მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 31 » ჯასტინ ბიბერზე აგორებული მორიგი სკანდალი
2:08 PM
ჯასტინ ბიბერზე აგორებული მორიგი სკანდალი
Justin Bieber-ი დიდ განსაცდელშია და ეს თავისივე ბრალია. პოპსთარს წინ მთელი ამერიკა აღუდგა. წარმოშობით კანადელ შემსრულებელს ამერიკიდან დეპორტაციას უპირებენ და ამ მოთხოვნას განრისხებული ხალხი აყენებს. მომღერალი Barack Obama-ს განაჩენის მოლოდინშია. ამ დღეებში ამერიკის პრეზიდენტი იმ პეტიციის პასუხს ოფიციალურად გააჟღერებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა Bieber-ის დეპორტაციას ითხოვს:

”ჩვენ, ამერიკელი ხალხი ვხვდებით, რომ მსოფლიო პოპ სამყაროში ცუდი გზით წარგვადგინეს. ეს არის საფრთხე, ნარკოტიკები და არაადეკვატური მოქცევა. მოვითხოვთ, რომ მოხდეს Justin Bieber-ის დეპორტაცია და გაუქმდეს მისი გრინქარდი. ის არა მარტო საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, არამედ ცუდად ზემოქმედებს ჩვენს ახალგაზრდებზე. ჩვენ, ამერიკელი ხალხი, მოვითხოვთ Justin Bieber-ის მოკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან..." - ნათქვამია მოთხოვნაში. პეტიცია თეთრი სახლს ოფიციალურად გაეგზავნა, ადმინისტრაცია კი ვალდებულია განიხილოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 დღის ვადაში 100 000 ხელმოწერას დააგროვებს.

შეგახსენებთ, რომ Justin Bieber-ი ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის დროს დააკავეს. შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პოპსტარი დააკავეს, თუმცა მალევე თავდებით გამოუშვეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

J.B.-ის დაკავების შემდეგ მალევე გავრცელდა ჭორები მისი ახალი რჩეულის შესახებ. მომღერალთან ერთად დაკავების დროს ავტომობილში მოდელი - Chantel Jeffries-ი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა მედიამ ამ უკანასკნელის შესახებ ყველაფერი ამოქექა, მისი ცხოვრებაც საფუძვლიანად შეისწავლა და არც Bieber-ის შესახებ დაუკლიათ შეკითხვები. 21 წლის მოდელი იმაშიც კი დაადანაშაულეს, რომ მაიამიში მომხდარი ინცინდენტის შესახებ ინტერვიუში მას 20 000 დოლარს უხდიდნენ.

როგორც Chantel-ი ამბობს, ეს არასდროს მოხდება. კიდევ კარგი, Justin-ის გვერდით ერთი ისეთი ადამიანი მაინცაა, რომელიც ფულზე არ გაყიდის და როგორც ირკვევა ეს Chantel Jeffries-ია. "ირგვლივ იმდენი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომ გული მტკივა. მალე ყველაფერს ნათელს მოვფენ, მაგრამ ჩემს ისტორიას არასდროს არ გავყიდი" - ეს სტატუსი მოდელმა თავისი თვითერის გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც მედიაში ამბობენ, Chantel-ი და J.B. უკვე რამდენიმე წელია მეგობრობენ, თუმცა მათი სასიყვარულო ინტრიგის შესახებ არასდროს დაწერილა. რომ არა მაიამის გზაზე მომხდარი შემთხვევა, შესაძლოა Jeffries-ის შესახებ არც არავის გაეგო. ერთის მხრივ კი გოგონას ამ ინცინდენტის თანამონაწილეობა ხელსაც კი უთბობს. ალბათ აქამდე ბევრმა მისი არსებობის შესახებაც კი არ იცოდით...


დაამოწმა:queen
mariamo 
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 935 | დაამატა: -Marrii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2014-02-08 Spam
Irina biber, neta meviyo justinis sheyvarebuli.:(