მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » მაისი » 19 » JUST RUN
8:26 PM
JUST RUN

-გაჩუმდი,ნუ კივიხარ-პირზე ხელები ამაფარა დენიელმა და მომიჭირა

მაშინვე გავჩუმდი რომ ვინმეს არ გაეგონა

ამ დროს გაისმა დიდი ბრახუნის ხმა,რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა,ორივენი იქითკენ გავიქეცით,მართლაც სამზარეულოს კარი ღია იყო,სიბნელეში ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა და მაშინვე ტყეში შევარდა

გარეთ გავვარდი,დენიელიც გამომეკიდა

-შეჩერდი-მკლავზე ხელი წამავლო

-რა?რატომ?გარბის დენიელ,უნდა დავეწიოთ

-არა,მოიცა,ტყეში მას უპირატესობა ექნება,ვერაფერს დავაკლებთ-აქოშინებულმა ძლივს ამოილაპარაკა

სიტყვა არც კი ჰქონდა წესივრად დამთავრებული რომ უკანა ეზოში მამა და დედა გამოვარდნენ

-ბავშვებო,რა ხდება?ხმაური შემოგვესმა-ჩვენთან მოირბინა მაიკლმა

-ვიღაც იყო,ნამდვილად სახლში იყო,ის მკვლელი იქნებოდა,ტყეში შევარდა-ხელი ტყისკენ გავიწვდინე

-ღმერთო ჩემო-შეყვირა სიუზენს-ეს უკვე აღარაფერს გავს,ახლავე შრიფს უნდა დავურეკოთ,სასწრაფოდ მიიღოს რაიმე ზომები

ოთხივენი სახლისკენ წავედით,მე კი წამდაუწუმ უკან ვიყურებოდი,თავს დავდებდი მკვლელი არსად გაქცეული,ისევ აქ იყო და სადღაც ახლომახლო გვითვალთვალებდა,ვიცოდი რომ გვიყურებდა,თითქოს მისი მზერა ზურგს მიწვავდა,მაგრამ არ შემეძლო მეთქვა ზუსტად სად იმყოფებოდა,დანამდვილებით მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი რომ თავს არ დაგვანებებდა,არ ვიცი რატომ მაგრამ მიზანში ვყავდით ამოღებული და მის ჟინს ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიკმაყოფილებდა,თუ მანამდე მე არ დავასწრებდი.

მისაღებში შევედით და დივანზე ჩამოვსხედით,მაიკლმა სახლის ტელეფონი აიღო და პოლიციის განყოფილების ნომერი აკრიფა,მალევე უპასუხეს და ლაპარაკი გააბა,არ ვუსმენდი რას ლაპარაკობდა,დიდათ მაინც არ მაინტერესებდა,ავდექი და სამზარეულოში გავედი დედაჩემთან.

სიუზენი ზურგით ჩემკენ მიტრიალებლიყო და უკან ეზოში გასასვლელ კარებს უყურებდა,ჩემმა შესვლამ შეაკრთო და სწრაფად მოტრიალდა

-ოჰ,რონი,ეს რა ხდება ჩვენს თავს?-სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა

ეს არ ყოფილა კითხა,ეს მხოლო მისი ტკივილის გამოხატვის ჯესტი იყო.

მე მეორე მხარეს მივტრიალდი,მადუღარასთან მივედი ჩაის ასადუღებლად,თან მარტო ყოფნაც მჭირდებოდა,საფიქრელად.

მადუღარას დავაკრივდი,წყალი ნე-ნელა დუღდებოდა,ჩუხჩუხებდა,ცხელდებოდა,ლამის ნაპირებზე გადმოხეთქილიყვნენ,ბოლოს წითელი ნათურა გამოირთო,ადუღებული წყალი ჭიქაში ჩავასხი და დავაცადე სანამ გაგრილდებოდა,მანამ კი სკამზე ჩამოვჯექი,იმ ადგილზე რომელიც ზუსტად გაჰყურებდა უკანა ეზოს ტყეს.

ათასნაირი აზრი მიტრიალებდა თავში,აზრების დაწყობას ვცდილობდი,რა შუაში უნდა ყოფილიყო ჩვენი სახლი მკვლელთან?ის ხომ ამ სახლის ყველა მცხოვრებს კლავდა?ესეიგი რაღაც ჯინი ჰქონდა,მაგრმა იგი სხვა ხალხსაც კლავდა,თუმცა არა ამოჩემებით,იგი კლავდა ახალგაზრდა ბავშვებს,ჩემს ტოლებს,სკოლის მოსწავლეებს,მაგრამ არ არჩევდა მსხვერპლს წინასწარ,რაიმე განსაკუთრებული მეთოდით,მხოლოდ ამ სახლზე ჰქონდა განსხვავებული შეხედულება,რატომღაც ეს ადგილი მისთვის ძვირფასი უნდა ყოფილიყო,რაღაცით გამორჩეული,იქნებ ადრე აქ თვითონ ცხოვრობდა,ან რაიმე მოგონებები აკავშირებდა ამ სახლთან?სხვანაირ ახსნას ვერ ვუძებნიდი ამ ყველაფერს.

ეს ყველაფერი თანდათან უფრო და უფრო ემსგავსებოდა დიდ გაურკვევლობას რომლის წარმოქმნაშიც ყველას მიუძღვოდა გარკვეული წვლილი.

ბოლოს ერთ დასკვნამდე მივედი,ხვალ როგორცც კი სკოლიდან მოვიდოდი საჯარო ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი,აუცილებლად იქნებოდა რაღაც ცნობები ამ სახლის შესახებ.

უკვე გაცივებულ ჩაის შევხედე რომლისთვის პირიც კი არ დამიკარებია და ჭიქა ნიჟარაში ჩავდე.

ამ დროს გაისმა მანქანის გაჩერების ხმა,ფეხზე წამოვდექი და სასტუმრო ოთახში გავედი,შერიფი მობრძანდებოდა თავის რწმუნებულთან ერთად,დღეს რეიგანი არ ახლდა.

-მოგესალმებით-სახლში შემოვიდა და ქუდი მოიხადა

როგორც გამომძიებლებს სჩვევიათ ყველა შეგვათვალიერა და ისევ დაილაპარაკა

-ახლა რა მოხდა?

-მკვლელი ამჯერად ჩვენს სახლში იმყტოფებოდა-განუცხადა მამაჩემმა

შერიფი მხრებში გაიმართა

-აქ,თქვენთან?-იკითხა მაგრამ მაინც და მაინც არ გაჰკვირვებია,ალბათ ასეთი შემთხვევები ადრეც ბევრი ყოფილა

-მაგრამ მხოლოდ ჩემმა შვილებმ გაიგეს მისი აქ ყოფნა

შერიფი ჩამოჯდა და მე გამომხედა

-რონი,ხომ ვერ მეტყოდით რა მოხდა?

-დია-თავი დავუქნიე-დაახლოებით ერთი საათის წინ რაღაც ხმაურმა გამომაღვიზა,თავიდან ვიფიქრე წვიმს-მეთქი მაგრამ შემდეგ გავიგონე ნელი ფეხის ნაბიჯები რომელიც ჩვენი სახლის სხვენიდან მოდიოდა,მაშინვე მივხვდი რომ იქ ვიღაც დადიოდა,შემეშინდა თუმცა საწოლიდან წამოდომა მაინც დავაპირე რომ ნაბიჯები შეწყდა,ვიფიქრე რომ რაღც მომეჩვენათქო მაგრამ ნაბიჯების ხმა ამჯერად დერეფნიდა მოდიოდა,ის ვიღაც ჩემს ოთახთან შედგა და შემდეგ კიბეებზე გააგრძელა სიარული,მე ნელა მივედი კარებთან და სახეური გამოვაღე რომ უცებ ვიგრძენი როგორ მედგა უკან ვიღაც და კივილი დავიწყე,მაშინვე ამაფაა ხელი პირზე,თურმე დენიელი ყოფილა,ალბათ მანამც ჩემსავით გაიგო ხმაური და გარეთ გამოვიდა შესამოწმებლად,მკვლელეს როგორც კი ჩემი კივილის ხმა მოესმა მაშინვე გაიქცა,ჩვენც გავეკიდეთ,ტყის პირამდე მივზდიეთ მაგრამ შემდეგ შესვლა ვეღარ გავბედეთ,დენიელი ფიქრობდა რომ იქ მკვლელი გვაჯობებდა და შეიძლებოდა დავეჭირეთ

მოყოლა დავამთავრე და შერიფს გავხედე

-დენიელ შენ ეთანხმები შენი დის მონაყოლს?-ის ჩემს ძმას მიუბრუნდა კითხვით

-სავსებით-თავი დაუქნია დენიელმა და მე გამომხედა

დაკითხვა კიდევ ნახევარ საათს გაგრძელდა,შემდეგ შერიფი წავიდა მაგრამ მამაჩემის მოთხოვნით ამაღამ დარაჯათ რწმუნებული დაგვიტოვა,მეორე დილით კი სხვა პოლიციელს გამოვგზავნიო შეგვპირდა.

იმ ღამით არავის დაგვიძინია,ყველანი ერთ ოთახში ვიყავით შეკრებილები და განთიადს მოველოდით,მხოლოდ ოფიცერი „სკოტი"(ასე ეწერა მის ფორმას)ფანჯარასთან იდგა და წამდაუწუმ იხედებოდა გარეთ,ამის მიუხედავად დარწმუნებული ვიყავი რომ მკვლელი ცოტა ხანი არ გამოჩნდებოდა,ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც სანამ ეს ამბავი ყველას არ დაავიწყდებოდა.

მეორე დილით ნახევრად მძინარე მოვემზადე სკოლისათვის და მე და დენიელი გზას დავადექით.

-რონი,რა განიზრახე?-სკოლამდე არც თუ ისე დიდ იმანძილი გვრჩებოდა როცა უეცრად მკითხა დენიმ

-რას გულისხმობ?-დაბნეულმა გავხედე

-შენც კარგად იცი რას,მანიაკზე გეკითხები

-ააჰ,არაფერი რა უნდა განმეზრახა?

-კარგად გიცნობ და ვერ მომატყუებ,არ მოეშვები სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გაიგებ

-არც სცადო და ხელი არ შემიშალო-გავაფრთხილე

-ამაზე მხოლოდ ერთი პირობით დაგთანხმდები

-არავითარი პირობები

-მათქმევინე ჯერ-შემომიბღვირა-მეც მოგეხმარები

-არა,გამორიცხულია

-მაშინ სიუზენს და მაიკლს ვეტყვი რომ გაგიჟდი და სახლში გამოგკეტონ

-რომ ადვილად მოვკვდე ხომ?-ჩავიცინე

-მოკლედ დამთანხმდი ხომ?

-კარგი,თუ გინდა მოხმარება რა პრობლემაა,მაგრამ იცოდე ეს საშიში საქმეა

-სწორედ მაგიტომ არ მინდა რომ მარტო მოქმედებდე-განმიმარტა დენიელმა-თან მეც ძალიან მინდა იმ მანიაკის დაჭერა,პოლიცია კი როგორც ვხედავ ვერაფერს აკეთებს იმის გარდა რომ რაღაც სულელური დაკითხვები მოგვიწყოს

ესეც ასე,დენიელიც თამაშში იყო,მინდოდა ეს თუ არა მაინც,იმის გამო კი არ ვღელავდი რომ თუ უარს ვეტყოდი დედას და მამას ყველაფერს ეტყოდა,ეს სულ არ მანაღვლებდა,ჩემსას მაინც გავიტანდა,გინდა სახლში და გინდ სახლის გარეთ,უბრალოდ მეშინოდა მას არაფერი მოსვლოდა,ჩემი სიცოცხლე არაფერია მაგრამ მისი ძლაიან ბევრს ნიშნავს.

მანქანა სკოლის ავტოსადგომში გაჩერდა და ძირს გადმოვედი,მაშინვე მოვკარი თვალი რეიგანს,ეტყობა მანაც დამინახა და ჩვენკენ გამოემართა

-მამაჩემმა მითხრა რომ გუშინ მკვლელი თქვენთან ყოფილა-ოდნავ შეშფოტებულმა გვითხრა

-ჰო-თავი დავუქნიე

-კი მაგრამ ასე მშვიდად ხარ?-ეჭვის თვალით გამომხედა-მეგონა პანიკაში იქნებოდი

-პანიკა მომდევნოსთვის შემოვინახოთ-ირონიულად ვთქვი

-რას ნიშნავს შემდეგისთივს?

-აბა დავიჯერო მკვლელი აღარ დაბრუნდება?

რეიგანს არაფერი უთქვამს,ერთად ავუყევით კიბეებს და მსოფლიო ლიტერატურის კაბინეტში შევედით.

-მეთიუ დაბრუნებულა-ჩაიბურტყუნა რეიგანმა

-ვინ?-გავხედე

-მეთიუ,აი ის კუთხეში რომ ზის-მეც იწითკენ გავიხედე,მერხთან ვიღაც ბიჭი იჯდა,მერხზე ფეები შემოეწყო თითქოს აქაურობა მისი ყოფილიყოს,თმები მთლიანად აბურდული ჰქონდა,ძალიან დამაბნეველად იყურებოდა,ბევრის მეტყველი მაგრამ ამავდროულად ცივი თვალები ჰქონდა,რეიგანის უკმაყოფილების მიუხედავად მშვენიერი გარეგნობის ბიჭი იყო.

-და ვინ არის ეს მეთიუ?-წამის შემდეგ მე თვითნ ვკითხე

-ქალაქის მერის შვილია

-ეს დღეები რატომ არ ჩანდა?

-არ ვიცი,ალბათ სადმე იყო გასული,თუმცა მე არ მაინტერესებს

-არ გაქვს მასთან კარგი ურთიერთობა?

-თავში ავარდნილი ტიპია,ეგეთები დიდად არ მხიბლავს-მოკლედ მომიშწრა რეიგანმა და ცვენს ადგილებს მივუსხედით.

კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი მეთიუს,ამჯერად ისიც ჩემსკენ იყურებოდა.

p.s--ძალიან მაინტერესებთ რომელი პერსონაჟი გგონიათ თქვენ მკვლელი,მინდა თქვენი ვარაუდები გამაცნოთ,და ისიც დაწეროთ თუ რატომ გგონიათ რომ მკვლელია.


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 880 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 191 2 »
2012-05-21 Spam
chemi azrit mkvleli metiua ar vici ratom mara metiu mgoniaa smile kargiaa male gaagrdzelee<3