მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » Jemi Love Story: It's All Coming Back![part1]
6:51 PM
Jemi Love Story: It's All Coming Back![part1]
Jemi Love Story: It's All Coming Back! [part 1]
დემი ლოვატო ავტოკატასტროფაში მოხვდა, უგონო მდგომარეობაში მყოფს სიკვდილთან ბრძოლა ძალიან უჭირს და უკვე რამდენიმე დღეა უგუნო მდგომარეობაშია. მის ირგვლის თავს ყველა მისი ძველი თუ ახალი მეგობარი და ყოფილი თუ ამჟამინდელი შეყვარებული იყრის. გამჟღავნდება ბევრი საიდუმლო და შანსი გვექნება კიდევ ერთხელ ვადევნით თვალი არაჩვეულებრივი წყვილის სასიყვარულო თავგადასავლის გაგრძელებას.
Jemi love story for all fans
It's all coming back!


„20 წლის პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო ავტოკატასტროფაში მოხვდა..."-Hollywoodlife

„ავტოკატასტროფამ, რომელიც ლოს-ანჯელესში მოხდა მილიონობით ადამიანი აალაპარაკა, ყველა თანაუგრძნობს დემი ლოვატოს ოჯახს და იმედს არ კარგავს, რომ 20 წლის გოგონა, რომელშიც სიცოცხლე დუღდა თვალებს გაახელს და ადრინდელი შემართებითა და ენერგიით დაგვატკობს თავისი შემოქმედებით"-Vogue UK

"დემი ლოვატო მალაიზიიდან ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. ავტომობილს, რომლითაც იგი შინისკენ მიემართებოდა ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაიცვალა დემის მძღოლი, თვითონ დემი უკვე მეორე დღეა სიკვდილს ებრძვის. მძღოლი, რომელიც ტრაილერს მართავდა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. პოლიციელებმა მისი დაპატიმრება მალევე მოახერხეს და სასამართლოს წინაშე წარდგომა ერთ კვირაში მოუხდება, თუმცა საპატრულო პოლიციის შენობასთან, რომელშიც მძღოლი იმყოფება არ წყდება ფანების ვნებათაღელვა, რომლებიც მის უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ, ფანების ნაკადი არ წყდება საავადმყოფოს შესასვლელთანაც.."-Seventeen

"..რამდენიმე საათის წინ დასრულდა პირველი ოპერაცია, თუმცა დემი გონზე არ მოსულა, მას წინ კიდევ ორი ოპერაცია აქვს გადასატანი, ვიმედოვნებთ ოპერაცია წარმატებით დასრულდება და მალე ძველი დემი დაგვიბრუნდება"-Hollywoodgossip

 "..სოციალური ქსელები, მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთები ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა მოიცვა. მილიონობით ადამიანი ელის დემის გამოჯამრთელებას. დემი! ჩვენ შენთვის ვლოცულობთ, იმედია მალე დაგვიბრუნდები!"-Teen Vogue

ამ და სხვა არაერთ წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ათობით და ასობით სტატია დაიწერა დემის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ყველაზე აქტიურად სწორედ დემის ავტოკატასტროფას ეხმიანებიან. ფანები უდიდეს მწუხარებას გამოხატავენ და მათ რიგებს სულ უფრო მეტი ჰეითერი ემატება, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად ეს ამბავი დემის უახლოესმა მეგობრებმა და ნათესავებმა განიცადეს. დემის სახლში არ წყდებოდა ზარები, ბევრი ნაცნობი, თუ უცნობი გამოთქვამდა მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით, ბევრს დემი უკვე საიქიოშიც ჰყავდა გასტუმრებული და რამდენადაც ამის შემჩნევა სულაც არ იყო რთული დემის ოჯახის წევრებისათვის, იმდენად ორკეცდებოდა მათი ტკივილი და მწუხარება.
დემის დედა მთელს დღეებს საავადმყოფოში ატარებდა, ვერავინ აიძულა სახლში გამოსაძინებლად ან თუნდაც გამოსაცვლელად დაბრუნებულიყო, ჭამისა და დასვენების იდეა არც დემის დებს ხიბლავდათ, თუმცა ასეთ სიტუაციაში, როცა გონს მოსვლა თითქმის ვერავის მოეხერხებინა ოჯახისათვის გაძღოლა დალასმა ითავა და მისი უმცროსი დისათვის ერთადერთ დასაყრდენად და მანუგეშებლად იქცა და თუმცა შინაგანად განადგურებული იყო და გონს მოსვლა ვერ მოეხერხებინა, ცდილობდა გარშემომყოფთათვის თავი ძლიერ, შეუპოვარ ადამიანად ეჩვენებინა და დასაყრდენი ყოფილიყო სხვა დანარჩენებისათვის.
სანამ დემი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა მაილი საირუსი ევროპაში უმნიშვნელოვანეს ტურნეს ატარებდა, მაგრამ მისთვის არც ეს აღმოჩნდა შემაფერხებელი ფაქტორი, რათ შეეჩერებინა ტურნე და ლოს-ანჯელესში საუკეთესო მეგობრისა და მისი ოჯახის წევრების გვერდით ყოფილიყო, სწორედ მაშინ, როცა მათ ეს გულითადი თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ. 
გამხნევება და თანადგომა ნაკლებად არც მაილის ეჭირვებოდა, რომელიც საავადმყოფოში მისვლამდე ნათლად წარმოიდგენდა დემის მძიმე მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების სასოწარკვეთას. მას არასოდეს დავიწყნია ის მძიმე წუთები, რომლებიც დემისთან ერთად გადაიტანა: განშორება პირველ შეყვარებულთან და პირველი ჩხუბი ცხოვრების უდიდეს სიყვარულთან-მათი დაძლევა და გადატანა მაილიმ სწორედ დემის თანადგომით შეძლო და ახლაც მისი ტურნეში წასვლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი სწორედ დემი გახლდათ, რომლის ჩაგონიბითაც გადაწყდა, რომ მაილის ტურნე ევროპაში გაიმართებოდა. ყველაზე მძიმე და ამავდროულად ყველაზე ბედნიერი წუთებიც, რომლის გახსენებაც მაილის ახლა შეეძლო, დემისთან ერთად ჰქონდა განცდილი და როცა თავში იმ აზრს გაივლებდა, რომ შეიძლება იგი გარდაცვლილი ენახა, რომ მასთან ჩახუტება, საუბარი ვერასოდეს შეძლებოდა იმდენად მტკივნეული და გამანადგურებელი იყო მისთვის, რომ მზად იყო ეყვირა, მაგრამ არა, ის ხსნას ამჯერად ცრემლებში ხედავდა და ღმერთს სთხოვდა შეძლებოდა, რომ საჭიროების შეთხვევაში სიცოცხლის გაეწირა მეგობრისთვის, ურომლისოდაც დარჩენილ უდიდეს სიცარიელესაც ვერავინ ვერასოდეს შეავსებდა.
როგორც იქნა თვითმფრინავი ლაქსის აეროპორტში დაჯდა და ჟურნალისტებისა და ფანებისაგან შემდგარი ბრბოს გარღვევის შემდეგ მაილის ავტომობილი საავადმყოფოსაკენ მიმავალ გზას დაადგა.
-მაილი! სასტუმროში მითხრეს, რომ ლოს-ანჯელესში დაბრუნდი.. რატომ გააუქმე ტურნე, ან რატომ არ დამელოდე?-გზაში აღელვებულმა ლიამმა დარეკა
-ლიამ.. პაპატიე, მაგრამ ლოდინი არ შემეძლო.. დემი.. ის ავტოკატასტროფაში მოხვდა და..და არ შემეძლო...-მაილის ცრემლები ახრჩობდა და სიტყვები ყელში ეჩხირებოდა
-ღმერთო ჩემო! მაილი პირველივე რეისით ჩამოვალ-ლაიმის ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, იქ კი ყველა დემიზე საუბრობდა, საქმეში ჩაფლულ ლიამს კი ამის შესახებ ჯერ არაფერი ჰქონდა გაგებული
-გმადლობ..ლიამ-მაილის ყურმილის დადება უნდოდა
-მაილი!
-გისმენ
-ყველაფერი კარგად იქნება-დამშვიდება სცადა ლიამმა, მაილის კი ხმა არ გაუცია, მსუბუქად გაიღიმა, რადმენადაც ეს მტირალი ადამიანისთვის იყო შესაძლებელი და ყურმილი დაკიდა
საავადმყოფოში მისვლისთანავე მის დაცვას ფანებთან გამკლავება მოუხდა, რათა საავადმყოფოში უსაფრთხოდ შესულიყო, თუმცა რამის დაშავება დამწუხრებულ ხალხს არც ჰქონია განზრახული.
პირველი, ვინც მაილის დერეფანში შეხვდა ეს დემის დედა იყო, რომელიც მოსაცდელში, სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ამ სურათის დანახვისას მაილიმ ვერაფრის თქმა მოახერხა, მხარზე მსუბუქად დაადო ხელი და როდესაც ელიზაბედმა ზევით აიხედა, მისი და მაილის მტირალი სახეები ერთმანეთს შეეჯახა, მალე კი ორი აცახცახებული სხეული ერთმანეთს გადაეხვია და ასე უმაძრაოდ დაჰყო მცირე ხანი, სანამ მათთან დემის დები გამოჩნდებოდნენ.
სევდისაგან დამძიმებულებმა რამდენჯერმე სცადეს გამოლაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თუმცა რადგან ერთადერთი, რაზეც ფიქრობდნენ დემის ცუდად ყოფნა იყო, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი კი მეტ ტკივილს აყენებდათ გაჩუმება და ლოდინი ამჯობინეს.
სანამ საავადმყოფოში ასეთ დაძაბულობასა და მოსალოდნელი საფრთხისადმი შიშს დაესადგურებინა, ნიუ-იორკში ახლადშემდგარი წყვილის პირველი სერიოზული ჩხუბი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
-ბლანდა! ძალიან გთხოვ კიდევ უფრო ნუ მამძიმებ, არ მინდა ვიჩხუბოთ-ბლანდას ცრემლებისა და მუქარის მიუხედავად ჯომ ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო
-როგორ შეგიძლია ეს მითხრა და აქ სრულიად მარტო დამტოვო
-შენ თვითონ როგორ შეგიძლია საკუთარ თავზე იფიქრო მაშინ, როცა..
-რა როცა? რატომ არ გინდა დაასრულო?-ბლანდა ნიანგის ცრემლებს აფრქვევდა, რადგან ფიქრობდა ასე ადვილად მოახერხებდა ჯოს დაყოლიებას
-როცა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი სიკვილს ებრძვის!-გაგრძელებისა არ მოერიდა გაცხარებულ და გონებადაბინდულ ჯოს
-და ამას ასე ურცხვად მეუბნები მაშინ, როცა ყველაფერი გავიღე შენთვის?
-ბლანდა! ძალიან გთხოვ არ გინდა, შენ იცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ არც ის არის საიდუმლო, რომ დემის ადგილს ჩემს ცხოვრებაში ვერავინ ვერასოდეს დაიკავებს
-ჰაჰ! მართლა?-ნერვიულად გადაიხარხარა და განაგრძო-მაშინ რატომ მოექეცი მას ისე, როგორც ყველაზე სულმდაბალი ადამიანები იქცევიან
-შენ არაფერი იცი, ამიტომ გთხოვ გაჩუმდე!-მისი სიტყვები ჯოს გულზე მოხვდა
-ცდები ჯო, მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შეგიძლია წარმოიდგინო!
-მგონი ჯობია საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, თვითმფრინავზე მაგვიანდება-ჩემოდანი დახურა და კარისკე გასწია
-მეც შენთან ერთად მოვდივარ
-შეგიძლია წამოხვიდე, მაგრამ არა ჩემთან ერთად! ვეღარ დაგელოდები-კარი სწრაფად გაიხურა და ნომერში გახელებული და გაბრაზებული ბლანდა დატოვა, რომელიც გულში დემის სიკვდილზე ოცნებობდა.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომენატრა ჯემი და ამიტომ გადავწყვიტე ერთი მოთხრობა მისთვის მიმეძღვნა(თავიდანვე უნდა ამეხსნა, რომ მე ორი მოთხრობა მაქვს შეწყვეტილი და მათ ნაცვლად დავიწყე), თან მინდოდა რაღაცნაირად განსხვავებულად შემომეთავაზებინა ყველა ჭორსა თუ რეალურ ამბავზე დაყრდნობით, ამიტომ იმედი მაქვს მოგეწონებათ, თუ 13+ კომენტარს დააგროვებს გავაგრძელებ, თუ არადა პირველივე თავზე გავჩერდები.
თქვენი იმედი მაქვს:*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 947 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-05-09 Spam
pirveli motxroba romelic saitze wavikitxe es iyo ♥rogor momnatrebia <3