ჟაკლინ ბრაკამონტეს ვან ჰორდი დაიბადა 1979 წლის 23
დეკემბერს მექსიკაში ქალაქ გუადალახარაში.დედა
ცნობილი ექიმი ჟაკლინ ვან ჰორდი ხოლო მამა ასევე
ცნობილი იურისტი და ყოფილი ფეხბურთელი.
ჟაკლინი სამოდელო საქმიანობის პარალელურად
ტელევიზიაში მუშაობდაღ მალე ის შენიშნეს რეჟისორებმა
და პირველი სერიოზული როლიც 2004 წელს შესთავაზეს
სერიალში "რუბი"(rubi) სადაც მან ნამდვილად კარგად
შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.
2006 წელს ჟაკლინი რობერტო ერნანდესმა მიიწვია
სერიალში "სიყვარულის იარები" (heridas de amor) სადაც
მან მირანდა სანლორენტე განასახიერა რითაც მან უკვე
მიიპყრო დიდი ყურადღება რეჟისორებისა. რამაც მას
უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა.
2007 წელს ის უკვე მიიწვიეს ფილმში "cuando las cosas
suceden" სადაც მან მონაზონი და ლუსია განასახიერა.
2008 წელს ჟაკლინმა მონაწილეობა მიიღო კომედიური
ჟანრის სერიალში "las tontas no van el cielo" სადაც მან
ასევე დასამახსოვრებელი პერსონაჟი კანდი მორალესი
შექმნა. ეს იყო ერთ ერთი წარმატებული როლი მის
კარიერაში.
2009 წელს ჟაკლინმა მონაწლეობა მიიღო სერიალში
"მოჯადოებული" (sortilegio) რამაც მის კარიერაში
ყველაზე დიდი წარმატება მოუტანაღ სერიალი
უსაზღვვრო პოპულარობით სარგებლობდა და
სარგებლობს ახლაც.აქ მან 2 სრულიად განსხვავებული
პერსონაჟი შექმნა ტყუპებისა. აქ მას პარტნიორობა
უილიამ ლევყმ გაუწია და მათი წყვილიც უზომო
პოპულარობით სარგებლობს.
2010 წელს ჟაკლინმა შეთავაზება მიიღოერთ ერთ
გახმაურებულ სერიალში "მკვლელი ქალები 3" (mujeres
asesinas 3). სერიალის რეჟისორმა პედრო ტორესმა ის
გადასაღებ მოედანზე მიიწვია. აქ მან მკვლელი ქალი
ირმა დე ლოს პერესი განასახიერა.
ჟაკლინს ასევე მონაწილეობა აქვს კიდევ რამდენიმე
სერიალში მიღებული მაგრამ ყველას აღარ ჩამოვწერ..