მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 17 » Just The Way you Are. Part=17=
5:24 PM
Just The Way you Are. Part=17=
Just The Way You Are. Part =17=
 






-მოიცა არ მეხუმრები?-საპასუხოდ მხოლოდ თავი გააქნია-ჩეის!-გაღიმებული სახით გავიქეცი მისკენ, ისიც ფეხზე წამოდგა, გაშლილი ხელები კისერზე მოვხვიე, მან კი ხელები წელზე მომაჭდო და დამატრიალა-ვგიჟდები შენზე ჩეის-ლოყაზე ვაკოცე და კიდევ ერთხელ ძლიერად მივეხუტე
-Okay! მგონი ბარგი  დროზე უნდა ჩავალაგო არა?-ვუთხარი, როცა უკანასკნელი ჩახუტების შემდეგ ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და მივხვდი სიხარულის გამოხატვისას ოდნავ გადავაჭარბე
-ოღონდ ცოტა იჩქარე თორემ დავაგვიანებთ-მომშორდა და ჩემოდანი დახურა, მეც რაც შემეძლო ავჩქარდი და დაახლოებით 10 წუთში უკვე ჩემოდნით ხელში მის გვერდით მივუყვებოდი სასტუმროს დერეფანს
-ჩეის, შეიძლება ნიკსა და მისის ელისაბედს დავემშვიდობო? სულ 5 წუთით-როცა ლიფტს მივუახლოვდით მუდარით სავსე თვალებით ავხედე 
-ქვემოთ დაგელოდები-მითხრა მშრალად და ლიფტში შევიდა, მე ორი სართულით ქვევით გამოვედი, ჩეისი კი ქვევით უნდა დამლოდებოდა
-ბლეიქ?-კარები გაოცებულმა ნიკმა გამიღო
-ვიცი ჩემი ატანა გიჭირს ეჭვიანო შვილიშვილო, მაგრამ დასამშვიდობებლად ამოვედი
-დასამშვიდობებლად? და სად მიდიხარ?-კარებს მიეყრდნო
-ჩეისმა სიურპრიზი მომიწყო: მაიმამიში მივფრინავთ-გამოვაცხადე დიდის ამბით-ვიცი რომ უჩემოდ ძალიან გაგიჭირდება და ძალიან მოგენატრები..
-ვაიმე რა მოუსვენარი ხარ-გაიცინა ნიკმა-მართლა ძალიან მომენატრები-შუბლზე მაკოცა და გულში ჩამიკრა
-ემილის ალბათ მართლა არ გაუხარდება ჩემი დანახვა და ამიტომ ჯობია ჩემს ნაცვლად ახარო, რომ მივდივარ
-ბლეიქ!-თვალები დამიქაჩა ნიკმა, მაგრამ მალევე ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-კარგი, კარგი, ვიცი რომ შენი შეყვარებულია და ბლა ბლა ბლა-ხელები მაღლა ავწიე
-შენ არ შეიცვლები რაა-თავზე ხელი გადამისვა ისე, როგორც უფროსები გადაუსვამენ ხოლმე პატარა ცელქ ბავშვებს, მაგრამ ახლა მართლა ვგრძნობდი ბედნიერების მსგავს გრძნობას და მზად ვიყავი მებავშვა, გავგიჟებულიყავი, ოღონდ ეს გრძნობა დიდხანს შემენარჩუნებინა
-ხო ისე ბებოსთან-ამ სიტყვას ხაზი გავუსვი-დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ ალბათ უკვე ეძინება და..
-დამიჯერე გამოუმშვიდობებლად რომ წახვიდე ძალიან ეწყინება-მე არც დამლოდებია ისე ბებიამისის ნომერში დარეკა, კარებში კი მისის ელისაბედი სულ რამდენიმე წამში გამოჩნდა
-ბლეიქ, ნიკ?! მოხდა რამე?
-ცუდი არაფერი-გავუღიმე-ამაღამ მე და ჩეისი მაიამიში მივდივართ და დასამშვიდობებლად მოვედი-გადავეხვიე-ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა, იმედია ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს
-დამელოდე საყვარელო-კარებში გაუჩინარდა, მე და ნიკმა გაოცებით გადავხედეთ ერთმანეთს, მაგრამ მალე ისევ გამოჩნდა-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, მართალია სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ არავინ იცის რა გველის, ამიტომ თუ ოდესმე ბრიტანეთში მოგიწია ცასვლამ იცოდე, რომ ლონდონის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე ადამიანი გელოდება, რომელიც მოუთმენლად დაგელოდება-მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა თვალზე და ისე ძლიერა გადავეხვიე, რომ აშკარად ვაგრძნობინე რამდენს ნიშნავდა ჩემთვის
-აუცილებლად ჩამოვალ, გპირდებით-მისის ელისაბედი ოთახში შევიდა ნიკმა კი ლიფტამდე მიმაცილა
-დარწმუნებული ხარ დერეფნამდე რომ მშვიდობით ჩახვალ
-ჰაჰა-ენა გამოვუყავი
-ხო მართლა-ჯიბიდან ბარათი ამოაძვრინა-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, შეგიძლია მეც მინახულო, ან ტელეფონით მაინც მომიკითხო
-აჰა ჩემი-ერთმანეთში სავიზიტო ბარათები გავცვალეთ, გადავეხვიეთ და საბოლოოდ როგორც იქნა ქვევით ჩასვლაც მოვახერხე
-ცოტაც და შენს ჩამოსაყვანად მოვდიოდი
-I’m sorry-ვუპასუხე სწრაფად და უკან გავყევი
-ავტომობილი კომპანიას დავუბრუნე, ამიტომ ტაქსით მოგვიწევს წასვლა-გაჩერებული ტაქსის კარი გამომიღო, რომელშიც ბარგის ჩადება უკვე მოესწრო და თვითონაც გვერდით მომიჯდა
დაახლოებით ნახევარ საათში უკვე აეროპორტში ვიყავით და რეგისტრაციის გავლას ველოდით, მთელი ამ დროის განმავლობაში კი ხმა არც ერტს არ ამოგვიღია, მაგრამ იშვიათად მისკენ გამირბოდა თვალები, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩეისი ჩემს მიმართ ასე შეიცვალა და თუ გაცნობის დღიდან ერთმანეთთან ჩხუბის მეტს არაფერს ვაკეთებდით, ახლა საუკეთესო მეგობრები, ან შეყვარებული წყვილი თუ არა ერთმანეთის მიმართ ნეიტრალური დამოკედებულების მქონენი მაინც ვიყავით.
როგორც იქნა რეგისტრაცია მალე დაიწყო, ჩასხდომამდე დროის მსვლელობისთვის არც მიმიქცევია ყურადღება, ხოლო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ხმელეთის ზედაპირს მოსწყდა მალევე ჩამეძინა
-ბლეიქ! თვითმფრინავი მალე დაეშვება-ჩამჩურჩულა ჩეისმა, მეც დიდი ხანი არ დამჭირვებია თვალები მალე გავახილე და 10-15 წუთში აეროპორტის გასასვლელში მივაბიჯებდით
ტაქსების სადგომი იქვე იყო, ამიტომ ძალიან სწრაფად დავადექით ლიამის სახლისკენ მიმავალ გზას, რომელშიც ლიამი და მაილი ალბათ უკვე კომფორტულად გრძნობდნენ თავს.
-მოვედით-ტაქსი უზარმაზარი სანაპირო სახლის წინ გაჩერდა
-Wow! ეს ლიამის სახლია?
-აჰამ.. შემოსვლას აღარ აპირებ?-ტაქსი უკანა გზას დაადგა, ჩეისი კი თეთრი ქვებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგა, მეც უკან ავედევნე
-ალბათ უკვე ეძინებათ-სასხვათაშორისოდ ვთქვი სანამ შესასვლელ კარებს მივუახლოვდებოდით და თან სახლს გარედან ვათვალიერებდი. 
ჩეისმა უპასუხოდ ამოიღო გასაღები და გადაატრიალა:
-ლიამს ვუთხარი, რომ ამაღამ ჩამოვიდოდით, მაგრამ ვთხოვე მაილისთვის არ ეთქვა, ხომ იცი "Girl’s thing”-გვერდულად გაიღიმა, მეც კმაყოფილმა გადავდე მის მხარზე თავი და პირდაპირ სახლში შევედი
-This way-საითკენაც ლიამის ხმა გავიგე იქითკენ წავედი და გადავეხვიე
-Nice to see you so soon
-Nice to me too... Hey buddy!-ჩეისისკენ წავიდა და ჩემოდნების შემოტანაში დაეხმარა
-მაილის ალბათ ძინავს..-ვთქვი უკმაყოფილოდ
-აქ ვინმემ ჩემი სახელი ახსენა?
-კიბეებზე მაილიმ ჩამოირბინა, მეც მისკენ წავედი და დიდი ხნის უნახავებივით დიდხანს ველოდით ერთმანეთს-I’m glad you’re here-კიდევ ერთხელ მაკოცა
-მგონი ჩემი არსებობა ავიწყდებათ!!-ჩეისმა თავი უკმაყოფილომ გააქნია და მაილის ლოყა მიუშვირა, თან ოდნავი სასაცილო ქედმაღლობაც არ დავიწყნია
-ჩემს უფროს ძამიკოს რა დამავიწყებდა-მაილი კისერზე ჩამოეკიდა და დიდხანს ეხუტებოდა
-წარმომიდგენია რა მოხდება, როცა დიდი ხნით მოგიწევთ დაშორება-ლიამმა საკამათო ემის შემოგდება გადაწყვიტა
-ენამ არ გიყივლოს-მაილიმ სიცილით გაჰკრა გვერდი, მისი ხელი წელზე შემოიხვია და ლოყაზე აკოცა-ხო მართლა არ გშიათ?-გვკითხა უცებ მაილიმ
-ჩვეულებრივ ღამის 2-ზე არ ვჭამ ხოლმე, მაგრამ მე და ბლეიქს არ გვივახშმია და თუ არ დაიზარებთ და..
-როგორც ყოველთვის?-გაუღიმა მაილიმ
-როგორც ყოველთვის-თავი დაუკრა ჩეისმაც
-ბლეიქ თუ ძალიან დაღლილი არ ხარ დამეხმარე-ხელმკლავი გამომდო და სამზარეულოსკენ გამიძღვა
-სხვა რა გზა მაქვს-ისე ვუთხარი თითქოს მეზარებოდა, სინამდვილეში კი ამის თხოვნა არც სჭირდებოდა, რასაც თავიდანვე მიმიხვდა და გამიღიმა
-ვაიმე, მაცივარში საჭირო ინგრედიენტები არ მაქვს, მგონი ჩეისს სენდვიჩით დაკმაყოფილება მოუწევს
-სენდვიჩსაც სიამოვნებით შეექცევა ხოლმე საუზმედ-მაილის ინგრედიენტების გადმოლაგებაში დავეხმარე და 5-10 წუთში უკვე ჩვენი სახელდახელოდ მომზადებული სენდვიჩი მზად იყო
-Guys! It’s ready!-გასძახა მაილიმ და უკან შემობრუნდა, რა დროსაც მაგიდაზე კეტჩუპი იპოვა და მაცივარში შესადებად წამოვიდა, თუმცა ფეხი დაუცდა და იმ დროის განმავლობაში სანამ მის შემაგრებას ვცდილობდი ლამის ნახევარი მასა ზედ გადამესხა
-Oh shit!-მაისურზე ხელი მოვისვი
-I’m so so sorry Blake!-მაილიმ დამნაშავის სახე მიიღო, თუმცა გამომეტყველება მალევე შეეცვალა-Or actually not so sorry-მაგიდაზე დადგმული ნახევრად ცარიელი კეჩუპი გადმოაყირავა, მეც ხელი დავუჭირე და კეტჩუპის მასა მისკენ მივმართე
-Wow Wow-ხელებაწეული ჩეისი და ლიამი გაოგნებულნი შემოვიდნენ სამზარეულოში, მე და მაილიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ორივეს გაგვეცინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ..
-იმედია...-ჩეისი და ლიამი სასწრაფოდ შებრუნდნენ, მაგრამ დიდ ხანს არც ჩვენ გვიცდია, მაილი ნახევრად ცარიელი კეტჩუპის ბოთლით, მე კი მაცივრიდან სასწრაფოდ გამოტანილი ახალი „წითელი კოშმარით" დავედევნე, მაილის უკვე მოესწრო ლიამისთვის წამოწევა, მე შორი მანძილიდანვე შევძელო ჩეისი დამესვარა, მაგრამ როცა უკვე გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა უკან მობრუნდა, ხელი დამიჭირა და დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ წამართვა, გადმოაპირქვავა და მთელი ეს წითელი მასა თმებში შემაზილა
-ოღონდ თმა არა, ჩეის!-დასხლტომა ვცადე, მაგრამ ძალიან გვიანი იყო, საბოლოოდ ერთმანეთის პირისპირ „საოცრად მოწესრიგებულები" სიცილს ვეღარ ვიკავებდით და ლამის იატაკზე ვიყავით გაშხლართულები, თუმცა გონზე მოსვლისთანავე მთელი კოშმარი დაიწყო, მისაღები და სამზარეულო საშინელ დღეში იყო..
-ვინც წამოიწყო იმან დაალაგოს!-ჩეისი კიბეებს აუყვა და თავის დაძვრენა სცადა
-Chace! don't do that!-მიაძახა მაილიმ
-მგონი დროა მეც დაგტოვოთ, ჩეისს დაუჯერეთ-საჩვენებელი თიტი დაგვიქნია და ჩეისს გაეკიდა
-ლიამ შენც??!!-მეგონა ამის გაგონებისას მოლბებოდა და დაგვეხმარებოდა, მაგრამ შევცდი, საპასუხოდ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და უკანმოუხედავად განაგრძო გზა
-That’s the real side of our guys!-წამოდგა მაილი
-მგონი ჯობია ჯერ თვითონ მოვწესრიგდეთ-ხელი თმაზე მოვისვი და სასწრაფოდ შხაპის ქვეშ შესვლა გადავწყვოტე
-მგონი მართლა ასე ჯობია-მომღიმარმა დამიქნია თავი და ერთად დავადექით კიბეებს.
სააბაზანოში შესვლამდე ლოდინმა მომიწია, ჯერ იმიტომ, რომ ჩემს, უფრო სწორად ჩემსა და ჩეისის ოთახში შხაპს ჩეისი იღებდა, რადგან მაილის შემტხვევაშიც იგივე მდგომარეობა იყო, ამიტომ მაილი სტუმრისათვის განკუთვნილი ოთახის სააბაზანოში იღებდა აბაზანას, რომელშიც შესვლა ჩეისის რჩევისამებრ გადავწყვიტე, თუმცა გადავწყვიტე მაილისთვის მეცლია და ფეხზე მდგარი, იმის შიშით საძინებელშიც არ დავსვაროთქო რამე ჩეისს დავუწყე ცდა, რომელიც მგონი ჩემს ჯინაზე ძალიან დიდხანს არ გამოსულა, მეც კარების გაღებისთანავე სააბაზანოში შევვარდი
-სავარცხელი შიგნით დამრჩა-მოიმიზეზა ჩეისმა, მაგრამ კარები ცხვირწინ მივუჯახუნე
-Oho! So mad??-მისი ირონიული სიცილი ნერვებზე მშლიდა, მაგრამ მთელს ამ ამბავში ჩემი და მაილის ოინბაზობის წყალობით გავეხვიეთ, ამიტომ საყვედურის თქმის უფლებაც არ მქონდა, დაახლოებიტ 1 საათი ვიბანდი, თმაზე შამპუნი 6-ჯერ მაინც წავისვი და საბოლოოდ როგორც იქნა გამოვედი, ჩეისს უკვე ჩასძინებოდა, მეც პირდაპირ ქვევით ჩავედი
-უკვე აქ ხარ?-ვკითხე მაილის, რომელსაც სამზარეულოს დასაუფთავება დაეწყო
-მეც ახლახან ჩამოვედი-მიპასუხა და თავისი საქმე განაგრძო, რადგან გულწრფელად სალაპარაკოდ უკვე თითქმის 3 დღე არ მენახა და ამ დროის განმავლობაში კი ჩემსა და ჩეისს შორის ბევრი რამ მოხდა, ამიტომ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი აfთერ ფართის ღამის შემდეგ, მხოლოდ ჩეისის მიერ გაწნული სილის ამბავი დავმალე არა იმიტომ, რომ არ ვენდობოდი, უბრალოდ არ მინდოდა მის საუკეთესო მეგობარზე ჩემს გამო გაბრაზებულიყო, ან მასზე წარმოდგენა შეცვლოდა, ისიც პირდაღებული მისმენდა და თავის აღფრთოვანებას არ მალავდა
-შენ კი მიმეორებ მის მიმართ არაფერს ვგრძნობო!-მითხრა, როცა დაქანცულები ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოს შემდეგ დასაძინებლად ავდიოდით
-მაილი! მართლა ასეა!-თვალები დავუქაჩე
-აჰამ! თვალები გამომაყოლა და მომღიმარი სახით შეაღო საძინებლის კარი, მეც ჩემს ოთახში შევედი, ძალიან ვფრთხილობდი ჩეისი არ გამეღვიძებინა, ამიტომ ნელა გამოვიცვალე და ძალიან ფრთხოლად მივუწექი გვერდით. ჩემი ჩაწოლისთანავე მძინარე ჩეისი ჩემსკენ მობრუნდა და ხელი მუცელზე გადამხვია, თავიდან ვცადე მომეშორებინა, მაგრამ როგორც კი შევეხე უფრო მეტად მომეკრო, ამიტომ მეც თავი დავანებე, თავი მკერდზე მივადე და დაღლილ-დაქანცულს სწრაფადვე ჩამეძინა...


 
პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში ამდენი ხანი რომ ვერ დავდე, მაგრამ მთელი კვირა გამოცდები მქონდა და იმედია გამიგებთ..
წინა თავზე კომენტარებით ძალიან გამახარეთ და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით მე შეგპირდით, რომ თითოეულ თქვენგანს ერ თავს მაინც გაჩუქებდით და რომ დავფიქრდი არის ადამიანი, რომელიც ამ მოთხრობას აქტიურად კითხულობს და აკომენტარებს, მისთვის კი არც ერთი თავი არ მიჩუქნია, ჰოდა ეს თავი შენ mariaroxie-დიდი მადლობა, რომ მოთხრობის ერთგული მკითხველი ხარ :*
შემდეგ თავს აქედანვე ვიცი ვის მივუძღვნი, თუნდაც ამ თავზე არ დააკომენტოს.
და კარგი დროსია, მაგრამ მაინც: იმედია მოგეწონათ :დ :*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 745 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 171 2 »
2013-05-18 Spam
dzaaaalian dzalian momewona!!! male gaagrdzele <3
da gamocdebze warmatebebi ^______^