მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 3 » JusT Illusion♥2
7:09 PM
JusT Illusion♥2
ეს თავი ,ჩემი მოთხრობების ერთგულ მკითხველს Anii-Cyrus♥♥♥ )) 
იმედია მოგეწონებათ *)


ეველინმა თვალები დახუჭა და მთელი არსებით ინატრა,რომ ეს რელაობა კი არა ცუდი სიზმარი ყოფილიყო,მაგრამ ჩვეულებრივ შეცდომებს თვალების დახუჭვით ვერ ასწორებენ...ვერც წარსულს აბრუნებენ უკან...სასწრაფოდ წამოდგა და ნომერი დაათვალიერა..გვიანღა მიხვდა რომ იქ მართლა აღარავინ იყო...თავისთავზე განაწყენებულს ჯერ კიდევ ქონდა იმედი,რომ იანს რაღაც საქმეები გამოუჩნდა და მაგიტომაც დატოვა ასე ადრიანად სასტუმრო.ეს მიზეზი მისთვის საკმარისი არ იყო დასაწყნარებლად.ნატალიეს მისამრთი მიწერა,ჩაიცვა,საათს ხელი დაავლო და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა...
ნატალიე ძალიან გახარებული ჩანდა,როცა ევი მანქანაში ჩაჯდა..)ის მხიარულად უსმენდა ევის მონაყოლს და ვერც კი წარმოიდგენდა,როგორი იყო ამბის დასასრული..ის ფიქრობდა,რომ იანი და ევი ერთად იყვნენ და გონებაში სამომავლო გეგმების დაწყობაც კი დაიწყო ლამის...მხოლოდ ბოლოს გაიგო თუ რა მოხდა დილით.იანს დაურეკა,მაგრამ მობილური გათიშული ქონდა..უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა დაქალებს შორის..ორივე რაღაცას განიცდიდა და მტკივნეულ თემას აღარ ეხებოდა...საღამოს ნატალიემ ევის აცნობა,რომ იან ქოლინმა დღეს დილით დატოვა ქალაქი...
აი ის,რისი გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა ევის..მთელი ღამე ფიქრში გაატარა..საათს დაყურებდა და მის პატრონზე ფიქრობდა.მაგრამ ეს ფიქრი არ იყო სიამოვნების მომგვრელი,პირიქით მას გული სიძულვილით ევსებოდა,სიძულვილით იმ ადამიანის მიმართ ,რომელმაც გამოიყენა და გაასულელა...თავის თავს ვერ პატიობდა ამ შეცდომას...ფიქრებისგან რომ არ გაგიჟებულიყო,დაძინენას ლამობდა...დამაშვიდებელი დალია,და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო თეთრად არ გაეთენებინა ეს ღამე...!
რამოდენიმე დღეში,ის მთელ თავის დროს მეგობრებთან ერთად ატარებდა)) თანდათან მის გონებაში ეს ამბავიც გაქრა და დავიწყებას მიეცა..რათქმაუნდა თავისი კვალი მაინც დატოვა,მაგრამ არა იმ დოზით,რაც პირველ დღეს)ამიტომ ევის უფრო მშვიდად შეეძლო ყოფნა და ისე ეჭირა თავი,თითქოს იანი მის ცხოვრებაში არც კი არსებობდა )) 
ჯესი,ნატალიე და ევი ამ ამბავს ადრიანს უმალავდნენ..)მაინც ბიჭი არის და სხვანაირი გაგება აქვსო-ფიქრობდნენ გოგონები და იანზე მასთან კრინტსაც არ ძრავდნენ )) მაგრამ რამოდენიმე კვირაში,ეველინმა ისეთი რამ გაიგო,რაც მათ საიდუმლოს ვეღარ დამალავდა...ის ორსულად იყო...სულ ცოტა ხანში,მის მუცელში პატარა არსება გაინძრეოდა........................


აი ის საინტერესო და უმნიშვნელოვაესი ფრაგმენტი,რომელიც ევის ცოვრებაში იყო და მარად ასე დარჩება )) მის მერე ორი წელი გავიდა...ამ ორ წელიწადში იმდენი რამ შეიცვალა,თითქოს საუკუნე გავიდაო...ეველინის ცხოვრება ბავშვთან ერთად სულ სხვა კუთხით წარიმართა...ორსულობის პერიოდში,ის ძმასთან ერთად ლონდონში გადავიდა..ერთი წელი იქ დაჰყო და ნიუორკში მხოლოდ მაშინ დაბრუნდა,როდაც პატარა გოგონა უკვე ორი თვის იყო )) 
პატარას ჰელენი დაარქვა-თვალის ფერი იანის ქონდა,ლურჯი,ღრმა თვალები,დანარჩენით კი დედის ასლი იყო...ლამაზი ტუჩები,თვალის ჭრილი,პატარა ცხვირი და ოქრისფერი თმა ....
 
ეველინი ძალიან ბედნიერი იყო..ბედნიერი იყო ყველაფრით,რომ ღმერთმა მას ასეთი საყვარელი არსება აჩუქა...ევი თვითონაც ხვდებოდა,რომ ეს პერიოდი მისთვის ყველაზე უკეთესი იყო,რაც კი ცხოვრებაში გამოუვლია..მის გულში რაღაც ახალმა გრძნობამ დაისადგურა,გრძნობა,რომელსაც,დედა-შვილური სიყვარული ეწოდება....
ნიუორკში მისი დაბრუნების შემდეგ,ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა...ის ახლა მთელ ყურადღებასა და დროს ბავშვს უთმობდა...დილით ალექსი ასეირნებდა,მერე პატარას ჭამის დრო უდგებოდა )) ერთი სიტყვით დღის გეგმა,არასდროს იცვლებოდა და ის ბავშთან ერთად ყოფნას ითვალისწინებდა...საღამოობით მეგობრებთან ერთად დაასერინებდა,და ასე გაყავდა ყოველი დღე...

ჰელენს რამოდენიმე თვის წინ შეუსრულდა ერთი წელი,და ახლა დამოუკიდებლად სიარულს ცდილობდა..ევიც ეხმარებოდა მას სიარულში და ბედნიერი იყო,როდესაც ბავშის პირველ ნაბიჯებს უყურებდა...

-ჰელენ,ჰელენ...გამომხედე..დედი აქ ვარ...(ღიმილით გამოესაუბრა ევი შვილს და ფოტო გადაუღო)
გაუმართლა.ისეთ მომენტში მოასწრო გადაღება,როცა ბავშვი იცინოდა...
-აბა ეხლა წავედით,შენი ძილის დროა...(ევიმ ბავშვი ხელში აიყვანა და დასაძინებლად წავიდნენ)



რამოდენიმე წუთში ევი წყნარად გამოვიდა ოთახიდან და ქვევით ჩავიდა,რადგან  კარების ხმა გაიგონა...სასტუმრო ოთახში ადრიანი დაუხვდა...

-ადრიაან..(გახარებულმა იყვირა და მისკენ წავიდა)
-როგორ მომენატრე..!(ერთმანეთს ეხვეოდნენ)
-ბავშვთან ერთად დროის შეგრძნება სულ დავკარგე..უკვე გავიდა ორი კვირა?
-კი ეგრე გამოდის..შენ რას შვები?გოგონებმა ბევრი სიახლე არისო..
-ბევრი?არც ისე :დდ ) დღეს ძიძა იყო მოსული,სოფია...ძალიან კარგი ქალია..ხვალ სამსახურში გავდივარ..
(აღტაცებით ყვებოდა ევი)

-აი სწორედ ეგ მაინტერესებდა...სად იწყებ მუშაობას?
-აი ამ ტელევიზიაში(და ტელევიზორისკენ გაიშირა ხელი..ეხლა სწოედ იმ არხზე იყო გადართული,სადაც ხვალ იწყებდა მუშაობას ევი)
-მამას იპოვნა..ძველი ნაცნობია ტელევიზიის უფროსი და ადვილად ამიყვანა)გასაუბრებაზეც ვიყავი...ჟურნალისტობასთან ერთად,გადაცემის სცენარებსაც დავწერ..)არ მინდოდა ამის თქმა,მაგრამ მამას ხომ ვერაფერს გააგებინებ..მას გონია,რომ საუკეთესო მწერალი ვარ...
ადრიანს გაეცინა...

-მიხარია,რომ როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა შენს ცხოვრებაში..შენებისთვის იანზე კიდევ არაფერი გითქვამს?(ჩუმად შეეკითხა ადრიანი და თავისკენ მიიზიდა მეგობარი)
-იანი?იანი ვინ არის..(ცინიკურად ჩაილაპარაკა ევიმ)-ის ჩემთვის არ არსებობს,და ვფიქრობ არაა საჭირო მასზე ჩემებმა იცოდნენ..უმჯობესია იფიქრონ რომ გარადაცვლილია...რადგან ეს ჩემთვის ასეა..იან ქოლინი მკვდარია ჩემთვის-ის ვერასდროს გაიგებს ბავშვზე...ხომ მართალია?იანი არაა მამობის ღირსი..
ზიზღით ჩაილაპარაკა ეს სიტყვები და ადრიანს გახედა...

მთელი ღამე ევის თვალი არ მოუხუჭავს.ძალიან ღელავდა ხვალიდნელის გამო,და თან ადრიანის სიტყვებზე ფიქრობდა..იყო თუ არა საჭირო,მის ძმას და მამას ცოდნოდათ იანის შესახებ...მაგრამ,როგორ უთხრას მათ მასზე,როცა თვითონაც არ იცის...ორი წელია იანზე არაფერი სმენია,და არც ქონდა ამის სურვილი..იმ დღის შემდეგ აღარც უცდია მასთან დაკავშირება და იცოდა,რომ სწორადაც იქცეოდა...ამდენი დრო გავიდა,შვილი ხომ ასე უყვარდა,მაგრამ იანს მაინც ვერადავერ პატიებდა.რადგან იანი იყო სწორედ ის ადამიანი,რომელმაც ევის სასმომავლო გეგმები თავის ნებაზე შეცვალა...
-არა,არა..მეყოს ამ ადამიანზე ფიქრი...(უცებადად წამოიყვირა ევიმ და ფეხზე წამოდგა)-ჯანდაბა!მომშორდეს მასზე ფიქრები...ვერ გიტან იან ქოლინ,ვერ გიტან...! (კვლავ ზიზღით წარმოთქვა და ბავშვს დახედა,რომელსაც მშვიდად ეძინა)

დილით სოფია ადრე მოვიდა..

ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა...
-ქალბატონო,ადგომის დროა..ხომ არ დაგავიწყდათ?დღეს პირველი დღე გაქვთ...
-არა სოფია რა დამავიწყეებს...(თვალები გაახილა ეველინმა და სწრაფად წამოდგა...)-არ მინდა ჩემი არაპუნქტუალურობის შესახებ,პირველ დღესვე გაიგონ..(სიცილით თქვა და აბაზანში შევიდა)
ტანსაცმელი უკვე შერჩეული ქონდა )სწრაფად მოემზადა და ნახევარ საათში,უკვე წასასვლელად გასვლა დააპირა...

-სოფია აბა შენ იცი...! შენ ხარ ამ სახლში დედაც,მამაც და ძიძაც(მხიარულად აკოცა ჰელენს)-ჰოლი,ჭკვიანად პატარა...(კიდევ ერთხელ მობრუნდა ბავშვის საკოცნელად და კიბეებისკენ სწრაფად წავიდა)
-სოფია,ჩემი დეივიდის და ალექსის ნომრები მაგიდაზე,რომ ფურცელი დევს იქ დაგიწერე..რა იცი რაში დაგჭირდეს..დამირეკე თუ რამეა..(ანერვიულებულმა უთხრა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა)
-ალექს მზად ხარ?
-კი წავედით...(სამზარეულოდან ალექსი გამოვიდა)

-კარგად გამოიყურები)
ევის ესიამოვნა ძმის კომპლიმენტი და ღიმილით უპასუხა...
 პირველი დღე ტელევიზიაში ნელ-ნელა ახლოვდებოდა...

მინდოდა მოვლენები,ცოტა დამეჩქარებია და ასეც მოვიქეცი..))
რაც  მთავარია უკვე მივადექი ყველაზე საინტერესოს..
მესამე თავიდან უკვე იწყება ჩემი და ალბათ თქვენიც საყვარელი მომენტები))

კომენტარები თუ იქნება გავაგრძელეებ **)) 
P.S. დიდი მადლობა რომ წინა თავი დააკომენტარეთ ყველას..მაგრამ იმდენად ვერ ვგრძნობ მოწონებას,როგორც წინა მოთხრობებზე და თუ მართლა ეგრეა მითხარით რა ვინ რას ფიქრობთ...ჰო იცით არ მეწყინება,მირჩევნია სიმართლე ვიცოდე..

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1259 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 281 2 3 »
2012-09-05 Spam
UMAGRESIA MALE