მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ყოფილი მეუღლე მარკ ენტონი შვილებს ართმევს. ეჭვიან ექს-მეუღლეს ამ ფორმით ჯეილოს დასჯა აქვს გადაწყვეტილი.
მართალია, მარკმა და ჯენიფერმა ბავშვების მეურვეობის სკითხი უკვე გადაწყვიტეს – ძირითადი უფლება ჯენიფერს დარჩა, მაგრამ მარკ ენტონის გარემოცვის წევრი ირწმუნება, რომ მარკმა გადაიფიქრა და დედისთვის შვილების წართმევა სურს.
"მას უნდა, რომ ჯენიფერი, რომელიც ახლა სხვასთან ბედნიერია, დაიტანჯოს”, – ყვება ერთ-ერთი წყარო.
ჯენიფერი აცხადებს, რომ ბავშვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ქმრისგან ნაჩუქარი ძვირფასეულობის გაყიდვა დაიწყო. ჯეილომ ძვირფასი სამოსი და ლურჯი ბრილიანტის თვლით დამშვენებული ბეჭედი გაყიდა, რომელიც მარკმა ნიშნობის დროს აჩუქა. სამკაულის ღირებულება 4 მლნ დოლარს შეადგენდა.