მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » JUST RUN
9:49 PM
JUST RUN

ეზოში დიდი ჩოჩქოლი იყო,სწრაფად გადმოვედით მანქანიდან რომ გაგვეგო რა ხდებოდა,ყვლაზე პირველი წინ მე წავედი,სკოლის შესასვლელს ვუახლოვდებოდი გზაში ზოი რომ შემემეჩეხა

-ჰეი,მოიცა-მკლავში ხელი ჩავავლე და გავაჩერე-რა ხდება?

-არ ვიცი რონი მართლა-თავი გაიქნია ანერვიულებულმა-შიგნით რაღაც ხდება,მასწავლებლები არ გვიშვებენ მაგრამ ერთმა უფროსკლასელმა თქვა რომ სპორტდარბაზში ვიღაცის ცხედარი იყო

თვალებ გაფართოებულმა შევხედე,ზოის თავი ვანებე და შენობაში შევედი

დერეფანს გავუყევი,უამრავი შეშინებული ბავშვი მიყურებდა,მაინც არ მესმოდა როგორ უნდა მოხვედრილიყო სპორტდარბაზში მკვდარი ადამიანი,აქ რაღაც ხდებოდა...

კიბეებით ქვევით ჩავედი,მასწავლებლები მადხვდნენ მარტო,დაცვა კარის გაღებას ცდილობდა

-შეამტვრიეთ-დაუყვირა ვიღაცამ

-რკინის კარებია იდიოტო-დაუღრიალა დირექტორმა

-მაშინ გაჭერით,რაღაც მოიფიქრეთ

-მისის ბელ,ვინ არის სპორტდაბაზში?-გაუბედავად ვკითხე ყველაზე ბოლოს მდგარ მასწავლებელს

-სამი უფროსკლასელი იყო,ჯონათანი,ტედი და შონი

-კი მაგრამ რა მოხდა?-ისევ ვკითხე

-ფიზკულტურის დამთავრების შემდეგ ყველანი გარეთ გამოვიდნენ და ის სამი კიდევ თამაშობდნენ,მასწავლებელი კარის ზღურბლზე იყო და უცებ კარი დაიკეტა,ვერაფერი მოასწრო,შიგნიდან კი ბიჭების ყვირილის ხმა ისმოდა,მერე ყველაფერი შეწყდა,ჯერ კიდევ არ ვიცით რა ხდება

ამ ბიჭებიდან არცერთს არ ვიცნობდი მაგრამ მათი დახოცვა მაინც არაფერს ხეირს არ მაძლევდა,პირიქით ეს იმის მანიშნებელი იყო რომ მკვლელმა გაიღვიძა.სამარა შუალედებს აკეთებდა გასაფრთხილებლად რომ არ დავვიწყებივართ.

უკნიდან ფეხის ნაბიჯები მომესმა,მეთიუ ჩამოდიოდა კიბეებზე

-რა მოხდა?-შემეკითხა

მეც ყველაფერი მოვუყევი რაც მისის ბელისგან შევიტყვე

-ამას რატომ აკეთებს?-ჩაფიქრებულმა გაიქნია თავი

-არც მე ვიცი-მხრები ავიჩეჩე

-გაიღო,კარი გავაღეთ-ამასობაში მასწავლებლის ხმა მომესმა,ყველა შიგნით შევარდა,მეც მათ მივყევი

-მოიცა-შემჩერა მეთუმ-არ შეხვიდე

-რატომ?-დაბნეულმა გავხედე

-უბრალოდ გთხოვ,არ მინდა კიდევ ერთხელ ნახო ვინმეს დასახიჩრებული სხეული,დამიჯერე ასე აჯობებს-შემევედრა

-კარგი-მეც უბრალოდ დავტანხმდი და წინ მეთიუ გავუშვი

როგორც წესი ასეთ დათმობებზე არასოდეს  მივდიოდი მაგრამ ეხლა რა დამემართა არ ვიცოდი,ალბათ მისი აზრი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.

რამდენიმე წამში მეთიუ უკან დაბრუნდა,სახეზე საშინელი შეშფოთება და შეძრწუნება აღბეჭვდოდა

-მკვდრებია?-გაუბედავად ვკითხე

-სამივე-თავი დამიქნია

მე ღრმად ამოვიოხრე და კედელს მივეყრდენი

-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-თავი გავიქნიე

-დამშვიდდი,ჩვენს გარდა არავინ იცის ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა,თუმცა ამის მიუხედავად მთელს ქალაქს ვერ ვუდარაჯებთ იმის შიშით რომ ღამით ვინმეს არ დაესხან თავს

-ვიცი,ვიცი მაგრამ ეს მდგომარეობა აუტანელია,ისიც კი არ ვიცი თუ როდის მომკლავენ

-არავინ არ მოგკლავს,მანამდე რამეს მოვახერხებთ-ხელები მომხვია და ჩამეხუტა

მისი სითბო ჩემზეც გადმოვიდა და დამამშვიდა,ასეთ დროს მართლა მჭირდებოდა მისი თანადგომა.

ღმერთო!ეშმაკმაც დაწყევლოს,ასეთ დროს სულ არ მცხელოდა სიყვარულისთვის მაგრამ...

-სახლში წავიდეთ-ბოლოს ხმა ამოიღო მეთიუმ

-ჰო,მემგონი მართალი ხარ-დავეთანხმე და თვალებში ჩავხედე

-დღეს არ გამოგვივა იმ სახლის დანგრევა

-ოდესმე შევძლებთ კი?სამარა ხელს გვიშლის ამაში

-ყველაფერი მოგვარდება-დამაჯერებლად მითხრა მეთიუმ და მხარზე გადამხვია ხელი.

სკოლიდან ასე გავედით და მოსწავლეების დიდ ჯგროში გავედით,არავის არ ცხელოდა ჩვენთვის,ყველა სასოწარკვეთილი ტიროდა ამ ტრაგედიის გამო.

მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ წავედით.

მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია,ასევე უხმოდ შევედით სახლშიც.

ჩანთა ძირს დავაგდე და დივანზე მივესვენე,მეთიუც გვერდით მომიჯდა.

-კარგად ხარ?-მკითხა

-კი-თავი დავუქნიე-უბრალოდ...

-რა უბრალოდ?

-არაფერი-თავი გავიქნიე-მიხარია აქ რომ ხარ

-მართლა?-ჩაიცინა

მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე

მეთიუმ ფრთხილად მომკიდა ხელები სახეზე და თავი ამაწევინა,ახლა ერთმანეთს პირდაპირ თვალებში ვუყურებდით

-დიდი ხანია მინდოდა რაღაც მეთქვა-გაუბედავად დაიწყო თან მიცინოდა-ჰო,ვიცი რომ ამისთვის შესაფერისი არც დროა და არც ადგილი მითუმეტეს ამ ამბის შემდეგ მაგრამ რომ არ გითრა ალბათ უფრო დიდი სისულელე იქნება...-ცოტა ხანი გაჩერდა და დამაბნევლად მიყურებდა,ცოტაც და სუნთქვა შემეკვრებოდა,შემდეგ კი ისევ განაგრძო-მოკლედ რონი,მიყვარხარ...

„მიყვარხარ"მეთიუს სიტყვებით ბუნდოვნად ჩამესმოდნენ,რამდენიმე წამი ვუყურებდი და ვერაფერს ვიაზრებდი,მომეჩვენა თუ ნამდვილად ასე მითხრა?არა,არა...

-ჰო?მეც მიყვარხარ-რაღაც წავიბუტბუტე,მემგონი უდიდესი სისულელე ჩავიდინე ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ყველაზე ლამაზი სისულელე

შემდეგ მახსოვს როგორ მომიახლოვდა მეთიუ,ცოტა ხანი მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა მერე კი ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს...


რამდენიმე წუთიანი ალერსის შემდეგ ჩვენი ტუჩემი ერთმანეთს მოსწყდა და ისევ მისი თვალების ტყვეობაში აღმოვჩნდი, ყველაფერი,ყველფერი მაგრამ არ ვიცოდი ახლა რა უნდა მეთქვა,პირველად გამოვუტყდი ადამიანს სიყვარულში,როგორც ნორმალური წყვილი სადმე წავიდოდა,სიხარულისგან მეცხრე ცას ეწეოდნენ მაგრამ ჩვენ ამისთვის არც მიზეზი გვქონდა და არც წასასვლელი.

-არ მეგონა თუ გიყვარდი,ვიფიქრე ცოტა ავარდნილი გეგონე-ჩაიცინა

-ჰო?რა იყო მერის შვილები აცრილები ხართ?-გავიცინე

-ღიმილი გიხდება-ლოყაზე მიმეფერა-რამდენი ხანია ასეთი ხალისიანი არ მინახიხარ

-ცხოვრება ყველას ასვამს თავის დაღს-ჩავილაპარაკე მე

-მე არ დავუშვებ რომ შენ ეს დაღი დაგრშენს-სერიოზულად მითხრა

-უბრალო მოკვდავი ამას ვერ შეძლებ-თავი გავიქნიე

-მაგრამ მე მიყვარხარ და ესეც საკმარისია იმისთვის რომ უკვდავი გავხდე

-ჰო,ამიტომაც ვართ აქ-დავაყოლე და ჩავეხუტე.


კარგა ხანი ხმა არცერთს არ არმოგვიღა,რაღაც უცნაურად წარიმართა ყველაფერი,სამი ოჯახი თავიანთ შვილებს დასტიროდნენ ჩვენ კი ერთმანეთს სიყვარულში ვეფიცებოდით.

-ხვალ შენს სახლში წავიდეთ-ბოლოს ხმა ამოიღო მეთმა

-კარგი-დავეთანხმე-იმედია როცა იმ სახლს დავანგრევთ რამეს მაინც ვიპოვით

-ჰო-თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა.

და ახლა რა?რა იქნებოდა შემდეგში?შეყვარებული მყავდა და მისთვისაც საფრთხეს წარმოვადგენდი,სამარა ყველას ხოცავდა ჩემს ირგვლივ,და ისიც რომ მოეკლა?არა,ამას ვერ გადავიტან-გავიფიქრე და მეთიუს უფრო მაგრად მოვუჭირე ხელები.

საღამოს სახლში მე,მეთიუ და დენიელი ვიყავით მხოლოდ,დიდი გაჭირვების შემდეგ მაინც ვუთხარი დენს ჩვენი ამბავი,თავიდან მიბღვერდა მაგრამ შემდეგ გადაიხარხარა და ხელი ჩაიქნია,თქვენ არაფერი გეშველებათო.

გვიანი ღამე იქნებოდა მაიკლი რომ მოვიდა სახლში,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მისი ჭკუით კარგი ამბავი მოგვიტანა

-რონი,დენიელ,ბარგი ჩაალაგეთ აქედან გადავდივართ-გახარებულმა გვითხრა

მე და დენმა ერთმანეთს გადავხედეთ დაბნეულებმა

-გადავდივართ?-დაბნეულმა ჩავილაპარაკე-კი მაგრამ სად?

-სახლში ვბრუნდებით ძვირფასო,როგორც იქნა მოვახრხე და სამსახურში იქ დამაბრუნეს,მიდით რაღას უცდით,ბარგი ჩაალაგეთ

-მამა-წამოიწყო დენიელმა-ჩვენ არსად წამოსვლას არ ვაპირებთ

-მეხუმრებით ბავშვებო?თქვენც ხომ ეს გინდოდათ?-მაიკლს სახეზე შეეყინა ღიმილი

-ჩვენ ეგ არ გვითქვია-თავი გავიქნიე მე-დენი მართალია,არსად წამოსვლას არ ვაპირებ,აქაურობას არ დავტოვებთ

-კი მაგრამ...

-შენ თუ გინდა წადი მამა,ჩვენ არ გაკავებთ,მაგრამ მე და რონი აქ ვრჩებით-უთხრა დენმა და ხელი ჩამჭიდა

-ეს რამ გადაგაწყვეტინათ?-ეჭვის თვალით გამოგვხედა

სამივე დიდი ხანი ვორჭოფობდით მოგვეყოლა თუ არა,მაგრმა ბოლოს გადავწყვიტედ რომ მაიკლი ღირსი იყო ყველაფერი ცოდნოდა და ამიტომაც დავიწყეთ მოყოლა.

ჯერ მეთიუმ დაიწყო,ძველი ამბებიდან,მერე ჩვენ გავაგრძელეთ,ლეგენდებიდან და ბიბლიოთეკაში ნაპოვნი წიგნიდან,მერე ტყეში რაც შემემთხვა,მოკლედ ყველაფერი,არცერთი დეტალი არ გამოგვიტოვებია დღევანდელის ჩათვლით.

თანდათან,რაც უფრო ბევრს გებულობდა მაიკლი,მით უფრო ეცვლებოდა სახეზე ფერი,ბოლოს მოყოლა რომ დავამთავრეთ,უკვე ძალიან გვიანი იყო მაიკლმა ამოიოხრა და

გვითხრა.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 973 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-06-17 Spam
Malee Daadee Sheemdeegii TAvi Nuu gvalodineeb amdeens !! tore saaamaaraad gadaviqcevi da mere me vicii... :)) malee gogo ! ♥