მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » JUST RUN
8:02 PM
JUST RUN

კაფეტერიის ფანჯრებს წვიმის წვეთები გამალებით ეხლებოდნენ და ცდილობდნენ შიგნით შემოეღწიათ მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდნენ,გარეთ საშინელი ამინდი იდგა,ქარი ისე არხევდა ხეებს თითქოს მათ მოტეხვას ლამობსო,ცა ერთი ორად ჩამოწეულიყო ძირს და ახლა უფრო პირქუშად გადმოგვყურებდა,მე,რეიგანი,დენიელი,ზოი და ეიდენი(ეს ორი მოსწავლე სულ ორი გაკვეთილის წინ გავიცანი)ერთად ვისხედით,ვლაპარაკობდით ზოგად თემებზე თუმცა შიგა და შიგ მაინც გამოერეოდა დაღუპული დების ამბავი,დასაფლავება ხვალ იყო,არც კი მინდოდა წარმომედგინა რა დამემართებოდა თუ მათ სახეებს ვნახავდი.

-მაინც ვიცოდი რომ დაბუნდებოდა,ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა-სიტყვა გააწყვეტინა სამარამ დენიელს რომელიც იმ გოგონებზე ბუტბუტებდა რაღაცეებს

-მე კიდევ მეგონა რომ სამუდამოდ გაქრებოდა-მხრები აიჩეჩა ეიდენმა-წელიწადი შესრულდება რაც არ გამოჩენილა

-ალბათ ახალი თამაში წამოიწყო,მოთამაშე კი უკვე არჩეული ყავს-ჩაილაპარაკა რეიგანმა და თვალი ჩუმად ჩემსკენ გამოაპარა ისე რომ მხოლოდ მე დამენახა.

ესეიგი რეიგანი ფიქრობდა რომ ჩემზე შეაჩერა არჩევანი?მაგრამ თამაში რა წესებს შეიცავდა

-რა თამაში?-უცებ ვიკითხე მე

-თამაში რომელიც მხოლოდ ერთხელ ჩაატარა და ისიც ოთხი წლის წინათ,პირველი მკვლელობის დროს,მაშინ არ გამოუვიდა ახლა კი თავიდან იწყებს,მსხვერპლი შერჩეულია,ახლა ხალხში პანიკის ჩაგდებაღა დარჩა

-მაინც როგორი იყო ის თამაში?-ჩავეძიე მე-და რა იცი რომ ის თამაშია?

-ყველაფერი ემთხვევა,სახლზე თავდასხმა,რამდენიმე დღის წინ თქვენს სახლს დაესხა თავს,ოთხი წლის წინაც ზუსტად ასე დაიწყო,შემდეგ ორი გოგო მოკლა,ახლაც ასე გააკეთა,მაშინაც ამჯამინდელი თქვენი სახლის ხშირი სტუმარი იყო-ჩუმად ლაპარაკობდა რეიგანი,ისე რომ არავის გაეგო-დაგენიძლავები რამდენიმე დღეში მთელს ქალაქში სახლის კართან დახვდებათ წერილი რომელზეც ეწერება „შენ თამაშში ხარ".მაშინაც ზუსტად ასეთი ბარათები მიუვიდა მილტონის ოც მცხოვრებს,ინსტრუქციებს დრო და დრო იძლევა და თუ ვერ შეასრულებ მაშინ გკლავდა,თუმცა რაღაც მოხდა და თამაში შეწყდა,არავინ იცის რატომ მაგრამ გაჩერდა,ბევრი ბაქიბუქობს და ამ ყველაფერს პოლიციას აწერს მაგრამ ისინი არაფერ შუაშია,მამაჩემმა მითხრა რომ თვითნ არაფერი გაუკეთებიათ,შემდეგ ისევ გაგრძელდა სერიული მკვლელობები,ვერავინ დაიჭირა,იმასაც ამბობდნენ რომ ეს გარდაცვლილი ადამიანის სული იყო რომელიც მოკლეს და ახლა ქალაქის მცხოვრებლებზე ძიობდა შურს.

-რა სისულელეა-თავი გავიქნიე და ირონიულად ჩავიცინე-ვიღაც გადარეული მკვლელი იქნება,და ეს თამაში,ნუთუ ვერავინ დაიჭირა, დაუჯერებელია,ბოდიშ რეიგან მაგრამ პოლიცია სრულიად უმოქმედოდაა და ვიღაც შეშლილის სიამოვნებისთვის ამდენი ხალხი იხოცება,ეს არცერთ ადამიანურ და ეთიკურ კანონს არ შეესაბამება

-ბოდიშს ნუ მიხდი,მეც შენსავით ვფიქრობ მაგრამ შერიფი სულ ერთსა და იმავეს გაიძახის,ყველაფერს ვაკონტროლებთო,ამ დროს განყოფილებაში არაფრის აზრზე არ არიან,ეგ საქმე რამდენიმე წლის წინ გადაეცა რეგიონის მთავარ განყოფილებას და საქმის გამოძიებაც დაიწყეს მაგრამ ვერაფერს გახდნენ,თითქოს აჩრდილივითაა,სადაც მოესურვება იქ ჩნდება.

-ეჭვი არავისზე ჰქონიათ?

-კი როგორ არა,ქალაქის რამდენიმე მცხოვრებზე მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ისინიც დახოცეს,ამიტომ ვერასდროს ვერ გავიგებთ ისინი ეხმარებოდნენ რამეში თუ არა,მკვდრები ხომ არ ლაპარაკობენ

-ჰო,რა თქმა უნდა-ყალბად გავიღიმე და თავი გვერდზე მივატრიალე

მაშფოთებდა,მაშინებდა,მაოცებდა ეს ყველაფერი,თითქოს დაწყევლილი იყო ქალაქი თავის მაცხოვრებლებიანად.

დღის ბოლოს მე და დენიელი ბიბლიოთეკისკენ გავეშურეთ,მასალები უნდა მომეძია ჩვენს ახლანდელ სახლზე,იქნებ რაიმე საჭირო ინფორმაცია შემეგროვებინა მის ადრინდელ მცხოვრებლებზე.

მანქანა თავსხა წვიმაში საჯარო ბიბლიოთეკის წინ გაჩერდა,ძირს გადმოვედი და სწრაფად მივირბინე კარებთან,შენობაში შევედით,მაშინვე მომხვდა სასიამოვნო და თბილი ჰაერი რომელიც იქ სუფევდა,გამაჟრჟოლა და ნახევრად სველი ქურთუკი შევიხსენი,ბიბლიოთეკარმა დიდი ამაღლებული კათედრალიდან გადმოგვხედა მაგრამ მასთან არ მივსულვართ,პირდაპირ წიგნების განყოფილებისაკენ წავედით,ძიება ჯერ არქივებიდან დავიწყეთ,რა თქმა უნდა თუ იყო რაიმე ინფორმაცია აქ უნდა ყოფილიყო

-შენ მარჯვნივ წადი მე მარცხნივ წავალ-ვუთხარი დენიელს და დავიყავით.

წიგნების თაროებს ერთმანებისგან ფართო ადგილი ყოფთა სადაც მაგიდები იყო მოთავსებული წასაკითხად,არც კი ვიცოდი ძებნა საიდან უნდა დამეწყო,რაიმე მინიშნება მაინც რომ მქონოდა კარგი იქნებოდა მაგრამ მხოლოდ ერთ ვიცოდი ,ის წიგნი უდნა მეპოვა თუ მინდოდა რომ სწორ კვალს მაინც დავდგომოდი.

მთელი დასტა წიგნების გადავქექე,ქალაქის ისტორიაზე,საკანცელარიო ქაღალდები,ათ თავიანი ტომები,წიგნებს ვფურცლავდი,ვეძებდი,თითქოს რაღაცას მივაგნებდი შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ ეს ის არ იყო რასაც ვეძებდი და ყველაფერი წყალში წარდებოდა,თავ აუღებლად ვიქექებოდი ორმოცი წლის წინანდელ ჩანაწერებში ისე რომ დროის შეგრძნებაც დავკარგე,მთელი ბიბლიოთეკა ნათურებით გაანათებს,მხოლოდ მაშინ გავიხედე ფანჯარაში,უკვე ბნელოდა,მე კი ღამე სიარული მეშინოდა.

წიგნები დავხურე და დენიელის მოსაძებნად წავედი რომ ამ დროს სირბილის ხმა გავიგონე,სწრაფად შემოვტრიალდი უკან,დენი იყო,ხელში რაღაც დიდი წიგნი ეკავა და გახარებული სახე ჰქონდა

-ვიპოვე,ეს არის-ამაყად გადაშალა წიგნი რომელიღაც გვერდზე და ჩვენი სახლი ფოტო დამანახვა,ყველაფერი ზუსტადაა აღწერილი

-კარგია,მაშინ წავიდეთ-წიგნი გამოვართვი და ბიბლიოთეკართან მივიტანეთ რათა გავეტარებინეთ.

სანამ ჩემს პირადობას ამოიწერდა თვალი გვერდზე გამექცა,ვიღაც დაჟინებით მიყურებდა,ამ ვიღაცაში კი მეთიუ ამოვიცანი,როგორ კი თვალი თვალში გავუყარე თავი მიატრიალა და სადღაც გავიდა.

გავყვებოდი მაგრამ ამ დროს ბიბლიოთეკარმა ჩემი პირადობა დამიბრუნა და ჩვენც წამოვედით იმ ადგილიდან.

სახლისკენ გზაზე მანქანა ჩქარა მიდიოდა,მინდოდა სწრაფად გავცილებოდით ტყიან არემარეს მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა,სახლი ხომ სწორედ ტყეში მდებარეობდა.

სახლში შევედი,ქურთუკი გავიხადე,დედას მივესალმე,მის შეკითხვას თუ სად ვიყავით ამდენი ხანი წავუყრუე და პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი,დენიელიც მალევე ამომყვა.

საკმაოდ დიდი და მძიმე წიგნი იყო,ამიტომაც საწოლზე დავდე და იმ ადგილის მოძებნა დავიწყე საიდანაც ჩვენი სახლის ისტორია იწყებოდა,მალევე ვიპოვე და ხმადაბლა ისე რომ მხოლოდ მე და ჩემს ძმას გაგვეგო კითხვა დავიწყე.

„1866 წელს მილტონის დასავლეთ ნაწილში,ტყის სიღრმეში  ნავთობის საბადოს აღმოჩენის მიზნით ერთ-ერთმა ბიზნესმენმა,ართურ შეილმა დაიწყო ორმოების თხრა რომელშიც დიდი საფასურის სანაცვლოდ მონებს ამუშავებდა,ხალხი იმედოვნებდა რომ ქალაქი იმ შემთხვევაშ თუ აქ სავთობი აღმოჩნდებოდა გამდიდრდებოდა და უკეთესად იცხოვრებდნენ ამიტომაც რამდენიმე კვირა გაუჩერებლად თხრიდნენ გვირაბებს ისე რომ გასამრჯელოს არც კი იღებდნენ იმ პირობით რომ შემდეგ ერთიანად გადუხდიდნენ, თუმცა ხალხი მალე მიხვდა რომ აქ არანაირი სიმდიდრე არ მოიპოვებოდა და მუშაობა დაიწყეს და მისტერ შეილს მოსთხოვეს დაპირებული თანხა გადაეხადა,ბიზნესმენი დიდ გასაჭირში ჩავარდა,მისი იმედები მთლიანად წყალში ჩაიყარა,მთელი ფული ამ საქმეში ჰქონდა დაბანდებული და ახლა ერთი გროშიც კი არ გააჩნდა.

ბოლოს გლეხებმა მართმსაჯულება რომ აესრულებინათ ასეთ რამ მოიფიქრეს:ართურ შეილს ჰყავდა მხოლოდ ერთი გოგონა,ათი წლის სამარა,მუშებმა გოგონა მოიტაცეს და რაკი თავიანთ ფულს ვერ იღებდნენ ცოცხლად დამარხეს ერთ-ერთ ორმოში,და შემდეგ ის ორმო ააფეთქეს.

დიდი ხნის შემდეგ ამ ადგილზე პატარა საწარმო აშენდა,თუმცა დიდი ხანი არც მას უმუშავია,მუშები აცხადებდნენ რომ საწარმოს სარდაფიდან რაღაც უცნაური ხმები ამოდიოდა და ქვევიტ ჩასვლას ვერავინ ბედავდა,ამიტომაც მალევე ეს საწარმოც დაანგრიეს და xx-საუკუნის დასაწყისამდე იმ ადგილზე არაფერს გაშენებულა.

პირველი სახლი ამ ტყეში ერთმა ფერმერმა ააშენა რომელიც მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა,რამდენიმე წლის შემდეგ ჩივილები დაიწყო მათი მხრიდან რომ სახლში რაღაც ხმები ესმოდათ,შიში იპყრობდათ და გადასვლას ითხოვდნენ,წინა დღეს სანამ სახლს დატოვებდნენ და ახალ ქალაქში გადავიდოდნენ ხუთივე ოჯახის წევრის ცხედრები სააბაზანოში ოპივეს დანაწევრებულები.

არც დანარჩენი სახლების პატრონებს არ წევიათ უკეთესი ბედი,ყველა მათგანი ასევე დაიღუპა უცნაური ჩივილებით სახლის თამობაზე"

კითხვა დავამთავრე და დენიელს გადავხედე

-სულ ეს იყო?-იკითხა მან

-ჰო-თავი დავუქნიე-ნახე,აქ იმ ბიზნესმენის და მისი გოგონას სურათია

ხელი დავადე წიგნის მარჯვენა კუთხეს,სადაც გამოსახული იყო ფრაკში გამოწყობილი საშუალო ასაკის კაცი დათეთრ კაბაში გამოწყობილი პატარა გოგონას,ლამახი გრძელი შავი თმით რომელიც ასევე თეთრი ბანტით შეეკრა.


მაშ,ეს იყო სამარა,ის გოგონა რომელიც განრისხებული მუშების ბრბომ ცოცხლად დამარხა.

რა საშინელება იყო,პირდაპირ მთელს სხეულში დამიარა.

-და რა გავიგეთ ჩვენ ამ წიგნიდან?-მოგვიანებით მკითხა დენიელმა

-ბევრი ვერაფერი,მხოლოდ ის რომ იმ ადგილზე სადაც ახლა ჩვენი სახლი დგას ცოცხლად არის დამარხული გოგონა-მშვიდად ჩავილაპარაკე

-რა საშინელებაა-შეძრწუნდა დენი

-ჰო-დავეთანხმე მეც-მაგრამ ამით რა?

-რადა,დაწყევლილია ეს ადგილი დაიკო

-კარგი რა,სისულელეებს ნუ ლაპარაკობ,ამით მხოლოდ ის გავიგეთ რომ რამე სხვა უნდა მოვძებნოთ,ამ წიგნში არაფერი სახეირო არ ეწერა

-იქნებ დავფიქრდეთ,გავაანალიზოთ,ვარ რაც წავიკითხეთ იქედანაც ბევრ სასარგებლო რამეს გავიგებთ

-მაინც?

-მაინც ის რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც იმ ბიზნესმენმა ნავთობ საბადოს აღმოჩენა განიზრახა,და შემდეგ როცა არაფერი გამოუვიდა მისი ერთადერთი ქალიშვილი ცოცხლად ჩაუმარხეს მისივე ფულით გათხრილ ორმოში.

-ჰო,მერე?

-მერე ის რომ ყველაფერი დაიწყო აქედან,ესეიგი რაღაც მიზეზი უნდა ვეძებოთ,ის გოგო ჩამარხეს,ნუთუ ვერაფერს ხვდები რონი?

-და რას უნდა ვხვდებოდე?-დავიბენი

-იმას რომ იმ გოგოს სული შურს ძიობს

ამის თქმა და ჩემი სიცილი ერთი იყო,ისტერიული სიცილი ამიტყდა

-ღმერთო!დენიელ,რეებს ბოდავ,არა რა

-რონი დაფიქრდი-ის იხტიბარს არ იტეხდა-ყველაფერი ცხადია,ის ბავშვი საფლავში ვერ ისვენებს და სამართლიანობის აღდგენა სურს,ამიტომაც ხოცავს ქალაქის მცხოვრებლებს,ის არ გაჩერდება სანამ ყველას არ დახოცავს

-მაშინ იმათ რატომ ხოცავს ვინც ამ სახლშ გადმოდის

-ვერ ხვდები?-ჩაიცინა-ჩვენ იმ ადგილზე ვცხოვრობთ სადაც მისი „საფლავია"

-შენ სულების გჯერა?-სერიოზულად ვკითხე

-რაც ამ ქალაქში გადმოვედი უკვე ბევრი რამის მჯერა რონი

-არ ვიცი-თავი გავიქნიე-მე მაინც არარეალურად მიმაჩნია ეს ყველაფერი,მაინც რომელიმე ცოცხალ ადამიანზე შევჩერდები მე და არა მკვდარზე

-როგროც გინდა,მალე თვითნ დაიჯ...

უცებ დენიელი გაჩერდა,ჭექა-ქუხილმა მთელი ცა ლუჯრად გაანათა და მთელს სახლში შუქები ჩაქრა

-დენიელ,აქ ხარ?მეშინია-ჩუმად ჩავილაპარაკე და დენიელს დავუწყე ძებნა

-ჰო აქ ვარ-როგორც იქნა ვიპოვე და ოდნავ დავმშვიდდი

-წამოდი ქვევით ჩავიდეთ-საწოლიდან წამოვდექით და ხელების ცეცებით კარებისკენ გავაბოტეთ

-გააღე კარები-მითხრა დენიელმა

სახელური ჩამოვწიე

-არ იღება-ჩავილაპარაე-შენ ჩაკეტე კარი?

-არა რა სისულელეა,რონი ნუ მაიმუნობ გააღე კარი

-არ იღება დენიელ-ჩევუბღვირე

-მაშინ ვინ ჩაგვკეტა?...

კითხვა არ ჰქონდა  დამთავრებული რომ უეცრად ოთახის ფანჯრები ხმაურით გაიღო და ყველაფერი გამყინავმა კივილმა მოიცვა.

 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1482 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 311 2 3 4 »
2012-05-24 Spam
au xo xedav vegar vitment gaaagrzdelee exla ra amden xans nu gvalodineb =DDDDD saukune gavida ukve =D midi ra malee Ann plzzzzz