ეს თვე პრემიერებით წლის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ექსპერტების ვარაუდით წლის ყველაზე შემოსავლიანი თვე გამოვა. სწორედ ივლისში იქნება წლის ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმების – მუქი რაინდის აღზევებისა და წარმოუდგენელი ადამიანი ობობას პრემიერა. ასევე ივლისი არ გაუცრუებს იმედებს რომანტიკული ფილმების მოყვარულებს და შესთავაზებს ცეკვებზე ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე ფრენჩაიზის Step Up-ის ახალ ნაწილს. მაშ ასე დავიწყოთ…
წარმოუდგენელი ადამიანი ობობა – 3 ივლისი
როდესაც ადამიან ობობაზე ვფიქრობ ყოველთვის ორი კითხვა მიჩნდება: პირველი – ვინ იყო ის ადამიანი ვინც Sony Pictures-ში გადაწყვიტა, რომ ადამიანი ობობა 3 იყო წარუმატებელი, მიუხედავად იმისა რომ ფილმი $200 მილიონი დაჯდა და თითქმის მილიარდიანი მოგება მოიტანა თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა კონკურსებში 9 გამარჯვებასა და 27 ნომინაციას და მეორე კითხვა იყო თუ არა იგივე ადამიანი ვინც Columbia Pictures-ში გადაწყვიტა, რომ უნდა გადაეღოთ ადამიანი ობობას reboot-ი ახალი მსახიობებითა და ახალი ისტორიით.
მიუხედავად იმისა რომ ამ კინომოვლენის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს უნდა ვაღიარო რომ მისმა 3D ტექნოლოგიებმა გამაოცა, რომლის ხილვის შესაძლებლობაც კინო რუსთაველში ტრეილერის ყურებისას მქონდა. რეჟისორმა მარკ ვებმა მართლაც მოახერხა ფილმში შეეტანა რაღაც ახალი 1thPerson კამერის გამოყენებით. საერთოდაც, ზოგადად ადამიანი ობობას ისტორია ყოველთვის განსაკუთრებული გამოდის იქნება ეს კომიქსი, ანიმაცია თუ მხატვრული ფილმი. ასე რომ ყველას გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს კინომოვლენა. განსაკუთრებით საშიშნი – 6 ივლისი
კიდევ ერთი კრიმინალური ტრილერი კვენტინ ტარანტინოს სტილში… დიდი ხანია მინდა ამ კინომოვლენაზე სტატიის დაწერა, თუმცა ვერაფრით ვერ მოვაბი თავი. ამ ფილმში ყველაფერია იმისთვის რომ შედევრად იქცეს – განქსტერები, ნარკოტიკები, მანქანები, სექსი, სისხლი და ბევრი ფული.
ამას დამატებული უმაღლესი დონის ქასთი და ფილმის მთავარი ღირსება – რეჟისორი, რომელსაც ლეგენდარული რეჟისორი და სცენარისტი ოლივერ სტოუნი იკავებს, მთავარ როლებს კი ისეთი მსახიობები ასრულებენ როგორებიც არიან ბლეიკ ლაივლი (ჭორიკანა), სელმა ჰაიეკი, აარონ ჯონსონი და სხვები. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერა ჯერ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში იყო IMDB-ზე მან უკვე საკმაოდ მაღალი – 7.1 ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
Katy Perry: Part of Me – 5 ივლისი
ბოლო დროს მომღელებზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას მოუხშირეს. ჯერ იყო და მაიკლ ჯექსონზე გადაიღეს ფილმი (This Is It), შემდეგ ჯასტინ ბიბერზე (Justin Bieber: Never Say Never). სულ მალე კი ქეთი ფერიზე გამოვა დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახული იქნება ქეთის რეალური ცხოვრება სცენაზე და მის გარეთ, ფილმი გვიამბობს 28 წლის კალიფორნიელი მომღერლის ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე, წარმატებულ და წარუმატებელ სასიყვარულო ისტორიებზე, გვანახებს თუ როგორ ემზადება ის კონცერტებისათვის და როგორი ურთიერთობა აქვს ფანებთან, ასევე როგორ ისვენებს ქეთი თავისუფალ დროს. და რაც მთავარია ფილმი იქნება 3D_ში.
დიდი გამყინვარება 4 – 13 ივლისი
მას შემდეგ რაც დიდი გამყინვარების ფრენჩაიზმა მსოფლიო მაშტაბის წარმატება მოიპოვა და მისმა ბოლო ნაწილმა თითქმის მილიარდიანი მოგება ჰპოვა, არავის გაჰკვირვებია მისი მეოთხე ნაწილის დარელიზება.
სინოფსი: მიწისქვეშეთის თავგადასავლის შემდეგ გავიდა დრო, მოხდა კონტინენტების გადაადგილება. შეწუხებული მულტფილმის მთავარი გმირები იძულებულნი იქნებიან აისბერგი გამოიყენონ პლატოდ. ისინი გადალახავენ ოკეანეს და მოხვდებიან მათთვის უცნობ მიწაზე ეგზოტიკური ცხოველებითა და მეკობრეებით სავსე, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი მათ წინააღმდეგ. ციყვი მიიღებს თავის საოცნებო რკოს, მაგრამ ისიც ხვდება ახალ მიწაზე.
ნაბიჯი წინ: რევოლუცია – 27 ივლისი
ამჯერად მოვლენები მაიამიში განვითარდება. ემილი, რომელიც არის მდიდარი ბიზნესმენის შვილი ჩადის მაიამიში, რათა გახდეს პროფესიონალი მოცეკვავე, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მას უყვარდება ქუჩის მოცეკვავე და ადგილობრივ მოცეკვავეთა ბანდის ლიდერი შონი, რომელიც ფლეშმობების ნამდვილი ოსტატია. ისინი ცდილობენ, რომ მოუგონ კონკურენტებს, მიიღონ დაფინანსება და გახდნენ პოპულარულები.
მათ თითქოს ამ მიზნის მიღწევაში ხელს ვერავინ უშლის, თუმცა ემილის მამა გადაწყვეტს, რომ დააფინანსოს მათი კონკურენტები და თავის ქალიშვილს უარი ათქმევინოს ქუჩის ცეკვებზე. შონს და ემილის მოუწევთ, რომ ერთ გუნდად შეიკრან და მის მამას და ყველას დაუმტკიცონ, რომ ისინი საუკეთესონი არიან.
ქართულმა კინოთეატრებმა ამ თვეში წინასწარ დაარელიზეს რამდენიმე ფილმი, რაც ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან როგორც წესი ისინი ბოლო წუთზე წყვეტენ თუ რა გაუშვან და ხშირად დაპირებული პრემიერებიც არაერთხელ გადააქვთ ან საერთოდ აუქმებენ. იმედია კინო რუსთაველისთვის ეს ფაქტი ტრადიციად იქცევა. მაშ ასე: 5 ივლისს შედგება წარმოუდგენელი ადამიანი ობობას პრემიერა, 12 ივლისს კი ფიფქია და მონადირეს ხილვის საშუალება გვექნება, 19 ივლისს რომანტიკული კომედია სიყვარულით რომიდან გავა საქართველოს კინოთეატრებში, 26 ივლისს კი მუქი რაინდის აღზევებით დაამთავრებენ თვეს.
|