მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 1 » JusT Illusion♥1
2:51 PM
JusT Illusion♥1
JusT Illusion
♡ 
P a r t 
♡ 1
 
ახალი მოთხრობა** თქვენი თხოვნით დავიწყე<3

არ ვაპირებდი ამ მოთხრობის დაწყებას რამოდენიმე დღე..მაგრამ,ბევრმა მთხოვეთ და მეც რაღაც არ ვარ ხასიათზე..უხასიათობას კი ჩემთვის წერა შველის...ამიტომ ვიწყებ *)) 
მკითხველებოო! იაფუნზე სტარტს ახალი თავგადასავალი,ახალი ისტორია იღებს....წარმატებები თქვენც და მეც...**))


ცხოვრება სავსეა ლამაზი წუთებით,რომელის გახსენებაც ჩვენში რაღაც სასიამოვნოს აღვიძებს...გვახსენდება ის ბედნიერი წუთები და ვლმაბოთ იქ დაბრუნებას...ხშირად ეს წუთები სანატრელი ხდება,მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო....
მაგრამ წუთისოფელი,გვახსენებს იმ არასასიამოვნო მომენტებს,რომლიც გახსენებასაც ცუდის მეტი არაფერი მოაქვს...გვახსენებს იმ საშინელ დროს,თუნდაც იმ უპატიებელ შეცდომას,რომელიც წარსულში დაგვიშვია და ახლა გამოსწორებას ვცდილობთ...ვის არ უნატრია,დროის მანქანა,წარსულში დასაბრუნებლად და შეცდომების გამოსასწორებლად....უშეცდომო ხომ არავინაა?! შეცდომა ყველას დაუშვია,მთავარია მისი გამოსწორება...ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავლობს...

ჩვენი ცხოვრებაც ჰო ერთი დიდი შეცდომაა....მსოფლიო კი უბრალოდ ილუზია.....

ეველინის დღიური

დღიური არასდროს მქონია და შესაბამისად არც არასდროს დამიწერია...უკვე მერამდენე ფურცელს ვხედ და ვაგდებ,შეცდომების გამო,წიგნაკი თითქმის დაცარიელდა...))
მაგრამ ჩემი დღიური მაპატიებს ამ შეცდომას... :დ) 
მე ეველინი ვარ,18 წლის ნიუორკიდან....ჩემი ცხოვრება სულაც არ განსხვავდება ვინმესგან... მამამ გაგვზარდა მე და ჩემი ძმა )) ის საუკეთესო მამაა მთელ მსოფლიოში....
ცხოვრებაში ერთადერთი აუხდენელი ოცნება მაქვს....და ვიცი რომ ბოლომდ აუცხდენელად დარჩება...მინდა დედა მახსოვდეს,მინდა ვიცნობდე,მინდა ვუყურებდე მის ღიმილს და მინდა ვისმენდე მის ხმას...ძალიან რთულია დედის გარეშე ცხოვრება..მე ერთი წლის ვიყავი,როდესაც გარდაიცვალა და არაფერი მახსოვს,რაც მას ეხება..ზოგჯერ გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო,მაგრამ არ გამომდის...ზოგჯერ კი მგონია,რომ მისი ღიმილი მახსოვს,მახსოვს მისი ხმა,მაგრამ ეს მხოლოდ გონებაში ჩაბეჭდილი მისი ფოტოებია,რომელიც რეალური ჩემთვის არასოდეს ყოფილა....
მამა მე და ჩემს ძმას კარგად გვზრდიდა...დეივიდი თავს ყველაფერს ართმევდა..დროს ჩვენც გვითმობდა და სამსახურსაც...ხშირად მამიდასთან ვიყავით და მე და ალექსს ძალიან გვიყვარდა მასთან ყოფნა,მაგრამ დედის ადგილს მაინც ვინ შეგვიცვლიდა....
მამასთან განსაკუთრებით მაშინ დავახლოვდით,როდესაც  სკოლაში სიარული დავიწყეთ....მამას ამდროისთვის თავისი ბიზნესი უკვე აწყობილი ქონდა და კარგადაც ვცხოვრობდით...ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით უფროსია....როგორც უფროსი ძმა,ის ხშირად მაწვალებდა და ამის გამო სულ ვბრაზობდი,მაგრამ ახლა ისინი ჩემთვის მხოლოდ ტკბილ მოგონებებად იქცა...)
სკოლის ასაკის შემდეგ,კოლეჯში ჩემი მომავალი პროფესია უკვე მტკიცედ მქონდა არჩეული...ჟურნალისტობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობ...თითქოს მისი სიყვარული ვიღაცამ ჩამინერგა,თუმცა რა დიდი მიხვედრა უნდა...დედა წარმატებული ჟურნალისტი იყო,და ბავშვობიდანვე ოცნებად მქონდა მის გზას გავყოლოდი...ალექსი მამის გზას გაყვა და მამასაც ძალიან უხაროდა ორივეს შემთხვევა....
კარგად ვსწავლობ..მყავს ძალიან ბევრი მეგობარი..მიყვარს მათთან ერთად ყოფნა და ვცდილობ თავისუფალი დრო,ყოველთვის მაათთან გავატარო...მყავს სამი უახლოესი მეგობარი...ჯესიკა,ადრიანი და ნატალიე...
მე და ნატალიე ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით...ის ჩემი ბიძაშვილია და ამავდროულად საუკეთესო მეგობარი...ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გვაქვს გადატანილი და ამ ადამიანის დასახასიათებლად,მთელი ერთი გვერდი არ მეყოფა...) ჩემი სამი მეგობარი ჩემო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია....
მიუხედავად იმისა,რომ ჯერ მხოლოდ 18-ის ვარ,ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი გამომივლია...14 წლის ვიყავი,როდესაც მამასთან და ძმასთან სერიოზულად ვიჩხუბე და ერთი თვე ნატალისთან ვცხოვრობდი...
პირველად 16 წლის ასაკში შემიყვარდა...მაშინ ცხოვრებას სულ სხვანაირად ვუყურებდი,ვარდისფერი სათვალიდან და არ მეგონა ადამიანის გულის ტკენა თუ ასეთი ადვილი იქნებოდა...იმდენად მიყვარდა რომ მის ღალატს,იმედგაცრუებას ვერ გავუძელი და თითქოს ის პერიოდი ჩემს თავში ჩავიკეტე..როცა მეგონა,რომ ჩემი პირველი სიყვარული ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იქნებოდა,ყველაფერი პირიქით წავიდა....იმ დროს ძალიან უხეში ვიყავი ყველას მიმართ და ჩემთან ურთიერთობა ძალიან რთული იყო....ნატალიე კი გვერდიდან არ მშორდებოდა,იტანდა ჩემს ხშირ შეურაწყოფებს და სიტუაციიდან გამოსვლაში მეხმარებოდა...მის მერე ღმერთს ვთხოვ,რომ არასდროს შემძულდეს ვინმე ისე,როგორც მაშინ 16 წლის ასაკში...რადგან არ მინდა ამ სიძულვილმა,ჩემში ძველ ეველინს დაბრუნების საშუალება მიცეს....
ჟურნალისტობის გარდა,გატაცებული ვარ მწერლობით....მიყვარს კითხვა და მეც მაქვს დაწერილი რამოდენიმე უმნიშვნელო ნოველა...თუმცა მამა ფიქრობს,რომ ეს ჩემთვის უმნიშვნელო ნიჭი მომავალში წამადგეს,რომ ჩემგან კარგი სცენარისტი დადგება....
სხვა არაფერია სათქმელი,რითაც შეიძლება ჩემს ცხოვრებაზე დავიწუწუნო...რადგან ასეთი არაფერი არსებობს...მე კმაყოფილი ვარ ამ ცხოვრებით )) კმაყოფილი იმით თუ როგორი ვარ...როგორი ვარ? ცოტა გულუბრყვილო,ხალხს ადვილად ვენდობი,მაგრამ ამ ნდობას ჩემთვის არასდროს ზიანი არ მოუყენებია...) მხიარული,საქმიანი,პასუხისმგებლიანი და რაც მთავარია ძალიან "არაპუნქტუალური".........................

ეს იყო ეველინის დღიური,რომელიც მან რამოდენიმე წლის წინ დაწერა და მის მერე ფურცლებს ახალი არაფერი შემატებია...ფიქრობს,რომ ყოველდღე წერა თავის ცხოვრებაზე,ცოტა მოსაბეზრებელია....
დღიურის დაწერიდან ერთ წელზე მეტი გავიდა და მის ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი რამ შეიცვალა.... 

ნატალიეს მამამ,ეველინის ბიძამ ქალაქის ცენტრში კლუბი გახსნა...მისი ოფიციალური გახსნა ხვალ იგეგმება...ნატალიემ კი გადაწყვიტა ბოლო დღე იყო,როცა კლუბი ცარიელი იყო,ყოველგვარი არეულობისა და ხმაურის გარეშე,ამიტომაც გადაწყვიტა მისი მეგობრები დაეპატიჟებინა....ისინი მყუდროდ,ერთად აღნიშნავდნენ კლუბის გახსნას...
დაგეგმილ დროს შეიკრიბნენ...საღამოს რვა საათზე კლუბში ოცამდე,ნატალიეს მეგობარი შეკრებილიყო...ზოგი საუბრობდა,ზოგი ცეკვავდა,ზოგიც კი სასმელით ირთობდა თავს....ამ პატარა არეულობაში,არ ჩანდა ეველინი...ნატალიეს ეს არც გაკვირვებია...მან კარგად იცის,მისი არაპუნქტუალურობის შესახებ...ცოტა ხნით ბავშვები დატოვა და გარეთ გავიდა რომ მისთვის დაერეკა...

-აღარ მოდიხარ?
-აიაი,თითქმის მოვედი....(მოკლედ უპასუხა ეველინმა)
მართლაც ორ წუთში კლუბს წითელი ფერარი მოუახლოვდა,რომელიც ეველინის მამისა და ძმის დაბადებისდღის საჩუქარი იყო...
გაღიმებული სახით ეველინი გადმოვიდა და ნატალიესკენ წავიდა

-აღარ მეგონა თუ მოხვდიოდი....(ცოტა გაბრაზებული ტონით უთხრა ნატამ და გაუღიმა)
-კარგი რაა!ალექს ვეხმარებოდი ტანსაცმლის არჩევაში...(და ევი შესარიგებლად ჩაეხუტა)
-კარგი ჰო....სწრაფად შემოდი,ერთი ბიჭი უნდა გაგაცნო
-ვინ ბიჭი?(გაკვირვებული სახით შეეკითხა ევი)
-ჩემი ძველი კლასელი...რამოდენიმე წლის წინ გადავიდა ლოსანჯელესში და მის მერე აქ არც გამოჩენილა...ერთი სიტყვით არამგონია მის შესახებ იცოდე...
-საიდან უნდა ვიცოდე,არც გიხსენებია.და შესვლამდე რაღაც უნდა გითხრა...
-რა ხდება?
-სამსახურიდან წამოვედი...(ჩუმად ამოღერღა ევიმ,თითქოს არ უნდოდა ეს სიტყვები ნატას გაეგონა,მაგრამ დამალვაც არ შეიძლებოდა)
-რა გააკეთე?
-სამსახურიდან წამოვედი..და არაფერი მითხრა...!საშინელი უფროსი იყო...საშინელი...არ მინდა გახსენება...გახსოვს წინა კვირაში?მისი ჟურნალის პოპულარობის გამო,ღამეები ვათენე...10-12 სტატიას ვწერდი დღეში და საუკეთესო თანამშროლად სხვა დაასახელა...! რა უსამართლო ადამიანია...მადლობა მომიხადოს,რომ 6 თვე გავუძელი...(გაიცინა და ნატალიეს გახედა..იგი მოლბა,როცა მიხვდა რომ მის ადგილას ისიც ასე მოიქცეოდა)
-მესმის შენი...არაუშავს,უკეთეს ნახავ...
ევი ნატალიეს ჩაეხუტა...თითქოს ამით აგრძნობინა,რომ მას ყოველთვის ესმის მისი...ცოტა ხანში კი კლუბში ერთად შევვიდნენ...
შესვლისას,ევიმ ჯერ ადრიანი და ჯესიკა ნახა,ჰოლო შემდეგ დანარჩენები )) ბავშვებს მიესალმა და კვლავ იმ მაგიდას მიუჯდა სადაც,ჯესი და ადრიანი იჯდნენ...



დღევანდელზე უყვებოდა ევი,რომ თან ნატალიე მოვიდა...
-სამსახურზე გიყვებათ?
-კი...(მხიარულად თქვა ჯესიმ)
-იანი ჰო არ დაგინახაავთ?
-არაა...აი თუმცა კი..იქ არის..(და ჯესიმ იანისკენ გაიშვირა ხელი,რომელიც ის-ის იყო უკანა გასასვლელიდან შემოვიდა)

ეველინს სიამოვნების ელფერმა დაკრა სახეზე....ღიმილმა სახე გაუნათა...წესით ეს ღიმილი იანს ეკუთვნოდა,რომელიც მოხიბლული იყო მისით,მაგრამ რეალურად ჯესისკენ იყო მიმართული...
ნატამ იანს დაუძახა..ისიც მათკენ წავიდა...
-იან გაიცანი,ეს ჩემი ბიძაშვილი და ძალიან ახლო მეგობარი,ეველინია...
-სასიამოვნოა...(დინჯად დაადასტურა იანმა და ევის გახედა,რომელიც მის გასაცნობას ფეხზე წამომდგარიყო...)

-ჩემთვისაც...(ევიმ გაუღიმა..ისინი ერთმანეთს თვალს არ შეორებდნენ)
-ახლა კი დაგტოვებთ...ბავშვებს მივხედავ....(გასვლა დააპირეა ნატალიემ)
-მეც შენთან ერთად წამოვალ...(ევიმ,გულში შეთავაზებულ იანთან მარტო დარჩენაზე უარი თქვა და ნატალიეს გაყვა)

ცოტა ხანში ყველა ერთ მაგიდასთან შეიკრიბა...ადრიანმა საასმელი გამოიტანა ბარიდან და ყველას შეთავაზა...კლუბის გახსნა ქონდათ მიზეზად,ჰოდა ისინიც სხვამდნენ...ევიც აყვა მათ მხიარულებას,მაგრამ ცოტა ბევრი მოუვიდა...დიდად არ უყვარდა დალევა და მართლა ზდმეტი,რომ არ მოსვლოდა,ბავშვებს განერიდა და ბარის  მაღალ სკამზე ჩამოჯდა...წყნარ სიმღერაზე ფიქრებში წავიდა,რომ მოულოდნელად უკნიდან იანი მოუახლოვდა...ისიც ნასვამი იყო,მაგრამ არ იმჩნევდა...
-არ იცეკვებ ჩემთან ერთად?(დაუბრკოლებრივ იკითხა იანმა და მას გახედა)
-ასეთ ფორმაში?(ევიმ იგულისხმა,რომ ნასვმას ცეკვა არ გამოუვიდოდა)
-არაუშავს...(წელზე მოხვია ხელი და სკამიდან ჩამოიყვანა)
ცენტრში მხოლოდ ისინი ცეკვავდნენ....ორივე გაჩუმებული იყო,მაგრამ მათი თვალები საუბრობდა...
ევი ისეთი გატაცებული იყო მისით,რომ კარგის მეტს ვრაფერს ხედავდა,იანს კი სულ სხვა ფიქრები უტრიალებდა თავში....მას მოწონდა ევი და სარგებლობდა,როდესაც ატყობდა რომ არც ევი იყო,მის მიმართ გულგრილი...ის ხომ ხვალ მიემგზავრებოდა ქალაქიდან...მაგრამ როგორც ჩანს,ის სულაც არ აპირებდა მისთვის ამ საიდუმლოს განდობას და ისე იქცეოდა,თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად იქნებოდა...
-ძალიან ლამაზი ხარ...(ხმადაბლა თქვა მან და საკოცნელად გაიწია)
ევი თავს ძალიან კარგად გრძნობდა და აზრადაც არ მოსვლია,მისთვის ხელი ეკრა...
მის მერე მას ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვს...როგორ დატოვა კლუბი,როგორ გაყვა იანს უცხო სასტუმროში,როგორ გაატარა მასთან მთელი ღამე....მხოლოდ ის ახსოვს,რომ საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა...უცხო საწოლზე გადაბრუნდა და ის ცარიელი აღმოჩნდა.საწოლის გვერდით ტუმბოზე,იანის საათი იყო,რომელიც არავინ იცის დარჩა თუ განგებ დატოვა.....

თუ ვინმეს არ გინახავთ,აქ არის მოკლედ პერსონაჟებზე <3))
კომენტარები თუ იქნება გავაგრძელებ....ამიტომ თუ მართლა მოგეწონათ და გინდათ,რომ გავაგრძელო დააკომენტარეთ...მხოლოდ ამას გთხოვთ,რომ მოწონების ნიშნად კომენტარეი დატოვოთ *)) 
გავაგრძელო?
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 931 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 271 2 3 »
2012-09-03 Spam
Imdges Rodesac Es Dade Unda Wamekitxa Da Vegar movaswari :X
Mgoni Araferi Dashavdeba Axla Rom Eavikitxe Da Axla Rom vakomentareb!<3
Dzalian Niwieri Xar Da Dzalian Miyvars Sheni Motxrobebi!<3
Dzalian Kargi Iyo Momewona Dzalian!<3
Vamayyoobb Adamiaanoo!<3
Umagresia!<3