მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 19 » Just The Way You Are. Part=19=
1:19 PM
Just The Way You Are. Part=19=
Just The Way You Are. Part =19=
 











-შეგიძლია მითხრა რაზე ფიქრობ?
-შენზე-დიდხანს არც მიფიქრია ისე ვუპასუხე
-Wow-გაკვირვებულმა შემომხედა-ამ პასუხის გარდა ყველაფერს ველოდი
-მეც-მშრალად ვუპასუხე და ტალღებს მივადევნე თვალი
-ალბათ ჩემზე კარგს არაფერს ფიქრობ არა?-შევამჩნიე, რომ პასუხს დიდი მოთმინებით დაუწყო ლოდინი
-მართალია... უფრო სწორად-გვიან გავიაზრე რა გავაკეთე ამ ზედმეტი გულახდილობით, ამიტომ შევეცადე ნათქვამი გამომესწორებინა-ამის თქმა არ მინდოდა-ჩეისს გაეცინა
-სხვას არც ველოდი რამეს-ღიმილი შეინარჩუნა და ისე მიპასუხა
-არა, ვერ გამოგე, უბრალოდ ძალიან მაბნევ-თუ აქამდე სანაპირო ზოლს მივუყვებოდით ამჯერად ჩეისის წინ გავჩერდი და ჯერ თვალებში შევხედე, შემდეგ კი ვეღარ შევძელი და იმ საგანს დავუწყე ძებნა, რომელსაც ჩეისის მაგივრობა უნდა  გაეწია
-აჰამ, გაბნევ..-მრავლისმეტყველი თვალები მომანათა და მაცდური ღიმილი შემაგება
-ხო ასეა, ერთი სიტყვით-ვცადე დალაგებულად განმეგრძო საუბარი-ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს შენში ორი ადამიანი ცხოვრობს, ერთი საოცრად თბილი და მოსიყვარულეა, მეორეს კი ამპარტავანი, ქედმაღალი, ჯიუტი, დაუმორჩილებელი ადამიანია, რომელმაც ჯავრისა და ბრაზის ნთხევის მეტი არაფერი იცის
-იცი..
-დამამთავრებინე გთხოვ-გაგრძელების საშუალება არ მიმიცია, მცირე ხნით გაგრძელებული სვლა შევანელე და ქვიშაზე ჩამოვჯექი, ჩეისიც რასაკვირველია გვერდით მომიჯდა და ყურადღებით განაგრძო ჩემი სმენა, ვგრძნობდი, რომ მისი მზერა ჩემსკენ იყო მომართული, მაგრამ მისთვის თვალის გასწორება არ მინდოდა, ამიტომ ჰორიზონტს გავცქეროდი და ისე ვსაუბრობდი-ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ამ თვისებების უმეტესობა მეც მახასიათებს და შენთან ურთიერთობა, თითქოს სარკის წინ დანახული ჩემი გაშიშვლებული სხეულია, რასაც ასე გავურბივარ და რაც იმავდროულად ასე მიჯაჭვავს-დავასრულე და მხოლოდ ახლაღა გავბედე მისთვის შემეხედა, ამჯერად თითქოს მდგომარეობა თანადროულად შევიცვალეთ: მე მას შევცქეროდი და მისგან პასუხს ველოდი, ის კი ჰორიზონტს გასცქეროდა და ფიქრობდა
-შეიძლება გავიგო რაზე ფიქრობ?-ამჯერად მე ვკითხე, როცა პასუხის ლოდინში სული ამომერთვა, ამ პასუხს კი ვერა და ვერ ვეღირსე
-იმაზე, რომ ასე გულახდილად ჩემთან არავის უსაუბრია
-და ეს კარგია თუ ცუდი?-ვკითხე ღიმილმორეულმა
-ჩემთვის კარგია-თვალები გამისწორა- მომწონს გულახდილი ადამიანები, ყველაზე კარგი კი ის არის, რომ შენი საუბარში ის დავიჭირე, რაც ამდენი ხანია ჩემს გონებაში მცირე დოზით გამონათებებს პოულობს და რისთვისაც ყურადღება აქამდე არ მიმიქცევია, უფრო სწორად კი ყურადღების მიქცევა არ მინდოდა, მთავარი კი .. უკაცრავად-ტელეფონის ზარმა საუბარი გააწყვეტინა-Hey buddy!
-…
-აჰამ
-..
-Cool!
-…
-Okay! Have a great time
-რა ლამაზია-როგორც კი ყურმილი დაკიდა შემომხედა, მე კი მზის ჩასვლისას ცაზე აღბეჭდილი სილამაზით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი და ძალიან მშვიდად ვცდილობდი ჩეისთან მის გაზიარებას
-მზის ჩასვლისთვის არასოდეს გიყურებია-მკითხა და მანაც ჰორიზონტს გახედა
-არა.. შენ?
-არც მე
-მოიცა როგორ ამბობენ ასეთ დროს? სურვილი უნდა ჩაიფიქროო არა?-ვთქვი და გამეცინა, ცალი ხელი მკლავზე მოვისვი და გვერდულად გავხდე ჩეისს, რომელიც არც კი განძრეულა
-ჰო, მგონი ასეა-ჩაეღიმა და შემომხედა-დღეს მგონი ზუსტად ვიცი რასაც ვინატრებ
-მართლა? მეც მაქვს სანუკვარი ოცნება
-იქნებ გამიმხილო-უფრო დაჟინებით დამაცქერდა
-სამწუხაროდ ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია
-სამწუხაროდ? ესე იგი გინდა ისაუბრო 
-ვინ დაგირეკა?-საუბრის სხვა თემაზე გადატანა ვცადე
-ლიამი იყო, მითხრა მე და მაილი სავახშმოდ რესტორანში მივდივართ და გვიანობამდე არ დავბრუნდებითო-ისევ მომაშორა მზერა
-ძალიან საყვარელი წყვილია, იმედია, თუმცა არა, ეს აღარასოდეს მოხდება-თავი მოწყენილმა გავაქნიე
-რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდ შინაგან ბრძოლას განიცდი, შეგიძლია მენდო და გულახდილად დამელაპარაკო-ხელი ხელზე მომკიდა და ჩემს რეაქციას დააკვირდა
-სალაპარაკო არც არაფერია-მისი ხელი მოვიშორე
-მემგონი ვიღაც გიყვარს და..
-სიყვარული!-ჩავიცინე და ხმამაღლა გავიმეორე-შენ რა იცი რა არის სიყვარული, ჩეის!-ისე ჩავილაპარაკე, რომ აშკარად ვაგრძნობინე ამ თემაზე საუბრის უფლება არ გაქვსთქო
-ჩემზე უკეთესად არავინ იცის რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე და მის გამო იტანჯებოდე
-ზუსტად ვიცი, რომ ტეილორზე საუბრობ და ისიც შემიძლია გითხრა, რომ ყველაზე ნაკლებად სწორედ შენს ტეილორის მიმართ გრძნობას ჰქვია სიყვარული-მეგონა ეს სიტყვები გულზე მოხვდებოდა და ამიტომ ვუთხარი, თუმცა რის მიღწევას ვცდილობდი არ ვიცი
-მაშინ შენ მითხარი, რა არის სიყვარული?-განაგრძო მცირე ხნის დუმილის შემდეგ-ან საერთოდ.. გყვარებია ოდესმე?
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა
-აი ხედავ?! შენ ამ თემაზე საუბარსაც კი გაურბიხარ
-და რა უნდა გითხრა?-თვალიდან ცრემლი ჩემდა უნებურად გადმოვარდა-რომ მთელი გრძნობით მიყვარდა ადამიანი, რომელმაც ამქვეყნად ყველაზე უბედურად მაქცია და ბედნიერების ყველა კარი დამიკეტა?-ფეხზე წამოვდექი და უაზროდ წავედი ერთი მიმართულებით. „რატომ დაიწყო ჩეისმა ამ თემაზე საუბარი? ან რატომ დავანებე ჩემს სულს ასე მოახლოეობოდა? რატომ მეგონა, რომ მას გულს ვატკენდი, მე კი ამ მცდელობის შემდეგ უვნებელი დავრჩებოდი?"-ამ კითხვებმა ჩემს თავში გამიზნული ხეტიალი დაიწყეს და ცრემლებს საშუალება მისცეს თავისუფლად ესეირნათ ჩემს სახეზე.
-I’m so so sorry-ჩეისი წამომეწია, ხელი მაჯაზე მომკიდა, მისკენ მიმატრიალა და ჩემი ცრემლების დანახვისას ძალიან ძლიერად ჩამიკრა გულში, ეს სიტყვები კი რამოდენიმეჯერ გაიმეორა და ასევე რამოდენიმეჯერ მაკოცა თავზე
-You okay now?-მკითხა, თვალებში ჩამხედა და ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია. საპასუხოდ თავი დავუქნიე, ღრმად ამოვისუნთქე, ჩეისმა კი ცრემლები მომწმინდა, სუბლზე მაკოცა, ხელი მხარზე გადამხვია და მითხრა:
-მგონი დროა სახლში დავბრუნდეთ, მალე წვიმა დაიწყება-მეც თავი დავუქნიე და ერთად დავადექით სახლისაკენ მიმავალ გზას.
ჩეისმა ქვევით დარჩენა არჩია და თხოვნის მიუხედავად ვუთხარი მირჩევნია ზევით ავიდე და დავისვენოთქო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დაძინებას ვერაფრით მოვახერხებდი.
დაახლოებით ნახევარი საათი ვიწრიალე საწოლში, მაგრამ არც ადგომა მდომებია.
რამდენიმე წუთში ჩემდა გასაოცრად ერთ-ერთი ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა ჩამესმა, თვალები გავახილე, ვიფიქრე ჩამძინებია და ალბათ მესიზმრებათქო, მაგრამ არა. მეც წამოვდექი და ისე, რომ ხალათიც არ გადამიცვამს ხმას გავყევი. საძინებლის კარი გამოვაღე და დერეფანში გავედი, სადაც სურნელოვანი სანთლების მთელი ბლიკი იყო გაკეთებული, მე მომღიმარი მივუყვებოდი ბილიკს და კიბეებზე ჩავედი, ბოლო საფეხურზე ჩეისი მელოდა
-You’re never alone!-მითხრა და ხელი გამომიწოდა, მეც ბოლომდე მივენდე, მოვეხვიე და სრულიად გაუაზრებლად შუა მისაღებში დავიწყე მასთან ერთად  ცეკვა


ვერ წარმოიდგენთ როგორ მინოდა თქვენთვის მადლობის გადახდა, წინა თავზე მგონი ყველაზე თბილი კომენტარები დამხვდა და ძალიან მომინდა ეს თავი ყველა თქვენგანისთვის მეჩუქებინა და ასეც არის, მაგრამ მინდა რამდენიმე კომენტარი გამოვყო, მათ შორის დიანა♥-შენი კომენტარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, mariko01-შენს კომენტარებზე აღარაფერს ვიტყვი, საოცრად პოზიტიური ადამიანი ხარ და ძალიან შემაყვარე თავი. MissBarnes-მშვენივარდ იცი, რომ book-ის დივად მიგიჩნევ და შენი კომენტარის წაკიტხვა წინა თავზე იყო boom :d მადლობა ამისთვის. KoreanPrincess, mariaroxie, Irinka, PrettyLitlleLiar, mari-miley-არ მინდა ვინმე გამომრჩეს ხო დაკიდევ ჩემი ახალი მკითხველი wonderland-ყველას დიდი მადლობა და იმედია ეს თავიც მოგეწონათ.
კიდევ მინდა ერთი მკითხველი გამოვყო: ♥♥♥Mariam_Bieber♥♥♥-რომელმაც მხოლოდ ერთ თავზე დააკომენტარა და მითხრა, რომ ჩემი მოთხრობის ერთგული მკითხველია და არ დაკომენტარების მიზეზი ის არის, რომ სხვისი პროფილითაა, მადლობა მარიამ პმ-სთვის და იმისთვის, რომ მოგწონს და კითხულობ მოთხრობას <3
 ჩემი აზრით ყველაზე რომანტიკული იყო მოთხრობის ისტორიის მანძილზე :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 852 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-05-20 Spam
dzalian dzalian dzalian maagria :)))))