მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » ჯასტინის ინტერვიუ
0:34 AM
ჯასტინის ინტერვიუ
ჯასტინ ბიბერი: ''მე ყოველთვის ვიცოდი, რომ სანტა კლაუსი არ არსებობდა'' - ამბობს ჯასტინი თავის უახლეს ინტერვიუში.

''დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არ არსებობდა სანტა. ეს იყო მისი ლოგიკა: ის ფიქრობდა, რომ თუ მე გავიზრდებოდი იმის ცოდნით, რომ სანტა არსებობდა და შემდეგ გავიგებდი, რომ ეს ტყუილი იყო მას ჩემი მოტყუება გამოუვიდოდა. და ალბათ შემდეგ, როდესაც მეტყოდა ღმერთის შესახებ, მაშინ აღარ დავუჯერებდი მას''

როგორც ჯასტინი ამბობს, ის პატიოსანი ბავშვი იყო და სხვებს არ უმხელდა სანტას არ არსებობის შესახებ: ''მე არ ვანადგურებდი სხვების ოცნებებს'' - ამბობს ის.

ჯასტინი ამბობს, რომ ბავშვობაში საჩუქარს ნაძვის ხის ქვეშ არ ახვედრებდნენ. ამის მაგივრად, არსებობდა თამაში ''Christmas Day'', რომლის თამაშის დროსაც კამათელს აგორებდნენ. ''თუ წყვილს გააგორებდი, მაშინ შეგეძლო აგერჩია ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც შენს წინაშე იყო. თუ ვერ გააგორებდი წყვილს, მაშინ სხვისთვის უნდა დაგეთმო კამათელი. ერთხელ მახსოვს, ძალიან მინდოდა ''Game Boy''-ს მოგება, მაგრამ წყვილი ვერ გავაგორე და გული ძალიან დამწყდა''.

ჯასტინმა წლევანდელი ახალი წლის გეგმებზეც ისაუბრა: ''თავდაპირველად მე დედაჩემთან და ჩვენს ნათესავებთან ერთად მივუჯდები საახალწლო სუფრას, შემდეგ კი გადავინაცვლებ მამაჩემთან, სადაც ახალ წელს ჩემს უმცროს და-ძმასთან ერთად გავატარებ''

 ჟურნალისტმა ჯასტინს საახალწლო სურვილზეც ჰკითხა: ''სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებუი სურვილი ამ წლისათვის არ მაქვს... მე უბრალოდ მინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და ყველა მყავდეს ჯანმრთელად ჩემს ოჯახში''... იგი ინტერვიუს ასრულებს და ამბობს: ''მინდა ჩემს საშობაო ალბომს რაც შეიძლება ბევრმა ხალხმა მოუსმინოს და მოეწონოთ''
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 698 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2011-12-24 Spam
mecnierta azrit adamiani romelsac sjeroda santa klausis arseboba bavshobashi, ukve zrdasruli iqneba mshvidi gawonasworebuli fsiqologiurad jansagi da ketilshobili!