მე : – გამარჯობა...
უფალი : – გაგიმარჯოს...
მე : – ბევრი კითხვა მაქვს მე თქვენთან... და ხელები დავალაგე ისე, გეგონება პირველკლასელი ვიყო. დავიწყებ.. ხო,ხო.. ( და როგორ დავიწყო, რამდენი კითხვა მაქვს, აი ასე დავიწყებ.. არა,არა... ხო აი ასე... )
მე : – ისაა.... რატომ ვერ ვხედავ? თვალებს ვერ ვახელ....
უფალი: – თვალებს კი ახელ, მაგრამ ბნელა...
მე : – ხო, და თითქოს ცაც კი შავია..
მე : – მეშნია... : (( იცით როგორ?
უფალი : – კი ვიცი, სიკვდილის გეშნია..
მე : – ...
უფალი : – გჯერა ბედის?
მე : – კი...
უფალი : – მაშინ მოვა))
მე : – მართლა?
უფალი : – კი.
უფალი : – ინატრება, მოვა...
მე : – იცით, ბევრი წავიდა... აღარ არიან... მაგრამ არა სიბნელით ((
უფალი : – არც შენ მოკვდები ასე, სიბნელით... ან არ ვიცი.
უფალი : – გითხრა?
მე : – კი მითხარი უფალო....
უფალი : – ცოდვილი ხარ, შვილო.. ერთხელ, როდესაც დაღამდება, სიშავე იქნება... ჩამოწვება ნისლი, მართლაც ვერაფრს ვეღარ დაინახავენ ადამიანები, ვერც შენ... და ვერც სხვები... მართლაც აღარაფერი აღარ გამოჩნდება...
მე : – მერე? მერე უფალო....?
უფალი : – მერე ყველამ უნდა ინანოს... რაც ცუდი გაუკეთებია...
მე : – ვდილობ მაგრამ....
უფალი : – რა მაგრამ?
მე : – იცი, უფალო არ გამომდის... ისევ ბნელა (((((
" მე : – მეტკინება?
უფალი : – რა?
მე : – სიკვდილი?
უფალი : – არა.. უბრალოდ სხეულს შესცივდება ძალიან..
მე : – სულს?
უფალი : – სულზე თავად უნდა იზრუნო.. სწორედ ამიტომ ხარ ამქვეყნად. "
გადის დრო... ვერ ვხედავ კვლავ, მე მისი სიტყვები კი მახსოვს... L ბნელა... ვნანობ, ვნანობ....გთხოვ, უფალო გთხოვ.. ამიხილე, ამიხილე, ამიხილ.......ე
მე : – უფალო, უფალო... გხედავ... ** გამეცი ხმა... გამეციი რაა ხმააა... მე ხომ სიბნელით მოვკდი... იცი, ვნანობდი....
უფალი : – ხო ვიცი... იმიტომ ხედავ...
მე : – გესმის ჩემი? უფალოო... ვხედავ... აქ ცაში....ვხედავ მეთქი უფალო... მეთქიიიიიიიიიიიიიი...
უფალი : – ჩუ )) აქ სიცოცხლე ხომ არ არის.
|