მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 16 » Just read
11:34 PM
Just read
–დედიკო, დედიკო, ვინ არიან ანგელოზები?
კითხა შვილმა დედას, როდესაც ისინი გათოშილები გარეთ დასაძინებელ ადგილს ეძებდნენ.
–ანგელოზები? ანგელოზები კეთილი ქმნილებები არიან, რომლებიც ადამიანებს უყურებენ და უხარით როდესაც ისინი კარგად იქცევიან და სწყინთ როდესაც ცუდად იქცევიან....
–დე კეთილები თუ არიან ჩვენ რატომ არ გვეხმარებიან?
–ჩვეენ?(ცოტა ხნით გაჩერდა მერე ისევ თქვა)
ანგელოზები იცი ახლა რაში გვეხმარებიან?
–არა
–ისინი გვეხმარებიან რომ ამ საშინელ ყინვას გავუძლოთ და ცოცხლები გადავრჩეთ... რომ არა ანგელოზები დღეს ჩვენ ცოცხლები არ ვიქნებოდით, არ გვექნებოდა რაც გვაქვს და ხალხიც საერთოდ არ დაგვეხმარებოდა იმ მცირეოდენით რასაც ჩვენი შრომის ფასად გვაძლევენ...
–ხო, დედიკო მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან გვცივა
–არაუშავს, მთავარია ძალა გვაქვს რომ არ გავჩერდეთ და ვიაროთ...
ამ სიტყვებით დედამ შვილი ხელში აიყვანა და მაგრად მიიხუტა რომ ცოტათი მაინც გაეთბო.
– ანუ დედიკო, არ გავიყინებით? ანგელოზები დაგვეხმარებიან?
იმის მიუხედავად რომ დედა სულ სხვა რაღაცას ფიქრობდა, ბავშვის დასამშვიდებლად ასეთი პასუხი გასცა
–ხო, შვილო ისინი დაგვეხმარებიან, ისინი ძალებს მოგვცემენ რომ ამას გავუძლოთ.
ამ სიტყვების შემდეგ პატარას მაგრად აკოცა და იქვე ხის ძირში მიჯდა, ბავშვი მუხლებში ჩაისვა და უთხრა:
–ახლა უნდა დავიძინოთ, რომ ახალი ძალებით განვაგრძოთ გზა დილით
– კარგი, დედიკო
და ბავშვმა დედას ლოყაზე მაგრად აკოცა. დედას თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ თავი შეიკავა და ბავშვი დააძინა...
დედა ხვდებოდა რომ საქმე ძალინ ცუდად იყო, სიცივე ძვალ–რბილში უვლიდა, ამიტომ ეცადა დაეძინა... იმის მიუხედავად რომ ის გრძნობდა
ნელ–ნელა როგორ იყინებოდა მაინც უხაროდა რომ შვილი მეორე დღის გათენების იმედით დააძინა...
დილით დედაც და შვილიც გაყინულები იპოვეს ხის ძირში.
                                                                        daamowma:anukaankam<3
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 763 | დაამატა: nonka2271 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2012-06-17 Spam
Vaaimee :((