მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 9 » JUST RUN
4:12 PM
JUST RUN

ცოტა არ იყოს შემაშინა რონის ნათქვამმა და გაკვირვებულმა შევხედე

-შეგიძლია გამიმეორე რაც მითხარი?-ფრთხილად ვკითხე

-ჰო,გითხარი მომდევნო შენ იქნები-თქო-არა ამქვეყნიური ხმით მითრა,თითქოს წაიმღერასავით


-დაღლილი ხარ რონი,ჯობია დაიძინო-ვუთხარი და შევეცადე წამომეყენებინა

-არა,არ მინდა-გამიძალიანდა-არ ვარ დაღლილი,ასე მითხრა,სამარამ მითხრა რომ შემდეგში შენ მოგკლავდა-მტკიცედ გამიმეორე და მერე ირგვლივ მიმოიხედა-სიუზენი სად არის?

-ვინ?-დაუდევრად ვკითხე

-დედა

-რონი...დედაშენი-შევეცადე ფრთხილად დამეწყო-არაფერი არ გახსოვს?

მან გაშტერებულმა გამომხედა და დაბნეულმა გაიქნია თავი,ღრმად ამოვისუნთქე,მემგონი რონი ძლიერი შოკის ქვეშ იმყოფებოდა,დასვენება ესაჭიროებოდა ხვალ დილით კი ყველაფერს გაიხსენებდა.

წელზე შემოვხვიე ხელი და მეორე სართულის კიბეებზე ავიყვანე

-მარტო არ დამტოვო-დამიძახა როცა ოთახიდან გასვლას ვაპირებდი

შემოვბრუნდი და საწოლთან მივედი

-გინდა დავრჩე?-ვკითხე

-ჰო-თავი დამიქნია-მეშინია

მის ერთი შეხედვით არეულ გამოხედვაში დიდი ტკივილი იგრძნობოდა,შეიძლება პირდაპირ ვერა მაგრამ მისი ტვინის რაღაც ნაწილი მაინც აცნობიერებდა რომ დიდი საშინელება შეემთხვა.

რონის მუდარას ვერ გავუძელი და გვერდით მივუწექი,ხელები მაგრად მოვხვიე მკლავებზე და ჩავეხუტე,მინდოდა ეგრძნო რომ მარტო არ იყო.

მემგონი ამ მეთოდმა გაამართლა,რონის მალე ღრმა და მშვიდი ძილით ჩაეძინა.

ისეთ ლამაზი იყო როცა ძინავდა რომ თვალს ვერ ვაშორებდი,ამ პატარა ბავშვურ სახეზე ბევრი ტკივილი აღბეჭვდოდა,მინდოდა მისთვის ხელი დამევლო და წამეყვანა,გამეცილებინა აქაურობას,სამყაროს მეორე ბოლოში წამეყვანა მაგრამ მერე ვიაზრებდი რომ ამას აზრი არ ჰქონდა,ის ყველგან გვიპოვიდა,მისთვის მანძილს მნიშვნელობა არ ჰქონდა,და მახსენდებოდა რომ მას ვერ ვუშველიდი,არადა რონის სიკვდილი არ მინდოდა,არ მინდოდა კი არა,არამედ ამას ვერ დავუშვებდი,ძალიან მომწონდა რონი,მისი სიძლიერე და ბრძოლის უნარიანობა მაოცებდა.თუმცა დღევანდელის შემდეგ მეშინოდა ეს შემართება არ დაეკარგა და საერთოდ მეშინოდა რონი არ დამეკარგა,დრო და დრო ვაანალიზებდი რომ მასზე დამოკიდებული ვხვდებოდი,ნარკოტიკივით იყო,მისი ტკივილი მეც მტკიოდა,მის გასაჭირს მაშინვე ვგრძნობდი,არ ვიცი ამ გრძნობას არ ჰქვია მაგრამ ეს ყველაფერი ერთი-ორად უფრო მაჯაჭვავს მასზე.

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,დრო და დრო თავში რონის სიტყვები ამომიტივტივდებოდა,ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა,ნუთუ იქ ტყეში სმარა ნახა და მან უთხრა რომ შემდეგი მე ვიქნებოდი?

ფანჯარაში სუსხიანი დილის პირველი სხივები შემოიჭრნენ და ოთახი გაანათეს.

შევეცადე უხმაუროდ ავმდაგირავი მაგრამ როგორც სშანს არ გამომივიდა და რონი გავაღვიძე

-hey,მეგონა რომ კიდევ გეძინებოდა-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე

-შენთან რა მინდა?-დაბნეულმა გამომხედა

-აღარ გახსოვს?

-არაფერი არ მახსოვს-თავზე ხელი მოიკიდა და საწოლიდან წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია

უცებ ტანსაცმელზე დაიხედა და წამოიძახა

-სისხლიანი ტანსაცმელი რატომ მაცვია?-შეშინებულმა გამომხედა-ვისი სისხლია?რა მოხდა,მეთიუ

გაფართოებული თვალებით გამომხედა,ვირგძენი როგორ ჩაუდგა შიში დიდ თაფლისფერ თვალებში,თეთრი კანი კი უარესად გაუფითრდა,სახეზე ფერი აღარ ედო,სასწრაფოდ მასთან მივედი და იმის შიშით რომ არ წაქცეულიყო ხელი მოვუჭირე

-სიუზენი-უცებ აღმომხდა და თვალები დახუჭა.


მორჩა,ყველაფერი გაახსენდა,რამდენიმე წამი მიყურებდა,მერე ხელი მკრა და ოთახინდა გავარდა.

სასწრაფოდ დავედევნე,კიბეებზე გავეკიდე და მხოლოდ მაშნ დავეწიე როცა მანქანაში ჯდებოდა.

-გაჩერდი-სასწრაფოდ დავუყვირე

-მეთიუ,დედაჩემი,როგორ?კი მაგრამ....უნდა წავიდე,ღმერთო,ღმერთო-თავზე იტაცა ხელები,მემგონი ნერვებმა უმტყუნა.

მისი დაკავება ახლა შეცდომა იქნებოდა ამიტომაც მე თვითნ წავიყვანე სახლში.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია,მხოლოდ ნერვიულად ბურტყუნებდა რაღაცეებს,შემეშინდა რამე არ ჩაედინა.

სახლამდე ჩვეულებრივზე სწრაფად მივედით,ნორმალურად არც კი მექნებოდა გაჩერებული მანქანა რონი უკვე სახლისკენ გარბოდა.

უკან დავედევნე.

არც გამკრივებია კივილის ხმა რომ შემომესმა,ვერ ვეტყოდი რონის რომ არ ეტირა,ეს ძნელი გადასატანი იქნებოდა მისთვის.

სახლის პარმაღზე შევდექი,ვორჭოფობდი შევსულიყავი თუ არა,მინდოდა ოჯახისთვის გლოვის საშუალება მიმეცა,მაგრამ შემდეგ გავიფიქრე რომ ამით არაფერი დაშავდებოდა და ძალიან ნელი ნაბიჯებით შევედი მისაღებ ოთაში.

კუბო ოთახის შუაში იდგა,ყველაზე ახლოს მაიკლი იდგა,ვერ იტყოდით კარგად იყო თუ ცუდად,საშინელი გამოხედვა ჰქონდა,თითქოს მეტყველების უნარი წაერთვაო.

გულწრფელად მივუსამძიმრე და მერე დენიელთან მივედი,ეტყობოდა რომ ისიც განიცდიდა დედის სიკვდილს,მაგრამ უფრო მხნედ იდგა,რონი ყავდა ჩახუტებული და ეფერებოდა,ძალიან მძიმე სურათი იყო.

ვერც ისინი ვერ აცდნენ დანარჩენების ბედს,საბოლოოდ ყველა ასე ამთავრებდა.

და ძმასთან მივედი და დენიელსაც მივუსამძიმრე,მადლობაო წაიჩურჩულა და გაჩუმდა.

მთელი დღე მათთან გავატარე,მინდოდა რამენაირად მაინც ამოვდგომოდი გვერდით,მე ასეთი რაღაც უკვე გამოცდილი მქონდა და ვიცოდი რასაც გრძნობდნენ,როცა ელეონორი და დედამისი დაიღუპნენ არავინ მყოლია გვერდით რომ ამომდგომოდა არ მინდოდა რონიც ასე ყოფილიყო,მასზე ვღელავდი.

დღის ბოლოს მაიკლთან მივედი,მინდოდა რაღაცაზე დავლპარაკებოდი.

-სერ-ჩავახველე და გვერდით ჩამოვუჯექი,მან უინტერესო მზერა მომაპყრო-მინდოდა მეთხოვა რომ ამ სახლიდან გადასულიყავით.

მან გამჭოლი მზერა მომაპყრო

-რატომ?

-აქ დარჩენა საშიშია-შევეცადე ამეხსნა

-გმადლობ შვილო-მხარზე დამკრა ხელი-ხომ ხედავ რა დაგვემართა?ჩემი საწყალი სიუზენი,ჩემი პატარა,მოკლეს-პირველად ვნახე კაცის ტირილი-მითხარი რა გავაკეთო მეთიუ,აქვს რამე აზრი აქედან წასვლას?

-შეიძლება არც არაფერი მაგრამ აქ დარჩენა უფრო საშიშია

-ის ვინც სიუზენი მოკლა მაინც მოვა არა?-პირველად შემხედა თვალებში

-ჰო-თავი დავუქნიე

-ყველას მოგვწვდება?

-ეს არ უნდა დავუშვათ,აუცილებლად იქნება რაიმე გამოსავალი-მინდოდა მისთვის რამე იმედი მიმეცა

-ჩემი შვილები წაიყვანე და წადით-შემევედრა-გთხოვ,არ მინდა ერთი ღამითაც კი გავაჩერო აქ

-თქვენ?-გაუბედავად ვკითხე

-მე ჩემს ცოლთან უნდა დავრჩე

-კი მაგრამ...

-არავითარი მაგრამ-სიტყვა გამაწყვეტინა-წაიყვნაე,ამ სახლში არ უნდა გაჩერდნენ,ცოტა ხანი,მერე ახალ სახლს მოვძებნი,არ საერთოდ წავიყვან ორივეს ამ ქალაქიდან

-კარგი-თავი დავუქნიე და აღარაფერი მითქვამს.

 

RONIE’S BOOK



იმ დღეს წვიმდა


ძალიან მოღრუბლული ამინდი იყო,თითქოს ცაც ტიროდაო,ჯერ მხოლოდ დილა იყო მაგრამ უკვე საღამო გეგონებოდათ,უმოწყალოდ ჰქროდა ქარი,სასაფლაოზე უამრავი ადამიანი შეკრებილიყო,ისეთებიც კი ვინ დედაჩემს არ იცნობდნენ,მისთვის პატივის მისაგებად მოვიდნენ,ან უფრო იმისთვის რომ ენახათ მორიგი ოჯახის ტრაგედია რომელიც იმ სახლს შეეწირა.

ჩემი შავი კაბა აქეთ-იქით ფრიალებდა ქარში და უცნაურია რომ არ მციოდა,წვიმა სახეში მეხლებოდა,დამასველა,მე ზევიდან დავცქეროდი დიდ ორმოს,შავი იყო,თითქოს ფსკერი არ ჩანდაო,ნელა ავიხედე,თეთრი საფლავის ქვები ლამაზად ჩაემწკრივებინათ რიგში,ერთ საფლავზე დიდ შავი ანგელოზი დაედგათ,ჩემი ყურადრება რამდენიმე წამით მიიქცია მაგრამ მალევე ისევ იმ ორმოს დავაცქერდი.

-რონი-ვიღაცამ ხელი მომკიდა

შევტრიალდი და რეიგანი დავინახე

-წამოდი დასაფლავება იწყება-მშვიდად მითხრა

ეს დღეები სულ ჩვენთან იყო,არ მოგვცილებია.

უხმოდ გავყევი რეიგანს და ხალხში გავერიე.

საიდანღაც მღვდილს ხმა მომესმა,მემოგნი ლოცვებს კითულობდა

-ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება,სამაგალითო მოქალაქე და რაც მთავარია შეუდარებელი დედა,მისი ღვაწლი დაუფასებელია ჩვენთვის,დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის რომ პატივი მივაგოთ გარდაცვლილ სიუზენ ტომფსონ მეირეს,მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში...

მღვდელი ისევ განაგრძობდა ლაპარაკს,მაგრამ მისი სიტყვები ალაგ-ალაგ თუ ჩამესმოდნენ ყურში,აღარ ვუსმენდი,ნერვებს მიშლიდა ეს თვალთმაქცობა,არავის ადარდებდა დედაჩემის ხსოვნა,ნამდვილი მიზეზი სულ სხვა იყო,სვავებივით მიყურებდნენ.

-რონი-მკლავში ხელი ჩამავლეს-დამთავრდა დაკრძალვა

გავხედე,მეთიუ იყო,მერე სასაფლაოს მოვავლე თვალი,ხალხი იშლებოდა.

-ხომ კარგად ხარ?-შემეკითხა

-ახლა კი-თავი დავუქნიე,მისმა გამოჩენამ უდიდესი სიხარული მომანიჭა.

-წავიდეთ?-მკითხა

მე უსიტყვოდ დავუქნიე თავი და მანქანისკენ გავეშურეთ.

მეთიუმ ამ ყველაფრის შემდეგ დიდ სულოვნათ დაგვითმო თავისი სახლი,სანამ ახალ სახლს შევარჩევდით მანამ მასთან ვიქნებოდით მაგრამ არ მინდოდა ძალიან შემეწუხებინა იმის მიუხედავად რომ სულ მიმეორებდა პირიქით მინდა რომ ჩემს გვერდით იყოო,მემგონი ამ ხნის განმავლობაში ჩემს გაუაზრებლად მის მიმართ რაღაც გრძნობა გამიჩნდა,თუმცა ახლა ამისთვის მზად არ ვიყავი,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.

უკან დენიელი და მაიკლი მოგვყვებოდნენ თავიანთი მანქანებით.

ხშირ ტევრში შევედით,ჩამობნელდა,ოდნავ ავღელვდი

-ნუ გეშინია-მეთმა ხელი ჩამჭიდა


-არაფერია,რაღაც გამახსენდა-შევეცადე უდარდელად მეთქვა

-ხომ იცი,შეგიძლია ყველაფერი მითქხრა-სანდომიანი გამომეტყველებით გამომხედა

-ვიცი-თავი დავუქნია და ყალბად გავუღიმე

ნეტა ეს გზა არასოდეს დამთავრებულიყო,მინდოდა მის გვერდით უფრო დიდხანს ვყოფილიყავი,ასე დაცულად ვგრძნობდი თავს.

მაგრამ სახლამდე მაინც მივედით.

მეორე სართულზე ავედი შხაპის გადასავლებად,არ მახსოვს აბანოში რამდენ ხანს ვიყავი მაგრამ ბოლოს ფეხები რომ დამეღალა მაშინ გამოვრთე ცხელი წყალი.

აბანოდან გამოვედი და შორტი და მაისური გადავიცვი,ახლა ქვევი ჩასვლის თავი არ მქონდა,მხოლოდ მინდოდა დამეძინა და მერე აღარ გამეღვიძა.

უკვე მაკლდა დედის ხელი.

საწოლში შევწექი და შევეცადე დამეძინა.ვიწრიალე,რამდენიმე ხანი ვბორგავდი მაგრამ არაფერი გამომივიდა,თითქოს დაღლილი ვიყავი მაგრამ თვალზე რული არ მეკარებოდა.

უკვე ფანჯრებში სიბნელე ჩამოწვა,ოთახში ჩამობნელდა,სინათლეები არ მქონდა ანთებული და მეზარებოდა თბილი საწოლიდან გამოსვლა.

ვიფიქრე ქვევით ხომ არ ჩავსულიყავი-მეთქი მაგრამ ერთი ისეთი დაიქუხა რომ საშინლად შემეშინდა და გადავწყვიტე ადგილიდან ფეხი არ მომცევალა.

უცებ სმენა დავძაბე,გავშეშდი და ოდნავ წამოვიწიე.

რაღაც მომესმა,ჩურჩული თუ რაღაც მაგის მსგავსი.

სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი მაგრამ ოთახში არც არაფერი არ მესმოდა,მები გარედან მოდიოდა.

ვიღაც ჩურჩულებდა.

ცოტა ხნის შემდეგ გარკვევით გავიგონე ჩემი სახელი,თითქოს ქარს მოჰქონდა ეს სიტყვები ჩემამდეო.

ბევრი არ მიყოყმანია საწოლიდან წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავედი.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 818 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-06-11 Spam
dz dz dz magaria da sainteresoa male gaagrdzeleee ra plizzzz
p.s:zinavda biggrin ox es gramatikaa biggrin :D