მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 18 » Just The Way You Are. part 1
10:04 PM
Just The Way You Are. part 1

Just The Way You Are part 1
თქვენი თხოვნა გავითვალისწინე, იმედია მოგეწონებათ:*
 


-ტეილორ! არ მჯერა! ისევ დალიე?!-ვუსაყვედურე ტეილორს, როცა კიბეზე ასვლისას, სახლში შემოსული, ფეხზე ძლივს მდგარი და კედელ-კედელ მომავალი ტეილორი დავინახე

-ისევ თავიდან არ დაიწყო რა...

-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ჯერ ერთი წელიც არაა რაც ერთად ვართ და უკვე გაყრაზე ვფიქრობ!..-ხმას ავუწიე, რადგან მისი შეშინება და ამ გზით მისთვის ჭეშმარიტი ფასეულობების დანახვებას ვცდილობდი, თუმცა იმდენად მიყვარდა, რომ მისგან შორს ყოფნას ნამდვილად ვერ გადავიტანდი

-როგორ?!-კიბეზე ნელ-ნელა ამოდიოდა

-რაც გაიგე ტეილორ! მე მხოლოდ 18-ის ვარ და არ ვაპირებ ყოველდღე გალეშილი ქმარი ავიტანო-კიბის ზედა კიდესთან ვიდექი, ამიტომ ქვევითკენ სვლა დავიწყე, რათა ტეილორს ზემო სართულზე მშვიდობით ასვლაში დავხმარებოდი

-ჩემგან ვერავინ წავა, თუ ამას თავად არ მოვისურვებ!-ძლივს გასაგონად, მაგრამ ხმამაღალი ტონით მიპასუხა, თვალები ნახევრად მოჭუტული ჰქონდა, ძლივს ლაპარაკობდა და ბარბაცებდა

-ტეილორ ფრთხილად-მიშველება ვცადე, როცა კონცენტრაციის შენარჩუნება ვერ შეძლო და ზურგისკენ გადაიხარა, ისიც მე ჩამებღაუჭა, მაგრამ კიბეზე ფეხი დამიცდა, ხელის ჩაჭიდება სახელურისთვის ვცადე, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა, მე უკვე კიბეზე ვგორავდი, ამის მიუხედავად გონება არ დამიკარგავს, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი შვილი იყო, რომელსაც უკვე 9 თვეა მუცლით დავატარებდი, მუცელი ძალიან ამტკივდა, მოვიკუნტე და ტეილორს ვთხოვე დახმარება, თუმცა ის არ ინძრეოდა, ერთადერთი რასაც აკეთებდა ის იყო, რომ საცოდავად მიხდიდა ბოდიშს

-ბლეიქ! მაპატიე საყვარელო! მე... მე არ მინდოდა-მუხლებზე დაფორთხავდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა

-ტეილორ სასწრაფოში დარეკე, ვეღარ ვუძლებ-კბილს კბილზე ძლიერად ვაჭერდი, რომ როგორმე ტკივილი ამეტანა, ის კი ჩემს მუცელს ეფერებოდა და ბოდიშს მიხდიდა, თითქოს ძველი ტეილორი სადღაც გამქრალიყო და მის ადგილას სუსტი და უპასუხისმგებლო არსება იდგა, რომელზე დაყრდნობაც ცხოვრებაში პირველად აღარ შემეძლო, როცა მივხვდი, რომ მისგან აღარაფრის იმედი აღარ უნდა მქონოდა, თავად ვცადე ტელეფონთან მივჩოჩებულიყავი, ტეილორს ხელი არ შეუშლია, მაგრამ არც გვერდიდან მომცილებია... დრო ძალიან გაიწელა, წამები წუთებად იქცნენ, წუთები კი საათებად..

 ერთი თვის შემდეგ

სასამართლო როგორც იქნა დამთავრდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი რამ შემემთხვეოდა, ისევ მარტო ვარ, ზუსტად ისე, როგორც ერთი წლის წინ, სანამ ტეილორს შევხვდებოდი, ასე მგონია თითქოს ცა თავზე ჩამომექცა, ყველა ოცნება ერთბაშად დამემსხვრა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დავკარგე და რასაც ვერასოდეს დავიბრუნებ ჩემი ქალიშვილია, რომელიც დაბადებისთანავე დაიღუპა,ტეილორს ამას ვერასოდეს ვაპატიებ, ბევრი რომ არ დაელია-არც არაფერი მოხდებოდა, მაგრამ მან უარი მაშინ თქვა ოჯახზე, როცა სმა და ნარკოტიკების მიღება დაიწყო, არ ვაპირებდი მისთვის მეჩივლა, მაგრამ ბედი თავად ეწია და პოლიციამ უჩემოდ დააპატიმრა-ნარკოტიკების შენახვა-მოხმარებისთვის სამწელიწად ნახევარი მისცეს და სამართლიანი გადაწყვეტილებაც მიიღეს, რაც მთავარია არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თავის საქციელს ოდნავ მაინც ნანობს, ეს კი ცალკე ტრაგედიაა, რის გადატანასაც არ ვიცი როგორ მოვახერხებ, მაგრამ დღეიდან უარს ვამბობ ჩემს წარსულზე და ყველაფერზე რაც მასთანაა დაკავშირებული ჩემი შვილის მოგონების გარდა-მე უარს ვამბობ სევდაზე, ტანჯვაზე, ტკივილზე და ახალ ცხოვრებას ვიწყებ, გადავწყვიტე არასოდეს არავის მივცე ჩემით მანიპულირებისა და ჩემი გრძნობებით თამაშის უფლება...!

       სამი წლის შემდეგ

-ბლეიქ! თქვენთან საუბარი სურთ! შემოვუშვა?-პირველ ხაზზე სარამ მორიგი ვიზიტორის შესახებ მამცნო

-არ მცალია! ვინც არ უნდა იყოს უთხარი ხვალამდე ვერ შევხვდები!-სპიკერი გამოვრთე და ჩემი საქმე გავაგრძელე

-ვერ ვიტან, როცა უარით მისტუმრებენ!-კარები ჩემთვის სრულიად უცნობმა პიროვნებამ დაუკაკუნებლად შემოაღო

-ბლეიქ! მაპატიეთ! ყველანაირად ვეცადე, მაგრამ მისი შეკავება ვერ შევძელი

-დაგვტოვე!-სარასათვის თავის მართლების საშუალება არ მიმიცია, ჩემი ყურადღება მთლიანად მიიპყრო ადამიანმა, რომელმაც პირველმა შემოაღო ჩემი კაბინეტის კარი უნებართვოდ, კალამი მაგიდაზე დავდე, ფეხზე წამოვდექი და ნელი, მაგრამ მკაცრი ნაბიჯით დავიწყე სვლა ახლად შემოსულისაკენ

-ახლა შენ მომისმინე თავხედო! ვინ ხარ, რომ ბლეიქ ლაივლის კაბინეტში დაუკითხავად იჭრები?!!!-თავი ამაყად ავწიე და გამჭოლი მზერა მივაპყარი



 

ვიცი, რომ პატარა თავია, მაგრამ თვითონ სიუჟეტი უფრო დიდ, საინტერესო და დამაინტრიგებელ თავებს გპირდებათ:*

დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ, (კრიტიკა ლაიქები, დისლაიქები) :დ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 826 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-04-10 Spam
dzalian kargia ^^