მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » Just The Way You Are. Part=16=
11:17 PM
Just The Way You Are. Part=16=
Just The Way You Are. Part=16=
for sofi (Sofi Samkharadze)
book-ის ყველა მომხმარებელმა შემოიხედეთ
 


http://24.media.tumblr.com/tumblr_m3pblajuUM1rp4duqo1_250.gifhttp://25.media.tumblr.com/tumblr_m3pblajuUM1rp4duqo2_250.gif

-იდიოტო!-ხელი მსუბუქად დავარტყი მკერდზე, თუმცა უკვე გვიან იყო, მე კედელთან ვიდექი, ჩეისს კი ჩემთვის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული, ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით, ძალიან ახლოს ვიდექით ერთმანეთთან და ჩვენი ტუჩები გაუანალიზებლად უახლოვდებოდა ერთმანეთს
-მხოლოდ მეგობრები-ძლივს გასაგონად წავიჩურჩულე, ხელი მკერდზე მივადი და მისი მოშორება ვცადე
-მხოლოდ მეგობრები-გაიმეორა, სწრაფად მომშორდა და იქვე გაწვა
-ჩეის, ნუ იბუტები
-მე ვიბუტები? ბავშვები კი არ ვარ-გულზე ხელები დაიკრიფა
-ტანსაცმლით წევხარ აბაზანაში, ისევ სიცხეს მოგცემს და ჯობია ადგე-ხელი ხელზე მოვკიდე და წამოყენება ვცადე-აუ-დავიკივლე სანამ ხელით მისკენ მიმიზიდავდა და ძალიან სწრაფი და მარტივი მოძრაობით მის კალთაში აღმოვჩნდი, რამდენადაც ეს იმ პირობებში იყო შესაძლებელი, თუმცა წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, თავი მკერდზე დავადე და და ასე გაუნძრევლად ვიყავით სანამ ჩემი თმებით თამაშობდა
-უნდა გამოვიცვალო და ნორმალურად მივიღო შხაპი-ორაზროვნად ვუთხარი
-Than go ahead-იყო პასუხი
-Chace just stand up okay?-ფერდში ვუთავაზე
-Okay! Okay!-სიცილით წამოდგა და სარკესთან მივიდა, შემდეგ სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი, პირსახოცი შემოიხვია და საძინებელში გავიდა
-რა შტერია-წარმოვთქვი ხმამაღლა
-You know I can hear
-You know I don’t care-ენა გამოვუყავი, კარები გადავკეტე, შხაპი ჩემს გემოზე მივიღე და ასპარეზი ჩეისს დავუთმე. მალე ისიც გამოვიდა და სარეცხ მანქანაში ტანსაცმლების შესაყრელად შევედი და ტანისამოსის გაჩხრეკა დავიწყე, რომ საფულე, ტელეფონი ან რაიმე ღირებული არ გაჰყოლოდა
-Chace! What does it mean??-ხელში ტეილორის ფოტო მეკავა, რომელიც მისი პერანგის ჯიბიდან ამოვიღე
-შენ რა ჯიბეებს მიმოწმებ?-სახეშეცვლილმა სწრაფად გამომტაცა ფოტო და საწოლზე დაეხეთქა
-არ მჯერა, რომ კიდევ გიყვარს, ჩეის..-საუბრის გაგრძელება არ მაცალა
-მერედა შენ რა?
-მე არაფერი, უბრალოდ არ მინდა 1 წელი იმ იდოტთან გავატარო, რომელიც არასებულ ილუზიებსაა ჩაბღაუჭებული და არარეალურ წარსულს მისტირის, კარგი რა..
-შენ არც არაფერი გესმის, არც არაფერი იცი და ვერც ვერაფერ საინტერესოს მეტყვი
-ბევრად მეტი ვიცი ვიდრე წარმოგიდგენია და იმაზე უკეთ მესმის შენი ვიდრე გგონია-ჩეისი საწოლზე იჯდა და თავი ძირს ჰქონდა დახრილი, მისი ხმა გაბრაზებასაც კი ვერ გამოხატავდა, მასში მხოლოდ უდიდესი ტკივილის დანახვა შეიძლებოდა-Look Chace!-მის წინ ჩავიმუხლე და მისი სახე ჩემს ხელებში მოვაქციე-ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ შენს თავს შანსი უნდა მისცე, გყავს ათობით საყვარელი და მათთან ცდილობ ნუგეშის ძებნას, მაგრამ რეალურად ეს ნუგეში შენს გულში უნდა ეძებო, შეიძლება ფიქრობ, რომ ტეილორი გიყვარს, მაგრამ შეუძლებელია სიყვარული დაარქვა გრძნობას, რომელიც ნელა გიღებს ბოლოს, ყველაფერს გაგიგებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტეილორსაც რომ ჰქონდეს სიყვარულის მსგავსი გრძნობა შენდამი, მაგრამ ნუთუ აfთერფართიზე ტეილორთან საუბარმა ვერაფერს მიგახვედრა? ჩემს შენდამი სიყვარულს უფრო ჰქვია სიყვარული, ვიდრე ტეილორის გრძნობას შენდამი, მან იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია დაგიბრუნოს და ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია დაგშორდეს, ნუ მისცემ იმის საშუალებას, რომ თავის ნებაზე გატრიალოს-მთელი ჩემი შეგონების პარალელურად ჩეისს სიტყვაც კი არ დასცენია და არც უკიდურესად დამწუხრებული ადამიანის იერი მოუშორებია, მაგრამ როგორც კი საუბარი დავასრულე საწოლიდან ძირს ჩამოსრიალდა, ჩემსავით მუხლებზე დაემხო და მთელი ძალით ჩამიკრა გულში
-I know you are right, but it makes me even worse
-Oh Chace! Your heart is bigger than anyone’s I’ve ever met-ამ სიტყვების დამთავრებისას  ჩეისმა ოდნავ მომიშორა, თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-მადლობა გულწრფელი სიტყვებისთვის-გაიღიმა, მაგრამ ღიმილი მისი წაშლილი სახის დაფარვას ვერ ახერხებდა, ამიტომ ვეღარ მოვითმინე და მისი ნუგეშისცემა კოცნით ვცადე, ამან კი მხოლოდ რამდენიმე წამს გასტანა
-მაილი?-ჩეისს ნელა მოვშორდი და მობილურს ვუპასუხე-მოხდა რამე?
-ბლეიქ, ახლა აეროპორტში ვართ, ლიამს მოულოდნელად დაურეკეს და უკვე მივფრინავთ მაიამიში
-არ მჯერა, რომ ასე მალე
-სამწუხაროდ მართლა ძალიან მალე მოგვიწია ნიუ-იორკის დატოვება, მაგრამ იმედია რამდენიმე დღეში ჩამოგვაკითხავთ
-ხო ჩეისს გადაწყვეტილი ჰქონდა კვირის ბოლოს გავფრენილიყავით, ამიტომ..-ჩეისი ჩემს საუბარს ისმენდა, მე კი თვალს არ ვაშორებდი და ახლა უკვე ოდნავ უგუნებოდ ჩავეშვი სავარძელში
-ბლეიქ, ლიამი მაჩქარებს, უკვე ჩასხდომა იწყება, იმედია მალე გნახავთ ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ-ვუთხარი, მაგრამ ყურმილი უკვე დაკიდებული ჰქონდა
-რაო მაილიმ?-ჩეისიც გვერდით მომიჯდა
-მაიამიში მიფრინავენ
-ასე მალე?
-ხო როგორც ჩანს ლიამს დაურეკეს, ასე რომ 4 დღე სრულიად მარტოებმა უნდა გავატაროთ ნიუ-იორკში
-ხო..-მხოლოდ ეს მითხრა-ხო მართლა რა დროა?
-3 სრულდება-მობილურს დავხედე და ჩვეულებისამებრ სააბაზანოსკენ გავწიე, რომ ჩემი მოწყენილი სახე სარკეში შემეთვალიერებინა-ჩეის!-გავძახე ბოლოს, მაგრამ კარები სწრაფად გაიხურა და ოთახიდან ისე გავიდა არაფერი დაუბარებია
„მშვენიერია ბლეიქ, ისევ მარტო.."-დავილაპარაკე ჩემთვის, საძინებელში შემოვბრუნდი და საწოლზე წამოვჯექი, მერე მისის ელისაბედი გამახსენდა, კარგა ხნის წინ შევპირდი გინახულებთთქო, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე მისვლა და რადგან ჩეისი საათზე მეტ ხანს არ გამოჩნდა სწორედ მის სანახავად გავემართე
-Hey! როგორთ ხართ მისის ელისაბედ?-კარი ელისაბედმა გამიღო და მომღიმარი სახეებით გადავეხვიეთ ერთმანეთს
-მგონი შენზე უკეთაც კი-ღიმილით მითხრა, როცა ოდნავ დაღვრემილი მნახა
-იცით, ჩეისს საქმეები გამოუჩნდა და მარტო დავრჩი, ამიტომ ცოტა მოვიწყინე
-მე კიდევ გამეხარდა, მთელი დღეები ჩემზე ფიქრობს და ერთი სული ჰქონდა როდის მნახავდათქო, მაგრამ თურმე მარტოობა მოგწყენია
-არა, არა ასე არ არის, მე მართლა გულით მინდოდა მენახეთ-სწრაფად მივაყარე, მინდოდა დამერწმუნებინა ჩემს გულწრფელ ზრახვებში
-კარგი ბლეიქ გეხუმრე რთქმაუნდა, როგორ შეიძლება შენნაირი თვალების პატრონს კაცმა არ დაუჯეროს-გულიანად გაიცინა და დაამატა-თანაც ნიკმა მითხრა რომ ჩემს სანახავად იყავი
-დიახ, გაცნობის დღესვე მინდოდა თქვენთან მოსვლა, მაგრამ ნომერი შემეშალა თან..-გაგრძელების მომერიდა
-თანაც უხერხულ სიტუაციაში მოხვდი არა??-გაეცინა
-დავიჯერო ნიკი ასე დაწვრილებიტ გიყვებათ ყველაფერს?-მეც ავყევი
-ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები უფრო ვართ, ამიტომ არცაა გასაკვირი
-უცნაურია, უფრ სწორედ სასიამოვნოა, ასეთ ბებისა და შვილიშვილს ჯერ არ შევხვედრივართ
-Original family baby!-თვალი ჩამიკრა მისის ელისაბედმა-ხო და ოფიციალური მიმართვის გარეშე გთხოვ, ნიკის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან
-ხო ამას უკვე მივხვდი-არ ჩამოვრჩი, თან მართლა ძალიან მომწონდა მასთან საუბარი, უჩვეულო ბებო იყო, როგორც ნიკისთვის ასე ალბათ მალე გახდებოდა ჩემთვისაც
-ნიკ-როგორც კი ოთახში ნიკი შემოვიდა ფეხზე მორცხვად წამოვდექი, ელისაბედი კი ლამის წამოხტა, რათა მიგებებოდა-გუშინ გელოდი და ამაზე დავილაპარაკებთ-ცალი წარბი აუწია და თვალი ჩაუკრა
-როგორ ხარ?-ცალი ხელი გადავხვიე და ლოყაზე ვაკოცე
-კარგად შენ?
-ბებია ელისაბედთან როგორ შეიძლება ცუდად იყო
-ამაში ნამდილად ვერ შეგედავები-ბებიამისს შუბლზე აკოცა და სწორედ ამ დროს ღია კარში ემილი შემოვიდა
-ემილი!-ახლა უკვე თამამად წავედი მისკენ და გადავეხვიე, თუმცა იგივე სიამოვნება მას სულაც არ ეტყობოდა, რაც მთავარია მთელი ერთად ყოფნის დროს მეჩვენებოდა, რომ თამაშობდა და მოსიყვარულე და თბილი ადამიანის იმიჯის შექმნას ცდილობდა, თან ვატყობდი, რომ ბებია ელისაბედიც იგივეს ფიქრობდა, რაც მისი უეცარი ცვლილების გამო დავასკვენი ემილის შემოსვლამ რომ გამოიწვია
-ელისაბედ, როგორ ხართ?-მიესალმა ელისაბედსაც
-კარგად ემილი შენ როგორ ხარ?
-გმადლობთ კარგად-და ნიკს ამოუდგა გვერდით
-კარგით, მგონი დროა წავიდეთ, უკვე დიდი ხანია აქ ვარ-ვთქვი მცირეოდენი ჭორაობის შემდეგ, რომელშიც მე, ელისაბედი და ნიკი ვიყავით ჩართული, ემილის კი თითქოს ბარიერი ჰქონდა ჩვენს შორის აღმართული და მცირედი გაღიმებით გამოხატავდა, რომ ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა
-ასე მალე?-ჩემტან ერთად ნიკი და ელისაბედიც წამოდგნენ
-ხო ალბათ ჩეისი უკვე მოსული იქნება და არ მინდა ძებნა დამიწყოს-სამივე გადავკოცნე-გამეხარდა თქვენი ნახვა, კიდევ შემოგივლით
-აუცილებლად უნდა მოხვიდე, როგორც ჩანს ბებია მალე საკუთარ შვილიშვილად გაღიარებს-სახუმარო ეჭვიანობის სცენა ნიკმაც მომიწყო, თუმცა ემილის გამოხედვასა და ქცევებთან შედარებით ეს ბევრად უფრო სასაცილო იერს იღებდა, ვიდრე სინამდვილეში იყო
-იმედი მაქვს მეორე შვილიშვილი წინააღმდეგი არ იქნება-თმებზე მსუბუქად მოვქაჩე, რამაც ემილის გამომეტყველება კიდევ უფრო შეუცვალა „ღმერთო ჩემო ეს უჟმური ეჭვიანა ვინ არის?" გავიფირე ჩემთვის და ჩემივე საქციელი ვინანე
-მგონი მასაც გაუხარდება-შუბლზე მაკოცა და გამომაცილა
-ჩეისი მომიკითხე საყვარელო-მომაძახა ელისაბედმა გამოსვლისას
-აუცილებლად ბებია!-ამ სიტყვას ნიკის გასაგონად გავუსვი ხაზი
-მეშინია ჩემს თავს არ განაცვალოს-გაიცინა ნიკმა დერეფანში და ლიფტამდე მიმაცილა
-არც არის გამორიცხული, მითუმეტეს თუ ასეთ უჟმურ შეყვარებულებთან ივლი-ნიკს სახე შეეცვალა „როგორც ჩანს ეს არ უნდა მეთქვა" გავიფიქრე და საჩქაროდ დავამატე-კარგი რა იყო, ვიხუმრე-ცერებზე დავდექი და კიდევ ერთხელ ვაკოცე ლოყაზე
-აბა შენ იცი, იმედი მაქვს შენს სართულამდე მსვიდობით ჩახვალ
-თუ ეჭვიანმა შვილიშვილმა ლიფტი არ გამიჭედა კი-დავეჭყანე, მაგრამ ლიფტის კარები უკვე იხურებოდა და მალევე დაიძრა ქვევით
-ჩეის? რას აკეთებ?
-მივდივართ!-თავის ჩემოდანს ალაგებდა-თვითმფრინავი ერთ საათში მიფრინავს, გზაზე კი საშინელი საცობებია, არც ვიცი მივასწრებთ თუ არა
-მოიცა და სად მივდივართ იქნებ არ მინდა წამოსვლა
-მე კი მეგონა მაიამიში ლიამთან და მაილისთან ერთად დასვენებაზე ოცნებობდი, მაგრამ რადგან ასეა..-ჩემოდანზე უემოციო სახით დაჯდა
-მოიცა არ მეხუმრები?-საპასუხოდ მხოლოდ თავი გააქნია-ჩეის!-გაღიმებული სახით გავიქეცი მისკენ, ისიც ფეხზე წამოდგა, გაშლილი ხელები კისერზე მოვხვიე, მან კი ხელები წელზე მომაჭდო და დამატრიალა-ვგიჟდები შენზე ჩეის-ლოყაზე ვაკოცე და კიდევ ერთხელ ძლიერად მივეხუტე

 

 

 
ეს თავი ჩემს ახალ მკითხველს სოფი სამხარაძეს მინდა მივუძღვნა, ამასთან აღმოვაჩინე, რომ ორი ერთგული მკითხველისთვის ჯერ არც ერთი თავი არ მიმიძღვნია, შემდეგი თავი აუცილებლად თქვენთვის იქნება:*
არ ვიცი ამ თავს პატარად შემიფასებთ თუ არა, მაგრამ ბევრად პატარის დადებას ვაპირებდი და ახლა რომ ვაკვირდები ჩემს თავს გადავუხადე მადლობა :დ
ხო კიდე მადლობა ალბათ Skippy-საც უნდა გადავუხადოთ, რომლის "მუქარის" წყალობითაც ეს თავი დღესვე დაიდო :დ
ყველას ვისაც შემოსვლა არ დაგზარებიათ კიდევ ერთხელ მადლობა და ბარემ ნურც კომენტარები დაგეზარებათ :დ <3
აბა თქვენ იცით <3:*)))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 772 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 141 2 »
2013-05-15 Spam
Umagresiaaaa!!