მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 24 » JUST RUN
10:04 PM
JUST RUN

სულის შემხუთავმა კივილმა არემარე მოიცვა,ადგილზე გავშეშდი,კივილი გადაბმული ისმოდა რამდენიმე წამს,შემდეგ მიწყდა,უცებ თავში დამარტყა და წამოვიყვირე

-სიუზენ,სიუზენ-კარებს მივვარდი და გამალებიტ დავუწყე რტყმა,ამასობაში დენიელიც მიხვდა და კარის განგრევას შეეცადა.

კივილი პირველი სართულიდან მოდიოდა,დედაჩემი იყო,ვიცანი,ხმაზე ვიცანი,სანამ ქვევით ჩავირბენდით გული მილიონჯერ გადამიტრიალდა,როგორც იქნა კარები გავღეთ და კისრისტეხვით ჩავვარდი ქვევით.

-დედა,დე-დავიძახე

ირგვლივ უკუნი სიბნელე იყო,ვერაფერს ვხედავდი,ფანჯრებიდანაც კი არ შემოდიოდა მთვარი შუქი

-დედა-დენიელმაც დაიძახა

სამზარეულოსკენ გავაბოტე,ვივარაუდე რომ იქ იქნებოდა,უცებ რაღაცას წამოვედე

-ვაი!!...-წამოვიყვირე და ძირს დავეცი

-რონი,რა მოგხდა?-შეცბუნებულმა დაიძახა დენიელმა

-არაფერი,კარგად ვარ-ხელების ცეცება დავიწყე,რაღაც რბილის დავადე ხელი,მემოგნი სხეული იყო,დედაჩემის ეგდო უსულოდ იატაკზე.

მთელს ტანში დამიარა,ამ ერთ წამში უამრავი საშინელება წარმოვიდგინე,სანამ გავიმართებოდა რამდენჯერმა მოვკვდი.

-დედა,დე,სიუზენ-სახე მოვუძებნე და კალთაში ჩავიდე

დენიელი სწრაფად მოვიდა ჩემამდე

-დენ,არ სუნთქაქვს-შეშინებულმა წამოვიყვირე

-მიმიშვი-დენიელმა უხეშად გამომწია,წინააღმდეგობა არ გამიწევია,ახლა დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა

უცებ მთელი ოთახი განათდა,შუქი ისევე ნაუცბატევად მოვიდა როგორც წავიდა.

ყველაფერი დავინახე,ოთახი არ იყო არეული მხოლოდ სკამი იყო წაქცეული,ალბათ სიუზენმა წააქცია როცა თავის დაცვას ცდილობდა,მაგრამ ვისგან ან რისგან?

-პულსი არის-ჯერ კიდევ აღელვებულმა თქვა დენიელმა-მაგრამ ძალიან სუსტი

უცებ სიუზენის სახე დავინახე

მკვდრის ფერი ედო,ის ადგილი სადაც თავი ედო სისხლით იყო მოსვრილი,ხელები დასერილი ჰქონდა,შარვალი გაეული,ფეხიდანაც მოსდიოდა სისხლი

-სასწრაფოში დარეკე რონი-მიბრძანა დენიელმა,თვითონ სიუზენთან დარჩა.

მეც დავემორჩილე და ტელეფონის კლავიატურაზე აკანკალებულმა ავკრიფე ნომერი

მიპასუხეს თუ არა მაშინვე ვუთხარი მისამართი და ყურმილი დავკიდე.

სასწრაფო დახმარების მანქანა მალე მოვიდა,დედაჩემი საკაცეზე შესვეს,სამედიცინო ყელსახვევი გაუკეთეს და მანქანაში შესვეს.

მე და დენიელი უკან მივყვებოდით მანქანით,თან ჩემი ძმა მამაჩვენს ელამარაკებოდა და ამშვიდებდა რომ დედა კარგად იქნებოდა,მაგრამ მისი ნათქვამის მეც კი არ მჯეროდა,მის სახეს რომ შევხედე მკვდარს გავდა,ფერი არ ედო,ახლა მხოლოდ იმის იმედი მქონდა რომ ბევრი სისხლი არ დაკარგა და რამენაირად გადაარჩენდა,სხვანაირად არ შეიძლებოდა,მისი სიკვდილი არ შეიძლებოდა.

საავამყოფოში მივედით,სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ექიმებს უკან მივყევი,სიუზენი ინტენსიური მართვის პალატაში შეიყვანეს,იქ კი ჩვენ არ შეგვიშვეს.

რამდენიმე საათი ველოდით,არაფერი ახალი ექიმებისგან არ ისმოდა,უკვე შუაღამე იდგა,წინ და უკან,ზევით და ქვევით დავდიოდი და ბოლთას ვცემდი,ერთ ადგილზე გაჩერება არ შემეძლო.

ის მართლა დაგვხოცავდა,ყველას დაგვხოცავდა,არ მოისვენებდა მანამ სანამ სანამ თავის ჟინს არ დაიკმაყოფილებად,მაგრამ ვინ იყო ის მკვლელი?ადამიანი თუ...

არა-თავი დავიქნიე-ამაზე ფიქრი არ შემეძო,არ მწამდა სულები არსებობის და ვერც ახლა ვერ დავიჯერებდი,უბრალოდ აფსურდი იყო,სისულელე,წარმოუდგენელი.

დერეფანში გავედი,არავინ იყო,შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი,მემგონი რაღაც სისულელეების ჰობიები დამეწყო.

როგორც იქნა ორის წუთებზე ექიმი გამოვიდა და შეგვატყობინა რომ დედაჩემი გადარჩბოდა,ერთდროულად მომეშვა და შიშმაც მომიცვა,თუ ახლა გადარჩა ის არ გაჩერდებოდა,მაინც მოძებნიდა და მოკლავდა,და როცა ამას გააკეთებდა მას ვეღარ ვუშველიდით.

უკვე თენდებოდა მე და დენიელი სახლში რომ წავედით,სააბაზანოში შევედი,სწრაფად გადავივლე წყალი,ტანსაცმელი გამოვიცვალე და სკოლისთვის მოვემზადე,გადავწყვიტე არ გამეცდინა,სიუზენი საღამომდე არ გაიღვიძებდა მე კი ამდენი ხანი საავადმყოფოში ვე გავძლებდი.

ჩვენი ჯიპი სკოლის ავტოსადგომზე მკვეთრი მოხვევით შევიდა და უცბად გაჩერდა

-კარგად ხარ?-ვკითხე დენიელს

ეზოში მდგომები ჩვენს მანქანას უყურებდნენ

-ჰო,არამიშავს-თავი გაიქნია და მანქანიდან გადავიდა

მეც მოვიგდე ჩანთა მხარზე ძირს გადმოვედი,რამდენიმე წუთი არ გავნძრეულვარ,ვერ ვაზროვნებდი,ტვინი მქონდა გათიშული,შოკიდან ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოსული და თან მემოგნი ძილი მერეოდა.

-რა გჭირს?-მკითხა ვიღაცამ

გონება დავძაბე,ზოი იყო

-გუშინ დედაჩემს თავს დაესხნენ და მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარე-უღიმღამოდ ჩავილაპარაკე

-რა??-წამოიყვირა ზოიმ-როგორ?

-გუშინ,შუქი რომ გამოირთო მთელს ქალაქში მაშინ

-შუქი?არა რაღაც გეშლება,გუშინ შუქი არ გმაორთულა

-არა?-უცებ გამოვფხიზლდი-ნუთუ მარტო ჩვენთან?

-რატომ?-ჩაიფრდა ზოი,რამდენიმე წამი ისეთი სახე ჰქონდა თითქოს რაღაცას ეძებდაო,შემდეგ პირი დააღო და მე მომაცქერდა

-რა მოხდა?-გაკვირვებულმა ვკითხე

-შენი,შენი სახლი,შენ იმ სახლში ცხოვრობ,ღმერთო რონი-ზოის სახეზე საშინელი შიში გამოისახა და მეც ყველაფერს მივხვდი

-ის ცოცხალს არავის ტოვებს,გადადით მანდედან,დედაშენის ამბავიც გასაფრთხილებლად იყო რონი

-ვიცი ზოი-მშვიდად დავუქნიე თავი

-მაშინ რას ელოდებით?რატომ არ გადახვალთ?

-ჩემს მშობლებს არ სჯერათ ამგვარი სისულელეების,მე კი მათ გადასვლას ვერ ვაიძულებ

-მაგრამ მოკვდები რონი-შეშფოთებულმა შემომხედა

-ნუთუ გადარჩენის მცირედი შანსიც არ არსებობს?

-თქვენამდე ვინ იქ ცხოვრობდა ვერ გადარჩა

არაფერი ვუპასუხე,მისი შიში მეც გადმომედო და ახლა უფრო გამძაფრებით მომინდა გამეგო თუ ვინ იყო მკვლელი.

მას არ მივცემდი უფლებას რომ მოვეკალი,არა მარტო მე,არც ჩემი ოჯახის წევრები,აუცილებლად გავიგებდი,ჯოჯოხეთშიც ჩავყვებოდი და ჩემი ოჯახის დანგრევარ არ დავანებებდი,უკვე ვეღარაფერი შემაჩერებდა,დედაჩემის ამბავმა უფრო გამიასმაგა ამის სურვილი,სიკვდილსაც კი არ დავიშურებდი მის გამოსააშკარავებლად,ასე მყარად ჯერ არცერთ გადაწყვეტილებაზე არ ვმდგარვარ,სული იყო და ადამიანი მაინც ვიპოვიდი,თუნდაც სამარიდან ამოთხრა დამჭირვებოდა,ისე გამოჩნდებოდა,ცოტა ხანში ისევ დაბრუნდებოდა,რათქმაუნდა ასე იქნებოდა,მას ჩვენ ვუნდოდით,მაგრამ როგორ გამომეჭირა ისე რომ სხვები არ დამეზარალებინა?არავის უნდა გაეგო რას ვაკეთებდი,დენიელსაც კი თორემ ამის უფლებას არ მომცემდა.

რათმქაუნდა-თავშ ერთმა აზრმა გამიელვა-მარტო უნდა დავრჩენილიყავი,სახლში მარტო,დღეს დენიელს საავადმყოფოში გავუშვებდი,მე კი მარტო დავრჩებოდი,ის აუცილებლად მოვიდოდა,ღამის დაბრუნდებოდა მე კი მას დავხვდებოდი,ზუსტად,მშვენიერი აზრი იყო,ახლა მხოლოდ ის დამრჩენოდა რომ ჩემი ძმისთვის მეიძულებინა როგორმე წასულიყო...

ამ ფიქრებში ვიყავი მეორე სართულის კიბეებზე რომ ავდიოდი და უცებ ვიღაცას დავეჯახე,წავბორძიკდი,წიგნები ხელიდან გამიცვივდა და ირგვლივ მიმოიპნა.

უცებ მოვეგე აზრზე და სწრაფად დავიხარე მათ ასაკრეფად

-ბოდიში,არ მინდოდა,ჩემი ბრალია-ვიღაცის დაბალი თბილი ხმა მომესმა,თავი ზევით ავწიე და მეთიუ დავინახე,ლამაზი ბავშვური სახით დამცქეროდა და ოდნავ იღიმებოდა

-არაუშავს,მემგონი ჩემი ბრალი უფრო იყო ვიდრე შენი-უინტერესოდ ჩავილაპარაკე და წიგნების აკრეფვა გავაგრძელე.

ჩემდა გასაკვირად მეთიუც დაიხარა და მომეხმარა.

წიგნები შეაგროვა და მომაწოდა

-ნუ ცდილობ ჩემი საქციელი გაამართოლო-თავი დაიქნია და გაიღიმა-ჰო მართლა,მე მეთიუ ვარ

-შეგიძლია უბრალოდ რონი დამიძახო-მეც ვუთხარი ჩემი სახელი

-ლამაზი სახელია-დამაბნევლად გამომხედა,ამ ბიჭს ეხერხებოდა გოგონებზე შთამეჭდილების მოხდენა

-გმადლობ-კომპლიმენტისით და უფრო ზრდილობისთვის გავუღიმე და წასვლა დავაპირე

-მემგონი ერთ საკლასო ოთახში მივდივართ-უცემ გამაჩერა მისმა ხმამ

-ჰო,მართალი ხარ-დავეთანხმე და ერთად შევედით მსოფლიო ისტორიის კაბინეტში

მოველოდი რომ ოთახში რეიგანი დამხვდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა,მისი სკამი დღეს თავისუფალი იყო.

-ჩემი ადგილი სხვას დაუკავებია-ჩაიალაპარაკა მეთიუმ-წინააღმდეგი ხომ არ იქნები შენს გვერდით რომ დავჯდე?

-არა,რა თქმა უნდა-თავი გავიქნიე და მერხისკენ გავემართეთ.

მასწავლებელი ოთახში შემოვიდა და პირდაპირ გაკვეთლის ასნაზე გადავიად,მეთუ გამოიძახა,მემოგნი ეს ბიჭი შესანიშნავად სწავლობდა,არაჩვეულებრივად უპასუხა ყველა კითხვას.

ცოტა ხანში ისევ გვერდით მომიჯდა.

-მემგონი უხასიათოდ ხარ-რამდენიმე წამში შენიშნა

-ჰო?ცოტა გამოუძინებელი ვარ-მხრები ავიჩეჩე

-ღმერთო! როგორ დამავიწყდა,არც კი გამსენებია რომ დედაშენზე მეკითხა,ეხლა როგორ არის?

-ვერ მივხვდი?-გავიოცე

-გუშინს,სახლში ხომ თავს დაესხნენ?

-შენ რა იცი?-მოჭუტული თვალებით გავხედე

-დაგავიწყდა რომ მამაჩემი ქალაქის მერია?გუშნ საავადმყოფოშიც იყო მოსულა,მისგან გავიდე

-ააჰ,გასაგებია,გმადლობ,ახლა უკეთაა

-იმედია მალე გამოჯანმრთელდება-თავაზიანად მითხრა და გამიღიმა

ცოტა შევეჭვდი მაგრამ არანაირი საბაბი არ მქონდა იმისა რომ მეფიქრა თითქოს მეთიუ იყო მკვლელი,მხოლოდ 17-18 წლის იქნებოდა,თან პლუს ამას საერთოდ არ გავდა მკვლელს.

თან მისი საბუთი საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა,მამამისისგან ყველაფერს გაიგებდა,თან მკვლელი რომ ყოფილიყო სულელი ხომ არ იყო რომ დედაჩმის ამბავი ეკითხა?ეს რომ გაეკეთებინა სულელი იქნებოდა.

დღის ბოლოდ პატარა სპექტაკლის გათამაშება მომიწია,ვითომ თავს შეუძლოთ ვგრძნობდი და სახლში მინდოდა დარჩენა

-შენ საავამდყოფოში წადი,მე კარგად ვიქნები დენიელ

-არ მინდა მარტო დაგტოვო-მისას არ იშლიდა

-არაფერი მომივიდა,ცოტას დავიძინებ და კარგად გავხდები-საწყალი თვალებით შევხედე

-კარგი,მაგრამ იცოდე თუ რამე საეჭვოდ გეჩვენოს მაშინვე დამიერეკე

-კარგი-თავი დავუქნიე გულში კი დავამატე რომ ნეტა მართლა რამე მომხდარიყო

დენიელი წავიდა,მე კი მარტო დავრჩი ჩემს ოთახში,ჯერ ვიცოდი რომ არ გამოჩნდებოდა და ამიტომაც აუღელვებლად მივიღე შხაპი,თმები გავიშრე და პირველ სართულზე ჩავედი.

მოსაღამოვდა,სამზარეულოში ვიყავი და ვახშამს ვამზადებდი,უცებ რაღაც ხმაური მომესმა,თითქოს ვიღაც ლაპარაკობდა,მაშინვე გავემოვედი მისაღებში და დავინახე რომ ტელევიზორი იყო ჩართული.

გამეღიმა

-აქ ხარ?-ხმამაღლა ვიკითხე

რა თქმა უნდა პასუხი არავინ გამცა

-აქ ხარ?-ისევ გავიმეორე-თუ ჩემი მოკვლა გინდა დროზე დავამთავროთ,მე შენი არ მეშინია,დამენახე,ვიცი რომ აქ ხარ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 856 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-05-26 Spam
vaimeee...dzaan magaria:* au ra dros wyvitav xolme:D male gaagrdzele..:*:*:*