როგორც დასავლური ყვითელი პრესა წერს, პოლიციამ ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმრის, ოჯანი ნოას დაკავების ორდერი გასცა. ახალგაზრდა მამაკაცს კანონთან პრობლემები აქვს - იგი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, რომელიც 12 ივლისს იყო დაგეგმილი.
სასამართლო პროცესი კი მის ყოფილ მეუღლეს უკავშირდება: ლოპესმა ყოფილ ქმარს უჩივლა, რომელიც მათი ქორწინების დროს გადაღებული ვიდეოს საზოგადოებისათვის გამჟღავნებით დაემუქრა.
ახლა ოჯანის მორიგ სასამართლო პროცესზე გამოიძახებენ, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი. თუ ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი ამჯერადაც არ გამოცხადდება სასამართლო დარბაზში, მას დააკავებენ.
|