მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 1 » ჯეკ მფატრავი
3:57 PM
ჯეკ მფატრავი
ი  
სრულიადში ნახავთ ძალიან საინტერესო საშიშ ისტორიას .. არ გამოაკლდეთ ამ სიახლეს. ყველანი სრულიადში !! 


888 წელს ლონდონის რაიონი ისტ-ენდი სასტიკი მკვლელობების სერიის მოწმე გახდა. მეძავების მკვლელობებს ჯეკ მფატრავის სახელი უკავშირდება. დღემდე მისი დანაშაულები ამოუხსნელია. ვინ იყო რეალურად ის? 
XIX საუკუნის მიწურულს დიდი ბრიტანეთის ამ მცირე ნაწილს ჟურნალისტები მოიხსენიებდნენ ადგილად სადაც მზის სხივი არ ანათებდა. ისტ-ენდი სრულიად ბრიტანეთის და ცივილიზებული სამყაროს სირცხვილი გახდა. ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი გაერთიანების საშუალო მაჩვენებელს უსწრებდა. ქურდობა, ლოთობა, პროსტიტუცია, მკვლელობები- ეს ელემენტები ისტ-ენდის ცხოვრების ჩვეულებრივ მოვლენად იქცნენ. 
ყველაფერი ეს შესანიშნავი თავშესაფარი აღმოჩნდა იმ ადამიანისთვის, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჯეკ მფატრავის სისასტიკის შესახებ ამბები თითქმის ყველას სმენია. გარდა იმისა, რომ მან 5 ქალი გაუგონარი სისასტიკით მოკლა, მის მიმართ ინტერესს იწვევდა ეჭვები ჯეკის წარმომავლობის შესახებ. მას ბრიტანეთის უმაღლესი ფენის წარმომადგენლებს მიაკუთვნებდნენ.საინტერესოა ვინ იყო ის სინამდვილეში. 

პირველი მსხვერპლი 
მიუხედავად იმისა, რომ ჯეკ მფატრავმა კრიმინალურ ისტორიაში საკუთარი სახელი „ოქროს ასოებით" ჩაწერა, მისი მმართველობა ისტ-ენდზე მოკლევადიანი იყო. პირველი დარტყმა ლონდონს მან 1888 წლის 31 აგვისტოს მიაყენა . ამ დღეს მერი ენ ნიკოლსი, მეძავი უაიტჩეპელიდან სიცოცხლეს სასტიკი წესით გამოასალმეს. მისი გვამი ჩაბნელებული ქუჩის ლაბირინთებში აღმოაჩინეს. 42 წლის «ლამაზმანი პოლი» ადგილობრივებისათვის ალკოჰოლდამოკდებულად იყო ცნობილი. პოლიციამ გამოძიებისას დანაშაულის ასეთი სცენარი დახატა:ქუჩაში მიმავალმა ქალმა გამვლელს მისთვის ჩვეული კითხვით მიმართა: „გართობას ხომ არ ეძებთ მისტერ?" პოლიმ სანაცვლოდ 4 პენსი მოითხოვა, რომელიც ღამის გასათევ ადგილში და სასმელში უნდა დაეხარჯა. როგორც კი მამაკაცმა ის სიბნელეში შეიყვანა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. 

მფატრავმა მეძავს ყელი ერთი ყურიდან მეორემდე გამოსჭრა. ექიმმა, რომელიც პოლიციასთან მუშაობდა განცვიფრება ვერ დამალა: „ასეთი რამ არასდროს მინახავს. ვინ ჩაიდენდა ამას არანორმალურის გარდა. ასეთი ტიპის მკვლელობას მივყავართ დასკვნამდე, რომ მკვლელი დანას შესანიშავად ფლობდა " 

რადგანც მკვლელობები, როგორც უკვე აღვნიშნეთ ისტ-ენდისათვის ჩვეულებრივი ამბავი იყო პოლიციას საქმისთვის განსაკუთრებული მსვლელობა არ მიუცია. თუმცა ერთ კვირაში ნათელი გახდა, რომ საქმე იმაზე სერიოზულად იყო როგორც ჩანდა. 

8 სექტემბერს 40 წლის მეძავის ენი ჩაპმენის გვამი მთლიანად გამოფატრული იპოვეს. შინაგანი ორგანოები კი გვამის გვერდზე თანმიმდევრობით იყო დალაგებული. ამ ფაქტებმა პოლიციას აფიქრებინეს რომ მკვლელი ანატომიაში და ქირურგიაში კარგად ერკვეოდა. 

ურჩხული ერთობა 
მკლელობების სერიას უჩვეულო გაგრძელება ჰქონდა. ახალი ამბების სააგენტოში ფლიტ სტრიტზე მივიდა წერილი სადაც ეწერა: 
„ყველგან მესმის ჭორები იმის შესახებ, თითქოს დამიჭირეს, მათ აქამდე ვერც კი გამშიფრეს. მე ქალების ერთ ტიპს ვარჩევ და ისე ვკლავ მათ. გაჩერებას არ ვაპირებ, ეს საქმე მსიამოვნებს, უკანასკნელი ნამუშევარი დიდებული იყო. ლედიმ დაყვირებაც კი ვერ მოასწრო. ეს სამუშაო მიყვარს და მისი გამეორებისათვის მზად ვარ. მალე ჩემს ახალ მხიარულ ნამოქმედარს ისევ იხილავთ. უკანასკნელი საქმის დასრულებისას მელანი იმბირის ლიმონათში ჩავასხი და წამოვიღე რომ წერილი მომეწერა, მაგრამ მალე შედედდა და მისი გამოყენება ვერ მოვახერხე. აი მეც გადავწყვიტე რომ წითელი საღებავიც წავიდოდა. ხა! ხა!. შემდეგში მოჭრილ ყურებს პოლიციას გავუგზავნი. ისე, ხუმრობით."წერილი ხელმოწერილი იყო როგორც: «ჯეკ-მფატრავი». 

შემდეგ წერილს, რომელიც უაიტჩეპელში,წესრიგის დაცვის კომისიას გაუგზავნეს თან ახლდა თირკმლის ნაწილი. ავტორი იტყობინებოდა რომ თირკმელი თავის მორიგ მსხვერპლს ამოაჭრა. ნახევარი შეჭამა და ნახევარიც მათ გაუგზავნა. ცხადია, პოლიცია დარწმუნებული არ იყო, რომ პირველი და მეორე წერილის გამგზავნი ერთი და იგივე პიროვნება იყო, მაგრამ მათ უკვე იცოდნენ, რომ ჯეკ მფატრავი თავის მსხვერპლებს ორგანოებს აჭრიდა . მესამე მსხვერპლი გახდა 44 წლის ელიზაბეტ სტრაიდი მეტსახელად «გრძელი ლიზ». მსხვერპლი გავლელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულებს მორიგი საზარელი სურათი დახვდათ. ყელი ჩვეულებრივ გამოჭრილი ჰქონდა. ამ შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ მანიაკი ქალს ზურგიდან დაესხა თავს. იმ დღესვე აღმოაჩინეს მეოთხე მსხვერპლიც. 

შიშის ტალღა 
40 წლის კეტრინ ედოუსი დასერილი სახით და ყელგამოჭრილი იპოვეს. მას შინაგანი ორგანოები მხართან ჰქონდა დალაგებული. მოჭრილი ჰქოდა ყურებიც, თუმცა ისინი იქ არ იყო. ამ დროისათვის ლონდონი უკვე შიშის ზარმა მოიცვა. ქალებმა თან დანებისა და სასტვენების ტარება დაიწყეს, რათა საშიშ სიტუაციაში პოლიციისათვის სიგნალი მიეცათ. ერთ-ერთი მაღაზია მეტალის კორსეტებსაც კი სთავაზობდა ქალბატონებს. თავად უაიტჩეპელში ქალმა პოლიციელებმა ადგილობრივი მეძავების ფორმა მოირგეს იმ იმედით რომ მკვლელი მათ მახეს წამოეგებოდა. უკანასკნელმა მსხვერპლმა პოლიცია განაცვიფრა. წინებთან შედარებით სისასტიკემ უფრო იმატა. გვამის მახლობლად სისხლიანი ბილიკი იყო გაკეთებული. იქვე მდებარე შენობის კედელზე კი ცარცით ეწერა: „ებრაელები- ისინი არ არიან ადამიანები, რომელთათვის ბრალის დადება უსაფუძვლოდ შეიძლება" სერ ჩარლზ უორენმა, პოლიციის უფროსმა საკუთარი ხელით წაშალა წარწერა. ამით მან მნიშვნელოვანი სამხილი გაანადგურა, თუმცა იმ დროისათვის ისტ-ენდში მცხოვრები ებრაელთათვის ეს საუკეთესო გზა იყო, რათა მათ მიმართ ადგილობრივებს სიძულვილი არ აღძროდათ. 

ჭორები და ეჭვები 
ჭორები იმის შესახებ თუ ვინ იყო მკვლელი ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. ზოგი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ დამნაშავე პოლიციელი იყო, რომელიც ღამის საათებში პატრულირებდა. ეჭვის ქვეშ მოექცა რუსი ექიმიც- მიხაილ ოსტროგი. ზოგი მიიჩნევდა, რომ ინგლისში ის საგანგებო მისიით იყო მიგზავნილი. მისი მთავარი მიზანი ინგლისელთათვის ებრაელი ემიგრანტების შეძულება იყო. ნაწილი მიიჩნევდა რომ მკვლელი შეშლილი ქირურგი იყო. ზოგიც დამნაშავის თანამზრახველად თავად სერ ჩარლზ მიიჩნევდა. თითქოს კედელზე წარწერის წაშლით მან მასონი მკვლელი შურისძიებას გადაარჩინა. 

უკანასკნელი მკვლელობა 9 ნოემბერს მოხდა. განსხვავება ის იყო რომ მსხვერპლი შედარებით მაღალი ფენის მეძავებს მიეკუთვნებოდა. მას საკუთარი ოთახიც ჰქონდა დაქირავებული. 25 წლის მერი კელი სწორედ სახლში მოკლეს. ამ შემთხვევაში მკვლელს გაცილებით მეტი დრო ჰქონდა მსხვერპლის დასამუშავებლად. 

10 ნოემბრის დილას სახლის მფლობელმა ჰენრი ბოუერსმა ქირის ასაღებად ჩამოიარა. გოგონას გვამიც სწორედ მაინ აღმოაჩინა. წინა დღით ქერათმიანი ლამაზმანი ჩვეული საქმიანობით იყო დაკავებული. ცდილობდა მამაკაცების მოზიდვას. უკანასკნელი კაცი რომელთანაც ის ნახეს ულვაშებიანი და მაღალი იყო. სავარაუდოდ სწორედ ის იყო მისი მკვლელი. გამოძიებისას გაირკვა რომ მეძავი 3 თვის ორსული იყო. მკვლელობების სერია ამით დასრულდა. 100 წელზე მეტი გავიდა და დღემდე უსასტიკესი ჯეკ მფატრავის მოქმედების მიზეზი და ვინაობა არ არის გაშიფრული. 

რავი იმედია მოგეწონათ სიახლეე <33 
Your SoPii))

T e e n a g e r ♥ 
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 697 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5
2013-03-05 Spam
kargiaa