მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » Just The Way You Are. Part =10=
5:02 PM
Just The Way You Are. Part =10=
Just The Way You Are. Part =10=
თავი, რომელსაც ასე ძალიან ელოდებოდით..
ვუძღვნი MissBarnes-ს

-ოღონდ ეს არა.. ამას აქ რა უნდა?-თავი ჩავღუნე და ჩუმად ჩავილაპარაკე
-ვისზე ამბობ?-მაილიმ იმ მხარეს გაიხედა, საითკენაც არასასურველი პიროვნება ჩვენსკენ მოემართებოდა
-მაილი საირუსი!-მალევე მოგვიახლოვდა და ჩემი კომპანიონი გულითადად გადაკოცნა-ისევ ისე თვალისმომჭრელად გამოიყურები
-არც შენ იცვლები ძვირფასო ნიკ!-გაუღიმა მაილიმაც და როცა გამომხედა გადაწყვიტა ერთმანეთისთვის გავეცნეთ
-ბლეიქ ეს ნიკია, ნიკ ეს ბლეიქია-და დაეჭვებით გადმომხედა თითქოს მეკითხება, ეს ის არის ვისი დანახვაც ასე არ გინდოდაო?
-უკვე მქონდა სიამოვნება გამეცნო-დარცხვენით გავიღიმე
-გამიხარდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა-კოცნას სულაც არ ვაპირებდი, თუმცა საკოცნელად თვითონვე გამოიწია და ველურივით ნამდვილად ვერ მოვიქცეოდი
-და როდის მოასწარით ერთმანეთის გაცნობა?-მაილიმ თვალები ცნობისმოყვარედ გადაატრიალა და შემომხედა
-ერთ სასტუმროში ვართ გაჩერებული და..-დავიწყე ახსნა
-ნიკ გეძებდი!-ის გოგონა მოგვიახლოვდა, რომელიც დღეს ნიკის ნომერში დავინახე, ნიკს ხელმკლავი გამოსდო და თავი მხარზე დაადო
-შანსი არ მომეცა შენთვის ემილი გამეცნო, ემილი ეს ბლეიქია, ბლეიქ ეს ემილია-პირველივე დანახვისთანავე აშკარა იყო, რომ ემილის არ მოვწონდი, თუმცა ალბათ ნიკზე შთაბეჭდილების მოსახდენად შეეცადა მაქსიმალურად თბილად მომქცეოდა და ყალბ ღიმილთან ერთად გამოწვდილი ხელი შემაგება
-სასიამოვნოა ბლერ-საპასუხოდ მეც გავუწოდე ხელი და თან დავატანე-უხდებით ერთმანეთს-თითით ნიკზე მივუთითებდი
-ჩემთვისაც სასიამოვნოა-მშრალად მიპასუხა და სანამ საპასუხოდ რამეს ვეტყოდი საუბარში მაილი ჩაერია:
-უკაცრავად, მაგრამ უნდა დაგტოვოთ, გველოდებიან-მაილიმ თვალები დამიქაჩა და სანამ წავიდოდა ნიკი გადაკოცნა-გამეხარდა შენი ნახვა, იმედია ისევ არ დაიკარგები-როგორც კი ეს სიტყვები თქვა მაგიდისკენ გაემართა, რომელთანაც ლიამი და ჩეისი ისხდნენ, მეც დასამშვიდობებლად მხოლოდ თავი დავუქნიე და ისე გამოვეთხოვე ბლერსა და ნიკს
-მაილი, შეგიძლია მითხრა ასე რამ გაგაბრაზა?-ვკითხე სანამ მაგიდამდე მივაღწევდით
-ემილის ატანა არ მაქვს, საშინელი ადამიანია!
-ესეთი რა დაგიშავა? რატომ არ მიესალმე?
-ჩემთვის არაფერი დაუშავებია,  მაგრამ ნიკს ცხოვრება დაუნგრია, ვერ ვხვდები როგორ შეუძლია მის გვერდით გაჩერება..
-არადა ასეთი საშინელიც არ ჩანს-ემილისა და ნიკს ერთხელ გავხედე და სახე დამცინავმა ღიმილმა გამიპო
-ოდესმე მოგიყვები.. -სწრაფად მიპასუხა და ლიამის გვერდით დაჯდა, ჩემთვის კი ერთადერთი ადგილი ჩეისის გვერდით აღმოჩნდა თავისუფალი, ამიტომაც მეც იქვე მოვკალათდი და ხასიათზე მოსასვლელად სასმელი მოვსვი
-მაილი!არ გითქვამს რამდენი ხნით აპირებთ ნიუ-იორკში დარჩენას...-დავიწყე საუბარი
-ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მთელი თვით დავრჩებოდით, მაგრამ ლიამს გადაღებები ეწყება და სავარაუდოდ ერთ კვირაში მაიამიში გავფრინდებით
-ერთ კვირაში? ასე მალე?ჩვენ კიდევ მთელი თვე აქ გვიწევს ყოფნა-ჩეისს უკმაყოფილომ გადავხედე და მანაც უკმაყოფილო  თვალები შემაგება, მაგრამ როგორც ჩანს ლიამისა და ჩეისის სიჩუმე ჩემი და მაილის მიერ დარღვეული მყუდროებით იყო გამოწვეული
-უკვე წინასწარ ვიცი, რომ მაიამიზე საშინლად მოვიწყენ-მაილიმ დაღვრემილი სახე მიიღო-ლიამი სულ გადაღებებზე იქნება, მე კიდევ..
-და თქვენც რომ წამოხვიდეთ?-ლიამი ჩეისს მიუბრუნდა-ძმაო, წამოდით და ოთხივე ერთად მგონი უკეთ შევძლებთ დროის გატარებას-ამის გაგონებისას თვალები გამინათდა და ჩეისს მუდარით სავსე თვალებით შევხედე
-მე თანახმა ვარ, თუ რათქმაუნდა ბლეიქიც თანახმა იქნება
-არ მჯერა!-აღმომხდა გახარებულს და მე და მაილიმ ხელი ხელს დავარტყით
-უკაცრავად, უნდა დაგტოვოთ-უეცრად ჩეისი წამოდგა და პირდაპირი მიმართულებით ისე მიდიოდა, რომ გვერდზე არც გაუხედავს, თითქოს ვიღაცისკენ ან რაღაცისკენ ეშურებაო
-რა მოუვიდა?-ჩუმად ჰკითხა მაილიმ ლიამს
-„ქერათმიანი ანგელოზი"!-ლიამმა მაილის იმ მხარისკენ გაახედა, საითკენაც ჩეისი მიიჩქაროდა
-„ქერათმიანი ანგელოზი"?-ვიკითხე ხმამაღლა და მათი ყურადღების მიქცევა ვცადე, რადგან იმდენად ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, რომ ძლივსღა მესმოდა
-არაფერი მნიშვნელოვანი-ლიამმა ჭიქიდან მოსვა და ყველანაირად ცდილობდა სხვა თემაზე გადაეტანა ყურადღება
-მაილი! მითხარი რა ხდება ?-მაილის შევხედე და მისგან ქალური სოლიდარობის გამოჩენას დაველოდე
-მგონი უფლება გაქვს სიმართლე იცოდე..-მაილიმ ლიამს გადახედა და კვლავ განაგრძო-დარწმუნებული ვარ ჩეისს ტეილორზე არაფერი უთქვამს, ის..
-ჩეისს არა, მაგრამ ლეიტონი მელაპარაკა
-ესე იგი ბავშვზე ყველაფერი იცი?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-ხოდა მაგ ამბის შემდეგ ჩეისი ტეილორს ვერაფრით პატიობს აბორტის გაკეთებას, თუმცა რაც შეეხება მის გრძნობებს..-მაილის გაგრძელებისა მოერიდა
-დარმწუნებული ვარ თქვენც გეცოდიებათ, რომ მე და ჩეისს ერთმანეთი არ გვიყვარს, ამიტომ ნუ მოგერიდება-ვთხოვე თავისუფლად ესაუბრა
-მოკლედ, ყველაფრის მიუხედავად ჩეისმა ვერაფრით მოახერხა მისი დავიწყება და „ქერათმიან ანგელოზს" მის გულში დღესაც უდიდესი ადგილი უკავია
-ესე იგი ჩეისი ახლა ტეილორს ელაპარაკება?!
-ასეა, მაგრამ რომ მცოდნოდა არ მივცემდი მისი ნახვის საშუალებას
-და რატომ?-მომეჩვენა, რომ მაილი ჩეისზე საჭიროზე მეტად ზრუნავდა და მის თავისუფლებას ზღუდავდა
-ტეილორი ყველანაირად ცდილობს ტკივილი მიაყენოს.. ყოველი მათი საუბრის შემდეგ ჩეისი უკონტროლო ხდება, არავინ და არაფერი აინტერესებს..
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, ვფიქრობდი რა გამეკეთებინა და ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე
-ბლეიქ! სად მიდიხარ?-წამოდგომისას მაილიმ ხელი დამიჭირა
-არ დავუშვებ „ქერათმიან ანგელოზს" თავისი გავატანინო-თავდაჭერილი გავემართე იმ ადგილისაკენ, სადაც ტეილორი და ჩეისი საუბრობდნენ, თუმცა მაშინ, როცა მათთან ძალიან ახლოს ვიყავი ჩემი კომპანიის ყოფილი კლიენტი შემხვდა და მცირე გასაუბრებამ მომიწია. ამ დროს  ჩეისთან იმდენად ახლოს ვიდექი, რომ მათი საუბრის მოსმენა თავისუფლად შემეძლო
-ვიცი, რომ ჩემი დავიწყება ვერ შეძელი-ტეილორი საკმაოდ ნაზი ხმით საუბრობდა
-ცოლი შევირთე.. ტეილორ!-ძლივს გასაგონად თქვა ჩეისმა
-ცოლი?-ირონიულად წარმოთქვა ტეილორმა-ვერ მეტყვი, რომ გიყვარს!-ზურგით ვიდექი და მათ დანახვას ვერ ვახერხებდი, გარდა ამისა საწვეულებო დარბაზის დიდი ბოძი მეფარებოდა
-როგორც ყოველთის ცდები ტეილორ!
-ვცდები? დარწმუნებული ვარ კვდები ისე გინდა ჩემთან თუნდაც ერთი ღამე გაატარო, ერთხელ მაკოცო..-ამის მოთმენა აღარ შემეძლო და ჩემს თანამოსაუბრეს, რომელსაც არც ვუსმენდი სწრაფად დავემშვიდობე, ბოძს გვერდი ავუარე და ჩეისთან მივედი
-ჩეის! ლიამს უნდა შენთან ლაპარაკი-ხელმკლავი გავუყარე, ვცადე როგორმე იქაურობას მომეშორებინა და თუმცა ტეილორისთვის თვალის მორიდებას ვცდილობდი, ყველაზე ნაკლებად სწორედ ეს გამომდიოდა და ბრაზით ვივსებოდი, რომ ჩემს წინ „ქერათმიანი ანგელოზის"  სახით უგრძნობი და ცივი ადამიანი იდგა.
ჩეისს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა, ჩემი ხელი მსუბუქად მოიშორა, მეორე ხელი ლოყაზე გადამისვა, ნელა მომიახლოვდა და ძალიან მსუბუქად და ნაზად მაკოცა
-დაბრუნდი მათთან და უთხარი, რომ ახლავე მოვალ-სახე ოდნავ გასწია, ისე, რომ სულ რაღაც სანტიმეტრებიღა გვაშოებდა ერთმანეთს, გაოცებულს ხმა ვეღარ ამომეღო, თითქოს ენა ჩამივარდა და ვერც სიტყვებს ვუყრიდი თავს, ყველაზე ნაკლებად ახლა სწორედ კოცნას ველოდი ჩეისისაგან, თუმცა დაბნევის დრო ნამდვილად არ იყო
-Okay!-ტუჩები მოვკუმე, შევბრუნდი და ძალიან ნელი ნაბიჯებით წავედი ჩვენი მაგიდისაკენ
-ნახე? ელაპარაკე? რა გითხრა?-კითხვები მომაყარა მაილიმ და მასზე ნაკლებად პასუხებს არც ლიამი ელოდა
-მე?.. ვუთხარი რომ ველოდებით.. არაფერი უთქვამს.. თქვა მალე მოვალ, დამელოდეთო.. და ტეილორი.. ტეილორი არც დამლაპარაკებია..-დაბნეულს დარბაზის სიღრმეში ერთი წერტილისთვის არ მომიცილებია თვალი და ამ წერტილსაც ჩეისის ფიგურა წარმოადგენდა, რომლის წყალობითაც მე თვითონაც ძლივს გამომქონდა შინაარსი ჩემი საუბრიდან.
ვერ ვიტყვი კოცნა არ მომეწონათქო, ასე ნაზად ჩემთვის არავის უკოცნია, თვით ტეილორსაც კი. თითქოს პირველად ამდენი ხნის შემდეგ ჩემში რაღაც ჯერ უცნობმა გრძნობამ გაიღვიძა.. სიყვარულმა? არა ეს სიყვარული ნამდვილად არ არის.. ან საერთოდ როგორ შემიძლია დავუშვა, რომ ჩეისი შეიძლება შემიყვარდეს, ცოტა ხნის წინ მან უბრალოდ გამომიყენა, საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა უნდოდა და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო სატყუარა თუ არა სულელი ბლეიქი, რომელსაც ჩეისის დამხარება უნდოდა
-ბლეიქ კარგად ხარ?-მკითხა მაილიმ, როცა უკვე დიდი ხნის განმავლობაში ხმა აღარ ამომიღია
-კი მშვენივრად-შორიდან ნიკი შევნიშნე, მარტო იყო, ამიტომ წამოვდექი და მისკენ გავწიე, რათა ჩვენი მაგიდისკენ მომავალი ჩეისისთვის თავი ამერიდებინა
-სად მიდიხარ?-ჩეისმა მკლავში ხელი ძლიერად ჩამჭიდა და ყურთან მიჩურჩულა
-მეგობართან, იმედია არ ამიკრძალავ!-უხეშად ვუპასუხე 
-მალე დაბრუნდი, მივდივართ-ხელი გამიშვა და ლიამსა და მაილის შეუერთდა, თანაც ისე, რომ არც დაინტერესებულა ვინ იყო  „მეგობარი", რომელთანაც მიმეჩქარებოდა
-ნიკ! შეიძლება ჩამოვჯდე?-მის გვერდით ცარიელ  ადგილზე მივუთითე
-რათქმაუნდა!-სკამი გამომიწია და დამსვა-რადგან დამემშვიდობე, მეგონა მიდიოდით
-მაილის არ სიამოვნებდა შენი შეყვარებულის გვერდით ყოფნა-ისეთ ხასიათზე ვიყავი თამაშის ხასიათზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, ამიტომ სიმართლე პირში ვუთხარი
-ვაუ! მომწონს შენი პირდაპირობა და შენ?
-რა მე?-ჭიქა ავიღე და სმა დავიწყე
-არც შენ მოგწონს ჩემი შეყვარებულის გვერდით ყოფნა?
-არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისე ეჭვიანი, ეგოისტი და მესაკუთრე ჩანს-ნიკს სახე წამში შეეცვალა-ეს პირველადი შეხედულებით, როცა უკეთ გავიცნობ კიდევ დავამატებ-გავუღიმე და კიდევ ერთი ჭიქა დავცალე
-თუ ვინმეზე ხარ გაბრაზებული ბლერთან რა გინდა?-უკმაყოფილო სახე მალე ღიმილმა შეუცვალა
-ასეა: ჯერ სიმართლის თქმას ითხოვთ, მერე გწყინთ
-მგონი ჯობია აღარ დალიო
-ბლეიქ! ლიამი და მაილი გველოდებიან-ჩეისი მომიახლოვდა
-დაბრუნდი მათთან და უთხარი, რომ ახლავე მოვალ-ჩეისისვე ხმით გამოვაჯავრე
-ბლეიქ! ნასვამი ხარ!-მკლავზე ხელი მომკიდა და წამომაყენა
-სულ ცოტა დავლიე-თითები ერთმანეთთან ახლოს მივიტანე, შემდეგ კი ნიკისკენ შევბრუნდი-გამეხარდა შენი ნახვა-ცერებზე დავდექი და ლოყაზე ისე ვაკოცე, რომ ნახევრად ტუჩებში კოცნა გამომივიდა, შემდეგ კმაყოფილის სახით ჩეისისკენ შევბრუნდი და როცა მისი ოდნავ მკაცრი, მაგრამ თითქმის უცვლელი სახე დავინახე კიდევ უფრო გავბრაზდი, რადგან მივხვდი მისთვის სულ ერთი ვიყავი და არაფრით განვსხვავდებოდი „თოჯინების" მრავალრიცხოვანი კოლექციის კომპონენტებიდან, რომელთან „მფლობელიც" ჩეისი იყო.
-ნახვამდის ნიკ!-ჩეისი ნიკს ცივად დაემშვიდობა, მკლავში კვლავ ძლიერად ჩამავლო ხელი და გასასვლელისკენ გამიყვანა
-Hey! მტკივა!-დავუყვირე როგორც კი გარეთ გამოვედით და ხელი გავაშვებინე
-რა გთხოვე? გთხოვე დღეს ისე მოიქეცი, როგორც შეყვარებულ ცოლს შეჰფერისთქო  და შენ.. შენ  კიდევ როგორ მოიქეცი?!!-ჩეისი ხმამაღლა მელაოპარაკებოდა და ჩემდამი ბრაზს ვერ მალავდა
-მე ისევე მოვიქეცი როგორც ბლეიქ ლაივლის შეჰფერის!-თავი მაღლა ავწიე და თმები უკან გადავიწიე
-შენ მართლა არ გესმის ის მოვალეობა რაც გაკისრია, თუ ასე განგებ იქცევი?-გაბრაზებულმა დოინჯი შემოირტყა 
-და იქნებ კიდევ ერთხელ ამიხსნა, რა „მოვალეობა" მაკისრია?-ამ სიტყვას ხაზი გავუსვი
-მისმინე, შეიძლება არ გესიამოვნა გაუფრთხილებლად რომ გაკოცე, მაგრამ..-გაგრძელების საშუალება არ მივეცი, მისკენ ნაბიჯი სწრაფად გადავდგი, ხელები კისერზე მოვხვიე, ცალი ხელი თმებში შევუცურე, თვალებში ჩავხედე, მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, მისი დაბნეული თვალები კი ჯერ ჩემს თვლაბეს, შემდეგ კი ტუჩებს შეჰყურებდნენ, მაგრამ ვიდრე რომელიმე გონს მოსვლას მოვახერხებდით თვალები დავხუჭე და ძალიან ვნებიანად ვაკოცე...
http://24.media.tumblr.com/tumblr_m7qgjuJtbM1qf4nt5o8_250.gifhttp://25.media.tumblr.com/tumblr_m94eqmIqYz1qf4nt5o7_250.gif

http://25.media.tumblr.com/dc4c50cc872b76ec9e32570429dc910e/tumblr_mg2mueiw2d1r5souzo1_r1_500.jpg
როგორც იქნა კოცნის სცენაც გეღირსათ(გვეღირსა):დ
შევეცადე კარგი თავი გამომსვლოდა და მალე დამედო, ვიცი შეიძლება პატარაა და ამისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯობია ასე დავამთავრო :დ
კოცნის მიზეზი გამოგრჩათ და ამას მომდევნო თავში გაიგებთ(ისე მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ აკოცა ბლეიქმა ჩეისს?? უმიზეზოდ არაფერი ხდებაო ამ მოთხრობაზეა ნათქვამი :დ)
ყველას უდიდესი მადლობა წინა თავზე დაწერილი კომენტარებისთვის, ეს თავი თითოეულ კოცნის სცენის მომლოდინეს მინდა მივუძღვნა, 
გპირდებით, რომ ყველა ერტგული მკითხველი მიიღებს ერთ თავს ჩემგან :*)

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 816 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-04-27 Spam
dzan momewona gaagrdzele biggrin :))