თინეიჯერმა ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა კათოლიკური, წმინდა მიხეილის საშუალო სკოლა დაამთავრა, ახლა კი დიპლომიც აიღო. "ძალიან გვიხარია, რომ ჯასტინმა და კიდევ 192-მა მოსწავლემ წარმატებით დაამთავრეს ჩვენი სკოლა", - განაცხადა დირექტორმა ტიმ დოეთრიმ.
აღსანიშნავია, რომ ბიბერი უკვე დიდი ხანია, სკოლაში აღარ მისულა. ტურნეებისა და კონცერტების წყალობით, ვარსკვლავს იმდენად დაძაბული გრაფიკი ჰქონდა, რომ 30 საგნის სწავლა დაუსწრებლად მოუწია. "სკოლა დავამთავრე! ახლა თავისუფალი ვარ! რთულია ყოველდღე სწავლა და თან მუშაობა", - განაცხადა ვარსკვლავმა. გამოსაშვებ საღამოზე დასწრება თინეიჯერმა მომღერალმა ვერ შეძლო