მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » JUST RUN
10:34 PM
JUST RUN

პირველ სართულზე ჩამავალ დიდ მუხის კიბეს სულ ფეხაკრებით ჩავუყევი და უზარმაზარ მისაღებში აღმოვჩნდი,ირგვლივ სიბნელე ჩამოწოლილიყო,მხოლო მთვარის შუქი და ბუხარში ჯერ კიდევ მბჟუტავი სინათლე დარჩენილიყო,ოთახი მოვათვალიერე მაგრამ ვერავის მოვკარი თვალი,ცოტათი მოვიბუზე და ისევ ზევით ასვლა გადავწყვიტე,კიბეზე შედგი ფეხი თუ არა მაშინვე მომესმა ჩურჩულის ხმა,ისევ ჩემს სახელს ჩურჩულებდნენ,ერთი ხმა კი არა არამედ რამდენიმე ხმა მესმოდა,მაშინვე შემოვტრიალდი და გაღებული ფანჯარა დავინახე.

შეეჭვებულმა მოვჭუტე თვალები,წუთის წინ დაკეტილი იყო და ახლა ვინ ჯანდაბამ გააღო?-გავიფიქრე და ჩასაკეტად წავედი,ძალიან ნელი ნაბიჯებით ვმოძრაობდი და სულ აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს,უნდა ვაღიარო,იმის შემდეგ რაც ტყეში შემემთხვა შიში ერთი ორად გამიმძაფრდა,დედაჩემის დასახიჩრებული სხეულის დანახვაზე მივხვდი რომ საფრთხე იმაზე დიდი იყო ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

-სამარა-ჩუმად დავიჩურჩულე და უკან მივიხედე,ვიფიქრე უკან ხომ არ მიდგასთქო,ძალიან მეშინოდა,არ მინდოდა შემდეგი მე ვყოფილიყავი.

-სამარა-ისევ დავიჩურჩულე მაგრამ ხმა არავის გაუცია რათქმაუნდა,საერთოდ შეეძლო მას ლაპარაკი?

გული შემიღონდა და სწრაფი ნაბიჯებით მივირბინე ფანჯარასთან,სასწრაფოდ ჩავკეტე და სუნთქვა შეკრულმა ხმამაღლა ამოვიოხრე და აღარ დამიყოვნებია ქოშინით ავირბინე კიბეებზე თუმცა ჩემს ოთახში შესვლა ვერ გავბედე,მარტო დარჩენის შემეშინდა და დენიელს შევუვარდი ოთაში.

ისეთი მშვიდი ძილით ეძინა მისი გაღვიძება შემეშინდა მაგრამ ისე ვკანკალებდი რომ ვეღარ მოვითიმინე და შევანჯღრიე

-გაიღვიძე დენ-ყურში ჩავჩურჩულე

პასუხი არ გამცა

-მიდი რა გაიღვიძე-შედარებით ხმამაღლა ვუთხარი

-გამანებე თავი-ხელი აიქნია და ისე რომ არც კი გაუღვიძია თავზე ბალიში დაიმხო

-დენ-დავუყვავე-გაიღვიძე

როგორ იქნა თავი წამოწია და მოჭუტული თვალებით გამომხედა

-შენ აქ რა გინდა?-გაკვირვებულმა მკითხა

-შემეშინდა და შემოვედი

-შეგეშინდა?-ჩაიფხუკუნა -რისი?

-ხომ იცი რომ არ ვხუმრობ,მომესმა რომ ვიღაც ჩემს სახელს იძახდა,ქვევით ჩავედი მაგრამ არავინ დამხვდა,ამოსვლას რომ ვაპირებდი კი უცებ ფანჯარა გაიღო

-ვერავინ დაინახე?-შემეკითხა,მემგონი გამოფხიზლდა

-ვერა-თავი გავიქნიე

-უცნაურია-სერიოზული სახე მიიღო-ისევ დაბრუნდა?

-არ ვიცი მაგრამ დღეს შენთან დავწვები რა?-შევევედრე

-რა იზამ?-გაიღიმა

-რას და დღეს შენთან დავიძნებ რა,მე იმ ოთახში გამსვლელი არ ვარ

-კარგი მოდი--ხელი გამომიწოდა და მაგრად ჩამეხუტა-ძალიან სულელი ხარ და უამრავ ხათაბალაში ეხვევი

-მე არა მთელი ოჯახი-შევუსწორე და საბანი გადავიფარე-არ ვიცი ამას რატომ აკეთებს მაგრამ არ შეჩერდება

-უნდა შევაჩეროთ

-არ მინდა კიდევ ერთი მსხვერპლი-თავი გავიქნია-მისმინე დენიელ,მემგონი მაიკლი ბევრ რამეს ვერ ხვდება და საერთოდ,დედა საავადმყოფოში რომ იწვა მე სამარა ვნახე...-და ყველაფრის მოყოლა დავიწყე,მაშინ ტყეში სამარამ კინაღამ რომ მომკლა და მეთუმ გადამარჩინა,რა ვუთხარი სამარას და ფეხი რომ მქონდა შეხვეული,ამის დასამტკიცებლად პიჟამო ავიწიე მუხლამდე და ვაჩვენე.

თანდათან ვხედავდი როგორ ედებოდა დენიელს მწვანე ფერი სახეზე ბოლოს ტუჩებიც გაულურჯდა

-შენ მთლად გადაირიე ხომ?-ლამის გადამყლაპა ისე შემომხედა-რონი სრულ ჭკუაზე ხარ?

-დენიელ...

-რამ გაგაკიდა,გეგონა მოერეოდი?ის სულია რონი,მკვდარი არსება,არა მაინც არ მესმის...

-რა?

-მხოლოდ რამდენიმე წინადადება უთხარი და გადარჩი

-ეგ ვერც მე ვერ გავიგე მაგრამ საშინელება იყო,მემგონი სამარა მე გადამაჯინდა

-აქედან უნდა წავიდეთ რონი

-წავიდეთ?-სარკასტულად ჩავიცინე-ნუთუ ვერაფერს ხვდები?მას ვერ გაექცევი დენ,ყველგან გიპოვის

-აბა აქ ვიჯდეთ და ველოდოთ როდის გაგვჟლიტავს სათითაოდ?

-მე მაგას არ ვამბობ-შევეწინააღმდეგე-უბრალოდ მინდა რომ რამე გავარკვიოთ,გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს,აუციელბლად იქნება რამე გზა რითაც მას დავიმორჩილებთ,ასე კიდევ უამრავ ადამიანს დახოცავს,ჩვენ არ ვიქნებით ბოლოები

-უმსხვერპლოდ არ ჩაივლის ეს ყველაფერი

-ვიცი-თავი დავუქნიე-აუცილებლად მოკვდება ვიღაც მაგრამ სხვა გზა არ არსებობს,მსხერპლი უნდა გავიღოთ

-რონი,ეს ძალიან საშიშია

-სამარა უფრო საშიშია დენიელ

-ვიცი-ამოიოხრა-ახლა დაიძინე წინ არც ისე ადვილი დრო გველის-მზრუნველად მითხრა და შუბლეზე მაკოცა.

მეც აღარ გამიგრძელებია კამათი,შევეცადე დამეძინა,მაგრამ ვიცოდი რომ დენიელიც თავს მაჩვენებდა ისევ სამარაზე რომ არ დამეწყო ლაპარაკი,არადა ვხვდებოდი რომ ღვიძავდა,თუმცა აღარ შემიწუხებია,გვერდი ვიცვალე და ჩემი თავი ვაიძულე რომ დამეძინა.

დილით უთენია გამომეღვიძა,მზე ახალი ამოსული თუ იქნებოდა,დენიელი უკვე ამდგარიყო,მეც წამოვდექი საწოლიდან და ჩემს ოთახში გავედი,შარვალი ამოვიცვი,სვიტერი გადავიცვი და ქვევით ჩავედი.

მამაჩემი სახლში არ იყო,მეთიუ და დენიელი მისაღებში ისხდნენ ალბათ მათ უკვე ისაუზმეს და მე მიცდიდნენ.

უსიტყვოდ შევედი სამზარეულოში,არაფერზე არ მიხლია პირი მხოლოდ დიდი ჭიქით წყალი დავლიე და მათთან გავედი

-რატომ არ ისაუზმე?-მკითხა დენიელმა

-არ მშია-სწრაფად მივუგე და სავარძელზე დადებული ჩანთა მხარზე გადავიკიდე-არ მივდივართ?

-შენ და მეთიუ წადით მე არ მოვდივარ

-რატომ?რა ხდება?-შევშფოთდი

-არაფერი,არ მცალია-სწრაფად მომიჭრა,გუშინდელი საუბრის შემდეგ შეცვლილი მეჩვენა,ცივად მეპყრობოდა

-დენიელ-მკაცრად მივმართე-რა ხდება

-არაფერი რონი,წადი სკოლაში

-ნუ მატყუებ-ადგილიდან არ ვიძვროდი-არაფერი არ უნდა მეთქვა,რას აპირებ?

-არაფერს

-რამე სისულელე არ გააკეთო,კარგად გიცნობ,დენიელ

-რონი წადი,მომცილდი-ხმამაღლა დამიყვირა და ფეხზე წამოხტა,მე შიშისგან უკან დავიხიე,მეთიუ კი სწრაფად გაჩნდა ჩემს გვერდით,ასეთი დენიელი არასოდეს არ მენახა

-დამშვიდდი-ხელი დაადო მხარზე მეთუმ დენიელს

-შენ რაღაცას აპირებ და არ მეუბნები-გული მომეწურა,მართლა საშინლად ვგრძნობდი თავს

არაფერი მიპასუხა

-ჯანდაბა,ეშმაკმა დაწყევლოს-ჩანთა ძირს დავაგდე-რატომ არ იღებ ხმას?გსიამოვნებს რომ მაწამებ?გინდა შენც სიუზენივით მოკვდე?ფიქრობ მას მარტო გაუმკლავდები?და რომ ნახო კიდევაც გგონია დაგინდობს?ნუთუ ასეთ სულელი ხარ?მე საერთოდ ფეხებზე გკიდივარ ხომ?მამა?რა დღეში ჩავარდება?მასზე არ ფიქრობ?თუ გინდა მაგარი ბიჭი გამოჩნდე შენი საქმეა მაგრამ არაფერი გამოგივა,ისედაც ეს დაწყევლილი დღეებიღა დაგვრჩა შენ კიდევ მემგონი ჭკუა სულ მთლად დაკარგე-ვერც კი შევამჩნიე ისე დამიწყია ყვირილი და ცრემლები მახრჩობდნენ



დენიელი ჩემკენ შემობრუნდა და პირველად შემომხედა თვალებში

-არაფერი ცუდი არ მოხდება რონი-წამოვიდა და მომეხვია-არაფერი მოგვივა,აღარავინ არ მოკვდება

-ამას რატომ ამბობ?-მას მოვცილდი და დაბნეულმა ვკითხე

-სახლი  უნდა დავანგრიოთ-ჩაილაპარაკა

-სახლი?კი მაგრამ რატომ?

-რატომ და იქ ხომ იყო ის მაღარო სადაც სამარა ცოცხლად დამარხეს?სახლი სწორედ მის თავზეა აშენებული,სახლს თუ დავანგრევთ იმ მაღაროს გავთხრით და მის საფლავსაც ვიპოვით,მერე არ ვიცი რა იქნება მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ

-მაიკლი გადაირევა

-მემგონი მადლობე დაგვრჩება თუ სიკვდილს გადავარჩენთ-მითხრა დენიელმა

-როდისთვის აპირებ ამას?

-დღესვე,ამწე კრანი გვჭირდება

-სად ვიშოვოთ?

-მე დაგეხმარებით-ჩაერია მეთიუ

-კარგი,დავანგრიოთ ის სახლი მაგრამ ამანაც რომ არ გაამართლოს?

-მაშინ სიკვდილი არ აგვცდება-ჩუმად დაასრულა დენიელმა

-სკოლაში მივდივართ?-ისევ მე ვიკითხე

-ჰო,მემგონი კარგი იქნება თუ წავალთ-ჩემდა გასაკვირად მითხრა დენიმ და მეთიუს მანქანით წავედით.

სკოლაშ რომ მივედით დიდი ჩოჩქოლი იყო ატეხილი,ბავშვები ეზოში დარბოდნენ,ზოგი ვყივორა,რამდენიმე გოგო ტიროდა,მემოგნი პანიკაში იყვნენ.

დაბნეული სახით გავხედე ბიჭებს


ვერც მათ გაეგოთ რა ხდებოდა,სასწრაფოდ გადავედით მაქანიდან და შენობისკენ წავედით იმის გასაგებად თუ რაში იყო საქმე...


თუ თქვენთვის რამეს მაინც ნიშნავს ჩემი მოთხობა გემუდარებით ყველას რომ კომენტარებში დაწეროთ რომ chakuna-მ არ დაგვტოვოს,არ წახვიდე რა გეხვეწები,სისულელეებს ნუ აყვები.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 891 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2012-06-14 Spam
ცაკუნაა არ წახვიდეეხლარომ გეჩვევით ხოლმე მიდიხართ შნ მაინც გვაგრძნოობინე ის რომ გიყვარვართ! ძალაინ გთხოვ ანნ შემდეგი ჩემი არის თორე გავგიჟდები აუუ როგორ მიანცტერესებს სახლის დანგრეავაა და სკოლლის მაბავიიი