაიკრიფა და გაბრაზებული სახე მიიღო
-თქვენ რა უკვე შერიგდით?-მისი კითხვისთვის, უფრო სწორად კითხვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გადავეხვიე და ვაკოცე, შემდეგ კი შეყვარებული სულელივით ერთხელ დავტრიალდი და კიბისკენ წავედი, რომლის თავშიც გაუნძრევლად იდგა გაბრაზებული ჩეისი
-ბლეიქ შენ რა მთვრალი ხარ?-მკითხა ჩემი საქციელით გაოცებულმა მაილიმ
-მაილი!-მე თვითონაც გამეცინა-რა უნდა გითხრა? დღეს საუკეთესო დღე მქონდა ჩემს ცხოვრებაში თუ ერთ უსიამოვნო ინციდენტს არ ჩავთვლით რათქმაუნდა-ჩეისს მკვლელი თვალებით ავხედე
-მოგიწევს დამელაპარაკო ქალბატონო!-გამომიცხადა მაილიმ
-რათქმაუნდა, ოღონდ მაცადე ჯერ გონს მოვიდე, ჩეისიც როლის გათავისებას ვცდილობ და ცოტა მიჭირს-ნამიოკი ჩავურტყი  ჩეისს და ზუსტად ვიცი მიხვდა რის თქმასაც ვცდილობდი, ამაზე კი მისი კიდევ უფრო ჩამქრალი და მიბნედილი გამომეტყველება, მკაცრი და შეუვალი იერი მეტყველებდა, მეც ჩემი საქციელით კმაყოფილი ოთახისკენ დავიძარი, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და სააბაზანოში შევედი, თუმცა ჯერ ნახევრად სველი ტანსაცმელი არ მქონდა გახდილი, რომ ოთახში ჩეისი შემოვარდა....


არ მინდა, რომ მკითხველები დავკარგო, მაგრამ ჩემთვის ჩეისისა და ბლეიქის ჩხუბი ბუნებრივი მოვლენაა, ისეთი პერსონაჟები არიან, რომ ჩხუბი მათი ცხოვრების მუდმივი თანმდევია, ამიტომ შემიძლია მხოლოდ ვიმედოვნო, რომ მოთხრობის კითხვას განაგრძობთ.
ხო თან ეს თავი რატომღაც ყველაზე მეტად მომეწონა და იანიც თითქოს ისეთი იდეალური პერსონაჟი ჩანს ბლეიქს რომ სჭირდება.. რა ვიცი, რა ვიცი.. ვნახოთ რა მოხდება.. :დ
იმედია მოგეწონათ :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 840 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 10
2013-05-25 Spam
dzaan magari tavi iyoo!!
sorry wakitxva rom damagviandaa <33