სკოლის
ავტოსადგომს მიუახლოვდით,დენიელმა მანქანა ტავისუფალ ადგილზე გააჩერა და ძრავა ჩააქრო.
სკოლას
მოვავლე თვალი,ძველებური შენობა იყო,გახუნებული აგურით ნაგები,ოდნავ ყავისფერი დაკრავდა
რომელიც ნაცრისფერში გადადიოდა.ეზოში ბევრი ბავშვი ირეოდა,სკოლის ეზო ძალიან დიდი იყო
მაგრამ ტერიტორიის ნახევარი ტყეს ეკავა,ესეც ისეთივე საშინლად გამოიყურებოდა როგორც
ჩვენს სახლთან,ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა რომ თითქოს ტყეში არცერთი სულიერი არ ცოცხლობდა.
ჩანთა
მხარზე მოვიგდე და მანქანის კარი გადმოვაღე,დენიმაც მომბაძა და ერთად წავედით სკოლის
შენობისაკენ.
ადმინისტრაციამდე
გზის გაკვლევა არც ისე რთული გამოდგა რადგანაც სულ ახლოს იყო სკოლასთან,მოხუცმა ქალმა
რამდენიმე ბლანკი შეგვავსებინა და ჩვენ ჩვენი სახელმძღვანელოები დაგვირიგა ცხრლებით.
მე
პირველი მსოფლიო ისტორია მქონდა,რუკა დავიკავე ხელში და დენს დავშორდი,მეორე სართულზე
ამავალ კიბეს ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი თან სკოლის კურას ვათვალიერებდი რომ ამ დროს
ვიღაცამ მხარი გამკრა და წიგნები გამეპნა
-უკაცრავად,შემთხვევით
მომივიდა,არ მინდოდა-ყურში ბიჭის ხრინწიანი და ზედმეტად თამამი ხმა ჩამესმა
ზევით
ავიხედე,ჩემს წინ სასიამოვნო გარეგნობის მაღალი ბიჭი იდგა,ოქროსფერი აბურდული თმებით
და თაბლისფერი თვალებით,ლამაზი სახის ნაკვტები ჰქონდა მაგრამ სახეზე შეშფოტება გამოხატვოდა
-არაუშავს,გპატიობ-მხრები
ავიჩეჩე და წიგნების ასაკრეფად დავიხარე,ისიც ასევე მოიქცა და წიგნების აკრეფა მან
მომასწრო,ალბათ სინდისის გრძნობა მაინც აწუხებდა და უნდოდა რამენაირად დამხმარებოდა
-კარგი,სასიამოვნოა
შენი გაცნობა უბრალოდ რონ-გამიღიმა
-ჩემთვისაც-შევეცადე
სერიოზული გამომეტყველება დამეჭირა
ჯერ
კიდევ არ მჯეროდა,ნუთუ ადამიანის გაცნობა მოვახერხე ჩემი უხეირობის მიუხედავად?
მოგვიანებით
გავიგე რომ მე და რეიგანს თითქმის ერთნაირი ცხრილი გვქონდა,მხოლოდ ორი გაკვეთილის გამოკლებით
მსოფლიო
ისტორიაციმ გაკვეთილების ცხრილს მიეკუთვნებოდა რომელიც ერთად გვიტარედებოდა
როგორც
შეივტყვე რეიგანი ქალაქის შერიფის ვაჟიშვილი იყო,არც გამკვირვებია მისგან ასეთი სითამამე,ალბათ
ყველას დააჭერინებდა ვისაც კი მოინდომებდა,ნეტა ამ უსიცოცხლო ქალაქში ვინმეს რამე დანაშაული
თუ ჩაედინა ოდესმე?
როდესაც
ეს კთხვა დავსვი რეიგანმა გაუცებით გამომხედა
-მილტონი
ამ მხრივ ლიდერია,ქალაქში უამრავი გაუხსნელი მკვლელობა მომხდარა რომელსაც დღესაც იკვლევენ
მაგრამ ჯერ კვალსაც კი ვერ მიუკვლევიათ
-მართლა?-გაკვირვებულმა
წამოვიძახე და უცებ გავჩუმდი,გამახსენდა რომ გაკვეთილზე ვიმყოფებოდი-მეგონა ძალიან
მშვიდი ქალაქი იყო
-ვინც
აქ ჩამოდის ყველა ასე ფიქრობს,სინამდვილეში აქაურობა მანდვილი ეშმაკის საცხოვრებელია,ხანდახან
საშინელი მკვლელობები ხდება,გვამებს უმეტესად ტყეში პოულობენ ხოლმე
-სერიოზულად
თუ უბრალოდ ჩემს შესაშინებლად ამბობ ამას?
-არა,ხანდახან
მეც ვეხმარები ხოლმე მამაჩემს და ჩემი თვალით მინახავს ისინი,არ მეგონა თუ ამ ქალაქზე
არაფერი გსმენია
-ჰო,ამერიკაში
ამის შესაებ არაფერი მცოდნია და ბიბლიოთეკებში არამგონია რაიმე ლიტერატურა იყოს მილტონის
შესახებ-შევეცადე გამეხუმრა
-ბიბლიოთეკებში
არა მაგრამ პოლიციის განყოფილებაში ძალიან ბევრი ოქმია-ჩაიცინა
გამჟრჟოლა,რა
საშინელებაა,არ მეგონა ეს ქალაქი სიკვდილის ბუდე თუ იყო,არადა მე ერთი უჟმური მხარე
მეგონა.
გაკვეთილები
უაზროდ გაიწელა,დღის მანძილზე ამინდი კიდევ უფრო მოიქუფრა და არემარეს საავდრო ღრუბლემი
ჩამოაწვა,ბოლო გაკვეთილი მქონდა,საინტერესოს არაფერს გვიხსნიდნენ და ფანჯარაში ვიხედებოდი,უეცრად
ჭექა-ქუხილი ატყდა,
ცა ერთიანად განათდა და რამდენიმე წამი ასე გაგრძელდა,გაოცებული
წამოვიწიე,ასეთი რამ არასოდეს მენახა,შემდეგ ერთი იწუხა და წვიმა დასცხო,ძალიან ძლიერად
თითქოს გამეტებით ისროდა წვეთებს გახუმებულ ასფალტზეო.
როგორც
იქნა ზარი გამოვიდა,მე და დენიელი ერთმანეთს დერეფანში შევხვდით და პიდაპირ ავტოსადგომისკენ
გავეშურეთ,სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით გაწუწვა არ აგვცდენია.
-რა
საშინელი ამინდია-შეძრჭუნებულმა წამოვიძახე
-ეს
ქალაქი მაშინებს,კაფეტერიაში ბიჭები რაღაც საშიშ ისტორიებს ყვებოდნენ მილტონზე
-რა
დამთხვევაა,შერიფის ბიჭმაც იგივე მომიყვა,თურმე ძალიან ბევრი მკვლელობები ხდება ამ
ქალაქში
-რა
საშინლად წვიმს-საქარე მინაში გაიხედა დენიელმა
შუა
სეტყვაში მოვყევით,გზაზე არცერთი მანქანა არ მოძრაობდა,ვერც წინ მივდიოდიტ და ვერ უკან,ორივე
მხრივ ტყეები გვერტყა და ირგვლივ ნისლა იყო ჩამოწოლილი,წვიმა კი გასაქანს არ გვაძლევდა
დენიმ
ძრავა ჩააქრო და მანქანა გააჩერა
-ახლა
რა ვქნათ?-ამოიგშვინა
-სიუზენს
დაურეკე
დენიელმა
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო
-არ
იჭერს-გაბრაზებულმა წამოიძახა
-რა
უბედურებაა,არც ეს ნისლი არ იფანტება-უკმაყოფილოდ ვთქვია,ეს ყველაფერი არ მომწონდა
-მოდი
მე მანქანიდან გადავალ,იქნებ რამე გზა იყო-ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ თქვა დენიმ
-მე
მარტო ვიჯდე აქ?
-ჰო
რა იყო გეშინია?,იმედია ის ამბები სერიოზულად არ მიგიღია
-არა
რა თქმა უნდა-ხელი ავიქნია და უდარდელად ჩავილაპარაკე
-კარგი
მაშინ შენ დამელოდე,მალე დავბრუნდები
-არ
დაიგვიაო-მივაძახე დენიელს რომელიც წამის წინ ნისლში გაუჩინარდა და მისი ნაბიჯების
ხმაც შეწყდა
მარტო
დავრჩი,წინ და უკან ყურება დავიწყე,ირგვლივ არაფერი ჩანდა,სრულიად დაბინდული იყო არემარე,მანქანაში
წრიალი დავიწყე,ყველაფერი თავში ამომიტივტივდა რაც კი დრეს მომიყვეს და შიშმა ამიტანა.
ასეთ
დროს ტვინი ვერ იაზრებს ვერაფერს და სულ ცუდზე ცდილობს,ადრენალინი მომაწვა და გაქცევა
მოვინდომე მაგრამ ვერ გავბედე,შემეშინდა რომ დავიკარგებოდი.
ტელეფონი
შევამოწმე,მაგრამ ისევ არ იჭერდა,ეს რა ჯოჯოხეთში მოვხვდით.
სულაც
არ მომწონდა აქაურობა,რაღაც ვერ იყო რიგზე.
კარების
გაღებაც კი შემეშინდა,მეშინოდა უცებ არ გამომხდარიყო ვინმე ნისლიდან და მანქანაში არ
შემომვარდნოდა.
მართლაც
ვიღაც მოდიოდა,მემგონი დენიელი დაბრუნდა,
გამიხარდა
და თავი დაცლად ვიგრძენი,მაშინვე გამოვაღე კარგი და ძირს გადმოვედი
-დენ-დავუძახე-იპოვე
რამე გზა?
და
იქეთკენ გავაბოტე საიდანაც გამოსახულება დავინახე
-დენ-კიდევ
ერთხელ დავუძახე,იქნებ ამ ჭექა-ქუხილში ცემი ხმა ვერ გაიგოთქო მაგრამ პასუხი არავისგან
იყო
-დენ-კიდევ
ერთხელ დავიძახე მაგრამ ამჯერად უფრო ჩუმად,გამაკანკალა და იმ ადგილს სწრაფად მოვწყდი.
უკნიდან
ნაბიჯების ხმა მესმოდა,ვიღაც მომყვებოდა,ვიღაც მიახლოვდებოდა,სირბილზე გადავედი,დაძახებასაც
კი ვერ ვბედავდი,გამაჟრჟოლა,მუხლებში ძალა გამომელია,მთელი ძალა მოვიკრიბე და მარჯვნივ
გავუხვიე,ნისლი გაძლიერდა,მთლიანად თეთრ საბურველში მივდიოდი,ვერაფერს ვარჩევდი,ვინ
მომყვებოდა ღმერთო?იქებ რომელიმე სერიული მკვლელი?და მე მისი შემდეგი მსხვერპლი ვიყვი
რომლის კვალსაც რომელიმე კლდეზე გადალეწილს იპოვიდნენ?
პანიკამ
მომიცვა და ლამის კივილზე გადავედი
ღმერთო
დამეხმარა,არა არ გამწირო,საშინლად მეშინია
რა
ვქნა,გადამარჩინეთ,დენიელი სად არის?მას ხომ არ მოსვლია რამე?
რაღაცას
წამოვდე ფეხი და ძირს დავეცი
კივილი
დავიწყე,ალბათ პანიკის ბრალი იყო,მაშინვე მომესმა აჩქარებული ნაბიჯების ხმა
მაშნვე
ზეზე წამოვხტი და გავიქეცი,ოღონდ მიმართულები არ ვიცი,ვგრძნობდი რომ მომდევდნენ,ფეხებზე
სველი ბალახები მედებოდნენ,რამდენჯერმე გავიხლართე.
შევჩერდი,რა
მექნა?სად წავსულიყავი?
ის
თეთრი ფიგურა დავინახე ისევ,დავიკივლე და გავიქეცი,პირზე ხელ აფარებული გავრბოდი რომ
ისევ არ დამეკივლა თორემ ამჯერად გამომიჭერდა
ნისლი
თითქოს გაიფანტა,შვება ვიგრძენი,მემგონი მეშველა,თითქოს თვალებზე ბინდა გადამეხსნა,
იხარულის
ციებცხელება დამეწყო,უკან მოვიხედე,თეთრი ფიგურა ისევ ჩანდა,აუჩქარებლად მომყვებოდა,თითქოს
იცოდა რომ მის მახეში ვყავდი შეტყუებული და მაინც ვერ გავექცეოდი.
უცებ
საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ხეს შევასკდი და ზირს დავეცი,თავი დავარტყი,გონება არ დამიკარგია,ყველაფერს
ვხედავდი,თეთრი ფიგურა ნელა მოიკვლევდა გზას...
უცემ
ის ჩემი მხედველობიდან გაქრა
-რონი,რონი...კარგად
ხარ?-უცემ დენიელის ხმა ჩამესმა
შვებისგან
ამოვიგმინე,მემგონი გადავრჩი
-არაფერი
მიჭირს,სად იყავი?როგორ მომაგენი?-წამომაყენა თუ არა ფეხზე კითხვები დავაყარე
-გზა
ვერ ვიპოვე და უკან გამოვბრუნდი,ძალიან უცნაური გრძნობდა დამეუფლა,თითქოს ვირაც მითვალთვალებდა
და უკან გამოვბრუნდი,როცა მანქანას მოვუახლოვდი შენ უკვე იქ არ დამხვდი,მერე უეცრად
შენი კივილის ხმა გავიგონე და იქითკენ გამოვიქეცი,როცა ასე დაგინახე ვიფიქრე რაღაც
მოუვიდათქო-შეშინებულმა ჩაილაპარაკა და მომეხვია-რატომ გადმოდი მანქანიდან?
-ვიღაც
იყო დენ,გეფიცები,მანქანას ვიღაც მოუახლოვდა,ოღონდა არ ვიგონებ,შენ მეგონე თავიდან
და მანქანიდან გადმოვედი რომ შეგხვედროდი,გამიხარდა და მაგრამ რომ დაგიძახე პასუხი
არ გამეცი,შემეშინდა,ვიგძენი რომ ის რაღაც ჩემკენ მოდიოდა და გავიქეცი,ერთადერთი ის
მინდოდა რომ დავმალულიყავი მაგრამ მერე ხეს დავეჯახე და დანარჩენი შენც იცი
-ის
ვიღაც სად არის?ვინ იყო?
-არ
ვიცი ვინ იყო,როგორც კი შენ მოდი მაშინვე გაქრა-ფერდაკარგულმა ძლივს ამოვიხავლე
-ეს
ამბავი არ მომწონს,შერიფს უნდა ვაცნობოთ
-ჩემი
გჯერა?-გაკვირვებულმა ჩავილაპარაკე
-კი-თავი
დამიქნია-მეც იგივე ვიგრძენი,თითქოს ვიღაც დამყვებოდა უკან
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:903 | დაამატა:renismee | რეიტინგი:5.0/3