მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » Just The Way You Are. Part =12=
11:25 PM
Just The Way You Are. Part =12=
 Just The Way You Are. Part =12=
for SaLLoMe
 


სანახავი კიდევ ბევრი იყო, მაგრამ ორივე დაღლილები ვიყავით და ამიტომ სასტუმროში დაბრუნება გადავწყვიტეთ, მაილი და ლიამი სხვა სასტუმროში იყვნენ გაჩერებულნი და რადგან მათი სასტუმრო უფრო ახლოს იყო მაილი პირველი ჩამოვიდა, შემდეგ კი ტაქსიმ ჩემს სასტუმროსთან გააჩერა. მგზავრობის საფასური გადავუხადე და ჩამოვედი. უკვე ბნელდებოდა და ლამპიონების ანთებაც კი მოესწროთ
-ჩეის! აქ რა ხდება?-ოთახში შესულს თვალწინ ისეთი სცენა გადამეშალა, რომ ყველაზე ნაკლებად სწორედ ამას ველოდი

-ბლეიქ? ამ დროს აქ რა გინდა?-ჩეისმა ბალიშიდან თავი აიღო
-მე მეკითხები ჩემს ნომერში რა მინდა? ჩეის! შენ სულ გადაირიე ხომ?? ეს გოგო ვინაა?-ხელით ჩეისის მკერდზე მძინარ გოგონაზე მივუთითე, რომელიც  როგორც ჩანს ჩემმა ხმამ გამოაღვიძა
-აჰ ეს? ამას სერენა ჰქვია-წამოიწია და საწოლის საბალიშე მხარეს ზურგი მიაყრდნო
-Samantha actually!-შეუსწორა გოგონამ, რომელმაც ჩაცმა უმალვე დაიწყო
-ხო სამანტა-გამიღიმა ჩეისმა
-არა წარმოუდგენელია!-ირონიულად გავიღიმე და დოინჯი შემოვირტყი-ისიც კი არ იცი ვისთან წევხარ
-კარგი რა ბლეიქ! რომელი საუკუნეა
-საუკუნე რა შუაშია: სექსი გაქვს ქალთან, რომლის სახელიც კი არ იცი და რაც მთავარია იმავე ნომერში, სადაც ცოლთან ერთად თაფლობისთვეს ატარებ
-ცოლი?-გაკვირვებით ამომხედა სამანტამ და ფეხსაცმლის თასმის შეკვრა დაასრულა, მეც უეცრად ერთმა აზრმა გამიელვა თავში და გადავწყვიტე იმ მომენტით მესარგებლა, რომელიც ეს ეს არის გამოვიჭირე
-ესეც ახალი ამბავი, თურმე გოგონამ არ იცოდა, რომ ჩეის კროუფორდს ცოლი ჰყავს-ისე დავიყვირე, ლამის მე თვითონაც შემეშინდა
-ეი, შენ მთლად ნუ გაუტიე, თავი მტკივა მთელი დღეა..-ჩეისმა მომღიმარი იერი სწრაფად შეიცვალა და ჩაცმა დაიწყო
-ახია შენზე, ნამდვილი ნაგავი ხარ,შენი ყურადღებაც კი მეზარება-სწრაფად დავედევნე ჩვენი ნომრიდან ლამის გამოქცეულ სამანტას და ლიფტთან დავეწიე
-ხვალ გრანდ კაფეში პირველი საათისთვის დაგელოდები და შენთვისვე ჯობია მოხვიდე, თუ რათქმაუნდა არ გინდა ღამის კოშმარად ვიქცე შენთვის-ლიფტის კარების დახურვისთანავე მობილური გამოვართვი და მისამართი ჩავუწერე, შემდეგ კი ისეთი სახით შევხედე ლამის კანკალმა აიტანა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევით მიპასუხა, მეც მომღიმარი სახით თავი ზევით ავწიე და ამაყი გამომეტყველება ლიფტის კარების გაღებამდე არ შემიცვლია.
როგორც კი კარები გაიღო სამანტა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისაკენ, მე კი მომიღიმარი სახით გავემართე სასტუმროს უკანა ეზოსაკენ, საიდანაც აუზთან ამოვყავი თავი და რადგან ახლომახლო არავინ იყო, გადავწყვიტე ამ სიმყუდროვით მესარგებლა და ფეხები წყალში ჩავყავი, პარალელურად კი ჩემს ახალ იდეას ვამუშავებდი და როგორც კი მიზნის მიღწევის შემდეგ სასურველი შედეგს წარმოვიდგენდი სიამოვნების ღიმილი მიპობდა სახეს
-მეგონა ბრაზობდი შენ კი..-ჩემსკენ ჩეისი წამოვიდა
-გირჩევ არ მომეკარო-ფეხები წყლიდან ამოვყავი, წამოვდექი, ფეხსაცმლები ხელში დავიჭირე და აუზს გავუყევი, მინდოდა ჩეისისთვის თავი ამერიდებინა და ისე ავსულიყავი ზევით
-კარგი რა ბლეიქ, ნუთუ დაგავიწყდა: „მოქ-მე-დე-ბის სრუ-ლი თა-ვი-სუფ-ლე-ბა"-დამიმარცვლა
-ეგ „მოქმედების თავისუფლება"-მისივე ხმით გამოვაჯავრე- სულაც არ ნიშნავს, რომ იმავე საწოლში იგორაო სხვასთან, რომელშიც მე თვითონაც მძინავს
-არ მეგონა თუ ასეთ დროს დაბრუნდებოდი
-აჰ-ჩავიცინე-მთელი დღეა კაცმა არ იცის სად დავდივარ და შენ კიდევ არც კი შეწუხებულხარ ჩემი მოკითხვით
-მაგაში კი ცდები, ვიცოდი, რომ მაილისთან იყავი-კმაყოფილს ჩაეღიმა
-და საიდან?
-ლიამს დავურეკე და მითხრა გოგონები ერთად არიანო
-მოკლედ..-შეუვალობა არ დამიკარგავს და ჩემი გადაწყვეტილების მისთვის გაცნობა გადავწყვიტე-ამაღამვე გადავდივარ სხვა ნომერში, თუ საჭირო იქნება სხვა სასტუმროში, სხვა ქალაქში ოღონდ შენი იდიოტურ სიფათის დანახვა არ მომიხდეს
-იმედია მაგას სერიოზულად არ ამბობ
-იმედია არ გგონია, რომ ხუმრობისთვის მცხელა
-მისმინე..-ვიცოდი ჩემს გაფრთხილებებს, ერთსაათიან მონოლოგებს და მუქარასაც კი მოჰყვებოდა, რომ გადამეფიქრებინა, ამიტომ დროზე შევაჩერე
-სანამ ჩემს პატივისცემას არ ისწავლი, ჯობია ხმას საერთოდ ნუ გამცემ-ჩემთან ძალიან ახლოს იდგა, ამიტომ მის საწინააღმდეგი მხარეს წავედი და საუბარი დამთავრებულად ჩავთვალე, რომ სწორედ ამ დროს წელზე ხელი მომკიდა და მისკენ შემაბრუნა
-გითხარი მეზიზღება, როცა შენი ხელის შეხებას ვგრძნობთქო-ხელი ვკარი და აუზში ჩავაგდე
-ბლეიქ! ცურვა არ ვიცი-აფართხალდა ჩეისი
-ეგ ტყულები ჩემზე არ ჭრის-გავუღიმე და ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ ჩემდაუნებურად ისევ მოვიხედე, ჩეისი ცდილობდა გაცურვას, თუმცა აუზის ცენტრში ძლივს ახერხებდა რამდენიმე წუთით ამოეყვინთა, მალე ეს „ბრძოლა გადარჩენისთვისაც" შეწყვიტა, უმაძროად ჯერ ფსკერისკენ დაიძრა, შემდეგ კი მისი სხეული ისევ ზედაპირზე ამოტივტივდა და ზედაპირზე გულდაღმა დაიწყო ტივტივი
-ჩეის!-ძლივს ამოვილუღლუღე, მაგრამ როცა პასუხი არ გამცა სწრაფად გავიქეცი აუზისაკენ და ტანსაცმლიანად გადავეშვი

 
დიდი მადლობა, რომ დრო დაუთმეთ, რამდენად დამიჯერებთ არ ვიცი, მაგრამ 30 წუთში დავწერ დაახლოებით, თქვენი კომენტარების შემდეგ ძალიან მომინდა დადება, მაგრამ პირობა დავდე, რომ ვნების კვირეულში კომპიუტერს არ გავეკარები, ამიტომ კვირამდე ან ორშაბათამდე ვეღარ დავდებ
წინასწარ ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ მეტს მართლა ვეღარ ვასწრებდი
გაფორმებაც ვერ გავაკეთე წესიერად ერთი ფოტოც არ მიდევს, მაგრამ ძალიან მეჩქარება და იმედია მაპატიებთ
ხო ეს თავი ჩემს ყველაზე მიხვედრილ SaLLoMe-ს 
ძალიან გამამხიარულა და მომეწონა Ann-ის კომენტარი, გპირდები შემდეგი თავი შენია:*
იმედია კვირა/ორშაბათამდე 15-მდე კომენტი მაინც დამხვდება 
გმადლობთ კიდევ ერთხელ:*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 784 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-04-29 Spam
dzaan magari iyo <3 momewona <3 velodebi moutmenlad :*