მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 18 » Just The Way You Are. Part=18=
12:48 PM
Just The Way You Are. Part=18=
Just The Way You Are. Part =18=
 







-აჰამ!-თვალები გამომაყოლა და მომღიმარი სახით შეაღო საძინებლის კარი, მეც ჩემს ოთახში შევედი, ძალიან ვფრთხილობდი ჩეისი არ გამეღვიძებინა, ამიტომ ნელა გამოვიცვალე და ძალიან ფრთხოლად მივუწექი გვერდით. ჩემი ჩაწოლისთანავე მძინარე ჩეისი ჩემსკენ მობრუნდა და ხელი მუცელზე გადამხვია, თავიდან ვცადე მომეშორებინა, მაგრამ როგორც კი შევეხე უფრო მეტად მომეკრო, ამიტომ მეც თავი დავანებე, თავი მკერდზე მივადე და დაღლილ-დაქანცულს სწრაფადვე ჩამეძინა.

-It’s time for breakfast!-ჩამესმა ნახევრად მძინარეს და მხარზე შეხება ვიგრძენი, როგორც ჩანს ჩეისს უკვე გაეღვიძნა და ჩემი ტკბილი ძილის ყურება ვეღარ შეძლო
-Go away!-ჩავილაპარაკე საპასუხოდ, გულდაღმა დავწექი და თავი ბალიშში ჩავრგე, ჩეისსაც არაფერი უთქვამს და როგორც კი ნაბიჯების ხმა მიწყდა მეც მშვიდად განვაგრძე ძილი.
ალბათ დიდხანს მეძინა, რადგან არც მზის სხივებს შევუწუხებივარ, რომლის მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით უკვე დიდი ხანია დამნათოდა, არც დანარჩენების ნაბიჯებისა თუ საუბრის ხმას.
გამოღვიძების შემდეგ დიდხანს ვიწრიალე საწოლში, რადგან ადგომა ძალიან მეზარებოდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა და ბოლოს და ბოლოს თავი ვაიძულე სააბაზანოში შევსულიყავი.
შხაპი ძალიან ნელა მივიღე, თმები გადავივარცხნე, დიდხანს ვეძებდი სარაფანს, რომელიც თურმე ცხვირწინ მედო და ზოზინ-ზოზინით ჩაცმის შემდეგ ასევე უღიმღამოდ და წაშლილი სახით ჩავედი ქვევით
-დილამშვიდობისა მაილი!-მაილი მისაღებში სავარძელში მოკალათებულიყო და ტელევიზორს უყურებდა
-მგონი დღე მშვიდობისა უნდა გეთქვა-გაეცინა-მალე 3 გახდება
-არ მჯერა, რომ ამდენი ხანი მეძინა-მაილის მზერას გავაყოლე თვალი და კედლის საათს დავხედე
-ხდება ხოლმე, ჯობია სასადილოდ წავიდეთ-სამზარეულოსკენ აიღო გეზი, მეც დივანში მოკალათებული იძულებული გავხდი გავყოლოდი, თან ძალიან მშიოდა რადგან წუხანდელი ამბების შემდეგ ჭამის თავი ნამდვილად არ მქონია და თითქმის მთელი დღე-ღამის უჭმელი ვიყავი
-შენ დიდი ხანია გღვიძავს?-პირგამოტენილმა ვკითხე
-ცხრიდან ფეხზე ვარ-იგივე მდგომარეობაში მიპასუხა
-რატომ არ გამაღვიძე? და დიდი ხანია მარტო ხარ? დანარჩენები სად არიან?
-ლიამი გადაღებებზეა, ჩეისიც მას გაჰყვა-ცოტა ხანი არაფერი გვითქვამს, სადილობას მოვრჩით, მაგიდა ავალაგეთ, ჭურჭელი გავრეცხეთ და მისაღებში გავედით
-მაილი მოდემი სად არის?-ვკითხე, როცა ჟურნალების მაგიდაზე ლეპტოპი დავინახე
-ნახე იქ უნდა იდოს-თითით კიბეების გვერდით მდგარ ტუმბოზე მიმითითა, თვითონ კი პულტით ხელში მოკალათდა სავარძელში და საინტერესო გადაცემის შერჩევას შეუდგა.
მოდემი იქ იდო, სადაც მაილიმ მიმითითა, ლეპტოპი ჩავრთე და ფეისბუქზე და ტვიტერზე შევედი
-მგონი ჩეისის ცოლობა ზედმეტ თავსატეხთან ასოცირდება-გაოცებული ვათვალიერებდი უამრავ პაპარაცულ ფოტოებს, რომლებიც ჯერ ფილმის პრემიერაზე, აfთერ ფართიზე, შემდეგ სასტუმროში შესვლისა და გამოსვლის დროს და აეროპორტში იყო გადაღებული
-ეს რა არის?-გაეღიმა მაილის-გაგიჟებულები არიან შენზე ბევრი რამ რომ არ იციან, ჯერ ჭორები აგორდება ბოროტი ენების მიერ, მერე სკანდალი და გაგრძელებას ნუღარ მომთხოვ სასაუბროდაც საშინელებად მიმაჩნია
-იმედია ასე არ მოხდება, მშვიდი და უშფოთველი ცხოვრების შემდეგ სამყაროს ქაოსში მოხვედრას ნამდვილად არ ვაპირებ
-სამწუხაროდ ჩვენ არაფერს ვირჩევთ
-ეჰ!-ამოვიოხრე და ფოტოების თვალიერება დავიწყე, თუ სამი დღის წინ მე და ჩეისს წაშლილი სახეები გვქონდა, სასტუმროდან უკანასკნელი გამოსვლისას ორივეს გაბრწყინებული თვალები გვქონდა, რისი შემჩნევაც არ გამჭირვებია, მაგრამ რაღაც უცნაურმა გრძნობამ გული შემიკუმშა.. თითქოს მუცელში პეპლების ფრენა ვიგრძენი და სანამ ეს ჩემთვის საყვარელი არსებები შემძულდებოდა იმ შემთხვევაში, თუ  მთელს არსებაში გაბატონების საშუალებას მივცემდი, გადავწყვიტე თავიდან დროზე მომეშორებინა, ლეპტოპი სწრაფად დავხურე და მაილის გვერდით მივუჯექი, თავი მუხლებზე დავადე და ტახტზე პირაღმა გავწექი
-მგონი ერთ გოგონას სიყვარულის ჭია უღრღნის გულს-მაილი თავზე მიმეფერა
-ამ გოგონას ჭიებზე ალერგია აქვს
-საბედნიეროდ ეს ალერგია ჩვეულებრივს არ ჰგავს
-საბედნიეროდ?!-შეუწებულმა შევხედე-შენ რა გინდა ამ გრძნობამ დამტანჯოს?
-ვინ თქვა რომ უნდა დაიტანჯო?
-ეს ხომ აშკარაა: სულელ გოგონას ჭკვიანი ბიჭი უყვარდება, იმ ჭკვიანს კიდევ თავისზე უფრო ჭკვიანი გოგო უყვარს, სინამდვილეში კი ყველა უბედური რჩება იმ მთავარი ჭკვიანის გარდა, რომელიც დანარჩენებს დატანჯავს
-არ ვიცი შენი სამყაროდან როგორ ჩანს, მაგრამ გეტყვი როგორი ხედია ჩემთან: მომხიბვლელ, ჭკვიან და კეთილშობილ გოგონას უყვარდება ჭკვიანი, სიმპატიური, მაგრამ ცხოვრებისაგან ძალიან დატანჯული ბიჭი, რომელსაც უიმედოდ უყვარს მისი ტანჯვის მიზეზი, თუმცა ამ პირველთან ურთიერთობისას აცნობიერებს, რომ რასაც ადრე გრძნობდა სხვა არაფერი იყო, თუ არა მაზოხიზმი საკუთარი თავისადმი, ის სიყვარულს სწავლობს და თუმცა ორივე შეყვარებული გრძნობებთან შებრძოლებას ცდილობს, ამას ვერ ახერხებს და გამოაშკარავების შემდეგ უკუნისამდე ბედნიერები რჩებიან
-ზემდეტად ოპტიმისტი ხარ, მაგრამ არ დავუშვებ დავიტანჯო იმ ადამიანის გამო, ვინც არასოდეს შემომხედავს სერიოზულად
-ისევ ცდები, ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ ჩეისმა შეგამჩნია და თან სერიოზულადაც და მეორე, შენ უკვე ამ გრძნობასთან ბრძოლა აღარ შეგიძლია, ის აქაც არის-გულზე დამადო ხელი-და მალე აქაც მოიკიდებს ფესვებს-ამჯერად შუბლზე საჩვენებელი თითი მიმადო
-Hey Ladies!
-კარებში ლიამი შემოვიდა და მალე ჩეისიც თან შემოჰყვა, წუხანდელი ინციდენტის შემდეგ მე და მაილი მართლა გულით ვჯავრობდით ჩეისსა და ლიამზე და თუ მათ გამოჩენამდე ეს სერიოზულად არც გაგვხსენებია, როგორც კი დავინახეთ ჩვენი გაბრაზება იმაში გამოვხატეთ, რომ არ მივსალმებივართ და ნორმალურად შეხედვის ღირსადაც არ ჩაგვიგდია
-ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა-განაგრძო ლიამმა და წინ წამოიწია-ამიტომაც გადავწყვიტე ბოდიში ასე მოგიხადო-ნამდვილი მეცხრამეტე საუკუნის არისტოკრატის მოძრაობით მუხლი მოიყარა და სასაჩუქრე პარკი გაუწოდა, მაილიმ ჯერ მე შემომხედა ეშმაკურად მოცინარი თვალებით, სახის მკაცრი გამომეტყველება კი არ შეუცვლია, შემდეგ საჩუქარი ამოიღო და როცა ძალიან სადა და საყვარელი სამაჯური ნახა თითქოს ოდნავ მოლბა, მაგრამ მერე გამოაცხადა:
-თუ გგონია საჩუქრებით მომისყიდი ძალიან ცდები

-გულსაკიდი ყუთში ჩადო, დაუბრუნა და ფეხზე წამოდგა, მე გვერდი ვკარი, თითქოს ვსაყვედურობდი როგორ შეგიძლია არ აპატიოთქო, მაგრამ როცა უეცრად მომიბრუნდა და ლიამისა და ჩეისისაგან ზურგით მდგარმა თვალი ჩამიკრა მეც დავანებე წასულიყო და როცა კიბეები აირბინა ლიამს ვანიშნე გაყოლოდა, მე კი იმედმიცემული ლიამის ჩქარ ნაბიჯებს ვადევნებდი თვალს, შემდეგ პულტი ავიღე და უაზროდ დავიწყე არხიდან-არხზე გადართვა
-მგონი კიდევ ვიღაცას აქვს ბოდიში მოსახდელი-წამოიწყო ჩეისმა
-შენ კიდევ აქ ხარ?-ალმაცერად ავხედე და ჩემი „საქმიანობა" განვაგრძე
-ჩავთვლი, რომ არაფერი გითქვამს-მგონი ეს სიტყვები უფრო თავის შესაგულიანებლად და მოთმინების შესანარჩუნებლად წარმოთქვა
-მგონი საერთოდ ჯობია წახვიდე
-მგონი მართალი ხარ! შენთან მთელი დღით დარჩენას ეგ ნამდვილად ჯობია-ამ სიტყვებმა გული საშინლად დამწყვიტა, ვერ ვიჯერებდი რომ ასე მალე დანებდა."აი შენი შეყვარებული ჩეისი" გავიფიქრე ჩემთვის, ჩეისი კი კიბეებისკენ დაიძრა-მაგრამ მანამდე ამის მოცემა მინდა.. ისე ყოველი შემთხვევისთვის-ჩემდა გასაოცრად უკან მობრუნდა, სასაჩუქრე ყუთი ჯიბიდან ამოიღო, გამომიწოდა და თავდაპირველად აღებულ მიმართულებას დაადგა.
ყუთი გავხსენი და გულის ფორმის გულსაკიდი ამოვიღე, რამაც სახეზე ღიმილი მომგვარა
-ჩვენ შეყვარებულები არ ვართ, არ იყავი ვალდებული რაიმე გეჩუქნა
-მართალი ხარ! ჩვენ შეყვარებულები არ ვართ, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ-ჩეისი კიბის პირველივე საფეხურზე შედგა
-ცოლ-ქმარი!-გავიმეორე და გამეცინა, ხელში  კი სასაჩუქრე ყუთი ავათამაშე
-მგონი ჩაღიმება, თუნდაც ცინიკური ნიშნავს რომ მაპატიე-ჩემსკენ მოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა
-არასოდეს ხარ და იქნები ვალდებული რამეში დამეხმარო, შესაბამისად არც საპატიებელია რამე
-დასკვნა მომეწონა, მაგრამ თეზისი საშინლად ჟღერს-ისევ ტახტისკენ წამოვიდა-წამოდი სანაპიროზე გავისეირნოთ
-ხასიათზე არ ვარ! მგონი ჯობია აქ დავრჩე და უხასიათობა არ გადმოგდო
-კარგი რა..-ხელი მომკიდა და წამომაყენა
-კარგი, მაგრამ გამოვიცვლი
-არ გინდა, ასეც მშვენივრად გამოიყურები-წელზე ხელი მომკიდა და კარებისკენ გამიძღვა.
სანაპირო რამდენიმე მეტრში იყო, ამიტომ ფეხით დავადექით გზას
-მშვენიერი ამინდია არა?-ჩეისმა სიჩუმის დარღვევა სცადა
-აჰა
-შეგიძლია მითხრა რაზე ფიქრობ?
-შენზე-დიდხანს არც მიფიქრია ისე ვუპასუხე



აბა როგორ მოგვეწონაო ეს თავიო :დ
დღეს დადებას არ ვაპირებდი, მაგრამ თქვენმა კომენტარებმა ისე შემაგულიანეს, რომ გადავწყვიტე დამედო.
წინა თავს რაც შეეხება, სულ დამავიწყდა მიმეწერა, რომ mariko01-მა მომწერა დადებას აღარ აირებო? ხოდა ერთ-ერთი მიზეზი გუშინ რომ დავდე მარიკო იყო :დ
ეს თავი ჩემს ერთგულ მკითხველსა და სასიამოვნო კომენტარების ავტორს Silly-Girl♥-ს, მადლობა რომ მიკომენტარებ და საერთოდ ყველა ერთგულ მკითხველს დიდი მადლობა, თქვენს გარეშე ყველანაირი სტიმული დამეკარგებოდა <3
თუ ამ თავზეც გამახარებთ კომენტარებით ამაღამ თუ არა ხვალისთვის მაინც დავდებ შემდეგს :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1051 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-05-19 Spam
Vaime dzalian sayvareli tavi iyo momemwonaaa <3
didi madloba rom me momidzgveni es tavi <3
dzalian momwons male gaagdzele <3