Jennifer Lopez
ქათმის ბარკალი-ასე უწოდეს ჯენიფერის ფეხს კრიტიკოსებმა.
მოგეხსენებათ 10 თებერვალს ლოს-ანჯელესში ჩატარდა გრემის დაჯილდოვება, სადაც უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ცდილობდა საუკეთესოდ წარმოედგინა თავი, რათა მოდის კრიტიკოსების რისხვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ეს იოლი საქმე როდია, მათ ხომ უმნიშვნელო დეტალებიც არ ეპარებათ მხედველობიდან.
ყველაზე მეტად კი ჯენიფერ ლოპეს არ გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი დიდი მონდომებით ცდილობდა თავისი დაკუნთული, მსხვილი "ბარკალი'' და ვერსაჩეს კაბა "გაემარიაჟებინა'', მან დიდი კრიტიკა და დაცინვა მიიღო.
ქათმის ბარკალი-ასე უწოდეს მის სექსუალურ, მასიურ ფეხს კრიტიკოსებმა.
ალბათ ჯენიფერს განზრახული ჰქონდა დაემტკიცებინა საზოგადოებისათვის, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდა ანჯელინა ჯოლს, რომელიც მსგავსი სტილით წარსდგა 2012 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე, თუმცა კრიტიკოსთა შეფასება ანჯელინას შემთხვევაში ზედადებითი იყო.