მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » Just The Way You Are. Part =14=
9:59 PM
Just The Way You Are. Part =14=
Just The Way You Are. Part =14=
  




დრო გადიოდა ჩეისს კი უკეთესობა არ ეტყობოდა, სხვა გზა არც მქონდა, სასწრაფოში დავრეკე და მათ მოსვლას დაველოდე, თუმცა დრო ძალიან გაიწელა, ჩეისი კვლავ ცუდად იყო, ღებინება აუვარდა, ასეთ შემთხვევაში წამლები არც იმოქმედებდნენ, მომსახურე პერსონალს დავურეკე და დახმარება ვთხოვე, ექიმის მოსვლისათვის ყველაფერი წესრიგში იყო, მან ჩეისი გასინჯა და ნემსებიც გაუკეთა, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით ვამჯობინეთ საავადმყოფოში გადაგვეყვანა.
ღამე ძალიან გაიწელა, ძილი არ მეკარებოდა, ჩეისს კი მშვიდად ეძინა, როგორც ჩანს წამლებს მოქმედება დაეწყოთ და არც ისეთი ცხელი იყო, როგორც დასაწყისში.
თავიდან ვცადე იქვე ტახტზე წამოვწოლილიყავი, მაგრამ ბევრად მოუხერხებელი იყო, ვიდრე სასტუმროს ტახტი, იქვე საწოლის გვერდით სავარძელში ჩავჯექი, თავი ჩეისს მკერდზე დავადე და მალეჩამეძინა კიდევაც.
ოთახში მზის სხივი შემოიჭრა და პირდაპირ თვალებში მომანათა, მეც თვალები გავახილე და ოდნავ შევინძერი, კისრის საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ხელი მოვისვი
-მთელი ღამე ასე გაატარე?-ჩეისის მზრუნველი და თანაგრძნობით სავსე ხმა მომესმა
-Hey..! გაიღვიძე?-მისი კითხვისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია ისე შუბლზე ხელი მივადე, ყველაფერი წესრიგში იყო-მგონი უკეთ ხარ არა?-ვკითხე მომღიმარმა
-ნამდვილად-ჩაეღიმა-მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავი
-მე ხომ პირობა მოგეცი, რომ ჭირსა და ლხინში შენს გვერდით ვიქნებოდი-მაცდურად ავწიე ცალი წარბი და გავუღიმე. 
სანამ რამეს მიპასუხებდა ოთახში ექიმი შემოვიდა
-აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი?-ოთახში გამხიარულებული ექიმი შემოვიდა ანკეტით ხელში
-მგონი დღეს ბევრად უკეთაა, არა ჩეის?-ჩეისის ნაცვლად მე ვუპასუხე, მის საწოლზე ჩამოვჯექი და ხელი მოვხვიე და შუბლზე ვაკოცე
-ნამდვილად!-ოდნავ დაბნეულმა უპასუხა და ფრხილად დამადო ხელი ხელზე
-ძალიან კარგი-ჩაეღიმა ექიმს და რაღაცის ჩანიშვნა განაგრძო-მგონი თქვენს დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, წამლებს გამოგიწერთ და დღესვე გაგწერთ
-კიდევ კარგი, ვერ ვიტან საავადმყოფოებს-ჩაილუღლუღა ჩეისმა.
ექიმმა მალე დაგვტოვა და ჩეისმაც უცნაური კითხვების დასმა დაიწყო
-და.. ეს შუბლზე კოცნა რაღას ნიშნავდა?-ცალი წარბი ასწია და ისე გამომხედა
-ეს ბოდიშს ნიშნავდა და კიდევ იმას  მიხარია, რომ კარგად ხარ-თავი ავარიდე და ფანჯარასთან მივედი
-მემგონი ერთადერთი ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი ეს მე ვარ..-ასე ჩეისი ჯერ არ დამლაპარაკებია
-არა-მისკენ შევბრუნდი-შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ზედმეტი მომდის ხოლმე, ეგრე არ უნდა მელაპრაკა, იმედია აწი იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ
-და მაინც..
-ჩშ!-ახლოს მივედი და თითი ტუჩზე დავადე-არავითარი მაინც, მგონი ჯობია ეს ამბავი საერთოდ დავივიწყოთ, მეტიც შემოთავაზება მაქვს
-შემოთავაზება? ოოო, ეს უკვე მომწონს, აბა გისმენ-ოდნავ წამოიწია
-ფრთხილად-ბალიში შევუსწორე და საწოლზე ჩამოვჯექი-წუხელ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უაზრო ჩხუბს თავი დავანებო-„ნეტა იცოდეს რასაც ვაპირებ" გავიფიქრე გულში-ჰოდა გთავაზობ ყველაფერი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ
-ეს ნიშნავს რომ ყველაფერს მპატიობ
-აჰამ
-და რომ აღარასოდეს ვიჩხუბებთ შენი მიზეზით
-ცუდო! რატომ ჩემით ყოველთვის შენ მაპროვოცირებ
-You see?? See??-საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა
-ხო კაი, გპირდები, რომ ჩემი „სულელური"მიზეზებით არასოდეს ვიჩხუბებთ
-კარგი, მაშინ მოდი ასე დავიწყოთ-ხელი გამომიწოდა-მე ჩეის კროუფორდი ვარ
-მე ბლეიქ ლაივლი.. ღმერთო ჩემო რა ბანალურია-ხმამაღლა წარმოვთქვი და გამეცინა
-შენც ასე ფიქრობ?-გაეღიმა მასაც და ხელი თავზე გადაისვა-როგორც ჩანს გაცნობის სცენა შესაცვლელია
-უბრალოდ მეგობრები, მგონი ასე უკეთესია
-იყოს ასე, უბრალოდ მეგობრები...




პატარაა ხო?? მოკლედ დღეს დადებას საერთოდ არ ვაპირებდი, მაგრამ -PerfectBelieber-ის მონაწერი ვნახე და არ შემეძლო არ დამედო, ამიტომ ეს თავი სწორედ მას ეძღვნება, ძალიან დიდი მადლობა შენ და თითოეულ ჩემს მკითხველს, რომ ამ მოთხრობის ერთგულნი რჩებით, შემდეგი თავის დადებას ხვალვე შევეცდები, თან ის უფრო დიდი უნდა იქნეს წესით :დ
კომენტარები არ დაიშუროთ.. მადლობა ყველას <3:*))
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 779 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 8
2013-05-08 Spam
Rogoor momwonns ♥
Male dade ♥