მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 7 » Just The Way You Are. part =2=
9:16 PM
Just The Way You Are. part =2=

Just The Way You Are. part 2
 


-ახლა შენ მომისმინე თავხედო! ვინ ხარ, რომ ბლეიქ ლაივლის კაბინეტში დაუკითხავად იჭრები?!!!-თავი ამაყად ავწიე და გამჭოლი მზერა მივაპყარი

-რადგან ჩეის კროუფორდმა გადაწყვიტა, რომ უნდა გნახოს ესე იგი ასეც იქნება

-დატოვე ჩემი კაბინეტი!-გაცეცხლებულმა კარები  გამოვაღე და ხელით გასასვლელისკენ მივუთითე

-მხოლოდ მას შემდეგ, რაც გეტყვი ჩემი მოსვლის მიზეზს-ჩემს სავარძელში ისე ჩაეშვა, თითქოს ჩემი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ გაუგია და მიუხედავად იმისა, რომ უკან დახევა არ მჩვევია მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი, ამიტომ კარები დავხურე, ხელი ხელს გადავაჭდე და ისეთი გამომეტყველება მივიღე აშკარა გავხადე, რომ ერთი სული მქონდა კაბინეტიდან გასულიყო

-გისმენ!

-ეს უკვე მომწონს-გაიღიმა და კალამი, რმელსაც ხელში ათამაშებდა მაგიდაზე დადო

-მგონი გითხარი, რომ დრო არ მაქვს, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადადი

-კარგი, დიდი დრო არც მე მაქვს, აი ამ კონტრაქტს გადახედე და ხელი მოაწერე, თუ რამის შეცვლა მოგინდება ადვოკატს დავურეკავ, მაგრამ წინასწარვე გეტყვი, ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი-საქაღალდე, რომელიც შემოსვლისთანავე მაგიდაზე დადო, ამჯერად ხელში აიღო და ნაჩქარევად გამომიწოდა

-აჰა!.. ანუ გინდა შენი პროდიუსერი გავხდე არა?

-ყოჩაღ! მაინც რა მიხვედრილი ყოფილხარ-ცინიზმითა და ოდნავი ირონიით მიპასუხა

-ხოდა ჩემნაირი მიხვედრილი გოგონები ასე ადვილად არ თანხმდებიან სამუშაოს, ასე რომ უარს ვამბობ

-რა?!

-დაგიმარცვლო?

-შენ მე უარს ვერ მეტყვი

-მართლა? და იქნებ ისიც მითხრა რატომ?

-გასაგებია.. ფულშია არა პრობლემა?-კალამი აიღო და საქაღალდე გამომართვა-რამდენი გინდა?

-შენ ვერ გაიგე, მე შენთან არ მინდა მუშაობა

-ვერც კი ხვდები რაზე ვარ წამსვლელი სასურველის მისაღებად

-არც შენ იცი ჩემი შესაძლებლობების შესახებ-მომგებიანად გავუღიმე და თვალებში შევხედე, რომლებიც სიბრაზისა და იმავდროულად გაოცებისაგან ცეცხლს აკვესებდნენ

-48 საათში კონტრაქტი ხელმოწერილი იქნება, მაგრამ დამიჯერე შენი საქმე არც ისე კარგად იქნება

-მგონი ჯობია მეცხრე ციდან ჩამოხვიდე, მიწაზე დაეშვი იმ სულელი გოგონებივით ნამდვილად არ ვარ შენს ყოველ სიტყვაზე რომ კანკალებენ-საპასუხოდ მხოლოდ მწარედ ჩაეცინა და კარებში გაცოფებული გიჟივით გავარდა, კარებში გასვლისას კი მომაძახა-დღევანდელი დღე შენი ფიასკოს დასაწყისი იქნება, არ მითხრა, რომ არ გაგიფრთხილებივარ

-მიწაზე დარაცხება გაგიჭირდება განებივრებულო იდიოტო!-ჩავილაპარაკე ჩემთვის და იატაკზე დაგდებული კალამი საკალმეში ჩავაბრუნე, თუმცა დასვენება ვერ მოვახერხე და ფიქრების მორევში გადავეშვი, ჩემს შვილზე დავიწყე ფიქრი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამუდამოდ დამტოვა და გულში იმხელა სიცარიელე დამიტოვა, რომ მისი შევსება წარმუდგენელია..

მუშაობა.. ახლა მუშაობა უნდა დამეწყო, რათა ამ ფიქრებისათვის თავი დამეღწია და ასეც მოვიქეცი, როცა ლეპტოპი ჩავრთე ჩეის კროუფორდის ბიოგრაფიამ დამაინტერესა და მის შესახებ თითქმის ყველაფერი გადავიკითხე, ტიპიური მექალთანე, ცუდი რეპუტაციის მქონე ვარსკვლავი, რამდენჯერმე დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისათვის და ხალხმრავალ ადგილზე  აურზაურის მოწყობისათვის, თუმცა იმავდროულად საკმაოდ წარმატებულ მსახიობად ითვლება და სამომავლოდ ალბომის გამოშვებასაც კი აპირებს

-ასეთ ადამიანთან არასოდეს ვიმუშავებდი-ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ტელეფონი ავიღე

-გისმენთ

-ბლეიქ მე ვარ ნიკი

-ხო ნიკი, ახლა ვათვალიერებდი კონტრაქტს მგონი გადავწყვიტე, რომ..

-სწორედ ამის თაობაზე ვრეკავ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გეგმები შეიცვალა.. არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ მე და ჯარედი შევრიგდით და..

-არა მესმის ნიკი, რა პრობლემაა, ძალიან გამეხარდა თქვენი ამბავი, წარმატებებს გისურვებ!-ვუთხარი ოდნავ იმედგაცრუებულმა და იმავდროულად კიდევ ერთი წყვილის შერიგებით გახარებულმა

-მადლობა ბლეიქ და იმედია უკეთეს შემოთავაზებებ მიიღებ-ყურმილი დაკიდა და შეცბუნებულიც დამტოვა, რაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვიხ პირველი შემთხვევა გახდა, როცა კლიენტმა ჩემს აყვანაზე უარი თქვა

-შეიძლება?-ოთახში სარამ შემოიხედა

-შემოდი სარა-მისკენ არც გამიხედავს ისე გავაგრძელე ჩემი საქმე და როდესაც მაგიდას მოუახლოვდა თავი ავწიე-მოხდა რამე?

-სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ედ შირენმა, ლილ ვეინმა და ლანა დელ რეიმ თავიანთი წინადადება ჩვენს კომპანიასთან ეთანამშრომლათ უკან წაიღეს, ამიტომ ერთადერთ კანდიდატურად ამჯერად ნიკი მინაჟი მოიაზრება

-ჯანდაბა! ნიკიმ ახლა დამირეკა, მანაც გადაიფიქრა ჩვენთან მუშაობა-იატაკზე ერთ წერტილს დავაშტერდი და ყველაფრის გაანალიზება დავიწყე

-რაც შეეხება ჩეის კროუფორდს..-დაიწყო სარამ

-ჩეისი-უნებურად მისი უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა: „დღევანდელი დღე შენი ფიასკოს დასაწყისი იქნება, არ მითხრა, რომ არ გაგიფრთხილებივარ"-სარა!-თავი მაღლა ავწიე და ისევ სარას მივუბრუნდი-ჩეისის ტელეფონის ნომერი ან მისამართი მჭირდება

-სავიზიტო ბარათი დატოვა.. აი!-საქაღალდიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა-მეც ტელეფონს ვწვდი და ნომერი ავკრიფე, მანამდე კი სარას ვთხოვე გასულიყო, თუმცა ამაოდ, მობილურს არავინ იღებდა, ალბათ იცოდა, რომ ვრეკავდი და ჩემი გაბრაზება უნდოდა, თუმცა ეს ასე ადვილი მისაღწევი სულაც არ იყო, ყურმილი დავდე, ჯერ ფანჯარასთან მივედი, შემდეგ ვცადე მუშაობა გამეგრძელებინა, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ გადავწყვიტე სახლში დავრუნებულიყავი

-სარა სახლში მივდივარ! თუ აუცილებელი ზარი არ იქნება ნუ შემაწუხებ-ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი, 

როგორც კი სახლის კარი შევაღე ფეხსაცმლები იქვე კარებთან დავტოვე და სამზარეულოში წვენის დასალევად შევედი, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა

-გამარჯობა!

-მისის ლაივლი ხართ?

-დიახ, გისმენთ!

-ამ სახლის მფლობელებმა გამოგზავნეს, კონტრაქტის გაგრძელება გადაიფიქრეს, ამიტომ 24 საათს გაძლევენ სახლის დასაცლელად

-კი მაგრამ კონტრაქტის ვადის გასვლამდე ჯერ მთელი კვირაა..

-ვერაფრით დაგეხმარებით, სახლის პატრონები მზად არიან კომპენსაციის სახით თანხაც მთელი კვირის თანხა გადაგიხადონ

-კი, მაგრამ..

-ნახვამდის!-უცნობმა ზურგი მაქცია და ბილიკს გაუყვა, მე კი ქუჩაზე ერთადერთი მანქნიდან მომზირალი სახე მეცნო, თუმცა არც შევიმჩიე ისე შევედი სახლში და კარებს დავეყრდენი, ჩეისის ნათქვამი გამართლდა, დღეს დიდი ფიასკო განვიცადე და უკვე სერიოზულად დავფიქრდი მიმეღო თუ არა მისი წინადადება

ღამე ძალიან გაიწელა, ბარგის ჩალაგება უკვე მოვასწარი და გრანდ ჰოტელში ნომერიც დავჯავშვნე, მანამ სანამ ბინას ვიშოვიდი, საუზმის თავიც არ მქონდა, გასაღები კარისკაცს ჩავაბარე და ტაქსისკენ გავემართე

-გმადლობთ! თქვენი მომსახურება აღარ გვჭირდება-სანამ ტაქსში ჩავჯდებოდი საიდანღაც ჩეისი გამოძვრა, მანქანის კარი მიიხურა, ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და „გულთბილა" დაემშვიდობა

-რას აკეთებ?!! რა გინდა ჩემს ცხოვრებაში? არ შეგიძლია თავი დამანებო??-მთელს ხმაზე დავუყვირე და ისე, რომ პასუხს არ დავლოდებივარ ფეხით გავუდექი გზას...


პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაუთმეთ, რადგან სამშაბატს დასვენებაა, ამიტომ შემდეგ თავს ხვალვე დავდებ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ 10 კომენტარამდე მაინც იქნება, წინასწარ დიდი მადლობა ყველას :*

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 746 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-04-14 Spam
dzalian sainteresoa!! <3